ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აბაიშვილის შეფასება

აბაიშვილის შეფასება

საფეხბურთო სიცრუის ანატომია

არაკომპეტენტურობა და დილეტანტიზმი არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც ზოგიერთ ჩემს „კოლეგას“ გამოარჩევს და რომელთა გამოისობითაც ქართველ სპორტულ ჟურნალისტიკას სახელი ებღალება. სწორედ ასეთი მავნებლობადართული არაკომპეტენტურობის კლასიკური მაგალითია სპორტულ ვებგვერდ sportall.ge-ზე გალაქტიონ ესაკიას მიერ გამოქვეყენებული სტატია სათაურით „არაადეკვატური გადაწყვეტილება - ბიუჯეტიდან საფეხბურთო კლუბები კვლავ დაფინანსდებიან“

მივყვეთ თანმიმდევრობით. ავტორის ძირითადი პათოსია ის გარემოება, რომ იმ საგანგაშო დროს, როცა მთელი საქართველო ხმალამოღებული და თავგანწირვით იბრძვის სასიკვდილო ვირუსის დასამარცხებლად, ხელისუფლება ბედავს და ეს უბედურება რომ დასრულდება, ქართული საფეხბურთო კლუბების დაფინანსების გაგრძელებას ძველი მოცულობით აპირებს. აი ციტატაც: “stopcov ფონდში ამ დროისთვის ჩარიცხულია 22802383 ლარი, ხოლო თუ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ინფორმაციას დავეყრდნობით, 2019 წელს ქართული კლუბებისთვის 32019195 ლარი გამოიყო“.შემდეგ კი თურმე ამ ფულის ნაწილი სხვადასხვა ლიგებში მოასპარეზე ქართული კლუბების ფეხბურთელებისა და პერსონალის ხელფასებზე იხარჯება, რაც ჟურნალისტის მტკიცებით, პრაქტიკულად ფულის გადაყრაა. „ რა უნდა ქნან მათ, ვინც გაცილებით მეტ საქმეს აკეთებს და უფრო ნაკლები ხელფასი აქვს? რით არიან ვინმეზე ნაკლებნი ექიმები, მასწავლებლები, მეეზოვეები, მაშველები და ა.შ. რეალურად ამ სამსახურებში დახარჯული თანხა გაცილებით მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ასე უგზოუკვლოდ ფეხბურთში“, - აღშფოთებას ვერ მალავს გალაქტიონ ესაკია. ყველა ჩამოთვლილი პროფესია ძალზე საპატივცემულო, კეთილშობილური, ღირსეული და საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მეტ-ნაკლებად აუცილებელ-მნიშვნელოვანია. მაგრამ ამ პროფესიების მოშველიებით ფეხბურთის დაკნინება, საბედნიეროდ, ვერ გამოვა ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ფეხბურთის მნიშვნელობა ქართველებისთვის დიდი ხანია გასცდა სპორტის ერთი, თუნდაც ყველაზე პოპულარული სახეობის ფარგლებს და გაცილებით ღრმა ემოციური, გენეტიკური და ზოგადეროვნული დატვირთვა შეიძინა. ბატონი ესაკია 1981 წლის 13 მაისს დაბადებულიც არ იყო და, ალბათ გადმოცემითაც არ გაუგია, რომ საქართველოს არსებობის ისტორიის მანძილზე დიუსელდორფის ფინალში „დინამოს“ გამარჯვებამ ქართველ ხალხს ყველაზე დიდი სიხარული მოუტანა. თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დღემდე ფეხბურთს ჩვენთვის, თუნდაც იმ მარტივი ფაქტიდანაც იოლად ჩანს, რომ საქართველო-ბელორუსის მატჩის ბილეთები სულ სამიოდ დღეში გაიყიდა და ამ ეტაპს რომ დავძლევთ, რაშიც მე პირადად დარწმუნებული ვარ, ერთა ლიგის ფინალის ბილეთები რამდენიმე საათში გაიყიდება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთს საქართველოზე და ქართველებზე დიდი ზეგავლენა აქვს, შეუძლია გააერთიანოს ერი და უდიდესი დადებითი ემოციები მიანიჭოს, რაც, სხვა პროფესიებს ნაკლებად ხელეწიფებათ. შესაბამისად, ფეხბურთი იმსახურებს, რომ მასზე სახელმწიფომ განსაკუთრებულად იზრუნოს. ამასთან, ეს სახეობა ძალიან ძვირი სიამოვნებაა და გალაქტიონმა ჩემზე უკეთ იცის, რომ ის 32 მილიონი ლარი, რომელსაც ქართულ გუნდებს ამადლის და რომელიც 4-ვე ლიგაში მოასპარეზე 46 კლუბის დაფინანსებას ხმარდება, ერთი საშუალო დონის ყაზახური გუნდის 1 წლის ბიუჯეტია. არსებული დაფინანსებაც კი, რა თქმა უნდა, ცოტაა და მხოლოდ იმას ყოფნის, რომ საფეხბურთო მეურნეობა და კლუბები ასე თუ ისე შევინარჩუნოთ, სანამ კერძო სექტორი თუნდაც კომერციული თვალსაზრისით გაიაზრებს ფეხბურთის სიკეთეებს და უფრო ფართოდ მოიცლის ჩვენი კლუბებისთვის. თუმცა, თუ ამ დაფინანსებასაც შევაჩერებთ, საქართველოში პრაქტიკულად დავასამარებთ ფეხბურთს.

მაგრამ ავტორი არ ეპუება მსგავს არგუმენტებს და ცრემლნარევი პათოსით აგრძელებს: „დადგა ჟამი, როცა ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დროს (დროს ნაცვლად გამო აჯობებდა) უმუშევრობის ნიშნული მაქსიმუმამდე არის აყვანილი. ხალხი ვირუსზე მეტად დაფინანსებაზე ნერვიულობს. ბევრმა ისიც კი არ იცის, როგორ უნდა გამოკვებოს ოჯახი, თუ ეს პერიოდი დიდხანს გაგრძელდა“ . ჩვენო თანამემამულეების დარდით გულმოკლულო კეთილო სამარიტელო, როგორ ფიქრობ, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გუნდების ტექნიკურ პერსონალს, სტადიონების, ბაზების, საფეხბურთო აკადემიების თანამშრომლებს, დაცვის სამსახურს და სამედიცინო პერსონალს, მძღოლებს, მზარეულებს,არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ვინც საფეხბურთო ინდუსტრიაშია ჩართულ-დასაქმებული, და კიდევ რაც შენთვისაც წესით მნიშვნელოვანი უნდა იყოს - კოლეგა მედიაოფიცრებს, ფოტოგრაფებს, კლუბების ვებგვერდების მოდერატორებს, პი არ-ის თანამშრომლებს, ვიდეოოპერატორებს ოჯახები არ ჰყავთ, არ სცივათ და არ შიათ? მე კი ვხვდები, რომ შენთვის ფეხბურთი „ფიფა 2020’-ის მსგავსი ვირტუალური სამყაროა, მაგრამ დამიჯერე, ამ სფეროში 50 ათასზე მეტი შენი თანამოქალაქეა დასაქმებული, რომელთა უკანაც ოჯახები დგანან და რომლებსაც შენსავით სცივათ, შიათ და სწყურიათ. იქნებ შენი მოწყალე ინტელექტის ფოკუსირება მათზეც მოგეხდინა.

აქვე, ჟურნალისტიკის უმთავრეს,თუმცა, როგორც ირკვევა, ავტორისთვის უცნობ წესზე გავამახვილებ ყურადღებას: ნებისმიერი ინფორმაცია თუ ფაქტი, სანამ საზოგადოებას გააცნობ, უნდა გადაამოწმო და 100 პროცენტით დარწმუნდე მის ჭეშმარიტებაში. მოდი ახლა ვნახოთ ჟურნალისტიკის ამ აქსიომის დარღვევით კიდევ რას ღაღადებს სტატია: „ამ დროს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფოს ბოძებული ფულისგან 100 000 ლარი მოაბრუნა და STOPCOV ფონდში გადარიცხა.“

აქ უკვე საქმე რამდენიმეშრიან აშკარა ტყუილთან გვაქვს. დავიწყოთ შრეების გამორჩევა: 1. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არანაირი შემხებლობა არ აქვს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტთან. ამ ფონდს გააჩნია საკუთარი მენეჯმენტი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. 2. ფონდის ყველა თანხა, თითოეული თეთრი მკაცრად მიზნობრივია და ვერანაირ ასი ათასს კი არა, 1 ლარსაც ვერ გადარიცხავენ სხვა მიმართულებით, თუნდაც ასეთი კეთილშობილური მიზნით. 3. ფეხბურთის ფედერაციას მთავარი დონორებისგან - ფიფასგან და უეფასგან ყოველწლიურად ერიცხება 8-10 მილიონი ევრო, რაც გამიზნულია სხვადასხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურულ, სანაკრებო თუ განვითარების პროექტებზე და ის 100 000 ლარიც სწორედ ამ ბიუჯეტიდან გაიღეს. აი ასეთია ამ ერთი „უწყინარი“ წინადადების სამშრიანი სიცრუის ანატომია, რაც ასეთი ირონიანარევი პასაჟით სრულდება: „ ძვირფასო ფედერაციავ და გადაწყვეტილების მიმღებო პირებო, შეგიძლიათ დარჩეთ თბილ სახლებში და არაფერზე იდარდოთ. იამაყოთ იმით, რომ წელსაც წარმატებულად გაფანტავთ ამ თანხას, თქვან არაფერი გემუქრებათ, თქვენ გაქვთ მარაგები“. უკვე დავინახეთ, რომ ავტორს შეგნებულად აქვს სურვილი, ფონდი გააიგივოს ფედერაციასთან და შემდეგ შეთითხნილი ბრალდებებით „შავი“ პიარი აუგოროს. ეხლა ცოტა ფონდზეც ვთქვათ, რამდენად კარგია თუ ცუდი ის მოდელი, როგორითაც ხორციელდება ქართული კლუბების დაფინანსება. ამ ორგანიზაციის შექმნამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად კლუბების დაფინანსებაზე საშუალოდ 40 მილიონ ლარზე მეტი იხარჯებოდა და ეს ზოგან სამხარეო, ზოგან მუნიციპალური ბიუჯეტის გავლით ხდებოდა. თანაც ეს პროცესი იყო ქაოსური და უკონტროლო: თუ რომელიმე მხარის გუბერნატორი, ქალაქის მერი ან გამგებელი ფეხბურთის ქომაგი იყო, კლუბი დაფინანსებას იღებდა, თუ პოლიტიკურ ხელმძღვანელს ასეთი სისუსტე არ ჰქონდა, კლუბი უფულოდ რჩებოდა. ცალკე საკითხი იყო გამოყოფილი ფულის განაწილებაც, რომელიც გამოყოფის მომენტიდან უკონტროლოდ იხარჯებოდა და ხშირ შემთხვევაში, დანიშნულებაც არასწორი ჰქონდა. თან ასეთი მიდგომა აბსოლუტურად არათანაბარ ვითარებაში აყენებდა როგორც სხვადახვა სახელმწიფო, ისე კერძო კლუბებს. განვითარების ფონდის დაარსებით ალბათ ყველაზე ოპტიმალური მოდელიც შეიქმნა. 1. ყველა კლუბი თანაბარ პირობებშია, რადგან ლიგების მიხედვით ყველა თანაბრად ფინანსდება. 2. კლუბებს არ აქვთ თანხების თავის ნებაზე განკარგვის ფუფუნება - ფონდი თითოეულ თეთრს აკონტროლებს და დადგენილი აქვს ქვოტები, თუ რა მუხლებზე რა პროცენტულობით შეიძლება თანხის დახარჯვა(პირველი გუნდის ხელფასზე , ეკიპირებაზე, აკადემიაზე, ინფრასტრუქტურაზე, ასაკობრივ გუნდებზე და ასე შემდეგ - ყველაზე პროცენტულობაა განსაზღვრული და კონტროლდება). 3. შექმნილია სპორტული და სამენეჯმენტო სამოტივაციო ფონდი: მოგებაზე და ფრეზე, ჩემპიონობასა და თასის მოგებაზე, საპრიზო ადგილის დაკავებაზე კლუბი დამატებით იღებს საპრემიო თანხას, ხოლო თუ მენეჯმენტი კარგად იმუშავებს და კერძო სექტორიდანაც მოიზიდავს თანხებს, სახელმწიფო ამ ფულს გარკვეული ლიმიტით უორმაგებს. რაც მთავარია, მთელი ეს ბუღალტერია გამჭვირვალეა და სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში მისი დამალვის უფლება არ აქვს არც სახელმწიფო, არც კერძო კლუბს. ამ წერილში ცოტა რთულია, ფონდის მუშაობის ავკარგიანობაზე და ყველა ნიუანსზე უფრო ვრცლად საუბარი. რა თქმა უნდა, შეიძლება კამათი იმაზე, თუ გამოყოფილი ფულის პროცენტული განაწილება უკეთესი როგორ გავხადოთ, მაგრამ თავად მოდელი რომ საუკეთესო, ყველაზე პრაგმატული და სწორად მოფიქრებულია, საკამათო არ არის. სტატიაში კიდევ არაერთი სხვა არასწორი, არაზუსტი და ყალბ ემოციაზე დაფუძნებული მოსაზრებაა და ვფიქრობ, რომ ჟურნალისტური ეთიკის კომიტეტის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს, თუმცა ამდენ დიდ დროსაც აღარ წაგართმევთ მისი განხილვა-გარჩევით. აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც ფონდის, ისე ფედერაციის კრიტიკა დასაშვებიცაა და ძალიან ხშირად - აუცილებელიც: დაშვებულ შეცდომებზე და ხარვეზებზე მითითება სწორედაც რომ სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. თუმცა, ამან არ უნდა მიიღოს ჩასაფრების და სუბიექტური განწყობების გადმოფრქვევის ფორმა.

მიხეილ აბაიშვილი

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა

ასოციაციის პრეზიდენტი

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!