უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გორის "დილას" მესვეურები იმედოვნებენ, რომ გუნდს სოლიდური პატრონი ეყოლება და ფინანსური პრობელები არ შეექმნება
გადათამაშებაში "სამტრედიასთან" გამარჯვებით გორის "დილა" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. გორი საქართველს ერთ-ერთი საფეხბურთო კერა იყო, მაგრამ ბოლო ოცი წელი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის.

21-ე საუკუნე გუნდისთვის ცუდად დაიწყო - 2001-02 წლების სეზონში უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ ერთ წელიწადში დაბრუნდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში "დილას" ყველაზე დიდი მიღწევა 2004 წელს უმაღლეს ლიგაში დაკავებული მე-6 ადგილია, რის შემდეგაც გუნდმა ინტერტოტოს თასზე ითამაშა.

2008 წელს გუნდს დაფინანსებაზე უარი უთხრეს და უმაღლესი ლიგიდან პირველში დაქვეითდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ 2008-09 წლების სეზონში აღმოსავლეთ ზონაში მე-5 ადგილი დაიკავა, ფინანსური გარანტიების უქონლობის გამო იქიდანაც დააქვეითეს და 2009-10 წლების სეზონი მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში იასპარეზა.

2010-11 წლების სეზონის შედეგებით "დილა" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. ამჟამად კლუბის საშინაო არენაზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. გუნდში იმედოვნებენ, რომ გაჭირვება წარსულს ჩაბარდა და "დილას" კარგად დააფინანსებენ.

გია ცეცაძე: გაძლიერება არ გვაწყენდა

ახალგაზრდა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ახალგაზრდული და ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა და "დილა" უმაღლეს ლიგაში დააბრუნა.

- გილოცავთ უმაღლეს ლიგაში გადასვლას. სეზონის დასაწყიში "დილას" ასეთ წარმატებას ვერავინ წამოიდგენდა.

- მე გუნდში მხოლოდ მეორე წრეში მივედი. წარმატების მიღწევა ყოველთვის ძნელია, მაგრამ ბედნიერი კაცი ვარ, გორელები ასე რომ გავახარე.

- სამტრედიელებმა აღიარეს, რომ "დილამ" დამსახურებულად და დამაჯერებლად გაიმარჯვა. არადა, მოულოდნელი იყო, უმაღლესლიგელს ასე რომ აჯობეთ.

- მე ყოველთვის მაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩვენს გუნდზე და მიხარია, ჩვენი გამარჯვება დამაჯერებელი თუ გეჩვენათ. უბრალოდ, მე კმაყოფილი არასოდეს ვარ და ფეხბურთელებს ყოველთვის მეტს ვთხოვ. თუმცა უმაღლესში დაბრუნებამ ძალიან გამახარა.

- უმაღლესი ლიგის საგზურის პირდაპირი გზით მოპოვებაში ხელი რამ შეგიშალათ?

- "გაგრას" და "მერანს" ვერ მოვუგეთ, ამას გარდა, უიღბლობით ხუთი ქულა დავკარგეთ. წარუმატებლობა გუნდს ხშირად მორალურად ანადგურებს. მაგრამ ჩვენზე ამან დადებითად იმოქმედა, გუნდი უფრო შეკრა და მიზანსაც მივაღწიეთ.

ფეხბურთელებს ვენდობოდი და მათგანაც იგივეს ვგრძნობდი. არადა, "დილა" საკმაოდ არასასურველ პირობებში ჩავიბარე, გუნდი შეკრებაზე მე არ წამიყვანია და არც შემადგენლობა შემირჩევია. ფაქტობრივად, მოთამაშეთა გაცნობა და ამოცნობა სეზონის მსვლელობისას მიხდებოდა.

- უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ გაძლიერება აუცილებლად დაგჭირდებათ.

- გაძლიერებაზე "ბარსელონა" და "რეალი" არ იტყოდნენ უარს და, რა თქმა უნდა, ჩვენც ნამდვილად არ გვაწყენდა.

- როგორც შევიტყვეთ, 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერის, ბაჩო არაბულის დამატებას აპირებთ.

- არაბულის დამატება გვსურს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ჯერ ვერ ვარჯიშობს.

- გორელებს ქუთაისის "ტორპედოდან" რევაზ გოცირიძის გადაბირებაც სურთო.

- დაახლოებით ათ დღეში გაირკვევა, სად გვექნება შეკრება და ვის დავიმატებთ, დღეს კი ამის თქმა გამიჭირდება. რა თქმა უნდა, დასამატებელი ფეხბურთელების სია შევადგინეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ იქნება დამოკიდებული.

ფული აუცილებლად იქნება

გორის "დილას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით ჭანტურია დარწმუნებულია, რომ უმაღლეს ლიგაში გადასულ კლუბს ფინანსური პრობლემები არ შეექმნება.

- "დილას" შენახვის იმედი რომ არ გვქონოდა, უმაღლეს ლიგაში გადმოსვლისთვის არც ვიბრძოლებდით. თუმცა, როგორც იცით, სეზონის დასაწყისში ნამდვილად არ გვილხინდა. კლუბის დაფინასებისთვის გამოყოფილი იყო სულ რაღაც 25 ათასი ლარი. ამის მიუხედავად, გუნდმა პირველ წრეში მესამე ადგილი დაიკავა და ლიდერებს სულ რაღაც ორი ქულით ჩამოვრჩით. ცხადი გახდა, რომ "დილას" რეალურად შესწევდა ძალა და უნარი, რათა წლების შემდეგ რეგიონში ფეხბურთი კვლავ გაეცოცხლებინა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულიყო.

საამისოდ აუცილებელი წინაპირობაც არსებობდა, გვაქვს მშვენიერი სტადიონი და საფეხბურთო სკოლა, სადაც 400-მდე ბავშვი ვარჯიშობს. მაგრამ "დილა" თუ არ გაძლიერდება, ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მუშაობას აზრი ეკარგებოდა. პირველ წრეში ნაჩვენები შედეგის შემდეგ გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი "დილას" რეალურ პოტენციალში დარწმუნდა და მეორე წრეში საკმაოდ სერიოზული პირობები შეგვიქმნა.

- უმაღლეს ლიგაში რა თანხით გადახვედით?

- მთლიანობაში 220 ათასი ლარი გვქონდა. ბატონი ზურაბი გადათამაშების მატჩამდე შეხვდა ბიჭებს და აუხსნა, რომ მთლიანად მათზე იყო დამოკიდებული შიდა ქართლში ფეხბურთის მომავალი. "სამტრედიასთან" თუ მოვიგებდით, გუნდში სპონსორი მოვიდოდა. მაგრამ გუბერნატორი ჯერ ამ კომპანიის სახელს არ ასახელებს. ის კი ვიცით, რომ სერიოზული კომპანიაა.

"დილას" ძირითადი ბირთვი იგივე დარჩება, მაგრამ სამ-ოთხ ძლიერ მოთამაშეს აუცილებლად დავიმატებთ და საშუალო დონის გუნდი მაინც გვეყოლება პირველ ეტაპზე, მერე კი ვნახოთ.

ზურაბ არსოშვილი: დილას პატრონი ეყოლება

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი ძველი ფეხბურთელია, უთამაშია თბილისის "დინამოს" დუბლებშიც, თბილისის "არსენალში", შემდეგ კი პოლიტიკაში წავიდა.

ეტყობა, ძველმა სიყვარულმა თავი შეახსენა. თანამდებობაზე მისი დანიშვნის შემდეგ, გორის "დილამ", რომელსაც ბოლო წლებში საჭირო დაფინანსება არ ჰქონია, ამოისუნთქა, გაძლიერდა და 30 მაისს "სამტრედიასთან" გამარჯვებით (2:0) უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა:

- ძალიან მიხარია, გორში დიდი ფეხბურთი რომ დაბრუნდა. ამ ქალაქს აქვს იმის პოტენციალი, უმაღლეს ლიგაში ღირსეულად რომ გამოვიდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, გორში საფეხბურთო ტრადიციები რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. გუნდმა ქართულ ფეხბურთში კუთვნილი ადგილი უნდა დაიბრუნოს და მჯერა, უმაღლეს ლიგაშიც თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის.

- ღირსეულ გამოსვლას დიდი ფულიც სჭირდება. გუნდის შესანახად რეგიონის ადმინისტრაცია მზად არის?

- რადგან უმაღლეს ლიგაში გადავედით, "დილას" ფინანსური პრობლემა აღარ შეექმნება. თავისთავად ცხადია, უმაღლეს ლიგაში გადასულ კლუბს სხვაგვარი დაფინანსება სჭირდება. "დილასთან" დაკავშირებით სერიოზული გეგმები გვაქვს და გუნდის დაფინანსებას ჩვენს თავზე ავიღებთ. ამას გარდა, მოლაპარაკება დაწყებულია სერიოზულ კომპანისთან და დიდი ალბათობაა, მალე გუნდს სოლიდური პატრონი გამოჩნდეს.

- შეგიძლიათ დაინტერესებული კომპანია დაგვისახელოთ?

- ჯერ ვერ ვიტყვი, რომ საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია. ყველა დეტალს რომ შევათანხმებთ, მერე კომპანიის სახელსაც დაგიკონკრეტებთ და შეთანხმების დეტალებსაც.

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა