გუშინ, 12 აპრილს, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ბრიტანელი სტირლინგ მოსი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, დღეს კი მას მთელი ავტოსპორტი გლოვობს.

ასაკოვანი მრბოლელის გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა მას მძიმე დაავადება ჰქონდა და 2018 წლიდან საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ იღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემპიონი არასდროს გამხდარა, მოსი ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ პილოტად ითვლება. 1955-62 წლებში მოსი 4-ჯერ გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და 3-ჯერ მესამე ადგილი დაიკავა. ფორმულა 1-ის გარდა, მოსი სხვა ბევრ ავტოშეჯიბრებაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ლე მანის 24-საათიან რბოლაში, რომელიც მოიგო კიდეც.

კარიერაში მოსმა 529 რბოლაში მიიღო მონაწილეობა და 212-ში გაიმარჯვა. ფორმულა 1-ში კი ჩატარებული 66 რბოლიდან 16 მოიგო.

სტირლინგ მოსს 1962 წელს, გუდვუდში ავარია მოუვიდა, რის შემდეგაც 1 თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. კომიდან გამოსვლის შემდეგ კი კარიერა დაასრულა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ