"ბოსტონ სელტიქსის" 39 წლის ცენტრმა, რომელიც ბოლო ხანს ტრავმებმა დატანჯა, კალათბურთიდან წასვლის სურვილის შესახებ თავის მოკრობლოგში განაცხადა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთერთმა საუკეთესო ცენტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აპირებს დაასრულოს ბრწყინვალე კარიერა, რომელიც 19 სეზონი გრძელდებოდა და მას ოთხი ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

"ბოსტონ სელტიქსის" 39 წლის ცენტრმა, რომელიც ბოლო ხანს ტრავმებმა დატანჯა, კალათბურთიდან წასვლის სურვილის შესახებ თავის მოკრობლოგში განაცხადა. ონილმა გულშემატკივრებს 16 წამიანი ვიდეორგოლით მიმართა. "ჩვენ ეს გავაკეთეთ. 19 წელი გავიდა. ყველას დიდი მადლობა. ამიტომ პირველებს თქვენ გეუბნებით: წასვლასთან ახლოს ვარ. მიყვარხართ".

თუმცა "სელტიქსში" ირწმუნებიან, რომ ვარსკვლავისგან მსგავსი არაფერი გაუგიათ. "რამდენადაც ვიცი, მას წასვლის შესახებ არცერთი ჩვენგანისთვის არ უცნობებია", განაცხადა კლუბის ოფიციალურმა წარმოამდგენელმა ჯეფ ტვისმა.

ონილის პირველი კლუბი ნბა-ში "ორლანდო მეჯიქსი" იყო, რომელმაც ის 1992 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. მესამე სეზონში მან პლეიოფის ფინალამდე გააღწია, რის შემდეგაც ნბა-ს ერთერთ უძლიერეს კლუბში -"ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გადავიდა.

სწორედ ანგელოზების ქალაქში მიაღწია შაკმა დიდ წარმატებებს. თუმცა, 2004 წელს "მაიამი ჰითსში" მოუხდა გადასვლა. იქ მან ჩემპიონის მეოთხე ტიტული მოიპოვა, რის შემდეგაც ჯერ ფინიქსში გადავიდა, შემდეგ კლივლენდში, ბოლოს კი ბოსტონში.

ნბა-ში გამოსვლის წლებში შაკილ ონილმა 28 596 ქულა მოაგროვა. ეს ლიგის ისტორიაში მეხუთე მაჩვენებელია. მოხსნების რაოდენობით (13099) ის 12-ე ადგილს იკავებს. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ის ნბას ერთერთი ყველაზე ქარიზმატული მოთამაშე გახდა, ერთერთი მათგანი, ვის სანახავადაც ხალხი დადიოდა. და შესაძლოა, ის ერთერთი უკანასკნელი წარმომადგენელი იყოს იმ ჯადოქარი კალათბურთელების ეპოქის, რომელსაც ქარიმ აბდულ ჯაბარი, ლერი ბერდი, მეჯიქ ჯონსონი და მაიკლ ჯორდანი ქმნიდნენ.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა