ცნობილმა გამოცემამ, "ZeroZero"-მ "სამტრედიას" პორტუგალიელ ფეხბურთელთან, რიკარდო ფერეირასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

რითი ხარ დაკავებული კარანტინის დროს?

საქართველოში უკვე ერთ თვეზე მეტია ვიმყოფები. ვცდილობ, კარანტინის დროს ფორმა შევინარჩუნო. დილით ვდგები, ვვარჯიშობ და სერიალებს ვუყურებ. შუადღეზე კვლავ ვვარჯიშობ, რის შემდეგაც ვსაუზმობ და ვიდეოზარით ოჯახის წევრებს ვესაუბრები. საღამოს ფილმებს ვუყურებ და ველოდები, როდის მოვა ძილის დრო.

რა მითითებები მოგცა კლუბმა?

საქართველოს ჩემპიონატი მარტში დაიწყო და ორი ტურის ჩატარება მოვასწარით. თავიდან, ჩემპიონატი რამდენიმე კვირით გადაიდო, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეიცვალა და ჯერჯერობით, განახლების დრო უცნობია. კლუბმა მოგვცა სავარჯიშო გეგმა, რომელსაც ბოლომდე მივყვები.

დიდი ხნით სახლში ყოფნა რთულია?

ძალან რთულია. არ მახსენდება, ასეთი რთული პერიოდი როდის მქონდა. წარმოიდგინეთ, 18 საათს ჯდომაში ან წოლაში ვატარებთ.

რითი ერთობი (წიგნები, ფილმები, სერიალები)?

ვტკბები ვარჯიშით და ვუყურებ "ნეთფლიქსს".

სხვა ფეხბურთელებთან გაქვს კონტაქტი?

დიახ, საერთო ჯგუფი გვაქვს, სადაც ხშირად განვიხილავთ საქართველოში არსებულ ვითარებას და ვსაუბრობთ ჩემპიონატის შესაძლო განახლებაზე.

პორტუგალიაში მიმდინარე მოვლენებს ადევნებ თვალს?

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი რთულია, რადგან ახალგაზრდა ვარ, საზღვარგარეთ პირველად მიწევს ცხოვრება და მარტო ვარ, თუმცა ჩემი გული პორტუგალიაშია. ვხედავ, რომ იქ ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, რაზეც ვწუხვარ. ვერაფერს ვიზამ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო.

როგორი სიტუაციაა საქართველოში?

2 კვირის წინ საქართველოში მკაცრი ზომები მიიღეს. საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათია. ბევრ ადამიანთან კონტაქტი არ შეგვიძლია - მაქსიმუმ 3. თითქმის ყველა მაღაზია დაკეტილია. სასურსათო მაღაზიაში შესვლისას კი ხელთათმანს გაძლევენ და სადეზინფექციო ხსნარს გასხამენ. საქართველოში არსებული ვითარება არაფერია იმასთან შედარებით, რაც პორტუგალიაში ხდება.

ადვილია თუ არა ფორმის შენარჩუნება?

მიზნის გარეშე მოტივაციის პოვნა რთულია. ვვარჯიშობთ, თუმცა არ ვიცით, როდის განახლდება სეზონი. შესაძლოა, ეს ერთ თვეში ან ორ თვეში მოხდეს - არ ვიცი. თუმცა პროფესიონალები ვართ და ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ - ვივარჯიშოთ, ვიყოთ ფორმაში და დავიცვათ რეჟიმი და დიეტა.

როცა ეს ყველაფერი დასრულდება, რას გააკეთებ პირველად?

შანსი რომ მქონდეს, პორტუგალიაში ოჯახთან წავიდოდი, მათთან ვისადილებდი, გარეთ გავიდოდი და ამბებს მოვუყვებოდი. ჩემი თავის გათავისუფლება მსურს, სახლში ყოფნა ძალიან რთულია.

fcsamtredia.com

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
ᓨᓕᓔᓘᓪᓐᓠᓘᓐᓨᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘ 50-ᓬᓚᓘᓐᓜᓘ ᓓᓘᓡᓙᓕᓐᓚᓘᓤᓘᓙᓐᓪᓘᓘᓗ ᓓᓐᓡᓐᓯᓔᓡ
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]