ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დუდა სანაძე: მოგებული თასის შემდეგ ჩემპიონობას ვგეგმავთ

დუდა სანაძე: მოგებული თასის შემდეგ ჩემპიონობას ვგეგმავთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების სნაიპერი დუდა სანაძე იზოლაციაშიც უბადლოდ ისვრის – თუმცა კუსტარულად დამზადებულ ბურთებს. რაც შეეხება დრიბლინგს, პორტუგალიური “ოლივეირენსეს” ლიდერი ჩვეულებრივ ბურთს იყენებს და სხვადასხვა კომპონენტთან ერთად იზოლაციაში ვარჯიშობს. ერთი თვის მანძილზე სახლში მყოფი სანაძის საუკეთესო გასართობი ონლაინთამაშებია, რაშიც მისი მთავარი პარტნიორი ბექა ბურჯანაძეა. იზოლაციაში მყოფი დუდა თავის ყოველდღიურობაზე პორტუგალიიდან გვიამბობს…

პორტუგალიის ჩემპიონატის ბედი

უკვე დაახლოებით 1 თვეა, რაც ვარჯიშები და ამასთან ერთად, პორტუგალიის უმაღლესი ლიგა და ყველა ჩემპიონატი ოფიციალურად შეწყდა. ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას და რამდენადაც ინფორმირებულები ვართ, ამ თვის ბოლოს იგეგმება შეხვედრა, სადაც ყველაფერი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს – გაგრძელდება სეზონი თუ ყველაფერი დასრულდება. დღევანდელი გადმოსახედიდან, წარმოუდგენლად ჩანს კალათბურთის და ზოგადად, ნებისმიერი შეჩერებული აქტივობის გაგრძელება, თუმცა თავად გუნდებს და მოთამაშეებს დიდი სურვილი აქვთ ჩემპიონატების განახლების. ვიცით, რომ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული და ამიტომ ველოდებით ეპიდემიის გავრცელების ტემპების შეჩერებას და იმედს ვიტოვებთ, ამ სეზონში ისევ მოგვიწევს თამაში.

მოგებული თასის შემდეგ ჩემპიონობას ვგეგმავთ

“ოლივეირენსე” პორტუგალიის ბოლო 2 სეზონის ჩემპიონია და რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვქონდა, ზედიზედ მესამედ მოგვეგო ტიტული. ამის პოტენციალი ჩვენს გუნდს ნამდვილად ჰქონდა, რაც ცოტა ხნის წინ ქვეყნის თასის მოგებით დაამტკიცა. ეს ტიტული პირველი იყო ჩემთვის პორტუგალიაში და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანიც. მიხარია, რომ შედეგიანი თამაშით გუნდს წარმატების მოპოვებაში დავეხმარე. კონკურენტები ტრადიციულად “პორტო”, “ბენფიკა” და “სპორტინგი” არიან, თუმცა ჩვენ მზად ვართ საჩემპიონო ტიტულის დასაცავად და თუკი თამაშები გაგრძელდა, უპირველესი მიზანი პირველი ადგილის მოპოვება იქნება.

იზოლაციაში ვარჯიში

ძალიან რთულია სახლის პირობებში სასურველი ფორმის შენარჩუნება. მართალია, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და მწვრთნელის ყველა დავალებას ვასრულებ, მაგრამ დარბაზისა და სახლის ვარჯიშები ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. გვაქვს აპლიკაცია, სადაც შესაბამისი მწვრთნელები ყოველდღიურად დებენ ვარჯიშებს, რომლებსაც სახლში ვასრულებთ. მე მარტო ვცხოვრობ და ეს გარკვეულწილად მეხმარება, კონცენტრაცია ვარჯიშებზე უფრო მეტად მოვახდინო.

ვითარება ქალაქში და იზოლაციის მკაცრი დაცვა

ოლივეირენსეში ეპიდემიოლოგიური კუთხით საგანგაშო ვითარება არაა. კორონავირუსამდეც აქ ნაკლები აქტივობა იყო. პატარა ქალაქია და სამუშაო დღეებშიც კი არ იყო გადატვირთული ქუჩები. უფრო რთული ვითარებაა დიდ ქალაქებში – პორტოში, ლისაბონში, ოვარში…

თუ განსაკუთრებული შემთხვევა არაა, სახლს არ ვტოვებ. მარკეტში კვირაში ერთხელ გავდივარ და იმდენ პროდუქტს ვყიდულობ, რომ 7 დღის განმავლობაში მეყოს. მოგეხსენებათ, მაღაზიებში ვირუსის გავრცელების რისკი დიდია და რომ გავდივარ, ყველანაირად – ხელთათმანებით, პირბადით, ნიღბით ვარ აღჭურვილი. სხვა გზა არაა, უნდა გავიჭირვოთ და დავიცვათ ყველა აუცილებელი რეკომენდაცია, რათა ეპიდემია მალე დასრულდეს.

მარტო სახლში

ძალიან რთულია, როცა მთელი თვე სახლში და თან მარტო ხარ. ვცდილობ, არ მოვდუნდე და სულ დაკავებული ვიყო. როგორც გითხარით, ვარჯიშს დიდ დროს ვუთმობ. ასევე, გამოვიწერე ონლაინკურსები და ვსწავლობ ჩემთვის საინტერესო საგნებს. მნიშვნელოვან დროს ვუთმობ კომპიუტერულ თამაშებს და ეს გართობაში დიდად მეხმარება. ესაა და ეს, რისი გაკეთებაც ბოლო ერთი თვეა მიწევს.

დუდა და ბექა ბურჯანაძე – თანამებრძოლები ვირტუალურ ომში

როგორც გითხარით, ვიდეოთამაშები არის ის ერთადერთი გასართობი, რომლითაც დროის იოლად გაყვანაა შესაძლებელი. თითქმის ყოველდღიურად ვთამაშობთ ონლაინ მე და ბექა ბურჯანაძე. ძირითადად, საქვეყნოდ პოპულარულ Call of Duty-ს ვთამაშობთ და იმდენად შევეწყვეთ, იმ დღეს ხუმრობით ვამბობდით, ომი რომ დაიწყოს, ალბათ საუკეთესო თანამებრძოლები ვიქნებითო. თამაშში ხშირად გვიერთდებიან თორნიკე შენგელია და ვიქტორ სანიკიძეც.

ონლაინკომუნიკაციები

ჩვენი ნაკრების წევრებიც იზოლაციაში არიან და ყველა თითქმის სულ ინტერნეტში, ონლაინზეა. აქედან გამომდინარე, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან, თუმცა, ონლაინთამაშებიდან გამომდინარე, როგორც გითხარით, ყველაზე ხშირად ბექასთან, თოკოსთან და ვიკასთან (სანიკიძე) მიწევს კომუნიკაცია. ყოველდღიურად ვეკონტაქტები ჩემი ოჯახის წევრებს, შეყვარებულს და, რა თქმა უნდა, მეგობრებს.

ევრობასკეტის შესაძლო გადადება

სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ხშირად ვფიქრობ და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს – კარგია თუ ცუდი ევრობასკეტის გადადება?! მთავარი პლუსი ალბათ ისაა, რომ როგორც მასპინძლები, მეტი დრო გვექნება მოსამზადებლად. 2 წელიწადში თავისუფლად მოესწრება როგორც შესაფერისი დარბაზის აშენება, ისე ნებისმიერი სხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება. სხვა მხრივ, დრო გამოაჩენს. ჯერ მთავარი საზრუნავი ამ ეპიდემიის დასრულება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებაა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

• Duskatto

rodisga gegmavt airia yvelaferi

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა

ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს

სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო

ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა

სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა