ვან ნისტერლოის შემდეგ ლუჩო?
მომავალი სეზონისთვის "მალაგა" გაცილებით მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს, ვიდრე წლეულს. მანუელ პელეგრინიმ უკვე დაიწყო აქტიური სატრანსფერო საქმიანობა, არადა, სატრანსფერო ფანჯარა მხოლოდ 1 ივლისს გაიხსნება. "მალაგამ" დაიბევა ჰოლანდიელი ვეტერანი ფორვარდი რუუდ ვან ნისტერლოი და ახლა, ესპანურ მედიას თუ ვენდობით, არგენტინელ გამთამაშებელ ლუჩო გონსალესს მიადგა. ლუჩომ ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ მარსელის "ოლიმპიკიდან" წასვლა სურს.

"მალაგა" დიდი ხანია ეძებს ისეთ ფეხბურთელს, რომელიც გუნდის შეტევების ლიდერი გახდება. საამისოდ არაგონულმა კლუბმა ხავიერ პასტორეც მოინდომა, თუმცა პალერმოელზე გრანდები ნადირობენ და 30 წლის ლუჩო გონსალესის ვარიანტი უფრო რეალი მოსჩანს.

"მარსელის" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ლუჩომ ისინი წასვლის შესახებ გააფრთხილა. კლუბი თანახმაა, რომ გაყიდოს არგენტინელი 12 მილიონ ევროდ. სხვათა შორის, ფრანგულმა კლუბმა 2009 წელს შეიძინა ლუჩო 18 მილიონ ევროდ. არგენტინელი "მარსელის" ნამდვილი ლიდერი გახდა და 2010 წლის ტიტულის მოპოვებაში უდიდესი როლი ითამაშა. "მალაგა" არაბი შეიხ აბდულა ალ-ტანის საკუთრებაა და ფინანსური პრობლემები არ აწუხებს.

ამასობაში, "მალაგამ" "ბარსელონას" ჩანაცვლებაც მოინდომა - საქმე იმაშია, რომ აქამდე "ბარსა" ერთადერთი გუნდი იყო ევროპის მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში, რომელსაც მაისურზე არაკომერციული რეკლამა ეწერა, თუმცა მომავალ სეზონში ასე აღარ იქნება. სამაგიეროდ, ალ-ტანიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან გუნდს მხოლოდ ერთი წარწერა ექნება მაისურზე და ისიც არაკომერციული ხასიათის - იუნესკო-ს დირექტორ ირინა ბოკოვასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა - არაგონული გუნდი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის გამპიარებელი იქნება ფეხბურთში.

"მალაგა" ზრუნავს გუნდის მხარდამჭერებზეც - უკვე გამოაცხადეს, რომ ტენდენციის მიუხედავად, გუნდი სეზონის აბონიმენტებზე ფასს არ გაზრდის. საფუძველი ჩაეყარა კლუბის აკადემიის მშენებლობას. მოკლედ, "მალაგაში" დიდი ცვლილებებია.

sulertia
მალაგა ანდალუსიაშია და არა არაგონში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა