ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პიტერ დრუიტი: ქართველებს რაგბი სისხლში აქვთ - საქართველო ფრთების გასაშლელად მზადაა

პიტერ დრუიტი: ქართველებს რაგბი სისხლში აქვთ - საქართველო ფრთების გასაშლელად მზადაა

დაახლოებით სამი თვეა, რაც 61 წლის ინგლისელი სპეციალისტი პიტერ დრუიტი საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორად მუშაობს. მას ამ საქმის საქართველოდან შესრულებაში ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა, თუმცა ის მშობლიური ინგლისიდანაც აგრძელებს ქართული რაგბის მომავლისთვის ზრუნვას.

დრუიტის პირველი განცდებით და სამომავლო გეგმებით „მსოფლიო რაგბი“ დაინტერესდა და ოფიციალურ საიტზე მისი ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. პიტერმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველოსთვის ექვსი ერის კარი უნდა გაიხსნას და იმ გეგმებზე, რასაც ის საკუთარ თავსა და "ბორჯღალოსნებს" 2023 წლის მსოფლიო თასზე უსახავს:

„პიტერ დრუიტს მაღალი სპორტული მიღწევების კუთხით საერთაშორისო დონეზე მუშაობის 20 წელიწადზე მეტის გამოცდილება აქვს, ახლა კი ის საკუთარ გამოცდილებას ქართულ რაგბის ახმარს. საქართველოში გატარებულ მცირე პერიოდში, ის მოხიბლა ქართველების რაგბისადმი სიყვარულმა და შესაძლებლობამ, რომ ეს ქვეყანა იქცეს ნამდვილ წამყვან სარაგბო ერად.

ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და უელსის დარად, აქაც აქვთ პრეტენზია, რომ რაგბი იქცეს ეროვნულ სპორტულ სახეობად და ნაკრების მხარდაჭერის დონის მიხედვით, დრუიტმა სწრაფად გააცნობიერა საკუთარი როლი.

„ადრე ფეხბურთი იყო ნომერ პირველი სპორტი, თუმცა რაგბი სრულად შეესაბამება ქართველების ფსიქოლოგიას, პატივისცემისა და ურთიერთთანადგომის ღირებულებებს. მათ რაგბი სისხლში აქვთ“ – აღნიშნავს 61 წლის სპეციალისტი.

ორი ძირითადი მიმართულება

ინგლისელი საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერად თებერვლის შუა რიცხვებში დაინიშნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნების" სამ თამაშს უყურა, სანამ კორონავირუსის პანდემიამ ზოგადად სპორტი არ შეაჩერა. მას შემდეგ ის დისტანციურად, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით, დევონის საგრაფოში მდებარე საკუთარი სახლიდან მუშაობს და ცდილობს ქართული რაგბი საუკეთესო გზაზე დააყენოს, რათა ამან შედეგი მომდევნო, 2023 წლის მსოფლიო თასზე მოიტანოს.

ამისათვის მას ორი საკვანძო მიმართულება აქვს, რაც შეიძლება მეტი თამაშის ორგანიზება ტიერ 1 ქვეყნებთან და 10-წლიანი ხელშეკრულება სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან, რამაც უნდა შეამციროს დონეთა სხვაობა საკლუბო და საერთაშორისო თამაშებს შორის:

„უპირველესად, ჩვენ უკვე გვაქვს ივლისსა და ნოემბერში, შესაბამისად, სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებებთან თამაშის შესაძლებლობა. მეორე მხრივ, მიმდინარეობს მუშაობა გუნდის ჩამოყალიბებაზე, რომელიც რეგულარულად ითამაშებს ქარი ქაფზე. სამხრეთ აფრიკასთან გავაფორმეთ თანამშრომლობის 10-წლიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს იდეების გაცვლას მწვრთნელებისა და ფიტნესის სპეციალისტებისთვის, ასევე - მსაჯებისთვის. ჩვენ მათთან რეგულარულად ვითამაშებთ 18 და 20-წლამდელთა ასაკში. ასევე იგეგმება ტესტები ეროვნული გუნდისთვის“.

„სამწუხაროდ, არსებული პრობლემის გამო წელს ქარი ქაფში ჩართვის საკითხი შეჩერებულია, თუმცა ყველაფერი მზადაა იმ პერიოდისთვის, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება. რაც უფრო მეტს ვიმუშავებთ პირველი დონის ქვეყნებთან, მით უკეთესი. ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად საჭიროა ადამიანური რესურსი, ფინანსები და ინფრასტრუქტურა, საქართველოში კი რამდენიმე შესანიშნავი ცენტრია, სრულად აღჭურვილი მოედნებით, შესანიშნავი სატრენაჟორო დარბაზებით, კონფერენც-დარბაზებით და საცხოვრებელი ბლოკებით“.

„თბილისში ეროვნული ნაკრებისთვის გვაქვს სანაკრებო ბაზა, რომელიც ისეთივე კარგია, როგორიც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში და ვცდილობთ, ყველაფერი ისევე პროფესიონალურად გავაკეთოთ, როგორც ეს პირველი დონის ქვეყნებში ხდება. ეს ქვეყანა მზადაა ფრთების გასაშლელად და ჩვენ ძალიან გვინდა იქ ტესტ-მატჩისთვის ინგლისის ნაკრების ჩაყვანა“.

ახალი ჰორიზონტები

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მუდმივ გამარჯვებულ საქართველოს სჭირდება ახალი გამოწვევები, რათა ის გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ვიდრე 2019 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფში დაკავებული მეოთხე ადგილია – იმედგაცრუება 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, სადაც მოიგო ორი შეხვედრა და მიიღო 2019 წლის მსოფლიო თასის ავტომატური კვალიფიკაცია.

„ექვსი ერის ნაწილად ქცევა ოცნებაა და არის ბევრი მიზეზი, რის გამოც თბილისი საუკეთესო გუნდებისთვის განსაკუთრებულ ადგილად იქცევა. ისინი ფანატიკურად უდგებიან რაგბის. საქართველო-რუსეთის მატჩი 50-60 ათას მაყურებელს იზიდავს და იქმნება საუკეთესო ატმოსფერო. მათ არ ექნებათ ექვსი ერის მატჩების გაყიდვის პრობლემა“ – ამბობს დრუიტი.

მან ორჯერ მოაგებინა ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებს „გრანდ სლემი“ და 16 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, რის შემდეგაც იყო ჰონგ-კონგი და უელსი. სწორედ უელსთან მუსაობისას ჰქონდა პირველი შეხება საქართველოსთან:

„უელსის ნაკრებთან ერთად, 20-წლამდელების ჩემპიონატზე იქ სამი კვირა გავატარე და შევიგრძენი ადგილობრივი ხალხის ბუნება. მათ განსაკუთრებული მიდგომა აქვთ საქმის მიმართ და დაინტერესებულნი არიან წარმატების მიღწევაში. საქართველოში მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივია, იქ ყველამ გულთბილად მიმიღო და ძალიან მინდა მათთვის საუკეთესო სამსახურის გაწევა. ჩემი ამოცანაა, ყურადღება მივაქციო მაღალი მიღწევების განყოფილებას, ნაკრებების მწვრთნელებს, მსაჯებს, ფიზმომზადების, ანალიტიკისა და სამედიცინო სამსახურის პერსონალს“.

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება მილტონ ჰეიგის შემცვლელის მოძებნა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების დროებით მთავარ მწვრთნელად ლევან მაისაშვილი მუშაობდა და დრუიტი იმედოვნებს, მომდევნო წლებში მაღალ დონეზე უფრო მეტი ქართველი სპეციალისტი გამოჩნდება.

„იქ რამდენიმე შესანიშნავი მწვრთნელია და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი კონტრაქტის ამოწურვისას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტების რიგი იდგება. კულისებში სამწვრთნელო შტაბის ჩამოსაყალიბებლად დიდი მუშაობა მიდის“.

2023 წლის ხედვა

არა აქვს მნიშვნელობა, ქართველი იქნება თუ უცხოელი ნაკრების მწვრთნელი, 2023 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გასვლა დრუიტს მოჰგვრის კმაყოფილების შეგრძნებას, რადგან ეს იქნება მისი სამწლიანი მუშაობის საუკეთესო დაგვირგვინება:

„ეს არის ჩვენი გეგმა და ვფიქრობ, თუ ის შესრულდება, მთელი ერი კმაყოფილი დარჩება. ვფიქრობ, ამის მიღწევაში ისიც დაგვეხმარება, რომ მსოფლიო თასი საფრანგეთში იმართება. ბოლო მსოფლიო თასზე ნაკრებში 17-18 მორაგბე იყო ფრანგული კლუბებიდან და როდესაც შეჩვეული ხარ გარემოს და ატმოსფეროს, ეს ბევრი წინაღობის გადალახვაში გეხმარება. მაგრამ მანამდე კვალიფიკაცია გვაქვს გასავლელი. ჯერ მომავალი წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ და ესაა ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• ანდრო

ეს ეხლა ახალი დამბოლებელი გამოჩნდა. ესეც ჰეიგის მსგავსად 6 ერზე ლაპარაკობს. იმის ნაცვლად რომ ილაპარაკოს შიდა ეროვნული ჩემპიონატის დონის აწევაზე, თანხებზე, რომ გუნდები მომძლავრდნენ და იქნებ შედგომში ევროპულ ტურნირებზე ვითამაშოთ. მოკლედ ამ ზოგიერთი აფერისტი ჩამოსულის დითირამბებმა ქართული რაგბის ფენომენის შესახებ უკვე ტვინი წაიღო. კარგად ვნახეთ რაც მოხდა ჩემპიონატზე. მთავრია შეიცვალოს რაგბის მმართველი ხელისუფლება და საქმის მკეთებელი ხალხი მოვიდეს. ნახეთ ისე ფეისბუქზე ზერაქას ინტერვიუ და იმას მაინც დავუჯეროთ. ნამდვილად წესიერი კაცია და მისი ემოციური ინტერვიუს შემდეგ კიდევ დავრწმუნდი.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

პიტერ დრუიტი რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერად დაინიშნა

რაგბის კავშირს მაღალი სპორტული მიღწევების ინგლისელი დირექტორი ეყოლება