ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

შენ წადი და აუფ ვიდერზეენ ჩვენზე იყოსო...

შენ წადი და აუფ ვიდერზეენ ჩვენზე იყოსო...

ლიოვი ბალაკს „გარიგებას“ შესთავაზებს - ერთი წელია, მიხაელ ბალაკი გერმანიის ნაკრებში დაბრუნებისთვის იბრძვის
ერთი წელია, მიხაელ ბალაკი გერმანიის ნაკრებში დაბრუნებისთვის იბრძვის. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის წინ მიღებულმა ტრავმამ მას არა მარტო მუნდიალი გამოატოვებინა, არამედ ბუნდესგუნდის კარიც მიუხურა – სავარაუდოდ სამუდამოდ. მართალია, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ხშირად იმეორებს, რომ ბალაკისთვის ეროვნული გუნდის კარი ჯერ არ დახურულა, მაგრამ ყველა ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ 34 წლის ნახევარმცველის სანაკრებო კარიერა დასასრულს უახლოვდება. დღეს ბუნდესგუნდი ავსტრიის ნაკრებს ეთამაშება, მერე კი აზერბაიჯანს (ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი) და ბალაკი ბუნდესნაკრებში ისევ არაა გამოძახებული. ლიოვმა თქვა, ამ შეხვედრების შემდეგ მიხაელს კიდევ ერთხელ შევხვდები და დაველაპარაკებიო. „შპორტ ბილდის“ ჟურნალისტები კი სანდო წყაროზე დაყრდნობით გვაუწყებენ, რომ ლიოვი მიხაელს გარიგებას შესთავაზებს.

ხსენებული გამოცემა წერს, რომ ლიოვი ბალაკს სანაკრებო კარიერის დასრულებას მოსთხოვს, ოღონდ იმ პირობით, რომ მიხაელმა უნდა თქვას, ნაკრებიდან ჩემი ნებით მივდივარო. სანაცვლოდ კი, იოგი ბუნდესგუნდის ყოფილ კაპიტანს 10 აგვისტოს შტუტგარტში დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის (ბრაზილიასთან) გამოიძახებს და ამ შეხვედრას ბალაკის გამოსამშვიდობებელი თამაშის სტატუსიც ექნება.

თუ ბალაკი ამ გარიგებას დათანხმდება, ბრაზილიასთან მატჩი მისთვის რიგით 99-ე შეხვედრა იქნება ბუნდესგუნდში, გერმანელი გულშემატკივრები კი ყოფილ კაპიტანს ტაშით გააცილებენ. თუმცა გერმანელი ექსპერტების გარკვეული ნაწილი მიხაელისთვის გამოსათხოვარი მატჩის მოწყობას არ ამართლებს.

„ამბობენ, მიხაელ ბალაკმა გერმანიის ნაკრებს და ზოგადად გერმანულ ფეხბურთს ძალიან ბევრი რამ გაუკეთაო. მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, - ამბობს 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ანდრეას ბრემე, - მიხაელი მართლა კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ რას მიაღწია გერმანიის ნაკრებში? არც არაფერს!“

ბრემე პირდაპირ აცხადებს, ბალაკი გამოსათხოვარ მატჩს არ იმსახურებსო და იმაშიც დარწმუნებულია, რომ თუ სანაკრებო კარიერის დამთავრებაზე უარს იტყვის, გერმანიის ნაკრებში ისედაც აღარასოდეს გამოიძახებენ. გერმანიის ნაკრების მეორე ლეგენდარული ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი კი ლიოვს აკრიტიკებს და მისგან საბოლოო გადაწყვეტილების გახმაურებას ითხოვს.

„ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა. ერთი წელია, ლიოვი ამბობს, ბალაკისთვის ნაკრების კარი ჯერ კიდევ ღიააო, მაგრამ არ იძახებს. ვფიქრობ, იოგის უნდა ეყოს ვაჟკაცობა, აღიაროს, რომ მიხაელს ბუნდესგუნდში დიდი ხანია აღარ მოიაზრებს“, - ამბობს მათეუსი და ბრემესგან განსხვავებით, გერმანიის ნაკრების რეკორდსმენ ლოთარს მიაჩნია, რომ მიხაელ ბალაკი ღირსეულ დამშვიდობებას ნამდვილად იმსახურებს: „ჩემი აზრით, მიხაელმა ბრაზილიასთან აუცილებლად უნდა ითამაშოს, მან ტაშით გაცილება დაიმსახურა. შესაძლოა, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ წლების მანძილზე გერმანიის ნაკრების ლამის ერთადერთი სუპერვარსკვლავი იყო და ეს არ უნდა დავივიწყოთ.“

მათეუსს „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტი და გერმანიის ნაკრების კიდევ ერთი ლეგენდარული მოთამაშე, კარლ-ჰაინც რუმენიგეც ეთანხმება. „მან გერმანულ ფეხბურთს და გერმანიის ნაკრებს ბევრი გაუკეთა და ღირსეულ დამშვიდობებას იმსახურებს. მეც არ მჯერა, რომ ბალაკი ბუნდესგუნდში დაბრუნებას მოახერხებს, რადგან ლიოვს ნახევარდაცვაში დღეს ყველაზე ნაკლებად უჭირს. ბასტიან შვაინშტაიგერი, სამი ხედირა, თომას მიულერი, მესუთ იოზილი – მიხაელი ამ მოთამაშეებს უკვე ვეღარ აჯობებს. კრისტიან ტრეშის, ტონი კროოსისა და სვენ ბენდერის სახით კი ლიოვს სათადარიგოთა სკამზეც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს“, - აცხადებს „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „კალე“.

რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა