მიუნხენში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ტყვიის სროლაში, რომელშიც ქართული ტრიოდან ჯერ მხოლოდ ლევან ქადაგიძე ჩაება. მან ძალები სპორტული პისტოლეტით სროლაში მოსინჯა, რაც მისთვის შედარებით ახალი დისციპლინაა...

მიუნხენში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ტყვიის სროლაში, რომელშიც ქართული ტრიოდან ჯერ მხოლოდ ლევან ქადაგიძე ჩაება. მან ძალები სპორტული პისტოლეტით სროლაში მოსინჯა, რაც მისთვის შედარებით ახალი დისციპლინაა. ჩვენებურმა გუშინ იასპარეზა, 544 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპი 70 მონაწილეს შორის 54-ე ადგილზე დაამთავრა.

სამწუხაროდ, მას ცალკეულ სერიებში გაუჭირდა 100-ქულიან ზღვართან მიახლოება - სამში 90-იან მიჯნასაც ჩამორჩა. განსაკუთრებით, პირველ სამ სერიაში, როცა 90 ქულა პირველ სერიაში გააკეთა, მერე კი 87 (მისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი) და 89 ქულა დააგროვა. შედარებით უკეთ ისროლა მეორე ნახევარში. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე უკეთესი შედეგი - 95 ქულა მეოთხე სერიაში ჰქონდა. მერე ისევ გააუარესა მაჩვენებელი - 89 ქულა, თუმცა მეექვსე სერიაში ცოტა უკეთ გაისარჯა, 94 დააგროვა და საერთო მაჩვენებელიც რამდენადმე გამოასწორა.

ქადაგიძე ხვალ პნევმატური პისტოლეტით ისვრის და ამით მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობასაც დაამთავრებს, მერე კი ახალგაზრდა გოგონათა ტურნირის მონაწილე ნინო ფანჩულიძის ჯერი დადგება - ის მხოლოდ სპორტულით ისვრის, რასაც 5 აგვისტოს გააკეთებს. მაგრამ ჩვენი მთავარი ყურადღება ნინო სალუქვაძისკენაა მიპყრობილი, რომელიც 8 აგვისტოს სპორტული პისტოლეტით იასპარეზებს, მეორე დღეს კი პნევმატურში ეცდება წარმატების მიღწევას. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიადის საგზურებიც თამაშდება - ხუთ-ხუთი ორივე დისციპლინაში.

ეს რაც შეეხებოდათ ტყვიის მსროლელებს, დღეს კი ჩემპიონატში მესტენდურებიც ჩაებმებიან. თავდაპირველად - მაია გუბიევა, ვაჟთა ნაკრები - დავით ქვათაძე, გივი შენგელია და პავლე ლაკია კი 6 აგვისტოს ისვრის.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა