მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ კმაყოფილი დარჩა მეოთხედფინალში შვედ რობინ სიოდერლინგთან ნაჩვენები თამაშით.
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ კმაყოფილი დარჩა მეოთხედფინალში შვედ რობინ სიოდერლინგთან ნაჩვენები თამაშით. ესპანელმა შეხვედრა სამ სეტში მოიგო - 6:4, 6:1, 7:6(3).

"ორი დღის წინ განვაცხადე, რომ საკმარისად კარგად არ ვთამაშობ წლევანდელი როლან გაროსის მოსაგებად. მაშინ ვთქვი - ორი დღე მოვიცადოთ და ვნახოთ... თურმე შემიძლია გაცილებით უკეთ თამაში. მართლაც მქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს კორტზე უკეთ ვმოძრაობდი, უკეთ ვმუშაობდი, ვიდრე წინ ორ შეხვედრაში", - გახარებული იყო პრესკონფერენციაზე რაფაელი.

ახლა ნახევარფინალში ნადალს მოუწევს მსოფლიოს მეოთხე ჩოგანთან, 24 წლის ბრიტანელ ენდი მიურეისთან შეხვედრა, რომელმაც, თავის მხრივ, სამ სეტში მოუგო არგენტინელ ხუან იგნასიო ჩელას - 7:6(2), 7:5, 6:2. შოტლანდიელი ბოლო მატჩებში ფეხის მცირე ტრავმით თამაშობს, მაგრამ ნადალი დარწმუნებულია, რომ ეს არ დაეტყობა ენდის მოქმედებას.

"ვფიქრობ, ეს არ იმოქმედებს მის თამაშზე. მან უდავოდ დაიმსახურა ნახევარფინალის საგზური. კარგად თამაშობს და რაც მთავარია, ძლიერი მოთამაშეა", - განაცხადა ნადალმა, რომელმაც მეორე ნახევარფინალზეც გააკეთა პროგნოზი. იმ მატჩში ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან მამაკაცთა რეიტინგის მეორე და მესამე ნომრები - სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

"დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ხვდება ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელს. ასე რომ, რთულია გამარჯვებულის გამოცნობა. ვფიქრობ, ორივე იმსახურებს ფინალში თამაშს. ჯოკოვიჩი ამ სეზონში უბრალოდ ფანტასტიკურად თამაშობს, როჯერი კი უშუალოდ ამ ტურნირზეა შესანიშნავ ფორმაში (შეგახსენებთ, რომ ფედერერს ჯერჯერობით სეტი არ აქვს წაგებული)", - ამბობს ნადალი.

ნადალი და მიურეი აქამდე 14-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ესპანელის უპირატესობა დიდია - 10:4. ფედერერისა და ჯოკოვიჩის დაპირისპირება 22 მატჩს ითვლის და წინ შვეიცარიელია 13:9, თუმცა ნოვაკს ბოლო სამი მატჩი აქვს მოგებული, მათ შორის წელს ავსტრალიის ღიას ნახევარფინალი - 7:6(3), 7:5, 6:4. ასევე უნდა აღვნიშნოთ შარშან ამერიკის ღიას ნახევარფინალში ჯოკოვიჩის გამარჯვება.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა