სლოვენიის ჩემპიონატში ფინალური სერია წაგებით დაიწყო "ოლიმპიამ", რომელმაც კრკა-სთან 23 ქულის სხვაობით დათმო - 55:78
სლოვენიის ჩემპიონატში ფინალური სერია წაგებით დაიწყო "ოლიმპიამ", რომელმაც კრკა-სთან 23 ქულის სხვაობით დათმო - 55:78.

რეგულარულ ეტაპზე კრკა-მ 14-დან 13 მატჩი მოიგო და პირველი ადგილიც დაიკავა. "ოლიმპია" მეორე იყო (10 მოგება, 4 მარცხი). ამ შედეგებიდან გამომდინარე ფინალური სერიის ფავორიტად კრკა მიიჩნეოდა, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ პირველივე მატჩში ასე გაისეირნებდა. კრკა-ს კალათბურთელები საწყის პერიოდში 9 ქულით დაწინაურდნენ (24:15), ხოლო მესამე ათწუთეულის შემდეგ 59:40-ს იგებდნენ, რითაც ბოლო პერიოდს ფორმალური სახე მისცეს.

გუნდის უფერული თამაშის ფონზე მკაფიოდ გამოიყურებოდა გიორგი შერმადინის სტატისტიკა. მან 6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 10 ქულას 6 მოხსნა მიამატა. მწვრთნელმა კი მხოლოდ 15 წუთი ათამაშა. მარგი ქმედების კოეფიციენტის (12) მიხედვით შერმადინი "ოლიმპიაში" ოჟბოლტთან ერთად საუკეთესო იყო.

გიორგის მსგავსად ვლადიმერ ბოისაც სათადარიგო იყო. მან 12 წუთი ითამაშა, 2 ქულა (4-დან 2 საჯარიმო) და 1 მოხსნა ჩაიწერა. ოლიმპიელთაგან ყველაზე მეტი, 11 ქულა კენი გრეგორიმ ჩააგდო, რომელმაც შერმადინზე 10 წუთით მეტი ითამაშა.

სლოვენიის ფინალური სერიის მეორე მატჩი 4 ივნისს ლიუბლიანაში გაიმართება. სერია 3 მოგებამდეა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა