ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ნაკრებში ბევრი ძველია, ბევრიც ახალი

ნაკრებში ბევრი ძველია, ბევრიც ახალი

"ბორჯღალოსნები" IRB-ს ერთა თასზე ასპარეზობით, რომელიც 10 ივნისს დაიწყება, 2011 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებას იწყებენ
10 ივნისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში IRB-ს ერთა თასის გათამაშება დაიწყება. საქართველოს ნაკრები ამ ტურნირში ასპარეზობით, ფაქტობრივად, 2011 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებას იწყებს.

წლევანდელ შეჯიბრებას უწინდელთან შედარებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმის დაწყებამდე სამი თვით ადრე იმართება. ბუქარესტში მოასპარზე გუნდებიდან სამი ახალ ზელანდიაში ითამაშებს, მათ შორის მასპინძელთა ეროვნული გუნდიც, რომელიც "ბორჯღალოსნების" მეტოქეა ჯგუფურ ტურნირში. "მუხის ფოთლებს" ჩვენი გუნდი 28 სექტემბერს პალმერსტონში დაუპირისპირდება.

”IRB-ს ერთა თასის წლევანდელი გათამაშება ჩვენთვის უდიდეს მნიშვნელობას იძენს. ამ ტურნირზე გვინდა, კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ეროვნული გუნდის კანდიდატებს და შანსი მივცეთ მათ თავიანთი შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინონ, რათა ახალ ზელანდიაში გასამგზავრებელი გუნდის შემადგენლობაში მოიპოვონ ადგილი.

ამასთან, ბუქარესტის ტურნირს განვიხილავთ, როგორც იმ მოთამაშეების დათვალიერებად, რომლებსაც წლევანდელი მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ უნდა დავეყრდნოთ. ჩვენ თუ ახლავე არ გავამახვილეთ ამაზე ყურადღება, ეროვნული ნაკრები ისე ვერ განვითარდება", - თქვა IRB-ს ოფიციალურ ვებ გვერდთან საუბრისას საქართველოს ნაკრების შოტლანდიელმა თავკაცმა რიჩი დიქსონმა.

ბუქარესტში 26 ბორჯღალოსანი გაემგზავრება, აქედან ხუთი კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები) და გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი) ეროვნული ნაკრების კვართს პირველად მოირგებენ.

ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდნენ ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი), გოდერძი შველიძე (მონპელიე), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), ალექსანდრე თოდუა (ლელო), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო) და დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), რომელმაც ახლახან "ბარბაროსების" შემადგენლბაში ინგლისის ნაკრებთან ითამაშა.

"ბორჯღალოსნებს" რუმინეთში ერთი მგეზავი, ლელოელი ლაშა ხმალაძე ეყოლბათ, რომელმაც დიდი ხანი არ არის, რაც ტრავმა მოიშუშა და საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებში ნელ-ნელა სათამაშო ფორმა აღიდგინა.

IRB-ს ერთა თასზე საქართველოს ნაკრებს საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს ასპარეზობა. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე 10 ივნისს სამხრეთაფრიკელეი "მეფეები" (კინგზი) იქნებიან, რომელიც ამ ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების მორაგბეთა ნაკრებია. მას ცნობილი სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი ალან სალამონსი ხელმძღვანელობს, რომელიც ქართული რაგბის თემისთვის კარგად ნაცნობი პიროვნებაა. მას არაერთხელ გაუწევია კონსულტაცია და დახმარება საქართველოს რაგბის კავშირისთვის. მომდევნო მეტოქე, 15 ივნისს, არგენტინის A ნაკრები იქნება, რომლის ძალაც თბილისში 2009 წლის ნოემბერში ამ გუნდის სტუმრობისას ვნახეთ. ამას ისიც დავუმატოთ, რომ არგენტინელთა რიგებში რამდენიმე ისეთი მორაგბე იქნება, ვისაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრეტენზია აქვს.

"ბორჯღალოსნები" ბოლო მატჩს 19 ივნისს ნამიბიის ეროვნულ გუნდთან გამართავენ, რომელიც ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და სექტემბერში ახალ ზელანდიაშიც ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ნამიბიელებთან მატჩის შედეგი მსოფლიო რეიტინგზეც იქონიებს გავლენას.

ამის გარდა, ცხადია, დიდ ინტერესს იწვევს ახალ ზელანდიაში ჩვენი მეტოქის რუმინელთა გუნდის თამაშიც. "მუხის ფოთლების" ფრანგმა თავკაცმა რობერ ანტონინმა ყველა უძლიერეს მორაგბეს უხმო. დისკვალიფიკაციის ვადა დაუმთავრდა და გუნდს დაუბრუნდა შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ, ტრავმა მოიშუშა და კვალავ მწყობრშია რუმინელთა საუკეთესო მორაგბე, მესამეხაზელი ივიდიუ ტონიცა. სამაგიეროდ რუმინელებს დააკლდებათ წლების განმავლობაში გუნდის კაპიტანი და ლიდერი, მეორეხაზელი სორინ სოკოლი, რომელსაც სერიოზული კონფლიქტი აქვს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე რომეო გონტინიაკთან. ამასთან, ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა საკმაოდ გამოცდილმა მესამეხაზელმა ალექსანდრუ მანტამ.

საქართველოს ნაკრები

შერკინება: ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), გოდერძი შველიძე (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები).

მეორე ხაზი: ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)

მესამე ხაზი: დიმიტრი ბასილაია (ობენა), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).

#9: ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)

#12-13: ირაკლი გიორგაძე (აია), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო)

#11-14: ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი)

#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო)

რუმინეთის ნაკრები

პირველი ხაზი: ნიკოლაე ნერე, ბოგდან ზებეგა (ორივე-სტიაუა), სეზარ პოპესკუ (მაკონი), დრაგოშ დიმა (ბლანიაკი), მიჰაიტა ლაზარი (ექსი), იონ პაულიკა (ლონდონ იარიში), სილვიუ ფლორეა (ბორდო), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), ანდრეი რადოი (ბაია მარე)

მეორე ხაზი: კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ ურსაკე (ექსი), ვალენტინ პოპარლანი (ბუქარესტი), მარიუს სირბე (ტარბი)

მესამე ხაზი: სტელიან ბურეა, ვასილე რუსი (ორივე-ტიმიშოარა), მიჰაი მაკოვეი (ბაია მარე), დანიელ იანუსი (სტიაუა), ოვიდიუ ტონიცა (პერპინიანი), დანიელ კარპო (ფარული)

#9: ლუჩან სირბუ (მიო), ფლორინი სურუჯუ (ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა).

#10: დანუც დუმბრავა (სტიაუა), იონუც დიმოფტე (ბაია მარე)

#12-13: კონსტანტინ გეარა (ფარული), ჩაბა გალი (ბაია მარე) იონელ კაზანი, კატალინ დესკალუ (ორივე-სტიაუა).

#11-14: კატალინ ფერკუ, მედალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), კატალინ ნიკოლაე (ფარული), სტეფან ჩუნტუ (ბაია მარე)

#15: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), იულიან დუმიტრაში (ლურდი)

IRB-ს ერთა თასი
10 ივნისი

რუმინეთი-ნამიბია, საქართველო-სამხრეთ აფრიკა კინგზი, არგენტინა A-პორტუგალია

15 ივნისი

საქართველო-არგენტინა A, რუმინეთი-სამხრეთ აფრიკა კინგზი, პორტუგალია-ნამიბია

19 ივნისი

პორტუგალია-სამხრეთ აფრიკა კინგზი, საქართველო-ნამიბია, რუმინეთი-არგენტინა A

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?

"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან

მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა

[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა

ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?

ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა

პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს

ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"

იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა

ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ

პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია

აფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ფაბრიციო რომანო დემბელეს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე

მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს

უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება

"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ

[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში

პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ