პროფესიონალებში გადასვლის შემდეგ დაუმარცხებელია 25 წლის ლევან ღვამიჩავა (63,5 კგ), რომელიც ირლანდიაში ვარჯიშობს და საერთო რეიტინგში 151-ე პოზიციაზეა

პროფესიონალებში გადასვლის შემდეგ დაუმარცხებელია 25 წლის ლევან ღვამიჩავა (63,5 კგ), რომელიც ირლანდიაში ვარჯიშობს. 28 მაისს ჩვენებურმა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტის სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართა რიგით მე-4 ბრძოლა პროფესიულ რინგზე. მისი მეტოქე 31 წლის უნგრელი მოკრივე კაროლი ლაკატოში იყო. შეხვედრა 6 3-წუთიანი რაუნდისგან უნდა შემდგარიყო, მაგრამ ლაკატოშს ამდენი ხანი ვინ აცალა - ღვამიჩავამ პირველივე რაუნდის 38-ე წამზე ნოკაუტში გაგზავნა მოწინააღმდეგე. ლევანს 4 ორთაბრძოლიდან 3 ნოკაუტით აქვს მოგებული, ერთი კი ქულებით.

დღეისათვის, ღვამიჩავა საერთო რეიტინგში (1 500-მდე მოკრივე) 151-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ თავიდან ჩვენებურის მეტოქე ესპანელი დანიელ რასილია (18 მოგება, 3 მარცხი) უნდა ყოფილიყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით ევროპის ჩემპიონობის კანდიდატია. ბრიტანული მედია დანანებით წერს, რომ ეს დამაინტრიგებელი ორთაბრძოლა არ შედგა - ესპანელი ქართველს დაემალა. რასილიას შემცვლელმა კი ვერ ივარგა. ბრიტანელები წერენ, რომ უნგრელს დროულად უშველა რეფერიმ, რომელმაც ტექნიკური ნოკაუტი ჩათვალა, თორემ ლაკატოში ასე იოლად ვერ გადაურჩებოდა ქართველის დარტყმებს, თავად კი ჩვენებურს ერთი დარტყმაც არ მიუღია.

მოყვარულებში ყოფნისას ღვამიჩავამ 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 წრეში გააღწია, 2009 წელს კი მეორეში.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა