ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რუსებმა ამიერკავკასიის სიმბოლურში 5 სომეხი, 4 ქართველი და 2 აზერბაიჯანელი შეიყვანეს

რუსებმა ამიერკავკასიის სიმბოლურში 5 სომეხი, 4 ქართველი და 2 აზერბაიჯანელი შეიყვანეს

რუსულმა გამოცემა Sportbox-მა გამოაქვეყნა სტატია რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ამიერკავკასიელების სიმბოლური გუნდის შესახებ და მასში ოთხი ქართველი ფეხბურთელი შეიყვანა.

მეკარის პოზიციაზე გამოცემამ სომხეთის ნაკრების მეკარე რომან ბერეზოვსკი დააყენა, თუმცა იქვე დაწერა, რომ ამ პოზიციაზე შესაძლოა ყოფილიყო ნუკრი რევიშვილი, რომელიც ვარსკვლავური "ანჟის" წევრი იყო და მასთან ერთად ეტო'ო, რობერტო კარლოსი და სხვები თამაშობდნენ.

აქვე, ნახსენებია, რომ რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდნენ კარგი ქართველი მეკარეები - გიორგი ლორია, გიორგი ლომაია და იოსებ გრიშიკაშვილი.

მარცხენა მცველის პოზიციაზე სომხეთის ნაკრების მცველი კარენ დოხოიანი დააყენეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მურთაზ შელიას კანდიდატურასაც განიხილავდნენ. ასევე, უცნაურია, რომ დათო კვირკველია არც კი განიხილეს, რომელიც "რუბინში" 3 წელი თამაშობდა და რუსეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა და ამ წლებში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე დოხოიანმა კარიერაში. მარჯვენა ფლანგზე ასევე სომეხი სარქის ოვსეპიანი მოხვდა.

აი, ცენტრალური დაცვა კი წმინდად ქართულია და მას მოსკოვის "ლოკომოტივის" ორი მოთამაშე წარმოადგენს - მალხაზ ასათიანი და საბა კვირკველია. გამოცემა წერს, რომ უფროსმა ქართველმა "რკინიგზელების" რიგებში 7 წელი გაატარა, 162 მატჩი ჩაატარა და ყველა გუნდური პრიზი მოიგო რუსეთში. უმცროსი "ლოკოში" სიომინის ინიციატივით მივიდა 2017 წელს და ასათიანის შედეგის მისაღწევად მხოლოდ 3 წელი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელს, ამ მომენტისთვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 36 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ასათიანის ანგარიშზე 4 გატანილი გოლია, ხოლო საბას საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეებისათვის გოლი არ გაუტანია.

საიტის მიხედვით, მათ სხვა მცველებისაგან შემდეგი თვისებები გამოარჩევს: ორივე ათლეტურია, ორივე მათგანი შეუდარებელია საჰაერო და ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში, კარგად ერკვევიან სათამაშო სიტუაციებში. ისინი მეტოქის გადაადგილებას ყნოსვით გრძნობენ, ბურთისაგან მათი ტანით მოშორება შეუძლიათ და საჭირო დროს არც ვარდნაზე ამბობენ უარს.

ამავე პოზიციაზე საიტი კიდევ ორ ქართველ მცველს: კახაბერ ცხადაძესა და ალეკსანდრ ამისულაშვილს განიხილავდნენ.

ერთი შეხედვით, გასაკვირია, თუმცა მოედნის ცენტრში რუსებმა გიორგი ქინქლაძე დააყენეს და აღნიშნეს, რომ ეს სიმბოლური გუნდის სუპერშემტევიანობას ნიშნავს. გამოცემის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქინქლაძემ რუსეთში მხოლოდ 2 წელი გაატარა, ის გამორჩეული ტექნიკით, სვლის უსწრაფესი ცვლით, დრიბლინგითა და რაც მთავარია, თამაშის სიღრმისეული გაგებით იყო. მისი დახასიათებისას წერია, რომ ქართველის ამ თვისებებს ინგლისში აფასებდნენ და "სიტის" შემადგენლობაში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

აღნიშნულია, რომ ქინქლაძე "რუბინში" კარიერის ბოლოს თამაშობდა, მას ტრავმები ძალიან უშლიდა ხელს, თუმცა ნათელი იყო, რომ უდიდესი პოტენციალი ჰქონდა იმ დროსაც კი.

ცოტა უცნაურია, რომ ქინქლაძის პოზიციაზე საიტი მის დაცვაზე ორიენტირებულ ვარიანტად გია გრიგალავას განიხილავს. გიას ამ პოზიციაზე არასდროს უთამაშია. ის ხან მარცხენა მცველი იყო და ბოლო დროს კი ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. თუმცა ავტორი გიას აქებს და აღნიშნავს, რომ ამ ძლიერ ბიჭს თითქმის ყველა ფეხბურთელის შეჩერება შეუძლია.

ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე გამოცემამ სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი არაზ ოზბილიზი დააყენა, ხოლო მარჯვნივ - "ანჟის" ლეგენდა ნარვიკ სირხაევი. სავსებით რეალური იყო აღნიშნული პოზიციიდან რომელიმეზე გოგიტა გოგუას დაყენება, რომელმაც 4-5 გამორჩეული სეზონი ჩაატარა რუსეთის პრემიერლიგაში.

რაც შეეხება ფორვარდებს, აქ გამოცემამ "ლოკომოტივის" ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია, აზერბაიჯანის ნაკრების შემტევი ნაზიმ სულეიმანოვი და ამერიკელ-სომეხი იურა მოვსისიანი დააყენა.

გამოცემის მიხედვით, ჯანაშია 5 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა "ლოკომოტივსა" და სიომინს, რომელმაც ის საფეხბურთო კლუბ "სამტრედიადან" წაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვერ გაჰქონდა (52 გოლი 194 მატჩში), ის გუნდის სული და გული იყო, მაშინდელი "ლოკოს" ერთ-ერთი სახე. ბევრს მისი საფირმო სალტოებიც კარგად უნდა ახსოვდეს.

ავტორი აღნიშნავს, რომ იყვნენ კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ამ სიმბოლური გუნდის თავდასხმის ხაზში ვერ მოხვდნენ - მიხეილ აშვეთია, გიორგი დემეტრაძე, გოჩა გოგრიჭიანი.

აღსანიშნავია, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე დასახელებულმა დოხოიანმა თქვა, რომ ამ შემადგენლობაში დავით მუჯირი შეიძლებოდა მოხვედრილიყო 10 ნომრის პოზიციაზე. მისი თქმით, მუჯირი "კრილიაში" კარგად თამაშობდა და შემდეგ "ლოკომოტივში" გადავიდა, ახლა კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს და პრეზიდენტის შემდეგ მეორე კაცია.

საბოლოოდ, Sportbox-ის აზრით, რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ამიერკავკასიელებისაგან შემდგარი სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

რომან ბერეზოვსკი, კარენ დოხოიანი, სარქის ოვსეპიანი, მალხაზ ასათიანი, საბა კვირკველია, გიორგი ქინქლაძე, არაზ ოზბილიზი, ნარვიკ სირხაევი, ზაზა ჯანაშია, იურა მოვსისიანი, ნაზიმ სულეიმანოვი.

• გრიშა

დოხუიანი კოტრაწეს

• გრიშა

კოტრაწეს

რადგან ვიღაც რიგითმა რუსმა ჟურნალისტმა,რომელიც მაინცდამაინც კარგად ვერ ერკვევა ფეხბურთში,თავის სიმბოლურში 4დან 3(ის ერთიც რუსია) არც ისე კარგი სომეხი ფეხბურთელი შეიყვანა,არ ნიშნავს რომ სომხები ქართველ ფეხბურთელებზე უკეთესები არიან.სხვას რომ თავი დავანებოთ, სპორტში ნამდვილად ვერასოდეს სჯობდნენ სომხები ქართველებს(7-0 :-)).ვერ ვიხსენებ სპორტის სახეობას სადაც ისინი უკეთესები შეიძლება იყვნენ ვიდრე ჩვენ.ამიტომ უადგილოცაა ილიას ბედნიერი ერის მაგალითის მოყვანა ამ სიტუაციაში(ისე რათქმაუნდა ბედნიერი ერი ყოველთვის აქტუალურია საქართველოში)

• ნამეტანი პატივია

ნამეტანი პატივია მაგათ "ნააზრევზე" ყურადღების მიქცევა. წერონ და იკითხონ . მაგათი გოიმური ბეი ბეგი ჩემპიონატი...საერთოდ ჩვენი ფეხბურთელები რომ მან თამაშობდნენ და თამაშობენ ეგ ცალკე უბედურებაა.

• shota

ყველაზე მაგარი,ძლიერი და ჭკვიანი მცველი რუსეთის ჩემპიონატში იყო მურთაზ შელია.

• სოსო

არც ომარ თეთრაძე გახსენებიათ და არც ბახვა თედეევი.ალან ძაგოევიც სანახევროდ საქართველოშია გაზრდილი.თეთრაძეს მაინც, ძალიან დიდი დამსახურება აქვს რუსულ ფეხბურთში.

• ირაკლი

რულსულ ფეხბურთში სომხების თამაშზე არაფერი ვიცი, ამიტომ შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი უნდა ავღნიშნო, რუსეთში საუკეთესო სომეხი ფეხბურთელები თამაშობენ, 1-2 გამონაკლისის გარდა, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები კი ძირითადად ევროპაში ან რუსეთში მხოლოდ კარიერის დასაწყისში ან დასასრულს! ამიტომაც ეს ნაკრები არც ისე ალოგიკური სჩანს.

• master

და სომხურმა ლობმა აზერები შეიყვან სიმბოლურში?თქვენ არ იცით როგორ სძულთ მაგათ ერთმანეთი

• ბედნიერი ერი-ილია

გამოდის სომხები გვჯობიან და საქმეში არიან პატრიოტები და ჩვენ სადღეგრძელოებში.მერე ვინ დაგიშალათ რომ კაი ტიპები გახდეთ.

• smrzy))

ყველაფერი ნათელია, სომხური ლობი, როგორც ყოველთვის "მოწოდების სიმაღლეზეა".

• tngh

აშკარად იკითხება სომხური "ლობი"...

• master

აქ დემეტრაძე და ცხადაძე აუცილებლად უნდა იყვნენ.ქინქლაძეს რუსეთში არაფერი გაუკეთებია.ჯანაშია გემოვნების საკითხია.კობიაშვილმაც ერთი წელი ითამაშა,მასე გახოკიძე რატომ არა?ისე სასაცილოა დემეტრაძის არ შეკვანა,ბომბარდირი გახდა კაცი ბოლობოლო.ნუ დაიკიდეთ რაა,თავიანთი ჩემპიონატია,თვითონ აფასებენ და ჩვენი გემოვნებით ხოარ შეადგენენ???

• G.LA

რუსები თავის სტიქიაში არიან როგორც ყოველთვის. მეხსიერება კი აქვთ, ვფიქრობ ჩვენზე კარგადაც ახსოვთ ჩვენი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატში, მარა ნამუსთან მწყრალად არიან...

• გიონატ

კობიაშვილი და დემეტრაძე რატო არ არიან?

• მკითხველი

ავტორ, ეს სახელები და გვარები ნათარგმნი გაქვს? თუ გეზარება ქართულად წერა :)))

• ზღმარტლი

არაფერს არ ვერჩი არც სომხებს და არც აზერბაიჯანლბს. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მართალი გითხრათ დოხოიანი რომელი ფეხბურთელია მე არ ვიცი. სომხებს ისე ჰყავდათ და ეხლაც ჰყავთ საინეტრესო მოთამაშეები. დოხოიანი კი არ ვიცი რას წარმოადგენდა. ნაკლებად ცნობილი მოთამაშეა აშკარად. 25 წელიწადია დღე-დაღამე ფეხბურთს ვუყურებ და არ გამიგია საერთოდ. (

ოზბილიზმა ოქრიზე მეტი რა გააკეთა მანდ?))))))))))

• ბმბ

დრო გადის, ამათი აზროვნება არ იცვლება, ეს ის ხალხია ისევ, ვისაც დრო იყო მესხს ჰუსაინოვი ერჩივნათ, გუცაევს ევრიუჟიხინი, ყიფიანს გავრილოვი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი აბსურდი აქვთ ჩადენილი, 1982 ის მუნდიალზე სსრკ ჩემპიონი თუ არა ოთხეულში უეჭველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბესკოვმა ხუთი მცველი ათამაშა პოლონეთთან მოსაგებ თამაშში, ყიფიანი, გუცაევი და ხიდიატულინი საერთოდ არ წაიყვანა?! ასე რომ, შორს ამათგან, რაც შეიძლება შორს ამ ნაგვებისაგან და ერთი წამით არ იდარდოთ არავინ, რომ თბილისის დინამო სსრკ-ს ჩემპიონატში არ მონაწილეობს, ამათი არ გინდოდეს არაფერი..

• სოსო

გადაამოწმეთ,რამდენი სომეხი მუშაობს მაგ გამოცემაში და ყველა კითხვის ნიშანს,პასუხიც გაეცემა.თითქმის დარწმუნებული ვარ,საკმაოდ ბევრნი იქნებიან.დემეტრაძე საუკეთესო ბომბარდირი გახდა,კობიაშვილი ალანიაში თამაშობდა და არც ნახსენებია შელია და ცხადაძეც არაო.ბნელა?ჰო,სალუქვაძე დამავიწყდა.მაშინ ძალიან მაგრად თამაშობდა.

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია