დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ სპორტსმენების დარტყმის ძალა, სტატისტიკის მიხედვით შევადგინოთ ყველაზე ძლიერად დამრტყმელი მებრძოლების სია და შესაბამისი რიგითობით გადავანაწილოთ. თუმცა, როგორ გავიგოთ, ძველი მებრძოლები და ორთაბრძოლების ოსტატები რამდენად ძლიერად ურტყამდნენ?

ადამიანი, რომელმაც კარატეს ყველაზე მტკიცე სტილი დააარსა

1923 წელს კორეაში, პროვინცია ჩოლლა-პუკტოში, რომელიც მაშინ იაპონიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, დაიბადა ორთაბრძოლების მომავალი ოსტატი მასუტაცო ოიამა. თავისი ცხოვრების განმავლობაში ოსტატი დაკავებული იყო სხვადასხვა საბრძოლო სპორტით, მათ შორის: კრივით, ძიუდოთი და კარატეს რამდენიმე სახეობით.

შედეგად, ოიამამ საკუთარი სტილი შექმნა, რომელიც იმ სპორტების საუკეთესო ილეთებს იყენებდა, რომლებითაც თავად იყო დაკავებული. ასეთ გზით მასუტაცუმ დააარსა კარატე კიოკუშინკაი, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე სტილად ითვლება.

მასუტაცო ოიამას ვარჯიშის მეთოდები

მასუტაცო ოიამა თავისი საბრძოლო უნარ-ჩვევებისა და ფიზიკური მონაცემების სრულყოფილებას ძალიან სერიოზულად უდგებოდა. სამხედრო მფრინავის კარიერის დასრულების შემდეგ ოიამამ ქვეყანაში მოგზაურობა და სხვადასხვა ოსტატთან საბრძოლო ხელოვნებების შესწავლა დაიწყო.

მოგზაურობის ერთ-ერთ პერიოდში მასუტაცომ გადაწყვიტა, ცივილიზაციას მოშორებოდა და ვარჯიშები მარტოობაში გაეგრძელებინა. ამ მიზნის შესასრულებლად ის სინაბუს მთაზე გაემართა. მთის სუსხიანმა გარემომ მის ორგანიზმზე დადებითად იმუშავა. თავად კი ქვებს მუშტებით ფშვნიდა, ხოლო მსხვილ ტოტებს ხელით ჩეხდა. მეტიც, ველურ პირობებში არაერთხელ მოუწია მხეცთან დაპირისპირება, რასაც თავი წარმატებით გაართვა.

ადამიანი, რომელმაც ხარი მუშტით გააჩერა

მთიდან დაბრუნების შემდეგ მასუტაცომ საკუთარი სტილის გავრცელება და პრაქტიკაში გამოყენება დაიწყო. მას მალე შეუერთდნენ მოსწავლეები, თუმცა თავისი პოპულარობით კმაყოფილი არ იყო. საჭირო იყო ხმამაღალი განცხადება.

თავდაპირველად ოიამამ ნებისმიერი მყარი სხეულის ხელით გახლეჩვის დემონსტრირება დაიწყო, თუმცა საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა. მასუტაცოს მუშტი იმდენად მტკიცე, ხოლო ძალა იმდენად დიდი ჰქონდა, რომ ნებისმიერი ძვლის გადატეხა შეეძლო. მთაში ცხოვრების დროს ველურ ცხოველებთან გამოცდილებას ტყუილად არ ჩაუვლია. ოიამამ ერთ-ერთ თავის გამოსვლაზე თქვა, რომ შეძლებდა გაბრაზებული ხარის მუშტით შეჩერებას. რა თქმა უნდა, ოსტატს არავინ დაუჯერა, ამიტომ ის ხართან წაიყვანეს.

ყოველ ჯერზე ხართან ბრძოლაში ის გამარჯვებული გამოდიოდა - მან შიშველი მუშტებით 52 ხარი გათიშა.

ვის აქვს ყველაზე ძლიერი დარტყმა ისტორიაში?

ფორმის პიკში მაიკ ტაისონი იყო ერთადერთი ადამიანი, ვისი დარტყმის ძალაც 1 ტონაზე მეტი იყო. თუმცა 2017 წელს UFC-ის მებრძოლმა ფრენსის ნგანუმ რეკორდი დაამხო. მისი დარტყმის ძალა 1.3 ტონაზე მეტია. თუმცა საინტერესოა, ნგანუ და ტაისონი შეძლებდნენ თუ არა ხარის გათიშვას? რა თქმა უნდა, ამას არავინ დაუშვებს, თუმცა 52 ხარის შიშველი მუშტით გათიშვა სრული სიგიჟეა. ამას ნამდვილად არარეალური ფიზიკური ძალა და ოსტატური დარტყმა სჭირდება.

ჯ.ს.
არ გცოდნია ძმაო ეგ ამბავი. წონა ფიზიკისთვის არის წნევა, რომელიც აღინიშნება როდესაც რაიმე სხეული რაიმე ზედაპირს აწვება. ამის მიხედვით არის გამოანგარიშებული კილოგრამის ეტალონი, რომელსაც ყოფა-ცხოვრებაში ვიყენებთ. ასე, რომ დარტყმა შესაძლებელია ტონაში გაიზომოს და ვინც ამ სტანდარტებს ადგენს არც ისინი არიან უცოდინარები.
sake
ამ სტატიამ გოდერძი ჩოხელის შესანიშნავი ფილმის ერთი ეპიზოდი გამახსენა;უფალმა ნათელში ამყოფოს დიდებული გოდერძი ჩოხელი,გივი ბერიკაშვილი და დიდიხნის სიცოცხლე მისცეს ჩვენს საყვარელ კახი კავსაძეს.
tianeti
ტარიელ ხარხელაური
tianeti
ადამიანი, რომელმაც ხარი მუშტით გააჩერა ეს არის ტარიელ ხაიხელაური
დავით გორგილაძე
300 კილო თევზის წყლიდან ამოწევა ან კარების დატაკებით წაქცევა რეალურია, მაგრამ 1 მეტრი დიამეტრის მქონე ხის ამოთხრა შეუძლებელია.
aburjga
დარტყმის ძალა ტონებში ვერ გაიზომება! ძალა არის ფიზიკური სიდიდე რომელიც ერთეულთა საერთაშორის სისტემაში იზომება ნიუტონებში! ნიუტონი არის ძალა რომელიც 1კგ მასის მქონე სხეულს 1 მ/წმ2 აჩქარებას ანიჭებს. კილოგრამი, გრამი და ტონა არის მასის განზომილება. ძირითადი არის კილოგრამი, ხოლო 1 ტონა შეადგენს 1000 კილოგრამს!
პასუხი Fylstars - ს
თქვენს მიერ ჩამოთლილი ხალხი ბუნებრივად იყვნენ ძლიერები... ეს ადამიანი კი თავად ანვითარებდა საკუთარ ძალასაც და ტექნიკასაც! შეიძლება ბევრი ძლიერი ადამიანი ყოლია მსოფლიოს მაგრამ კონკურენტუნარიანი საბრძოლო სტილი ძალიან ცოტას ჩამოუყალიბებია - თავისი განსხვავებული ფილოსოფიით და ფსიქოლოგიური ტექნიკებით. კიოკუშნკაი - არის სტილი რომელიც სხვა საბრძოლო სისტემებთან შედარებით "ახალგაზრდაა" და ამავდროულად ერთი ერთი ფართოდ გავრცელებული - სწორედ მისი პრაქტიკულობის და სილამაზისა და ეფექტურობის გათვალისწინებით.
Fylstars
ბევრი იყო დიდი ძალის პატრონი მსოფლიოში . ფრანგი გლეხი იყო წინა საუკუნეში 100 დიამეტრიან ხეებს ძირიანად თხრიდა. ირანელი მამაკაცი გემის ღუზას წყვიტავდა ორმუზის პორტში, ციმბირელი მამა შვილი ეგრედწოდებულ სამუშაო " ლომს " მთლიანად გრიხავდა. და საქართველოში სოხუმელი დურუ ხურცილავა ციხის ალაყაფის კარს ერთი დატაკებით უღებდა ბოლოს . კიდევ ბევრი იყო უსაზღვრო ძალის პატრონი ადამიანები , ლათინურ ენოვან ქვეყანაში მგონი ეკვადორში ან პერუში მეთევზე ბადეში გახვეულ 300 კილომდე თევზს ერთ ამოღებაზე პირადად უმკლავდებოდა.
100%
,,სხვას სძლევ, ძლიერი ხარ. საკუთარ თავს დასძლევ, მძლეთამძლე,,. კანჩო მასუტაცო ოიამას სიტყვებია.
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
[VIDEO] "მერაბის მიმართ მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს" - უაითმა დვალიშვილთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა
"ბრმა დარტყმა გავუშვი... იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ..." - გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!