ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნოვაკ ჯოკოვიჩი რობოტი არ ყოფილა

ნოვაკ ჯოკოვიჩი რობოტი არ ყოფილა

როლან გაროსის მამაკაცთა ბადის ფინალში კლასიკურ დაპირისპირებას ვნახავთ - რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ
როლან გაროსის მამაკაცთა ბადის ფინალში კლასიკურ დაპირისპირებას ვნახავთ - რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ.

კარგი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს 25-ე დაბადების დღეზე რაფაელ ნადალმა. მან სამ სეტში დაამარცხა ენდი მიურეი და კარიერაში მეექვსედ გავიდა როლან გაროსის ფინალში.

ვერ ვიტყვით, რომ ნადალმა იოლად გაიფორმა ფინალის საგზური. სამივე სეტს ის კარგად იწყებდა, მაგრამ შემდეგ ბრიტანელი პრობლემებს უქმნიდა. პირველ სეტში მიურეიმ ერთი ბრეიკი დაიბრუნა, მეორეში - ორი. საერთო ჯამში, ენდი მიღებაზე კარგად თამაშობდა, ოღონდ ერთი ნაკლი ჰქონდა - გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტე ღალატობდა ან ნადალი აწვდიდა კარგად. მიურეიმ ჯამში 18 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ აქედან მხოლოდ სამჯერ იხეირა. ნადალს კი ბრეიკ-პოინტების რეალიზების თითქმის 50-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა - 13-დან ექვსი.

მაგალითად, პირველ სეტში მიურეის მეტოქეზე ორჯერ მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ პარტია ნადალმა 6:4 მოიგო. გაცილებით დაძაბული იყო მეორე სეტი - 2:2-დან მოყოლებული ზედიზედ ოთხი გეიმი მეტოქეები საკუთარ მოწოდებებს ვერ იღებდნენ. შემდეგ თამაში დალაგდა, მაგრამ მე-11 გეიმში რაფამ ისევ მოინდომა და მესამე ბრეიკით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რაც შეეხება მესამე სეტს, იქ 3:4-ზე მიურეის სამმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ნადალმა ამჯერადაც მოიგერია საფრთხე, ბოლოს კი პირველივე მატჩბოლი გამოიყენა. რაფას პირველ წრეში ჯონ ისნერთან მეორე სეტის წაგების შემდეგ, ზედიზედ 17 პარტია აქვს აღებული.

"დღეს ბრეიკის ბევრი შანსი მქონდა, მაგრამ რაფა გადამწყვეტ მომენტებში შესანიშნავად მოქმედებდა. კარგად აწვდიდა და ინიციატივა მოიპოვა უძლიერესი ფორჰენდის წყალობით. ერთი-ორჯერ მქონდა ბრეიკით წინ გასვლის საშუალება, მაგრამ თავისი უარყოფითი როლი ქარმაც ითამაშა, თუმცა ამ ფაქტორს მატჩზე გავლენა არ ჰქონია.

საერთო ჯამში დღეს წარმატების მცირე შანსი მქონდა. ცუდად არ მითამაშია, მაგრამ რაფა შეუდარებელი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა", - ასეთი იყო მატჩის შემდეგ მიურეის კომენტარი.

"როლან გაროსზე მორიგ ფინალში გასვლა ჩემთვის ზღაპარივითაა. მადლობა ენდის კარგი თამაშისთვის. ის ბრწყინვალე ჩოგბურთელია და ვფიქრობ, იმსახურებს უახლოეს დროში "დიდი სლემის" ტურნირზე გამარჯვებას. ახლა წინ მელის შეხვედრა ან ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელთან ან დღეისთვის საუკეთესო მოთამაშესთან. მთავარია, რომ ფინალამდე მივაღწიე", - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა.

ამ გამარჯვების შემდეგ პარიზულ გრუნტზე ესპანელს 44 მოგება და ერთი წაგება აქვს. ესპანელს ერთი მოგება აკლია ლეგენდარული ბიორნ ბორგის რეკორდი გასამეორებლად - ეს არის საფრანგეთის ღია პირველობის ექვსჯერ მოგება.

ნადალს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელთან მოუწევს შეხვედრა. დიახ, ნოვაკ ჯოკოვიჩის მოგებათა ბრწყინვალე სერია 43 მატჩზე შეწყდა. "დიდი სლემის" 16-გზის ჩემპიონმა ოთხ სეტში შეძლო სერბის დამარცხება და ბოლო ექვს წელიწადში მეოთხედ შეხვდება ნადალს როლან გაროსის ფინალში.

მატჩი ძალიან საინტერესოდ განვითარდა და ღირს მის პერიპეტიებზე დაწვრილებით შეჩერება. პირველ სეტში სერბი ახლო იყო ტაი-ბრეიკის მოგებასთან, მაგრამ 5:4-ზე ზედიზედ სამი უნებლიე შეცდომა დაუშვა - ერთხელ ფორჰენდისა და ორჯერ ბექჰენდის შესრულებისას.

მეორეში ფედერერმა ცხრა ბრეიკ-პოინტიდან ერთი გამოიყენა, რითაც 4:1 დაწინაურება შეძლო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. მესამეში როჯერმა დაისვენა - ჯოკოვიჩმა ადრეული ბრეიკით წაიყვანა ანგარიში, ამჯერად საკუთარი გეიმი არ წააგო და სეტი 37 წუთში თავის სასარგებლოდ დაასრულა. სხვათა შორის, ეს იყო ფედერერის პირველი წაგებული პარტია ამ ტურნირზე.

ჯოკოვიჩს თავისუფლად შეეძლო საქმე მეხუთე პარტიამდე მიეყვანა, რადგან 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ შვეიცარიელმა მატჩში მეოთხე ბრეიკი მიითვალა და ტაი-ბრეიკი დაინიშნა. "შემოკლებულ გეიმში" 3:3-ზე ფედერერმა ზედიზედ სამი ქულა აიღო და სამმაგი მატჩბოლი მოიპოვა. როჯერმა მესამე ცდაზე, რიგით მე-18 ეისით შეძლო მატჩის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. ლოგიკური იმიტომ, რომ ფედერერმა თითქმის ყველა ძირითად კომპონენტში აჯობა მეტოქეს, მხოლოდ უნებლიე შეცდომა ჰქონდა ხუთით მეტი. სამაგიეროდ, ორჯერ მეტი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და გადამწყვეტ მომენტებში უფრო ზუსტად რომ ეთამაშა, უფრო ადრე მოიგებდა ამ შეხვედრას.

წაგების მიუხედავად, ეს როლან გაროსი ჯოკოვიჩისთვის, შესაძლოა, მაინც მაჟორულ ნოტაზე დასრულდეს. თუ ნადალი ფინალის მოგებას ვერ შეძლებს, ნოვაკი მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება. ამის გაკეთება სერბს გუშინაც შეეძლო - ფინალში გასვლა კლასიფიკაციის ლიდერობას მოუტანდა, ახლა კი მასზე არაფერია დამოკიდებული. ნადალისა და ფედერერის როლან გაროსზე შეხვედრათა სტატისტიკაც მის საწინააღმდეგოდაა - ესპანელი და შვეიცარიელი სამჯერ შეხვდნენ ფინალში და სამივეჯერ პირველობა ნადალს დარჩა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.

კაცები

1/2 ფინალი

რაფაელ ნადალი (1)- ენდი მიურეი (ბრიტ, 4) 6:4, 7:5, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 7:6(5), 6:3, 3:6, 7:6(5).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა