ფოტო:gff.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვლადიმირ ვაისს შორის, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სლოვაკი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე აგრძელებს.

უცვლელი რჩება სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაც.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა. სლოვაკ სპეციალისტთან ერთად საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების დ ლიგის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეიოფში იბრძვის.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი ევრო 2020-ის პლეიოფის მატჩები მსოფლიო პანდემიის გამო, ამ ეტაპისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის გადაიდო.

მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით

სანდრო
ვაი თქვენს პატრონს!!! გაუგრზელეთ გაუგრზელეთ აბა რა! ვარსკვლავებს ეთამაშებიან:), ეგეთ მწვრთნელს სად ვიპოვით!!!!
ბაჩი
ვითომ გულშემატკივრებო დაოკდით...კარგია,მე მივესალმები.
გიორგი გორგაძე
ვაისი რომ წასასვლელია ეგ გასაგებია, მიზეზი ბევრია, მაგრამ ეხლა გამოცვლა კარგს არაფერს მოუტანს ნაკრებს. ამ ორი (იმედია ორის) თამაშის შემდეგ უნდა წავიდეს, ან თავაწეული ან თავჩაღუნული, ოღონდ უნდა წავიდეს!
War
ეს რა მითხარით, გავგიჟდი კაცი სიხარულისგან, აბა გავსულვართ ევროპაზე და ეგაა. ვაისი არა შვანცკი
beqa
ვითხოვთ ინტერვიუს ვაისთან რომელიმე საფეხბურთო გადაცემაში სპორტულ ჯურნალისტებთან ერთად ))
x.x
არ ვიცი რატომ, მაგრამ გამეხარდა.
emigranti
ურა და ვაშა!!!:)))
ფეოლა
დამნიშნეთ ნაკრების მენეჯერად და ნახეთ რა ნაკრებს შევქმნი.
ave
თქვენ მარტო სხვაზე დაყრდნობით წერეთ და სხვებთან გაკეთებული ინტერვიუები თარგმნეთ. ნეტა ვაისი ცოცხლად თუ მაინც გყავთ ნანახი?
baba
ვეთანხმები ყველას ვინც ვაისთან ინტერვიუს ითხოვს! ყველაფერს რო თავი გავანებოთ მას ხო ჩვენი ჯიბიდან ვუხდით ხელფასს? ხელფასს რომელიც არც კი ვიცით რამდენი აქვს. არ ვიცი იმიტო რო უბრალოდ არ გვეუბნება ფედერაცია, სამაგიეროდ თამაშებზე დასწრებას გვთხოვენ, რაზეც თხოვნა ქართველ გულშემატკივარს არ ჭირდება და ყველაზე მაგრა იცის გვერდში დგომა!
კახა ქ.
ისე მართლა ამდენი ხანია მწვრთნელია ეს კაცი და რატო არავინ არ თხოვს რომ ჟურნალისტებს შეხვდეს და თავისი გეგმების შესახებ ისაუბროს.მითუმეტეს კონტრაქტი გაუგრძელეს და ხალხმა ხომ უნდა იცოდეს რა და როგორ. ჟურნალისტებმაც ცოტა იაქტიურეთ,ქართველ მწვრთნელთან კი იყავით ერთ ამბავში.
Sandro
წერტილი და მძიმე ისწავლე, რომ როგორმე გავიგოთ რას წერ.
ფეხბურთი
რა მნიშვნელობა აქვს მწვრთნელი ვინ იქნება, როცა ფეხბურთელები არ გყავს. ვაისი კი არა ხუთი გვარდიოლა ვერაფერს იზავს ამ კონტიგენტით.
100%
ამ ეტაპზე ვფიქრობ, ასე სჯობს.
zaza
როგორც არ უნდა მომხდარიყო ამ ეტაპზე ეს კაცი უნდა დარჩენილიყო, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია მოახლოებული, სხვა რომ მოეყვანათ ესეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რას იზამდა??? ან ამ კაცმა ლაპარაკი არ იცის ან კიდევ ვერ გვითარგმნიან ნორმალურად!!! აქედან ვთხოვ და იქნება რამენაირად შეძლონ "ბურთი და მოედანი" რომ არის გადაცემა იქ მიიწვიონ ეს კაცი და ის მთელი 2 საათი ამ კაცს დაუთმონ რომ გავიგოთ მისი ხედვები რა, სილკსპორტის მესვეურებს ვთხოვ თუ შესაძლებელია ეს გადაცემა რამენაირად გააკეთონ, ხოლო თუ უარზეა ვაისი ეგაც გვითხრან!!!
Giorgi
მე არ მახსოვს ამ კაცის არც ინტერვიუ ჟურნალისტებთან არც ვრცელი სტატია არც ურთიერთობა გულშემატკივართან რა ნაკრებს აშენებს რა გუნდს აყალიბებს რა მიზანი აქვს საქართველოს ნაკრებთან ერთად და საერთოდ არც ცხოვრობს საქართველოში რატო?? ასეთი უყურადღებობა ჩემი აზრით ეს შეცდომა ცხადაძეც და ქეცბაიაც ეკონტაქებოდნენ ჟურნალისტებს იღებდნენ მონაწილეობას გადაცემებში და საუბრობდნენ ყველაფერზე ძალიან ხშირად მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა მწვრთნელი ეს მისი ვალდებულება იყო რო გამოსულიყოო და ელაპრაკა და ეს კაცი მე არსად არ მინახია სადაც რაიმე ვრცელი ინტერვიუ ქონოდა და კრიტიკული კითხვებისთვის ეპასუხაა.
Giorgi
იქნებ ისიც დაგეწერათ რა დამსახურებების საფუძველზე გაუგრძელდა კონტრაქტი?? რამდენი პრინციპული მატჩი მოიგო საქართველოს ნაკრებმა მისი ხელმძღავნელობით?? ამხანაგურ თამაშებში დადებული შედეგი არ ნიშნავს არაფერს? ორი ციკლის მანძილზე გუნდმა ვერც ერთი პრინციპული შეხვედრა ვერ მოიგო ბოლოს წინა ადგილი ორივე ციკლში პირველ ციკლში საერთოდ თამაში ვერ მოვიგეთ და მეორეში 2 მოგება და ეგეც მხოლოდ გიბრალტართან და ახლა ერთა ლიგის ის ქვეჯგუფი იყოო ძალიან დაბალი დონე და იქ ნებისმიერი მწვრთნელი დადებდა შედეგს ამ შემადგენლობის საქართველოს ნაკრებით და ამ მწვრთნელს არ შეუძლია დამტკიცა უკვე რომ გუნდი ათამაშოს აგრესიულად შემტევ სტილში და მოიგოს პრინციპული შეხვედრები და ჩემი აზრით უნდა გაეშვათ და სასწრაფოდ მოეყვანად სხვა მწვრთნელი ამ პერიოდში შეიძლებოდა რამდენიმე კარგი მწვრთნელიდან ამორჩევა ვინც იცნობს ქართულ ფეხბურთს და ქართულ ნაკრებს.
მერაბი
ძალიანაც კარგი! ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში და ამ ფეხბურთელებით უკეთეს შედეგს ვერავინ მიაღწევდა
მამული
ეს უკვე მარაზმია რა,ყველა დაგვცინის.მხოლოდ ფედერაციაა კმაყოფილი.
კოკო
თფუი, თქვენი ... უთავმოყვარეო და ფეხბურთის არგაგების ფედერაცია. ყველაფერში იჩინა ქართულმა გენმა თავი - კალათბურთი, რაგბი, წყალბურთი, წიდაობა და ძიუდო ხომ ყოველთვის იყო, ზამთრის სახეობებში, ჰოკეიშიც გამოიჩინეს თავი. ამ ფეხბურთს არ დაადგა საშველი. თუ უცხოელი მწვრთნელი გინდათ, ცოტა მაღალი კვალიფიკაციისას ვერ ჩამოიყვანთ? ლამის ოცდაათი წელია გრძელდება ეს უნიჭოება, მომხვეჭელობა და სპორტის ამ სახეობის განადგურება საქართველოში. ტაში კუკური!
ჰაჰა
უცვლელი სამწვრთნელო შტაბიც დაგესახელებიათ. მე აზრზე არ ვარ. ევროპა კი კაია, მაგრამ შემოდგომაზე სომხებთან თუ წააგეს, მტრისას და ავისას. ფეხბურთისკენ გამხედავი კაცი აღარ დარჩება საქართველოში. ვაისი კი გაასწერებს, მაგრამ აქ დამრჩენების ბედზე ძალიან "განვიცდი".
მწვრთნელი
ერთი ნორმალური ინტერვიუ ან ტელეგადაცემა ვერ ჩაწერეს ამ კაცთან! გუცაევმა მაინც მიიწვიოს ტელეგადაცემაში "ტაიმაუტი"! ამდენი ხანია მუშაობს ვაისი ნაკრებში და შეკითხვები აღარ დაგროვდა!? მითუმეტეს კობიაშვილი ბოლომდე ენდობა ამ კაცს!
beqa
ამდროსთვის მშვენიერია ბელორუსთან მან უნდა გაიყვანოს გუნდი!!! უფრო ძლიერი ფეხბურთელებით უკეთეს შედეგსაც დადებდა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ