ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი მაკარიძე: მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი

გიორგი მაკარიძე: მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი

ინტერვიუ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ფრანგული "ლე მანის" მეკარესთან
ოთარ გაბელიამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ფრანგული "ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძე გამოიძახა. გიორგი ამბობს, რომ ეროვნულ ნაკრებში ნაადრევად თამაშითა და "დინამოში" უთამაშებლობით გამოწვეული სტრესიდან გამოვიდა.

21 წლის ქართველი მეკარე "ლიგა 2"-ის გუნდშია და საფრანგეთში გატარებული ორი სეზონით კმაყოფილია.

- 21 წლის მეკარის მეორე ფრანგული დივიზიონის კლუბში ყოფნა ურიგო ამბავი არ არის.

- რა თქმა უნდა, საფრანგეთში სერიოზული სამეკარეო სკოლა აქვთ.

- იმედია, "ლე მანში" ვარჯიში წაგადგა.

- თუ ზარმაცი არ ხარ, შეუძლებელია, აქაური ვარჯიშები არ წაგადგეს. მე იქ ბევრი რამ ვისწავლე. მივხვდი, რომ მხოლოდ ელემენტარული რამ ვიცოდი და თურმე მხოლოდ ნიჭის ხარჯზე ვთამაშობდი. საფრანგეთში ვარჯიში სულ სხვა სისწრაფეებზე ტარდება.

- მეკარესაც დიდი გამძლეობა მოეთხოვება?

- წინა ხაზის მოთამაშესავით არა, მაგრამ გამძლეობა ყველას სჭირდება. თუმცა აქაც არის განსხვავება, მეკარის გამძლეობა სხვა სახისაა.

- პირველ "ლე მანში" თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ ორჯერ გქონდა, ჩემპიონატსა და თასზე.

- ჩემპიონატში დიდი ხნის წინ, შარშანწინ მათამაშეს, მაგრამ მაშინ კარგ ფორმაში არ ვიყავი, თასზე მეტიც ვითამაშე და ჩემით კმაყოფილი დარჩნენ. რაღა დაგიმალოთ და, მეც კმაყოფილი ვიყავი.

- თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარის დიდიე ოვონოს საქმეები როგორ არის?

- მშვენივრად, ძირითადი მეკარეა და ვმეგობრობთ. სხვათა შორის, ქართულადაც ვურთიერთობთ და ფრანგულადაც. დიდიე საქართველოში გატარებულ დროსა და აქაურ მეგობრებს ძალიან თბილად იხსენებს. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ საქართველოში უფრო ჰყავს მეგობრები, ვიდრე საფრანგეთში. დღემდე ინტერნეტით ეკონტაქტება აქაურ ნაცნობებს და ამბობს, რომ ჩვენი ხალხისგან დიდი სიყვარული და სითბო დარჩა.

- ეროვნული ნაკრების კარში გამოუცდელი დაგაყენეს და, როგორც ამბობენ, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანე.

- ერთი პერიოდი მართლა მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ არა იმდენად ნაკრებში თამაშის, არამედ "დინამოში" უთამაშებლობის გამო. მთავარ გუნდში თამაშს ვინ ჩივის, ლიტვის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ დუბლშემადგენლობაშიც კი არ მათამაშებდნენ. ჩრდილოეთ ირლანდიასთან კლაუს ტოპმიოლერმა ისე დამაყენა, ხუთი თვე კარი ნანახი არ მქონდა.

- და მხოლოდ ვარჯიშობდი?

- ასე იყო, "დინამოს" დუბლშემადგენლობაში კი ისეთი დონე არ იქნებოდა, იქაური ვარჯიშებით ნაკრებში თამამად და კარგად მეთამაშა.

- შენი ნიჭიერება ეჭვქვეშ მაშინაც არავის დაუყენებია. უბრალოდ, 17-18 წლის ბიჭის ეროვნული გუნდის კარში დაყენებაა დიდი რისკი.

- მართლა მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, ხალხს ჩემი ეიმედებოდა, მაგრამ ვერ გავამართლე, რასაც ძალიან განვიცდიდი. საბედნიეროდ, ეს პერიოდი გადავიტანე.

ასე გრძელდებოდა ერთი წელი, სანამ `დინამოსთან" კონტრაქტი დამიმთავრდებოდა. მაშინ ფინანსურადაც მძიმე ვითარებაში ვიყავი. მოკლედ, ბევრი სანერვიულო დამიგროვდა, მაგრამ "ლე მანთან" კონტრაქტი გავაფორმე და დავლაგდი.

- "ლე მანის" ძირითად გუნდში არ თამაშობ და ფორმას ვარჯიშით ინარჩუნებ?

- დუბლებში მაშინ ვთამაშობ, როდესაც ამ გუნდის ტურის დღე პირველი გუნდისას არ ემთხვევა. თუ მატჩების დრო დაემთხვა, ცხადია, "ლე მანი" არ მათამაშებს. ასე თუ ისე, თამაში მაინც მიწევს, თუმცა მეტი პრაქტიკა არ მაწყენდა. ამიტომ, მწვრთნელს ვარჯიშებზე უნდა დავუმტკიცო, რომ პირველ მეკარეობას ვიმსახურებ.

- სანამ "ლე მანში" ოვონოა, ამის იმედი გაქვს?

- იმედი როგორ არ მაქვს, მიმაჩნია, რომ ეს მომავალ სეზონში შესაძლებელი იქნება.

- ფრანგებს მეკარეების საუკეთესო სკოლა არ აქვთ, მაგრამ ხარისხიან კიპერებს კი ზრდიან.

- თავისი სტილი დაამკვიდრეს, ტექნიკური, ტაქტიკურად განათლებული მეკარეები ჰყავთ. საფრანგეთი იშვიათი გამონაკლისია, სადაც არც ითხოვენ, რომ მეკარე აუცილებლად გიგანტი იყოს. მთავარია, არ იყოს ძალიან დაბალი, მოგეთხოვება კარგი რეაქცია და კარგი კარნახი.

ჩემი დაკვირვებით, ფრანგი მეკარეები კარის ხაზზე კარგად გამოიყურებიან, მაგრამ მათი ნაკლი გამოსვლებზე თამაშია. არადა, სულ მესმოდა, ეს ქართველი მეკარეების პრობლემააო.

- ბოლო დროს საფრანგეთში ფრანგი ფეხბურთელები ლამის უმცირესობაში დარჩდნენ.

- ეს ტენდენცია აშკარაა, იაფფასიანი ლეგიონერები ჩაჰყავთ, უმთავრესად, აფრიკიდან და ფრანგები მათ კონკურენციას ვერ უძლებენ.

- ქართველი ფეხბურთელებიც არ არიან ძვირადღირებულები, მაგრამ თითქმის არ ინტერესდებიან.

- სამწუხაროდ, ჩვენებზე დიდი მოთხოვნა არ არის, რადგან კარგად არ გვიცნობენ. მაგრამ ერთმა კაცმაც რომ გაითქვას სახელი, ვითარება შეიცვლება და დაინტერესდებიან.

მე ჯერ "ლე მანის" მეორე მეკარე ვარ, მაგრამ სულ ვცდილობ, საქციელით თუ თამაშით ფრანგებს ქართველების მიმართ პატივისცემა გაუჩნდეთ.

- ქართველ გულშემატკივარს დიდი ხანია, შენი თამაში არ უხილავს.

- ნაკრებში გამოძახება და თამაში მეც ძალიან მომენატრა. ისე, კარგი იქნებოდა, პირველი შეხვედრა არა ხორვატიასთან, არამედ უფრო სუსტ გუნდთან გვქონოდა.

- ამით რა შეიცვლებოდა?

- გუნდი შეუთამაშებელია და სუსტთან ციკლის კარგად დაწყების მეტი შანსი გვექნებოდა.

- ფრანგები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და ბევრი გულშემატკივარიც ჰყავთ.

- ბოლო დროს სტილი საკმაოდ შეცვალეს, დიდ ყურადღებას აქცევენ ტაქტიკურ განათლებას, გამძლეობას და სულ უფრო ბევრი გუნდი თამაშობს ძალისმიერ ფეხბურთს. ჯანზე თუ არ ხარ, რაც უნდა პერსპექტიული იყო, არსად აგიყვანენ, მეკარესაც კი.

• uzlevi

მომწონს ამ ახალგაზრდის საქმისადმი მიდგომა. ერთი კრიტიკული სიტყვა არ დასცდენია კლუბისადმი იმის გამო რომ სკამზე ზის. იშვიათობა არის ასეთი თავმდაბლობა. მომწონს რომ ამბობს ვიშრომებ და ჩემს შანს დაველოდებიო. ეს შანსი მაკარიძისნაირ ხალხს ყოველთვის მიეცემა! თავმდაბლობით და დიდი შრომით გოლიათი მეკარეები გამოირჩევიან, შმაიხელი, ვან დერ სარი,კასილასი. მაკარიძეც ამათ კვალ მიყვება და დიდ მომავალს იქმნის.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა