დღეს, 4 ივნისს გორგოძის, ჟღენტის, შველიძისა და ჩხაიძის "მონპელიე" საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში "ტულუზს" დაუპირისპირდება
დღეს, 4 ივნისს თბილისის დროით 23 საათზე ქართველი მორაგბეების, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის "მონპელიე" საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ამ ქვეყნის რაგბის გრანდს, "ტულუზს" დაუპირისპირდება.

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ქართველი მორაგბეები 12 წელიწადზე მეტია ასპარეზობენ. ჩემპიონის ტიტული კი, მხოლოდ ერთმა "კლერმონის" შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა მოიპოვა და ისიც შარშან, ზედიზედ მეხუთე მცედელობის შემდეგ.

ამჯერად, ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი ერთბაშად ოთხ ქართველ მორაგბეს აქვს. ცხადია, "მონპელიეს", რომელსაც სულ რაღაც 27 წლის ისტირია აქვს და ფინალში პირველად გააღწია, ყველაზე ტიტულოვანი ფრანგული კლუბის დამარცხება ძალიან გაუჭირდება.

"ტულუზმა" საფარნგეთის ჩემპიონატის ფინალში ოცდაოთხჯერ ითამაშა და ჩვიდმეტჯერ ქვეყნის საუკეთესო გუნდი გახდა. ამასთან, ტულუზელებმა ოთხჯერ მოიგეს ევროპული, "ჰაინეკენის თასი".

"მონპელიე" ერთხმად შერაცხეს წლევანდელი ჩემპიონატის საოცრებად. გუნდში სეზონის წინ ახალი მწვრთნელები, ფაბიენ გალტიე და ერიკ ბეშუ მივიდნენ, რომლებმაც დივიზიონში მუდამ ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი ძველი "მონპელიესგან", აღარაფერი დატოვეს. გუნდი ახლებურად, ლაღად და ბოლომდე თავდადებით ათამაშდა.

მონპელიელთა წარმატებების სულისჩამდგმელი საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძეა, რომელიც თავისი შეუპოვარი, უკომპრომისო თამაშით თანაგუნდელებსაც საბრძოლო სულისკვეთებით მუხტავს და გამარჯვების რწმენას აძლევს.

ყოველკვირეულმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" პირველ გვერდზე მამუკა გორგოძის ფოტო დაბეჭდა წარწერით, "გორგოძე დუსოტუარის წინააღმდეგ". საფრანგეთის ნაკრების მოთამაშე ტიერი დუსოტუარი "ტულუზის" წამყვანი მორაგბეა და, სწორედ მის კარგ თამაშზეა დამოკიდებული ხშირად გუნდის წარმატება.

მონპელიელებს ჯერ კიდევ "მეტრო რასინგთან" ნახავარფინალური მატჩის წინ ფაბიენ გალტიემ ასე მიმართა:

"ადამიანს შანსი ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა. დაფიქრდით, იქნებ ეს სწორედ ის ერთადერთი შანსია, რომელიც განგებამ მოგცათ. ამიტომ, ყველამ ერთად, მაქსიმუმი გავიღოთ წარმატების მისაღწევად".

პარიზელები, პროგნოზების მიუხედავად, "მონპელიემ" ჩემპიონობისთვის რბოლას გამოთიშა და ახლა მაქსიმალური კონცენტრაცია ფინალური მატჩისთვის მართებს.

საინტერესოა, რომ ტულუზელთა რიგებში არის ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც "მონპელიეს" წაგება გულის სიღრმეში მაინც ეწყინება. ეს არის მესამეხაზელი ლუი პიკამოლი, რომლისთვისაც "მონპელიე" მშობლიური გუნდია და აქედან "ტულუზში" სწორედ ამ სეზონის წინ გადავიდა.

სამწუხაროა, მაგრამ შესაძლოა, ტრავმის გამო ვერ ითამაშოს "მონპელიეს" კაპიტანმა და ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე ფულენსე უოდრაოგომ. მისი ფინალში ასპარეზობის საკითხი თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყდება.

მატჩის არბიტრი იქნება ჩვენთვის კარგად ნაცნობი პატრიკ პეშამბერი, რომელსაც არაერთხელ განუსჯია საქართველოს ნაკრების მატჩები და შარშან ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის ფინალიც იმსაჯა.

"მონპელიეს" მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს. 20 შეხვედრიდან ჩვენებურთა გუნდმა მხოლოდ 6 მოიგო, 13 წააგო და ერთში ფრედ ითამაშა. მიმდინარე სეზონში, მონპელიელებმა შინ მინიმალური სხვაობით 22:21 მოიგეს, სტუმრად კი 9:29 დამარცხდნენ.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა