საქართველოს ნაკრების კანდიდატს, "ზესტაფონის" 23 წლის ცენტრალურ მცველს უკრაინაში გადასვლას სთავაზობენ
საქართველოს ნაკრების კანდიდატს, "ზესტაფონის" ცენტრალურ მცველ გიორგი ხიდეშელს უკრაინაში გადასვლას სთავაზობენ. 23 წლის ფეხბურთელით ლვოვის "კარპატის" ხელმძღვანელობა გასულ წელს დაინტერესდა, როდესაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ-უკრაინული დაპირისპირება შედგა.

"კარპატის" მთავარ მწვრთნელ ოლეგ კონონოვს ტანმაღალი და გონიერი ქართველი (191 სმ) მცველი იმდენად მოეწონა, ფეხბურთელსაც და ზესტაფონელთა თავკაცებს დღემდე ეხმიანება, სურს, ახალ სეზონამდე ლვოვურ კლუბში გადაიბიროს.

გიორგი "კარპატიში" ზამთარში არ გაუშვეს. კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია იმედოვნებს, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც იასპარეზებს. ეს ის მიზანია, რომლის გამოც წამყვანი ფეხბურთელების გაშვება არ სურს. კოკაია დარწმუნებულია და არ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ პრესტიჟულ გათამაშებაში წარმატება გუნდის წევრებს დღევანდელზე მეტ ფასს შესძენს და უკეთეს კლუბებსა და ლიგებში გადასვლის პერსპექტივა ექნებათ.

თუ ხიდეშელის ტრანსფერი ახლა არ შედგება, გიორგის "ზესტაფონთან" კონტრაქტი ზამთარში უმთავრდება, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და "კარპატი" იქამდეც დაელოდება - კონონოვი ქართველ მცველს სწორედ ასე აიმედებს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა