საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიაში, "ფორდ როლეველდის" სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები გუნდი ჰოლანდიაში იმყოფება, სადაც "ფორდ როლეველდის" სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს.

ტურნირი უტრეხტთან ახლომდებარე ქალაქ ნოივეგენში მიმდინარეობს. 3 ივნისს, ასპარეზობის პირველი დღე იყო.

ნოდარ აკობიას გუნდი ჯგუფში "უტრეხტთან", "ვიტესთან", "გენტთან", "მანჩესტერ სიტისთან", "ნაიმეგენთან", "ზენიტთან" და "ვრეესვიკთან" ერთადაა.

გუშინ, 15-წლამდელებმა ხუთი შეხვედრა (ტაიმი - 15 წუთი) ითამაშეს.

U15-მა ტურნირის პირველი თამაში "ვიტესთან" გამართა და ჰოლანდიელი თანატოლები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლები გურამ გოშთელიანმა და გიორგი წივილაშვილმა გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის დაწყებამდე, ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" ბაზაზე ემზადებოდა, სადაც, 31 მაისს "ვიტესის" ასაკობრივ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა გამართეს და 1:3 დამარცხდნენ. ოფიციალურ მატჩში გამარჯვებით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღირსეული რევანში აიღეს.

მეორე შეხვედრა U15-ს ბელგიურ "გენტთან" ჰქონდა. აკობიას ფეხბურთელებმა კვლავ 2:0 იმარჯვეს. შეხვედრაში დუბლი გიორგი ჯობავამ შეასრულა.

მომდევნო შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელები ადგილობრივ "ვრეესვიკს" დაუპირისპირდნენ. "გენტთან" მატჩის მსგავსად, პირველ ტაიმში თავი გიორგი ჯობავამ გამოიჩინა - კვლავ დუბლი - 2:0. მეორე ტაიმში თითო გოლი ილია სამურკასოვმა და ვატო არველაძემ გაიტანეს და საბოლოო ანგარიში - 4:0 დააფიქსირეს.

დღის მეორე ნახევარში, ქართველთა მეოთხე მეტოქე ჰოლანდიური "ნაიმეგენი" იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა კვლავ დამაჯერებლად იმარჯვეს - 2:0. გოლები ნიკა ქორიძემ და გიორგი ჯობავამ გაიტანეს.

დღის ბოლო შეხვედრა აკობიას გუნდმა "უტრეხტის" წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ, 1:2 დამარცხდა მატჩის ბოლო წუთზე მეტოქის მიერ გატანილი პენალტით. ჩვენებურთაგან კი, ერთი გოლი ბექა მიქელთაძემ გაიტანა.

დღეს, ტურნირის დასკვნითი დღეა. ქართველი 15-წლამდელები ჯგუფის დარჩენილ შეხვედრებს ითამაშებენ "მანჩესტერ სიტისთან" და "ზენიტთან". შემდეგ, ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები, ერთმანეთს ნახევარფინალებში დაუპირისპირდებიან.

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა