championat-ზე ჟურნალისტმა მიხაილ გონჩაროვმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა მოსკოვის "ლოკომოტივზე" და გუნდში საბა კვირკველიას პერსპექტივასაც შეეხო.

"რევიზია ნიკოლიჩისათვის. რა უნდა გააკეთოს "ლოკომოტივმა" იმისათვის, რათა ტოპ-დონეზე დარჩეს; რომელ ფეხბურთელებს უნდა გაუგრძელოს კონტრაქტი, რომლებს დაემშვიდობოს და რომელი პოზიციების გაძლიერებაა აუცილებელი.

"ლოკომოტივს" კიდევ დიდხანს მოუწევს იური სიომინის უმსგავსო გადაყენებისგან გამოსვლა და ლეგენდარული მწვრთნელის სამარცხვინო ფორმატით დათხოვნისგან გამოწვეული სირცხვილის ჩამორეცხვა (იურიდიულად კონტრაქტი უბრალოდ არ გაუგრძელეს, მაგრამ მოდით, საგნებს თავიანთი სახელები დავარქვათ). როგორც მინიმუმ, ნახევარი წელი კლუბი ნეგატივში იქნება და ამ სიტუაციაში ადვილი გახდება მისი რუსული ფეხბურთის საშუალო დონის გუნდების ჭაობში ჩახრჩობა.

მოქმედი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელები, რომელთა გაშვება შეიძლება

საბა კვირკველია, 28 წლის, ცენტრალური მცველი

კონტრაქტის დასასრული: 30.06.2021

სეზონი: 1 მატჩი ჩემპიონატზე, 1 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, 1 მატჩი რუსეთის თასზე

რთული კითხვაა, რომელზეც პასუხის გასაცემად რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.

ამბობენ, "სპორტ-ექსპრესის" ამასწინანდელ ინტერვიუში სიომინმა სწორედ ქართველ მცველზე ილაპარაკა: "ვაყენებ ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში, შემდეგი ეტაპის სამუშაოსთვის ვამზადებ, მასზე სრულად ვამყარებ იმედებს, გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე კი მიდის მასთან და ეუბნება: "მოდი, ასე მოვიქცეთ. შენ მიდიხარ, ჩვენ კი კონტრაქტით დარჩენილი ვადის მიხედვით ნახევარ ხელფასს გაძლევთ". ეს საერთოდ რას ჰგავს? ასე ვმუშაობთ შედეგის მისაღწევად? ფეხბურთელის გვარს არ დავასახელებ, რადგან ჯერ კიდევ გუნდშია და გაზაფხულზე პირველი მატჩები ძალიან კარგად ჩაატარა".

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კვირკველია სიომინს პატივს სცემს და კარანტინისას მის აგარაკზე ვარჯიშობდა.

თავისი მახასიათებლებით კვირკველია ჯერ კიდევ პრემიერლიგის დონის ტოპ-მცველია. მას გასული სეზონის დასასრულსა და ამ სეზონში იდუმალებით მოცული ტრავმის გამო ჩავარდნა ჰქონდა. ასევე, საბამ ცუდად ჩაატარა ზამთრის შეკრება, თუმცა გაზაფხულზე დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია სასარგებლო იყოს. კვირკველია აგრესიული და ძლიერია, შესანიშნავია სტატიკურ ბრძოლებში, მაგრად იბრძვის მეორე სართულზე, ჩორლუკაზე სწრაფია. შეზღუდვებიც აქვს: პოზიციური თამაში, მეტოქის მოძრაობის მიმართულების ცვლილებისას მკვეთრი რეაგირება და ზეწოლისას შეტევის წამოწყება.

ქომაგი
http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=42&t=45614 ტრავმული // ტრავმატული) [და არა ტრამვა, ტრამვული]
გადასარევი გიორგი
სანამ დააბრეხვებთ ასეთ სიბრძნეს, ჯერ გადაამოწმეთ მაინც :)
ჯერი
„ტრავმა“ კი არა ტრამვაა ქართულად.
გია
100% იანი ხარ ძმაო, თუმცა უმეტესობა ასე არ ფიქრბს, მე კი მგონია რო ამათ უფერო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ ვიდრე ამის ხელში ლოკომოტივში ითამაშეს.....
c
2010-11 წელი იყო თუარვცდები, იური პალიჩი შემხვდა მოსკოვში ქუჩაში, გამოვაპარაკე, ქართველი ვართქო და მახარებს თქვენი ასეთი მიდგომა ქართველებისადმითქო.. ასეთი რამ მიპასუხა “ ქართველი ტვინით თამაშობს და არა ფეხითო” ძალიან უყვარს ქართველი ხალხი! წარმატებებს ვუსურვებ სიომინს!
ზორბეგი
იმდენად მაგარი ადამიანია რომ მის ხელში ჯანაშია ასათიანი და ეხლა უკვე კვირკველიაც ჩალპნენ რუსეთში და ლოკომოტმვში, თუმცა თავიანთი ბრალია
irakli
რაც დრო გადის მით უფრო ვხვდები რა მაგარი კაცია სიომინი, ქართველებს მაგარ პატივს სცემს და ვაფასებ მე მასეთ საქციელს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის "გასახარებლად"?