მამაკაცებმა ამერიკული ტურნირების სერია ლოს ანჯელესში განაგრძეს. თავდაპირველად აქ მთავარი ვარსკვლავი ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა ყოფილიყო...

მამაკაცებმა ამერიკული ტურნირების სერია ლოს ანჯელესში განაგრძეს. თავდაპირველად აქ მთავარი ვარსკვლავი ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში სერბმა პირადი მიზეზებით თქვა უარი თამაშზე. ორგანაზიტორებმა მსოფლიოს მეორე ჩოგანს შემცვლელი მოუნახეს - სპეციალური მიწვევა გაუგზავნეს ენდი მიურეის, რომლისთვისაც ეს პირველი ტურნირი იყო უიმბლდონის შემდეგ.

ბრიტანელმა პირველი მატჩი ვინმე ტიმ სმიჩეკთან ითამაშა. ენდიმ სრულიად უცნობ ამერიკელთან სენსაციურად წააგო მეორე სეტი, თუმცა შეხვედრის მოგება მაინც მოახერხა.

ბრიტანელთა პირველი ნომრის შემდეგი მეტოქე კოლუმბიელი ალეხანდრო ფალა გახდა, რომელმაც მანამდე ლატვიელი ერნესტ გულბისი გამოთიშა ბრძოლას (ბოლო სეტის ტაი-ბრეიკი 10:8 დასრულდა). ბალტიისპირელისთვის ეს იყო პირველი ტურნირი ტრავმით გამოწვეული ორთვიანი შესვენების შემდეგ. ენდიმ ფალა ორ პარტიაში დაამარცხა. ნახევარფინალური მატჩი ფელისიანო ლოპესთან ქალთა ჩოგბურთს უფრო ჰგავდა - 6:0, 1:6, 6:4. მიურეი იანვრის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში - მაშინ ავსტრალიის ღია პირველობაზე მოიპოვა იგივე სტადიაზე თამაშის უფლება.

ბადის მეორე მხრიდან ფინალს US Open Series-2009-ის გამარჯვებულმა და ლოს ანჯელესის ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა სემ კუერიმ მიაღწია. ამერიკელი ყოველ მატჩში პატარა თრილერს სთავაზობდა მაყურებელს და სამ სეტზე ნაკლებს არც ერთ შეხვედრაში არ თამაშობდა. მაგალითად, მეოთხედფინალში რაინერ შუტლერი მატჩზე აწვდიდა და კუერიმ ბოლოს ტაი-ბრეიკზე მოიგო გადამწყვეტი სეტი. შემდეგ მატჩში იანკო ტიპსარევიჩთან კიდევ უფრო გაუჭირდა - წააგო პირველი სეტი, მეორე პარტიის ტაი-ბრეიკზე კი 1:5-ს აგებდა. ერთი მატჩბოლის მოგერიების შემდეგ, ამერიკელი ამჯერადაც მშრალი ამოვიდა წყლიდან.

კუერიმ არც ფინალში უღალატა ტრადიციას და მორიგი სამსეტიანი მატჩი შესთავაზა მაყურებელს. პირველ პარტიაში ბრიტანელი კარგად მოქმედებდა, მაგრამ შემდეგ მისი თამაში არასტაბილური გახდა. მიუხედავად ამისა, მიურეიმ პირველი სეტი მოიგო, მეორეში კი მეტოქის გეიმზე მატჩბოლი მიიღო. ხანგრძლივ გათამაშებაში კუერიმ საფრთხე მოიგერია, ტაი-ბრეიკში კი დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდა - 7:2. გადამწყვეტ სეტში ამერიკელმა კიდევ უფრო მოუმატა თამაშს და ტიტული შეინარჩუნა - 6:3. აქამდე ლოს ანჯელესში ზედიზედ ორჯერ ანდრე აგასის გაემარჯვა - 2000 და 2001 წლებში. სემისთვის ეს არის მეექვსე ტიტული კარიერაში, თანაც ოთხ გამარჯვებას მან წელს მიაღწია, მიურეის კი, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, 2010 წელს ტურნირი არ მოუგია.

ლოს ანჯელესში წყვილთა თანრიგი ტყუპმა ძმებმა - ბობ და მაიკ ბრაიანებმა მოიგეს და ATP-ის აბსოლუტური რეკორდის მფლობელები გახდნენ. ეს იყო ამერიკელთა 62-ე ტრიუმფი პროფესიულ დონეზე. წინა რეკორდი ლეგენდარულ ავსტრალიელებს - ტოდ ვუდბრიჯსა და მარკ ვუდფორდს ეკუთვნოდათ, რომლებმაც კარიერაში 61 ტიტული მიითვალეს.

ამერიკის კონტინენტზე გასამართ მასტერსებამდე ორი კვირა დარჩა, მანამდე კი ზოგიერთმა ევროპელმა ჩოგბურთელმა ხორვატული უმაგისა და შვეიცარიული გშტაადის გრუნტზე თამაში გადაწყვიტა.

გშტაადში პირველ ნომრად რუსი მიხაილ იუჟნი იყო განთესილი, რომლისთვისაც მეოთხედფინალი აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი - ის ტურნირიდან ყაზახეთის წარმომადგენელმა იური შჩუკინმა გამოთიშა - 4:6, 6:2, 5:7. შჩუკინი ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა და 31 წლის ასაკში პირველად გავიდა ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში, თუმცა იქ ფრანგ რიშარ გასკესთან წააგო.

გასკე სეზონში მესამე ფინალს თამაშობდა. მისი მეტოქე გადამწყვეტ მატჩში ნიკოლას ალმაგრო იყო. ესპანელმა ორი კვირის წინ ბაშტადის ფინალში ითამაშა და მთავარი პრიზი მოიპოვა. ამჯერადაც გამარჯვებული ალმაგრო გამოვიდა - 7:5, 6:1, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გასკე ამ მატჩისთვის ფიზიკურად არ იყო მომზადებული.

უმაგის ტურნირის პირველი ნომერიც რუსი იყო - ნიკოლაი დავიდენკო და ამჯერადაც მან სუსტი მომზადება აჩვენა. უკვე მეორე წრეში რუსმა პირწმინდად დათმო შეხვედრა ხუან-იგნასიო ჩელასთან - 2:6, 1:6. სხვათა შორის, ეს იყო მათი მეშვიდე შეხვედრა და არგენტინელმა მეექვსედ მოუგო რუსს.

ჩელამ თავის მხრივ, ნახევარფინალი დათმო პოტიტო სტარაჩესთან. იტალიელი ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გავიდა AთP-ის ფინალში, მაგრამ ისევე როგორც წინა ორ შემთხვევაში, ამჯერადაც დამარცხებულმა დატოვა კორტი. ესპანელ ხუან-კარლოს ფერეროს უმაგში მხოლოდ ერთ მატჩში შეექმნა პრობლემები, როცა პაბლო კუევასის წინააღმდეგ თამაშობდა. ურუგვაელი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც როლან გაროსის ყოფილ ჩემპიონს სეტი აართვა, დანარჩენ შემთხვევებში კი ესპანელმა იოლ გამარჯვებებს მიაღწია.

ATP. Farmers Classic
ლოს ანჯელესი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 619 500 დოლარი

ფინალი

სემ კუერი (აშშ, 2)-ენდი მიურეი (ბრიტ, 1) 5:7, 7:6(2), 6:3.

Croatia Open
უმაგი (ხორვატია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 580 000 დოლარი

ფინალი

ხუან კარლოს ფერერო (ესპ, 4)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 6:4, 6:4.

Suisse Open
გშტაადი (შვეიცარია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 580 000 დოლარი

ფინალი

ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 2)-რიშარ გასკე (საფ, 7) 7:5 6:1.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა