ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მესამე ადგილი ჰოლანდიიდან

მესამე ადგილი ჰოლანდიიდან

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიაში "ფორდ როლეველდის" საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიაში "ფორდ როლეველდის" საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. შეჯიბრება 3 ივნისს დაიწყო და 4-ში დასრულდა. პირველ დღეს ნოდარ აკობიას გუნდმა ხუთი მატჩი ჩაატარა. თითოეული შეხვედრა ორი 15-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა.

პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა არნემის "ვიტესთან" ჩაატარა და გურამ გოშთელიანისა და გიორგი წივილაშვილის გოლებით 2:0 გაიმარჯვა. შეგახსენებთ, ტურნირამდე ქართველებმა ხანმოკლე შეკრება სწორედ "ვიტესის" ბაზაზე გამართეს და მასთან ამხანაგურად 1:3 დამარცხდნენ.

ტურნირის მეორე შეხვედრა ჩვენებმა გიორგი ჯობავას დუბლით ბელგიურ "გენტს" 2:0 მოუგეს. ამის შემდეგ აკობიას გუნდმა ჰოლანდიური "ვრეესვიკი" 4:0 გაანადგურა. ჯობავამ კვლავ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ილია სამურკასოვმა და ვატო არველაძემ გაიტანეს. ჰოლანდიურ "ნაიმეგენს" ქართველებმა ნიკა ქორიძისა და გიორგი ჯობავას გოლებით 2:0 სძლიეს, დღის ბოლო მატჩი კი ასევე ჰოლანდიურ "უტრეხტთან" მატჩის ბოლო წუთზე მიღებული პენალტით 1:2 წააგეს. ამ შეხვედრაში ქართველთაგან თავი ბექა მიქელთაძემ გამოიჩინა.

4 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ბოლო ორი შეხვედრა ჩაატარა –სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" გოშთელიანის დუბლით 2:0 მოუგო, რითაც ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა, ამიტომაც აკობიამ "მანჩესტერ სიტისთან" არაოპტიმალური შემადგენლობა გაამწესა და 0:2 წააგო.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ჰოლანდიურ "ალკმაართან" 0:1 დამარცხდა, მესამე ადგილისთვის მატჩში კი ჩვენმა გუნდმა "უტრეხტზე" ჯგუფში დამარცხებისთვის რევანში აიღო და მას თერთმეტრიანების სერიაში აჯობა.

ჰოლანდიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ბექა ქურდაძე, ნიკოლოზ შაფათავა, გიორგი თვარაძე, დემურ ჩომახიძე, ცოტნე ნადარაია, გიორგი სადღობელაშვილი, ვასილ კაციტაძე, ნიკა ქორიძე, ნიკა ლაშხია, გურამ გოშთელიანი, გიორგი ჯობავა, ვატო არველაძე, ილია სამურკასოვი, ბექა მიქელთაძე, რატი კაკიაშვილი, გიორგი გალდავაძე, ლუკა ვარძელაშვილი, გიორგი წივილაშვილი.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა