შაბათს, 4 ივნისს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის 9 შესარჩევი მატჩი გაიმართა, კიდევ 6 ამ ოთხშაბათს გველის და ერთიც - აგვისტოში
შაბათს, 4 ივნისს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის 9 შესარჩევი მატჩი გაიმართა, კიდევ 6 ამ ოთხშაბათს გველის და ერთიც - აგვისტოში. ამით საშემოდგომო, გადამწყვეტი ეტაპის წინ, რომელიც 2 სექტემბერს დაიწყება, პაუზა ჩამოდგება.

პარასკევსა და შაბათს ბევრი რამ გამოიკვეთა, თუმცა, ცხადია, გადაწყვეტით ვერაფერს ვიტყვით. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი პოლონეთსა და უკრაინაში გაიმართება და ეს იქნება ბოლო პირველობა, სადაც 16 ნაკრები ითამაშებს (2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს). ეს ორი მასპინძელი გუნდი ავტომატურად იღებს ფინალური ეტაპის საგზურს, რომელთაც 9 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულებით, საუკეთესო მეორეადგილოსნით (დღეისათვის, ეს ჩერნოგორიაა) და დანარჩენი 8 მეორეადგილოსნიდან პლეი ოფში გამარჯვებული 4 ნაკრებით შეივსება.

ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფებში მხოლოდ სამ ნაკრებს აქვს ქულათა მაქსიმუმი მოგროვილი და სამივე ისეთია, რომელთაც მომავალ ევროპირველობაზე მთავარ ფავორიტებად მიიჩნევენ: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი (5 თამაში, 5 მოგება), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰოლანდია (6 თამაში, 6 მოგება) და ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი გერმანია (6 თამაში, 6 გოლი). არა გვგონია, ამ გუნდებს მიზნის მიღწევა, ანუ ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება გაუჭირდეთ. დაუმარცხებელი, მაგრამ არა უდანაკარგო კიდევ ოთხი გუნდია: იტალია, საბერძნეთი, ინგლისი და ჩერნოგორია. ოთხ ნაკრებს ჯერ ქულა არ მოუპოვებია: ანდორას, სან მარინოს, მალტას და, რაც ყველაზე საოცარია, უელსს.

შაბათს ისეთი სენსაცია არ დაფიქსირებულა, როგორიც პარასკევს ლიხტენშტაინმა შეძლო, ხოლო საქართველოს 14 წუთი დააკლდა - ერთადერთი, "უემბლიზე" გამართულ ორთაბრძოლას თუ მოვიყვანთ, სადაც ფაბიო კაპელოს გუნდმა არათუ ვერ მოიგო, არამედ შვეიცარიასთან მარცხს მას მერე დაუძვრა, რაც ალპელები 2:0 დაწინაურდნენ.

A ჯგუფი

ამ ქვეჯგუფში თამაშები პარასკევს გაიმართა და მათზე უკვე მოგითხრეთ. ოთხშაბათს კიდევ ერთი მატჩია, ჩვენს სამეზობლოში გერმანიის ნაკრები ჩადის, რომელიც 18 ქულით, უდანაკარგოდ ასპარეზობს. თუკი იოაჰიმ ლიოვის გუნდი ბაქოში გაიმარჯვებს, პლეი ოფში თამაშს ახლავე გაინაღდებს.

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 6 6 0 0 19-2 18

2. ბელგია 7 3 2 2 15-10 11

3. თურქეთი 6 3 1 2 9-7 10

4. ავსტრია 6 2 1 3 10-10 7

5. აზერბაიჯანი 5 1 0 4 4-15 3

6. ყაზახეთი 6 1 0 5 2-15 3

7 ივნისი

აზერბაიჯანი-გერმანია

2 სექტემბერი

აზერბაიჯანი-ბელგია

თურქეთი-ყაზახეთი

გერმანია-ავსტრია

6 სექტემბერი

აზერბაიჯანი-ყაზახეთი

ავსტრია-თურქეთი

7 ოქტომბერი

ბელგია-ყაზახეთი

თურქეთი-გერმანია

აზერბაიჯანი-ავსტრია

11 ოქტომბერი

ყაზახეთი-ავსტრია

გერმანია-ბელგია

თურქეთი-აზერბაიჯანი

B ჯგუფი

შაბათის მატჩებმა კიდევ უფრო დაძაბა ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა - ერთდროულად სამ გუნდს 13-13 ქულა აქვს - ირლანდიას, რუსეთსა და სლოვაკეთს. ის კი არა, გასვლის შანსი ჯერ სომხეთის ნაკრებსაც არ დაუკარგავს, თუმცა კი ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო სანკტ პეტერბურგში.

რუსები გამარჯვებას რომან პავლიუჩენკოს "აფეთქებას" უნდა უმადლოდნენ, სწორედ მან შეასრულა ჰეთ თრიკი სომეხთა კარში. არადა, "ტოტენჰემის" თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არც უნდა ყოფილიყო, რომ არა ალექსანდრ კერჟაკოვის ტრავმა. პავლიუჩენკომ კი სრულად გამოიყენა მოულოდნელად მიცემული შანსი.

ერევანში ამ გუნდებმა მოულოდნელად 0:0 ითამაშეს. ამიტომაც, რუსები შემართებით გამოვიდნენ, რათა ყველასთვის დაემტკიცებინათ, რომ ის წაფორხილება შემთხვევითი იყო. დიკ ადვოკაატის გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა და კინაღამ დაწინაურდა კიდეც, მაგრამ მე-18 წუთზე ალექსანდრ ანიუკოვმა ახლო მანძილიდან ვერ გაუტანა რომან ბერეზოვსკის. გოლი კი მოულოდნელად სტუმრებმა გაიტანეს, იურა მოვსისიანმა პასით ნატურალიზებული სომეხი მარკოს პიზელი მოძებნა, რომელმაც იგორ აკინფეევს შანსი არ დაუტოვა - 0:1.

ეს სენსაციური ანგარიში ტაბლოზე სულ რაღაც 60 წამი ენთო - პავლიუჩენკომ, რომელიც ნაკრებში მე-40 მატჩს ატარებდა, ანიუკოვის ჩამოწოდებულს მიწაზე დაუშვებლად მიუჩინა ადგილი ბერეზოვსკის კარში. 29 წლის ფორვარდმა მეორე გოლი შესვენების მერე გაიტანა, როცა კარგი კომბინაცია გაითამაშეს ზირიანოვმა, არშავინმა და სემშოვმა. პავლიუჩენკომ ჰეთ თრიკი თამაშის დასრულებამდე 17 წუთით ადრე შეასრულა, როცა სომეხთა კაპიტანმა სარგის ჰოვსეპიანმა საჯარიმოში იური ჟირკოვი წააქცია.

არავის ეგონა თუ სლოვაკეთის ნაკრებს ასე გაუჭირდებოდა ანდორასთან. არადა, მასპინძლებმა მეორე ტაიმშიღა მოახერხეს ჯუჯა ქვეყნის ნაკრების კარის დალაშქვრა, როცა ფორვარდებმა ვერაფერი გააწყვეს, მხსნელად ვეტერანი მცველი მიროსლავ კარჰანი მოევლინათ. ბრატისლავაში თამაში მასპინძლებმა დაიწყეს მწვავედ და მათ უკვე მე-14 წამზე (!) შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, კერძოდ კი ამის შანსი ფილიპ შებოს ჰქონდა. ცოტა ხანში ისევ შებო გაიყვანეს დასარტყამ პოზიციაზე, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარე ხოსე ანტონიო გომესმა იყოჩაღა. პირველ ტაიმში გატანა ჰამშიკსა და ვიტეკსაც შეეძლოთ. მეორეში შებომ განაახლა დუელი ანდორელთა მეკარესთან, მაგრამ გომესმა 27 წლის თავდამსხმელს ახლა ახლო მანძილიდან დარტყმული თავური აუღო. 63-ე წუთზე ანდორელთა ფრთაშესხმული ოცნება დაიმსხვრა - ჰამშიკმა კუთხური ჩააწოდა და კარჰანმა დაუმუშავებლად დაარტყა სტუმართა კარში. ეს მცველის მე-14 გოლი იყო 103-ე სანაკრებო მატჩში.

სკოპიეში ირლანდიელთა გმირი კაპიტანი რობი კინი იყო, რომელმაც ნაკრებში 50-ე გოლი იზეიმა (რომელსაც 51-ე მოაყოლა), მაკედონიელებს კი ცუდად გასახსენებელი ექნებათ ტაიმის მიწურული, როცა პენალტი ვერ გამოიყენეს. ირლანდიელებმა უკვე იცოდნენ ჯგუფის სხვა მატჩების შედეგები და რომ მხოლოდ 3 ქულა დატოვებდა მათ ლიდერებში. ერთი კვირის წინ, ირლანდიის ნაკრებმა "ერთა თასი" მოიგო, მაშინ კინის გოლმა შოტლანდია დაამარცხა. ამიტომაც ჯოვანი ტრაპატონის გუნდი მაკედონიაში ამაღლებულ განწყობაზე იყო ჩასული. მე-8 წუთზე კინის დარტყმულს ოდნავ შეუცვალა მიმართულება ნოვესკიმ და ანგარიშიც გაიხსნა. ამის შემდეგ, რომ არა შეი გივენის გმირობა, გორან პანდევი ანგარიშს გაათანაბრებდა. 37-ე წუთზე კინმა ბობან გრნჩაროვის პასი ჩაჭრა და ირლანდია ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. ეს უპირატესობა მალევე უნდა განახევრებულიყო - ჯონ ოშიმ საჯარიმოში პანდევი წააქცია, მაგრამ 24 წლის ივან ტრიჩკოვსკიმ, რომელიც კვიპროსულ აპოელ-ში გამოდის, პენალტი ხარიხას გაარტყა. მეორე ტაიმში ირლანდიელებმა ძალიან კარგად ჩაკეტეს ზონები და მაკედონიელები მხოლოდ შორი დისტანციიდან თუ აწუხებდნენ გივენს - 0:2. ვფიქრობთ, ამ ჯგუფში ძალზე მნიშვნელოვანი 2 სექტემბრის მატჩი იქნება, როცა დუბლინში ირლანდია სლოვაკეთს უმასპინძლებს.

რუსეთი-სომხეთი 3:1

რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - ანიუკოვი (74. იანბაევი), ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - დენისოვი, ზირიანოვი (82. ძაგოევი) - ტორბინსკი, სემშოვი (69. გლუშაკოვი), არშავინი - პავლიუჩენკო.

სომხეთი (4-1-4-1): ბერეზოვსკი - ჰოვსეპიანი, არზუმანიანი, მქოიანი, ჰაირაპეტიანი - კ. მკრტიჩიანი (89. არტაკ ედიგარიანი) - პაჩაიანი (57. მანუჩარიანი), პიზელი (67. არტურ ედიგარიანი), ჰ. მკრტიჩიანი, ღაზარიანი - მოვსისიანი.

გოლები: 0:1 პიზელი (25), 1:1 პავლიუჩენკო (26), 2:1 პავლიუჩენკო (59), 3:1 პავლიუჩენკო (73-პენ)

მაყურებელი: 18 000

სლოვაკეთი-ანდორა 1:0

სლოვაკეთი (4-3-3): კელო - ჰუბოჩანი, კარჰანი, დიურიცა, ჩეხი (83. სალატა) - კუჩკა (46. შესტაკი), ჰამშიკი, იეჟი - ჰოლოშკო (74. ჟოფჩაკი), ვიტეკი, შებო.

ანდორა (4-1-4-1): ხ. გომესი - ხ. რ. გომესი, ბერნაუსი, ლიმა, გარსია - ხიმენესი (86. ბესორა) - მარტინეს ალეხო, ვალესი, სილვა გარსია (64. ს. გომესი), ვიეირა - აიალა (16. ანდორა).

გოლი: 1:0 კარჰანი (63)

მაყურებელი: 4 300

მაკედონია-ირლანდია 0:2

მაკედონია (4-2-3-1): ბოგატინოვი - შიკოვი, ნოვესკი, გრნჩაროვი, პოპოვი - დემირი (72. სავიჩი), შუმულიკოსკი - ნაუმოსკი (10. ჰასანი), დესპოტოვსკი (57. გიუროვსკი), ტრიჩკოვსკი - პანდევი.

ირლანდია (4-4-2): გივენი - კელი, ოში, ოდი, კილბეინი - მაკგიდი, ენდრიუსი, უელანი, ჰანტი - კინი, კოქსი (64. ლონგი).

გოლები: 0:1 კინი (8), 0:2 კინი (37)

შენიშვნა: ტრიჩკოვსკიმ (43) ვერ გაიტანა პენალტი

მაყურებელი: 29 500

თ მ ფ წ ბ ქ

1. ირლანდია 6 4 1 1 11-6 13

2. რუსეთი 6 4 1 1 9-4 13

3. სლოვაკეთი 6 4 1 1 6-4 13

4. სომხეთი 6 2 2 2 10-7 8

5. მაკედონია 6 1 1 4 5-8 4

6. ანდორა 6 0 0 6 1-13 0

2 სექტემბერი

ანდორა-სომხეთი

რუსეთი-მაკედონია

ირლანდია-სლოვაკეთი

6 სექტემბერი

სლოვაკეთი-სომხეთი

მაკედონია-ანდორა

რუსეთი-ირლანდია

7 ოქტომბერი

სლოვაკეთი-რუსეთი

სომხეთი-მაკედონია

ანდორა-ირლანდია

11 ოქტომბერი

რუსეთი-ანდორა

ირლანდია-სომხეთი

მაკედონია-სლოვაკეთი

C ჯგუფი

იტალიას ყველაფერი უწყობს ხელს, რომ მიზანს იოლად მიაღწიოს, დიდი ჰანდიკაპი (5 ქულით უსწრებს სლოვენიას, რომელსაც მეტი მატჩი აქვს ჩატარებული), იოლი კალენდარი (მხოლოდ ერთი ომი ელის ბელგრადში) და, რაც უმთავრესია, მართლაც დაბალანსებული გუნდი, კარგი შეტევითა და უნაკლო დაცვით (მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს 6 შეხვედრაში). მოკლედ, "სკუადრა აძურას" ალბათ ვიხილავთ პოლონეთსა და უკრაინაში. აი, მეორე ადგილისთვის ბრძოლის კონტურები კი შემოდგომით თუ გამოჩნდება...

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 6 5 1 0 14-1 16

2. სლოვენია 7 3 2 2 9-4 11

3. სერბეთი 6 2 2 2 8-9 8

4. ესტონეთი 6 2 1 3 7-9 7

5. ჩრ. ირლანდია 5 1 3 1 3-3 6

6. ფარერები 6 0 1 5 3-18 1

7 ივნისი

ფარერები-ესტონეთი

10 აგვისტო

ჩრ. ირლანდია-ფარერები

2 სექტემბერი

ჩრ. ირლანდია-სერბეთი

სლოვენია-ესტონეთი

ფარერები-იტალია

6 სექტემბერი

იტალია-სლოვენია

სერბეთი-ფარერები

ესტონეთი-ჩრ. ირლანდია

7 ოქტომბერი

სერბეთი-იტალია

ჩრ. ირლანდია-ესტონეთი

11 ოქტომბერი

სლოვენია-სერბეთი

იტალია-ჩრ. ირლანდია

D ჯგუფი

ვნახოთ, რას იზამს ოთხშაბათს ბელარუსი - თუკი ლუქსემბურგს დაამარცხებს (რაც სავსებით მოსალოდნელია), ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის სერიოზულ განაცხადს გააკეთებს. ფრანგები კი ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ლიდერობა არ გაანიავონ...

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 6 4 1 1 9-2 13

2. ბელარუსი 6 2 3 1 4-2 9

3. რუმინეთი 6 2 2 2 8-6 8

4. ალბანეთი 5 2 2 1 4-4 8

5. ბოსნია 5 2 1 2 6-7 7

6. ლუქსემბურგი 6 0 1 5 1-11 1

7 ივნისი

ბელარუსი-ლუქსემბურგი

ბოსნია-ალბანეთი

2 სექტემბერი

ალბანეთი-საფრანგეთი

ლუქსემბურგი-რუმინეთი

ბელარუსი-ბოსნია

6 სექტემბერი

ლუქსემბურგი-ალბანეთი

ბოსნია-ბელარუსი

რუმინეთი-საფრანგეთი

7 ოქტომბერი

რუმინეთი-ბელარუსი

საფრანგეთი-ალბანეთი

ბოსნია-ლუქსემბურგი

11 ოქტომბერი

საფრანგეთი-ბოსნია

ალბანეთი-რუმინეთი

E ჯგუფი

ოთხშაბათს შვედეთის ნაკრები შეეცდება "სათოფე მანძილზე" მიუახლოვდეს ჰოლანდიას. შვედები მეზობლებს, ფინელებს მასპინძლობენ და ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰოლანდია 6 6 0 0 21-5 18

2. შვედეთი 5 4 0 1 15-6 12

3. უნგრეთი 6 3 0 3 15-13 9

4. ფინეთი 5 2 0 3 11-6 6

5. მოლდოვა 6 2 0 4 7-9 6

6. სან მარინო 6 0 0 6 0-30 0

7 ივნისი

შვედეთი-ფინეთი

სან მარინო-უნგრეთი

2 სექტემბერი

უნგრეთი-შვედეთი

ფინეთი-მოლდოვა

ჰოლანდია სან მარინო

6 სექტემბერი

ფინეთი-ჰოლანდია

სან მარინო-შვედეთი

მოლდოვა-უნგრეთი

7 ოქტომბერი

ფინეთი-შვედეთი

ჰოლანდია-მოლდოვა

11 ოქტომბერი

შვედეთი-ჰოლანდია

უნგრეთი-ფინეთი

მოლდოვა-სან მარინო

G გუფი

"უემბლიზე" ინგლისი მოულოდნელ მარცხს გადაურჩა შვეიცარიის ნაკრებთან, რასაც ეშლი იანგს უნდა უმადლოდეს, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა - 2:2. სატურნირო მდგომარეობამ შვეიცარია კედელთან მიიმწყვდია - მას უნდა შეეტია ინგლისში და ასეც მოიქცა, ჯო ჰარტი მატჩის დასაწყისში რამდენჯერმე ჩაერთო თამაშში. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ტრანკვილო ბარნეტას დრო დადგა, რომელმაც 4 წუთში ორი საჯარიმო დარტყმა აქცია გოლად. მეორე გოლისას ჰარტი აშკარად შეცდა. ბარნეტას წინა 32 მატჩში ნაკრების ფორმით გოლი არ გაეტანა, ახლა კი ერთბაშად დუბლი მიითვალა. ინგლისელებს, ბედად, შემადგენლობაში ჯეკ უილშერი ჰყავდათ, რომელმაც მანამდეც სისხლი გაუშრო მცველებს. 37-ე წუთზე კი წმინდა არსენალური დუელი ვიხილეთ - უილშერი ჯურუმ წააქცია. ფრენკ ლემპარდმა პენალტი გამოიყენა. შესვენებაზე თამაშში ეშლი იანგი ჩართეს, რომელმაც 6 წუთში გამოიჩინა თავი.

ჯონ ტერი (ინგლისი): "ახლა, 2 სექტემბერს ბულგარეთში აუცილებლად გამარჯვება გვესაჭიროება. პირველ ტაიმში ჩვენი თამაშით უკმაყოფილოები ვართ. ტემპიც არ გვივარგოდა, მეორეში ვიყოჩაღეთ, მაგრამ ვერ შევძელით გამარჯვების მიღწევა."

ინგლისელთა ბედად, ვერც კონკურენტმა ჩერნოგორიამ მოიგო, შინ 1:1 ბულგარეთს დაუზავდა. პოდგორიცაში ზლატკო კრანჩარის გუნდმა ბრწყინვალე შანსი გაუშვა გალიდერების. ბულგარელმა იველინ პოპოვმა შეძლო ის, რაც აქამდე შესარჩევ ციკლში ვერავინ მოახერხა - ჩერნოგორიას გოლი გაუტანა. სწორედ ამ გოლმა არ მოაგებინა მასპინძლებს. კრანჩარის გუნდი უტევდა და პირველ ტაიმში ბულგარელები ორჯერ იხსნა ხარიხამ, ჯერ 37-ე წუთზე სავო პავიჩევიჩმა 30 მეტრიდან გაისროლა, ორ წუთში კი ნიკოლა დრინჩიჩის კუთხურს თავი მარკო ბაშამ დაუხვედრა.

დაიწყო მეორე ტაიმი და ვლადიმირ ბოჟოვიჩის ჩაწოდების შემდეგ ანგარიში რადომირ დიალოვიჩმა გახსნა. ბულგარელებს ქულა მატჩში საუკეთესო ფეხბურთელის, მარტინ პეტროვის აქტიურობამ მოუტანა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე დატანჯა მოწინააღმდეგეები, მის ანგარიშზე საგოლე პასია.

ზლატკო კრანჩარი (ჩერნოგორია): "ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს ამ თამაშში, კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მეტოქეც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. დღეს ჯგუფში ორივე მატჩი ფრედ დასრულდა, სიტუაცია შენარჩუნდა, ბრძოლას ვაგრძელებთ."

ინგლისი-შვეიცარია 2:2

ინგლისი (4-3-3): ჰარტი - ჯონსონი, ფერდინანდი, ტერი, ე. კოული (31. ბეინესი) - ლემპარდი (46. ე. იანგი), პარკერი, უილშერი - უოლკოტი (78. დაუნინგი), ბენტი, მილნერი.

შვეიცარია (4-2-3-1): ბენალიო - ლიხტშტაინერი, ჯურუ, სენდეროსი, ციგლერი - ინლერი, ბეჰრამი (58. ძემალი) - ჩაკა, შაქირი, ბარნეტა (90. ემეგარა) - დერდიოკი (74. მეჰმედი).

გოლები: 0:1 ბარნეტა (32), 0:2 ბარნეტა (36), 1:2 ლემპარდი (37-პენ), 2:2 იანგი (51)

მაყურებელი: 84 459

ჩერნოგორია-ბულგარეთი 1:1

ჩერნოგორია (4-4-2): მ. ბოჟოვიჩი - პავიჩევიჩი (82. კასჩელანი), ბაშა, სავიჩი, პეიოვიჩი - ზვეროტიჩი (72. იოვეტიჩი), დრინჩიჩი, პეკოვიჩი, ვ. ბოჟოვიჩი (76. ფატიჩი) - დიალოვიჩი, ვუჩინიჩი.

ბულგარეთი (4-2-3-1): მიხაილოვი - ბოდუროვი, ივანოვი, ბანდალოვსკი, ზანევი - იანევი (84. გენკოვი), ს. პეტროვი (46. იანკოვი) - მ. პეტროვი (88. დელევი), მარკინიოსი, მანოლევი - პოპოვი.

გოლები: 1:0 დიალოვიჩი (53), 1:1 პოპოვი (66)

მაყურებელი: 11 500

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 5 3 2 0 11-3 11

2. ჩერნოგორია 5 3 2 0 4-1 11

3. შვეიცარია 5 1 2 2 7-7 5

4. ბულგარეთი 5 1 2 2 2-6 5

5. უელსი 4 0 0 4 1-8 0

2 სექტემბერი

ბულგარეთი-ინგლისი

უელსი-ჩერნოგორია

6 სექტემბერი

ინგლისი-უელსი

შვეიცარია-ბულგარეთი

7 ოქტომბერი

ჩერნოგორია-ინგლისი

უელსი-შვეიცარია

11 ოქტომბერი

ბულგარეთი-უელსი

შვეიცარია-ჩერნოგორია

H ჯგუფი

ელდერ პოშტიგას გოლმა პორტუგალიას მეტად მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა ნორვეგიასთან მატჩში. ახლა ამ ჯგუფში სამხელისუფლებიანობაა - 10-10 ქულა ამ ორი გუნდის გარდა დანიას აქვს, რომელმაც ისლანდიაში იმარჯვა. თუმცა დავუბრუნდეთ ლისაბონში გამართულ შეხვედრას. ამ შესარჩევ ციკლამდე ნორვეგიას პორტუგალიისთვის ვერ მოეგო, მაგრამ სექტემბერში ოსლოში სკანდინავიელთა პირველი ტრიუმფის მომსწრენი გავხდით. ეგილ ოლსენმა კარგად იცოდა, რომ პორტუგალიელებს შურისძიება სწყუროდათ და მატჩის წინ აცხადებდა კიდეც ამის შესახებ. ჟოაო მოუტინიოს, რაულ მეირელეშსა და კრიშტიანო რონალდოს თავიდანვე ჰქონდათ გოლის გატანის შანსები. თანდათან ლუზიტანიელები შეტევაში გაერთნენ და სტუმრებმა კინაღამ კონტრშეტევით დასაჯეს - მე-17 წუთზე "ბარის" შემტევი ერიკ ჰუსეკლეპი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ედუარდომ იყოჩაღა. მაგრამ ყველაზე კარგი შანსი მაინც მორტენ პედერსენს ჰქონდა, თუმცა მან ბურთი ხარიხას გადააცილა.

"სელეშაუ დას ქვინასი" კი აგრძელებდა იერიშებს - კოენტრაუს ჩაწოდებულს რონალდო შეწვდა, მაგრამ კაპიტანმა პირდაპირ ხელებში დაურტყა ნორვეგიელთა მეკარეს. მეორე ტაიმი კიდევ უფრო მეტი ზეწოლით დაიწყო პორტუგალიის ნაკრებმა, რომლის რიგებშიც ნანი და პოშტიგა გამოირჩეოდნენ. გოლიც ამ ორის შემოქმედებაა - ნანის პასის შემდეგ პოშტიგამ იონ არნე რიისე მოატყუა და ახლო კუთხეში გაუტანა მანამდე ბრწყინვალედ მოთამაშე იარსტეინს. ამის შემდეგ ერთი აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა რონალდომ.

დანიელებმა მეორე ტაიმში გაუტანეს ისლანდიელებს. თავი შეცვლაზე შესულმა ლასე სხონემ და კრისტიან ერიქსენმა გამოიჩინეს.

ისლანდია-დანია 0:2

ისლანდია (4-2-3-1): მაგნუსონი - საევარსონი, კ. სიგურდსონი, ჰრეიდარსონი, ერიქსონი - გუნარსონი, სკულასონი (67. ფინბოგასონი) - გ. სიგურდსონი, გუდიონსენი, სიგტორსონი - ჰელგუსონი (77. გუდმუნდსონი).

დანია (4-2-3-1): სორენსენი - ციმლინგი, კიაერი, სვენსონი, პოულსენი - იაკობსენი, კვისტ იორგენსენი (62. კ. პოულსენი) - რომედალი, ერიქსენი, კრონ-დელი (46. სხონე) - ბენდტნერი.

გოლები: 0:1 სხონე (60), 0:2 ერიქსენი (75)

მაყურებელი: 7 609

პორტუგალია-ნორვეგია 1:0

პორტუგალია (4-1-4-1): ედუარდო - პერეირა (73. სილვიო), პეპე, ბ. ალვეში, კოენტრაუ - მეირელეში - რონალდო, მარტინში (69. რუბენ მიკაელი), მოუტინიო, ნანი (85. ვარელა) - პოშტიგა.

ნორვეგია (4-2-3-1): იარსტეინი - ჰოგლი, ჰანგელანდი, დემიდოვი, ი. რიისე - ბ. რიისე, გრინდჰეიმი (84. ჰენრიკსენი) - ჰუსეკლეპი (75. ბრაატენი), ჰაუგერი, პედერსენი - კარეუ (60. აბდელაუე).

გოლი: 1:0 პოშტიგა (53)

მაყურებელი: 47 829

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 5 3 1 1 11-7 10

2. დანია 5 3 1 1 7-4 10

3. ნორვეგია 5 3 1 1 6-4 10

4. კვიპროსი 4 0 2 2 5-8 2

5. ისლანდია 5 0 1 4 2-8 1

2 სექტემბერი

ნორვეგია-ისლანდია

კვიპროსი-პორტუგალია

6 სექტემბერი

ისლანდია-კვიპროსი

დანია-ნორვეგია

7 ოქტომბერი

კვიპროსი-დანია

პორტუგალია-ისლანდია

11 ოქტომბერი

დანია-პორტუგალია

ნორვეგია-კვიპროსი

I ჯგუფი

ამ ჯგუფში ყველაფერი სექტემბერ-ოქტომბერში გაირკვევა, რა თქმა უნდა, მე-2 ადგილისთვის ბრძოლას ვგულისხმობთ...

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 5 5 0 0 15-5 15

2. ჩეხეთი 5 3 0 2 6-3 9

3. შოტლანდია 4 1 1 2 4-5 4

4. ლიტვა 5 1 1 3 3-8 4

5. ლიხტენშტაინი 5 1 0 4 3-10 3

2 სექტემბერი

ლიტვა-ლიხტენშტაინი

3 სექტემბერი

შოტლანდია-ჩეხეთი

6 სექტემბერი

ესპანეთი-ლიხტენშტაინი

შოტლანდია-ლიტვა

7 ოქტომბერი

ჩეხეთი-ესპანეთი

8 ოქტომბერი

ლიხტენშტაინი-შოტლანდია

11 ოქტომბერი

ლიტვა-ჩეხეთი

ესპანეთი-შოტლანდია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ