ქალაქ გოიანიაში ჰოლანდიის ნაკრებთან 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები საშინლად იმედგაცრუებულნი დარჩნენ
ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები საშინლად იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ქალაქ გოიანიაში ჰოლანდიის ნაკრებთან 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ ფანები სტვენით აცილებდნენ თავისიანებს. მოკლედ, ბრაზილიელთა თავკაც მანო მენეზესს ჯერ ხეირიან მეტოქესთან მოგება არ ჩაუწერია აქტივში. მართალია, ბურთს უმთავრესად ბრაზილია აკონტროლებდა, მაგრამ 30 ათასამდე გულშემატკივარმა ჰოლანდიელთა კარში გოლი ვერ იხილა. ევროპელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა მეკარე ტიმ კრულს, რომელმაც უბრალოდ შესანიშნავად ითამაშა და კარი მშრალად შეინახა. მეორე დილით ბრაზილიის უმსხვილესი გაზეთი "ფოლია დე სან პაულუ" წერდა, რომ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ისე ითამაშა, ტრიბუნებზე ბევრი ფანი ჩამოაძინაო. "ჩვენ ჩვენი შანსები კი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ", - თქვა დანანებით "სელესაოს" ამომავალმა ვარსკვლავმა ნეიმარმა.

ბრაზილია-ჰოლანდია 0:0

ბრაზილია (4-3-3): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ლუსიო, ტ. სილვა, სანტოსი (85. ადრიანო) - რამირესი, ლუკას ლეივა (65. სანდრო), ელანო (65. ლუკასი) - რობინიო (75. ელიასი), ფრედი (75. ლეანდრო დამიაო), ნეიმარი.

ჰოლანდია (4-2-3-1): კრული - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატისენი, პიეტერსი - დე იონგი (64. მადურო), სტროოტმანი (74. სჰაარსი) - რობენი, აფელაი, კუიტი (64. ელია) - ვან პერსი (64. ჰუნტელაარი).

გაძევება: რამირესი (69)

პერუ-ჩეხეთი 0:0

ბოლივია-პარაგვაი 0:2

გოლები: 0:1 ბარიოსი (34), 0:2 სანტანდერი (73)

ნიგერიის ნაკრებთან 1:4 მარცხს, სერხიო ბატისტას გუნდმა პოლონელებთან წაგებაც მიაყოლა. პირველ მატჩს ფიფა-ს კომისია იძიებს, რადგან იმ შეხვედრის ირგვლივ ტოტალიზატორებში საეჭვო აქტიურობა დაფიქსირდა. ბატისტას საფიქრებელი კი უფრო ისაა, რომ კოპა ამერიკის დაწყებამდე თვეზე ნაკლები დარჩა (1 ივლისს იწყება) და მომავალ მასპინძლებს ჯერ ვერ უპოვნიათ წარმატების ფორმულა. რომელ წარმატებაზეა საუბარი, როცა არგენტინის დაცვის ხაზი ბავშვურ შეცდომებს უშვებს. პირველ ტაიმში ფედერიკო ფასიომ უბრალოდ აჩუქა გოლი მეტოქეს, მას შემდეგ, რაც ბოლო მცველის რანგში ბურთს აცდა! - ადრიან მიერჟეიევსკის აღარ გასჭირვებია გატანა. მეორე ტაიმი მარკო რუბენის საპასუხო გოლით დაიწყო (შჩესნის შეცდომა აშკარაა), თუმცა ისევ არგენტინელთა ცენტრალურმა მცველებმა "იყოჩაღეს" და ახლა პაველ ბროჟეკს გაატანინეს.

პოლონეთი-არგენტინა 2:1

პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - პისჩეკი, ვოიტკოვიაკი, იოდლოვიეცი, ვავრჟინიაკი - მურავსკი (76. მატუშიკი), დუდკა - კუბა, მიერჟეიევსკი (80. კუჩარჩიკი), გროსიცკი (56. ბროჟეკი) - ლევანდოვსკი (89. კლიჩი).

არგენტინა (4-3-3): გაბარინი - საბალეტა (46. ბელუში), მუსაჩიო, ფასიო (46. ინსუა), ანსალდი - ბოლატი, ბერტოლო (46. ბოტინელი), კაბრალი (68. ფომიკა) - კრისტალდო, პიატი (78. გაიტანი), რუბენი.

გოლები: 1:0 მიერჟეიევსკი (26), 1:1 რუბენი (47), 2:1 ბროჟეკი (67)

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა