ჩინელმა ნა ლიმ როლან გაროსისა და მთლიანად ჩოგბურთის ახალი ისტორია შექმნა - ის პირველი აზიელი ჩოგბურთელია, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის მოგება შეძლო
ჩინელმა ნა ლიმ როლან გაროსისა და მთლიანად ჩოგბურთის ახალი ისტორია შექმნა. ამიერიდან ის პირველი აზიელი ჩოგბურთელიი იქნება, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის მოგება შეძლო. შაბათს, ლიმ ფინალში შარშანდელი ჩემპიონი ფრანჩესკა სკიავონე დაამარცხა.

სკიავონემ წელს აშკარად ჩააგდო გრუნტის სეზონი, თუმცა იტალიელმა განაცხადა, რომ მიზანმიმართულად ემზადებოდა როლან გაროსისთვის და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს სიტყვები სიმართლეს შეესაბამებოდა. ასევე არასტაბილური ბოლო თვეების შემდეგ ნა ლიც დამაჯერებლად გავიდა ფინალში, თუმცა გადამწყვეტ მატჩში მისი გამოჩენა მაინც დიდი მიულოდნელობა იყო.

ეს გახლდათ ბოლო 25 წლის განმავლობაში როლან გაროსის ყველაზე "ასაკოვანი" ფინალი. მაშინ 1986 წელს პარიზში ტიტულისთვის იბრძოდა ორი ლეგენდარული ამერიკელი და 31 წლის კრის ევერტმა 29 წლის მარტინა ნავრატილოვას სამ სეტში აჯობა. რა თქმა უნდა, ეს ფინალი მაშინდელს შემადგენლობით ვერ შეედრებოდა, მაგრამ მაყურებლებს დაძაბული ბრძოლის იმედი მაინც ჰქონდათ.

ნა ლი კორტზე მაქსიმალურად მობილიზებული გავიდა. უკანა ხაზიდან უძლიერესი დარტყმებით სკიავონეს არ მისცა მისი საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენების შანსი, რომელიც რითმის მუდმივ ცვლასა და სხვადასხვა სიგრძისა და სიმაღლის დარტყმების შესრულებაში გამოიხატება. ამან ჩინელს მეხუთე გეიმში ბრეიკი მოუტანა, რის შემდეგაც შეხვედრა მამაკაცების დაპირისპირებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალებისას. მეტოქეები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. მხოლოდ ერთხელ ლის გეიმში 30:30 დაფიქსირდა, მაგრამ აზიელი არ შედრკა და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე სეტში ნა ლიმ კიდევ უფრო გაააქტიურა მიღებაზე თამაში, რასაც ფრანჩესკამ ვერაფერი დაუპირისპირა. ჩინელმა პირველივე გეიმში ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი იოლად აუღო ალღო მეტოქის ცოტათი გაუმჯობესებულ თამაშს. ლის მუდმივად ჰქონდა ბრეიკ-პოინტები, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტებში სკიავონეს მოწოდება შველოდა, 3:4-ზე კი მას უკუბრეიკი გამოუვიდა. ჩინელი ოდნავ ანერვიულდა, სკიავონემ კი საბოლოოდ იპოვნა საკუთარი თამაში - მოედნის კუთხეში ათავსებდა დარტყმებს, ბადესთან ხშირად გადიოდა და იქ ეფექტურად ასრულებდა შეტევებს... რამდენჯერმე სკიავონეს ერთი ქულა დააკლდა სეტბოლამდე. დაძაბულობა იზრდებოდა, რომლის კულმინაციაც უნდა გამხდარიყო მეორე სეტის ტაი-ბრეიკი.

მაგრამ ყველაფერი ძალიან მარტივად დასრულდა. თითქოს მცირე უპირატესობა იტალიელის მხარეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლიმ შესანიშნავად წარმართა "საჩოგბურთო ლატარია". ჩინელმა "შემოკლებულ გეიმში" ერთი ქულაც არ მისცა მეტოქეს, რის შემდეგაც ბედნიერი დაეცა კორტზე.

ნა ლიმ, რომელიც "დიდი სლემის" ტურნირის პირველი აზიელი გამარჯვებულია, თასი 1971 წლის ჩემპიონისგან, ავსტრალიელ ივონ გულაგონგისგან მიიღო, რის შემდეგაც მოკლე სიტყვა წარმოთქვა: "რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. ეს უდიდესი დღეა ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. ვნერვიულობდი, თუმცა ვცდილობდი ეს არავის შეემჩნია. მატჩი ჩემთვის კარგად ვითარდებოდა, 6:4, 4:2-ს ვიგებდი, მაგრამ ამ მომენტში ყველაფერი შეიცვალა. მოხარული ვარ, რომ გავძელი და მატჩი ორ სეტში დავასრულე. რა თქმა უნდა, გაისადაც ვაპირებ აქ ჩამოსვლას და ტიტულის დაცვას".

წაგების მიუხედავად, სკიავონეს რეიტინგში ბევრი არ დაუკაგავს - გუშინ ის მეხუთედან მეშვიდე პოზიციამდე ჩამოქვეითდა და წინ გაუშვა ნა ლი და მარია შარაპოვა. რუსი მეექვსე ნომერი გახდება, ჩინელი კი ვიქტორია აზარენკასაც გაასწრებს და საუკეთესო ოთხეულში შევა. აზიის წარმომადგენელთაგან ბოლოს ასეთი შედეგი 1995 წელს იაპონელ კიმიკო დატეს ჰქონდა.

ფინალი

ნა ლი (ჩინ, 6)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5) 6:4, 7:6(0).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა