მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და ათლეტები თანდათან შედიან ოპტიმალურ ფორმაში
მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და ათლეტები თანდათან შედიან ოპტიმალურ ფორმაში. ამაზე მეტყველებს ამერიკის ქალაქ იუჯინში გამართული "ბრილიანტის ლიგის" მეოთხე ეტაპზე ნაჩვენები შედეგები. ეს სტარტი ამ კომერციული სერიის ჩამოყალიბებამდეც პრესტიჟული იყო. მისი ოფიციალური სახელწოდებაა - Prefontaine Classic. სტივ პრეფონტეინი მორბენალი იყო, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 2011 წელს იუჯინში ფენომენალური შედეგები დაფიქსირდა, მათ შორის ერთი - მსოფლიოს რეკორდი.

ტურნირი ორ დღედ დაიყო. თავდაპირველად არენა სტაიერებს დაეთმო და სწორედ ამ დღეს დამყარდა მსოფლიოს რეკორდი. მისი ავტორი გახდა კენიელი მოზეს მოსოპი, რომელიც 30 კილომეტრზე მირბოდა. თავდაპირველად მან საუკეთესო დრო 25 კილომეტრზე დააფიქსირა - 1:12.25,4, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და ხუთი კილომეტრის შემდეგ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - 1:26.47,4! სულ ამ გარბენისას ფინიშამდე ხუთმა სპორტსმენმა მიაღწია.

ორჯერ ნაკლებ დისტანციაზე ბრიტანელმა მო ფარაჰმა 22 აფრიკელს აჯობა. მო არათუ პირველი მივიდა ფინიშთან, არამედ ევროპის რეკორდის ავტორიც გახდა - 26.46,57.

მეორე დღე უფრო დატვირთული იყო. საყოველთაო ინტერესი გამოიწვია 100 მეტრზე გარბენამ, თუმცა ის ამჯერად არ შედიოდა "ბრილიანტის ლიგის" ჩათვლაში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი ოლიმპიური ჩემპიონისკენ, ამერიკელ ჯასტინ გეტლინისკენ, რომელმაც შარშან მოიხადა ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია და პირველად გამოჩნდა ასეთი დონის ტურნირზე. ჯასტინი მერვე ბილიკზე დააყენეს. ამ გარბენში თანამედროვე სპრინტის ლიდერები ვერ ვიხილეთ, თუმცა ექვსმა მონაწილემ შეძლო 10 წამზე ნაკლები დროის დაფიქსირება. მათ შორის იყო გეტლინიც - 9,97 წამი, მაგრამ ეს დრო მხოლოდ მეექვსე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ჯასტინზე სწრაფები იყვნენ - ფრატერი (9,94), პატონი (9,94), ნესტა კარტერი (9,92), როჯერსი (9,85), გამარჯვება კი იამაიკელმა სტივ მალინგსმა მოიპოვა სეზონის საუკეთესო დროთ - 9,80! იმის მისახვედრად რამდენად მაღალი შედეგი აჩვენა მალინგსმა, გეტყვით იმას, რომ შარშან მსოფლიოს რეკორდსმენ უსაინ ბოლტს ასე სწრაფად არ ურბენია. ასე რომ, სტივმა სერიოზული განაცხადა გააკეთა თანამედროვე სპრინტერთა ელიტაში შესასვლელად.

მაღალი შედეგი ვიხილეთ ქალთა სპრინტშიც. კარმელიტა ჯეტერმა ზურგის ქარის (2 მ/წმ) დახმარებით 10,70 წამი დააფიქსირა! ქალთა სპრინტის ისტორიაში ამაზე სწრაფად მხოლოდ მერიონ ჯონსსა და მსოფლიოს რეკორდსმენ ფლორენს გრიფიტ-ჯოინერს ურბენიათ. თავად კარმელიტამ შარშანდელ სეზონში ექვსი მეასედით უკეთესი დრო აჩვენა, მაგრამ ეს წლის ბოლოს მოხდა. ამერიკელი წელს 32 წლის გახდება, მაგრამ, როგორც ჩანს, კარიერის ზენიტში იმყოფება. ასევე აღსანიშნავია ოლიმპიური ჩემპიონის შელი-ენ ფრეზერის დაბრუნება, რომელიც დისკვალიფიკაციას იხდიდა აკრძალული პრეპარატების მიღებისთვის.

110 მეტრზე თარჯრბენში დევიდ ოლივერმა რევანში აუღო ლიუ სიანს "ბრილიანტის ლიგის" შანხაის ეტაპზე დამარცხებისთვის. ჩინელმა უფრო სწრაფად გაირბინა (13,00), ვიდრე შინ, მაგრამ ოლივერმა ბრწყინვალე ტემპი აჩვენა - 12,92 წამი. ამერიკელი დაირონ რობლესის მსოფლიოს რეკორდს მხოლოდ შვიდი მეასედით ჩამორჩა.

IV ეტაპი. იუჯინი (აშშ)

კაცები

100 მ. 1. სტივ მალინგსი (იამ) - 9,80; 2. მაიკლ როჯერსი (აშშ) - 9,85; 3. ნესტა კარტერი (იამ) - 9,92; 400 მ. 1. ანჯელო ტეილორი (აშშ) - 45,16; 2. ჯერემი უორინერი (აშშ) - 45,43; 3. კევინ ბორლი (ბელ) - 45,51; 10 000 მ. 1. მოჰამედ ფარაჰი (ბრიტ) - 26.46,57; 2. იმეინ მერგა (ეთი) - 26.48,35; 3. ჯოსფატ კიპკოეჩ ბეტი (კენ) - 26.48,99; 30 000 მ. 1. მოსეს მოსოპი (კენ) - 1:26.47,4 (მსოფლიოს რეკორდი). 2. აბელ კირუი (კენ) - 1:30.00,1; 3. ხოსეა მვოკ მაჩარინიანი (კენ) - 1:32.25,6; 110 მ/თარჯბრენი. 1. დევიდ ოლივერი (აშშ) - 12,94; 2. ლიუ სიანი (ჩინ) - 13,00; 3. არის მერიტი (აშშ) - 13,18; სიმაღლეზე ხტომა. 1. რაულ შპანკი (გერ) - 2,32; 2. ანდრეი სილნოვი (რუს) - 2,32; 3. ჯესი უილიამსი (აშშ) – 2,32.

ქალები

100 მ. 1. კარმელიტა ჯეტერი (აშშ) - 10,70; 2. მარშევეტ მაიერსი (აშშ) - 10,76; 3. კერონ სტიუარტი (იამ) - 10,87; 800 მ. 1. კენი სიკლეირი (იამ) - 1.58,29; 2. კასტერ სემენია (ს. აფრ) - 1.58,88; 3. ჯანეტ ჯეპკოსგეი (კენ) - 1.59,15; სამხტომი. 1. ოლგა სალადუჰა (უკრ) - 14,98; 2. ბლესინგ უფოდიამა (აშშ) - 14,06; 3. ანა პიატიხი (რუს) - 13,98; ჭოკით ხტომა. 1. ანა როგოვსკა (პოლ) - 4,68; 2. სვეტლანა ფეოფანოვა (რუს) - 4,58; 3. ფაბიანა მიურერი (ბრა) - 4,48; შუბის ტყორცნა. 1. კრისტინა ობერგლოფი (გერ) - 65,48; 2. მარია აბაკუმოვა (რუს) - 65,30; 3. ბარბარა შპოტაკოვა (ჩეხ) - 64,87.

იუჯინში 100 მეტრზე გამარჯვებული სტივ მალინგსის დრო მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იყო სეზონის საუკეთესო შედეგი. თანამედროვე სპრინტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ამერიკელმა ტაისონ გაიმ კლერმონტში (ფლორიდას შტატი) ნაკლებად წარმომადგენლობით ტურნირზე 100 მეტრი 9,79 წამში გაირბინა.

შეგახსენებთ, რომ წელს გაის მთავარ კონკურენტს უსაინ ბოლტს ჯერჯერობით მოკრძალებული შედეგი აქვს - რომსა და ოსტრავაში მან 9,91 წამი აჩვენა. ბოლტი მსოფლიოს რეკორდის მფლობელია - 9,58 წამი, გაის საუკეთესო შედეგი კი 9,69 წამია. მსოფლიოს ჩემპიონატამდე მათი გზები არ გადაიკვეთება. ამერიკელის მომდევნო სტარტი იქნება შაბათს "ბრილიანტის" ლიგის" ნიუ იორკის ეტაპი.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა