ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩვენთან მოდის შენგელია - რუსული მედია აღფრთოვანებულია!

ჩვენთან მოდის შენგელია - რუსული მედია აღფრთოვანებულია!

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას ცსკა-ში გააგრძელებს. championat-ზე შენგელიას მოსკოვურ გუნდში შესაძლო გადასვლას ვრცელი წერილი მიუძღვნა ჟურნალისტმა ალეკსეი ფალკომ.

ცსკა-ს ისტორიაში ყველაზე ეფექტური შემადგენლობა ჰყავს. აგიხსნით, რატომ

მიიჩნევდნენ, რომ შენგელიას რუსეთისადმი ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ქართველი მოსკოვში გამოემგზავრება. თორნიკე ჯეიმსთან და მილუტინოვთან ერთად მძლავრ შემადგენლობას ჩამოაყალიბებს

ცსკა-მ "ბასკონიას" მძიმე ფორვარდ თორნიკე შენგელიასთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ამის თაობაზე ბერძნულმა გამოცემა SDNA-მ გვაუწყა და რიგმა ევროპულმა წყარომაც დაადასტურა.

"ბასკონიასთან" შენგელიას კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, რომლის გამოსასყიდად ცსკა დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის. თანხა შეიძლება უფრო მცირეც იყოს, ახლა უკანასკნელი დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.

შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ოფიციალურად მხოლოდ მომავალ თვეში გამოაცხადებენ, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდება. მიუხედავად კორონავირუსისა, პირინეებზე ჩემპიონატის 17 ივნისისთვის განახლება გადაწყვიტეს. შენგელია გამომშვიდობების წინ შეეცდება, "ბასკონიას" ტიტული მოაგებინოს, თუმცა ქვეცნობიერად უკვე ცსკა-ს მოთამაშე იქნება.

შენგელიასადმი ცსკა-ს ინტერესზე ინფორმაცია კარგა ხანია ვრცელდებოდა, თუმცა საქმე შეთანხმებამდე არ მიდიოდა. ამბობდნენ, რომ ქართველი ცუდად იყო რუსეთის მიმართ განწყობილი და ამიტომ არანაირ ტრანსფერზე საუბარიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის თქმისას თითქოს თორნიკეს მიერ მედიაში გაკეთებულ ნეგატიურ განცხადებებს ეყრდნობოდნენ, მაგრამ რუსეთის მიმართ მის ინტერვიუებში შეურაცხმყოფელი საძიებო სისტემაში არაფერი იძებნება და ეს ყველაფერი მოგონილს ჰგავს.

ცსკა-სთან მატჩების შემდეგ შენგელია არაერთხელ მეგობრულად გაესაუბრა ანდრეი ვორონცევიჩსა და "არმიელთა" სხვა კალათბურთელებს. ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქართველ კალათბურთელს რუსეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

"არმიელები" ევროპის უძლიერესი ტურნირის ყველაზე სასარგებლო 6 მოთამაშიდან 3-ს მიიღებენ! სხვადასხვა დროს ცსკა-ში ბევრი ვარსკვლავი თამაშობდა, მაგრამ 2019/20 წლების სეზონის შემადგენლობა მართლაც უძლიერესი იქნება. არც ერთი მთავარი შემსრულებელი 30 წლის არაა: ჯეიმსი - 29 წლის, მილუტინოვი - 25 წლის და შენგელია - 28 წლის. სამივეს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და ასე გამოდის, მოსკოვში სერიოზულად და დიდი ხნით მოდიან.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცსკა-ს დაკომპლექტება არ დასრულებულა. ევროლიგის ტოპ-მოთამაშეებს, კოსტას სლუკასსა (ფენერბახჩე) და ნიკ კალატესს (პანათინაიკოსი), შესაბამისად, "ოლიმპიაკოსსა" და "ბარსელონაში" უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას, მაგრამ მათი ტრანსფერები ჯერ არ განხორციელებულა. ადრე ცსკა-ს მათდამი დაინტერესებაზე საუბრობდნენ და ვინ იცის, რა მოხდება უახლოეს მომავალში. ჯეიმსის, შენგელიასა და მილუტინოვის გარდა, გუნდში აგრეთვე კლაიბერნი, კურბანოვი, ჰეკეტი და ფოგტმანი არიან, რომელთა როტაციაში დამატებაზე უარს არც ერთი მწვრთნელი არ იტყოდა. განსაკუთრებით მძლავრად წინა ხაზი გამოიყურება. თუ მხედველობაში წმინდა სათამაშო ასპექტებს მივიღებთ, გუნდის კაპიტნის, ჰაინსის წასვლა უკვე პრობლემას არ წარმოადგენს.

ცსკა-ში იქნება ყველაზე ეფექტური ცენტრი და ევროლიგის საუკეთესო მომხსნელი მილუტინოვი. პლუს, სარგებლიანობის მხრივ მეორე მძიმე ფორვარდი შენგელია (თავის პოზიციაზე მას მხოლოდ "ბარსელონას" სუპერვარსკვლავი მიროტიჩი სჯობია), უნივერსალური თავდამსხმელი კლაიბერნი და შესანიშნავი გამთამაშებელი, მეოთხე ნომერი ფოგტმანი, რომლის სამქულიანები "არმიელთა" მეტოქეების ძლიერი თავსატკივარი გახდება. უკანა ხაზში ტოპ-მოთამაშის დამატება დმიტრის იტუდისის გუნდს საერთოდ ევროპულ "დრიმ ტიმად" აქცევს.

რამდენადაც ძლიერები უნდა იყვნენ ესპანური გრანდები "რეალი" და "ბარსელონა" და თურქული "ანადოლუ ეფესი" შეინ ლარკინის ხელმძღვანელობით, ბუკმეკერები, დიდი ალბათობით, ცსკა-ს 2020/21 წლების სეზონის ფავორიტად მიიჩნევენ. ახლა მხოლოდ სეზონის დაწყებას უნდა დაველოდოთ, რომელიც გვპირდება, რომ ძალიან ღირსშესანიშნავი იქნება.

• ჩექმაზე მაკოცე

გერბსაც გაგიკეთებს და სხვა რამესაც თუ ჭკვიანად არ მოიქცევი

• გაიტანეთ გრენლანდია

ცოტა ისტორია გესწავლა არ გაწყენდა. სასაცილო რაღაცეებს რომ წერ. არავისთან შესაერთებლად არ ქონდა საქმე ერეკლეს საქართველოს, და არც არავინ ურჩევდა თურქეთთან და ირანთან შეერთებას. ვერც აღა მახმად ხანი მოაღწევდა თბილისადმე ერეკლეს რომ ჯარი შეეკრიბა დროზე და პირადი გვარდიის იმედად არ დარჩენილიყო. მაგრამ რუსებს დაუჯერა და დააგვიანა.

• Datos da fsius

Me RA gamoval eg sheni erti adgilis saqme araa! RusetShi Vinc cavida pulis shovnis meti vin RA daichira xelshi? Tu puli unda cavides iranshi da itamashos. Me chemi da bevri qartveli kacis azri davcere. Rusetshi kiara tu unda imis iqit casula!!!

• სულ ჩავქიმეთ

რაზე ვკამათობთ? საქართველოს ნაკრების კაპიტანს გულზე, რომ რუსეთის არმიის გერბი არ უნდა ეკეთოს ეს საკამათოა??? ვაი ჩვენ თავს:(((

• Piper

მისი გადასაწყვეტია სად გადავა მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებული ყველაფერში დავეთანხმოთ და ვუგულშემატკივროთ, მე პირადად რუსეთში მოთამაშე ხალხს არცერთ სპორტში არ ვგულშემატკივრობ და არც არავის საქმეა გავაკრიტიკებ თუ არა.

• H

ისე, რომ იცოდე ომის შემდეგ ერთ თვეში გრიგოლ ვაშაძემ მიწერა რუსებს ჩამოვალთ და კრემლში გიცეკვებთო.

• Tedo

ივანიშვილს არ ვაფანატებ , მაგრამ რუსი როგორ არის ახსენი ერთი თუ ძმახარ ( ან თუ და ხარ ) , ვერ ვწვდები თქვენს ლოგიკას .

• გრიგოლ1408

არასდროს არ იქნება საქართველოში ერთობა. გაიხსენეთ ერეკლეს დრო. ნახევარი საქართველო თურქეთთან და ირანთან შეერთებას ურჩევდა. ეხლა არ მითხრათ ცუდად მოიქცა ერეკლე რუსეთს რომ შეუერთდაო.

• იოანე

არმიის სპორტული კლუბია და ადრე არმიის კლუბებში ვინც თამაშობდა სამხედრო წოდებას აძლევდნენ, ანუ საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კაპიტანი იქნება?)) ვაი რა გვეშველებაა

• დათო

სხვის მაგივრად ნუ ლაპაროკობ შენ კი რაც გინდა ის ჩათვალე გამოვიდა პატრიოტი

• ფული ბაბაია

რა შენგელიაზე ატეხეთ ერთი ამბავი როცა საქართველოს რუსი ოლიგარხი მართავს და ნახევარი ქართველი უძვრებით,ჭკუასელმა ერისიონი მოსკოვში გააქანა ომის შემდეგ,მომღერლებზე არაფერს ვამბობ.

• მერაბი

არ არის სამწუხაროდ კერძო კლუბი – ოფიციალურად რუსეთის არმიას ეკუთვნის, რომლის საერთო ხელმძღვანელიც პოლკოვნიკი გრომოვია https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A6%D0%B5%D0%BD%D1%82%D1%80%D0%B0%D0%BB%D1%8C%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D1%81%D0%BF%D0%BE%D1%80%D1%82%D0%B8%D0%B2%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D0%BA%D0%BB%D1%83%D0%B1_%D0%90%D1%80%D0%BC%D0%B8%D0%B8

• ჟორა

არა შენ დაგაყენებს სასტავში,1 მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ისინიც შეაჩვენეთ თქვე ტლუებო......

• მიჩინიო

რა თქმა უნდა ყველა პროფესიონალი სპორტსმენის გადასაწყვეტია თავის კარიერას რას უზამს და სად განავითარებს.. მაგრამ ასევე ყველა გულშემატკივარს აქვს უფლება თავისი პოზიცია ქონდეს ამ გადაწყვეტილებაზე. ჩემთვის სამწუხარო იქნება თუ გადავა რუსული არმიის კლუბში ან ნებისმიერ რუსულ კლუბში კონკრეტულად ისეთივე მისი გულშემატკივარი ვეღარ ვიქნები, მაგრამ ნაკრებში როცა ითამაშებს, მინდა თუ არა 'მომიწევს' მისი გულშემატკივრობაც. სხვა რა გზაა რო?

• გენო

90-იანებში რა უქნეს სამეგრელოს რუსებმა ისიც ჩაგეწერა, როგორ ააწიოკა რუსულმა მხედრიონმა

• ATP 16

არ მინდა შერლოკ ჰოლმსად ან ერკიულ პუაროდ მოგაჩვენოთ თავი , მაგრამ დარწმუნებული ვარ , რომ ამ შემთხვევაში , არც სპორტული და არც ფინანსური მხარე არ გამხდარა თოკოსათვის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი . ეს უფრო პირადი , ემოციური და შეიძლება ითქვას , გასაგები მიზეზია ჩემთვის , იმედი მაქვს თოკო იპოვის ჭეშმარიტებას . მოვლენებს ცოტა წარსულიდან შეხედეთ და შეიძლება მიხვდეთ მიზეზს . ჩემთვის თოკო ყოველთვის ლომივით მებრძოლ კაპიტნად დარჩება , ყოველშემთხვევაში , ტოტალიზატორის რეკლამშიკად არა ზოგიერთებივით , რომელი უფრო საზიანოა , მომავალი თაობებისათვის , ეგ კიდევ საკითხავია !!! ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ქართველებო , ვინც ცუდს უსურვებთ თოკოს , თქვენ ალბათ სააკაძეს ცოცხლად დაწვავდით , თუმცა არამგონია თოკოსოდენა ან სააკაძისოდენა წვლილი ქონდეს ნებისმიერ ჩვენთაგანს ქვეყნის წინაშე . გაუფრთხილდით ერთმანეთს .

• გოროზა

იტოგში ახლა, კულტურულად და პანიკის გარეშე შევდივართ და ვპოსტავთ თოკოს ფეისბუქ გვერდზე. საჭირო კაცია ნაკრებისთვის და ყველას გვიყვარს ძალიან, ასე რომ არაფერი გადაამლაშოთ.

• fsiuuu

კვირკველიაც უნდა წავიდეს? ანანიძეც, კვარაცხელია და დავითაშვილზე რას იტყვი?

• სიმართლე

აუ, არადა კომენტარებში ისეთი ტიპები ლანძღავენ შენგელიას, რო უთხრან 100 ლარით მეტს გადაგიხდით ხელფასს, ოღონდ რუსეთში იმუშავეთო თავქუდმოგლეჯილები გავარდებიან

• ზაზა

აქ ისეთი ხალხი ლანძღავს შენგელიას ატოცში შარვალჩახდილები რომ აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას.ასე რო დააყენეთ ერთი ადგილი თქვე ძალათ და ვითომ პატრიოტებო.თქვენი იდიოტური ლოგიკით არგენტინელებიც არ უნდა თამაშობდნენ ინგლისში,იაპონელები ამერიკაში და გერმანიაშიც მარტო გერმანელები უნდა აგორებდნენ ბურთს.არველაძეები რო თურქეთში თამაშობდნენ რა თურქეთი მეგობარი და ძმაა? და ისიც უნდა იცოდეთ თქვე უწიგნურებო რომ ცსკა დიდი ხანია არ ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.კერძო კლუბია.ასე რომ თოკო წარმატებები და არ მიაქციო ყურადღება ამ ჭორიკნებს.დარბაზიც ტაშს დაგიკრავს და მაყურებელიც მხარს დაგიჭერს.

• Tokos

Toko tu gadaxval rusetshi cadi nakrebidan chavtvlit rom ar arsebob an iseti tramva miige daasrule kariera. Rogorme avitant shens danakliss. Martla agar gvinda sheni nakrebshi danaxva shen tu qartveli gulshematkivaris azri ar gainteresebs mashin agarc chven dagvaintereseb. Aq gamochndeba puli jojoxets anatebs tu vera.

• ზორბეგი

ისევ პლანეტა რუსეთი, კიდევ ერთი თანამგზავრი მიიზიდა

• ჩიღვინაძე

ფულის გულისთვის? თურმე არა მარტო პოლიტიკოსები...

• გიორგი

როგორ შეიძლება ქართველი გერქვას და მტრის არმიის გერბით თამაშობდე?! ვიღაც გამოხტება და იტყვის ეხლა რომ სპორტი პოლიტიკა არაა, რაის პოლიტიკა?! ამ ჭაობმა, რასაც რუსეთი ქვია, მამული წაგვართვა და სამამულო საკითხი მემგონი უფრო მეტია, ვიდეო პოლიტიკა, ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს კიდე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საქმით არ გამოვხატოთ მტრის მიმართ მტრული დამოკიდებულება, მთელი ჩვენი რესურსი აქეთ უნდა იყოს მიმართული. თუკი ჩვენმა მომღერლებმა რუსეთის არმიის აღლუმზე იმღერეს, ჩვენმა სპორტსმენებმა რუსეთის არმიის გერბით ითამაშეს, მაშინ ვინ ვართ ჩვენ? განა ეს ხალხი ჩვენი წიაღიდან არაა გამოსული? ვართ კი ღირსი გვქონდეს დამოუკიდებელი და ღირსებით სავსე სახელმწიფო? მემგონი ის ორმოცი წელი, რომლის განმავლობაშიც მოსემ ებრაელები უდაბნოში ახეტიალა, რათა მონობას მიჩვეული თაობა დახოცილიყო და ახალი წამოსულიყო, ჩვენთვის გაცილებით გაიწელება, იმიტომ რომ ჩვენთან ახალგაზრდებშიც კი, დამოკიდებულებები მტრის მიმართ ჩამოყალიბებული არაა, ყველამ ვერ შეიგნო მკაფიოდ რომ რუსეთი მტერია, ქვეყანა სავსეა რუსეთის აგენტებით, რომლებიც საინფორმაციო ომს აწამებენ ჩვენს მიმართ და ტვინების გვირეცხავენ, თითქოს რუსეთი მტერი კი არა, ერთმორწმუნე მოძმე სახელმწიფოა.

• მიხო

ურა პატრიოტებო, პროფესიონალი სპორტსმენი რომელ გუნდში ითამაშებს თქვენ უნდა შეურჩიოთ?, საქართველოს რამე მოაკლო? თურქეთში რომ გადასულიყო ჩვენ ძმებთან გადავიდოდა?

• რაგბის ფანი

ზუროს, ყველა მატჩზე გამოიძახე შენგელია, მაგრამ არ ათამაშო.

• master

ტეხავს,ძალიან ტეხავს.მეტი სათქმელიც არაფერია.

• ჯულიეტას ბოიფრენდი

სირცხვილია

• რეზო

რა გინდოდა? რა გუბაზ სანიკიძეობა დაგემართა? ყველას უყვარდი. გიღირდა?

• დათო

NBA-ში ჯობდა კარიერის გაგრძელება, თუნდაც საშუალოზე სუსტ გუნდში, ცსკა-ში გადასვლა უკან გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია.

• Niko

კონკრეტულად შენგელიას სულ ვუქომაგებ მაგრამ არასდროს ცეესკას. იმედია თოკო ყველა თამაშში 50 ქულას ჩააგდებს და ცეესკა ყველა თამაშს წააგებს და გავარდება და გაკოტრდება )))

• qqq

შენგელია წადი ნაკრებიდან !!!!! არ დაიმსახურე შენ ქართული ჰიმნი და დროშა !!!!!

• tt

შენგელიას არ შეიძლება რამენაირად დაუკავშირდეტ???? ასე ერთ ადგილას დაიკიდა სამშობლო და ისიც როგორ შეხვდება ქართველი გულშემატკივარი??? მე იმ საქ. ნაკრების დედაც სადაც მაშინ ეგ კაპიტანი უნდა იყოს !!!! მარკოიშვილმა რო ითამაშა მანდ ხო ეგაა აშენდა. როგორც კალათბურთელი მარკოიშვილი შენგელიასთან ვერ მივა მაგრამ შენგელიამ არ გაიბანძოს თავი !!!!! სპორტული კარიერის თვალსაზრისით შეიძლება ძალიან უკუსვლა ქონდეს აღარაფერს ვამბობ გულშემატკივრებზე რომელიც ყველა ერთად გამოთქვამს უკმაყოფილებას. ნაკრების ერთ თამაშზე მხოლოდ მაგიტომ გაივსება დარბაზი რომ ყველა ერთად ეტყვის შენგელიას იმას რასაც დაიმსახურებს !!!!!

• dinamo

რეალობას შევხედოთ თვალებში ქვეყანა კიარა ბოსელია დღეს საქართველო, უპრინციპო, ნახირად ქცეული ერი. ტერიტორიების მიმტაცებელი, ქვეყნის ამაოხრებელი ქვეყნისთვის კანონით მტერის სტატუსი ვერ მიგვინიჭებია და კულტურულად ოკუპანტს თუ ვუწოდებთ დაბალი ხმით, გვეშინია მათი ტურისტები არ დავკარგოთ თორემ ხომ ჩაგვივარდა ხინკალის და ხაჭაპურის ბიზნესი. როცა ერთ ჩვენ თანამემამულეს რომელიღაც ქართული სოფლიდან ეგრეთ წოდებული საზღვრის კვეთისთვის იტაცებენ და კარცერში აგდებენ ამ დროს მეორე ჩვენი თანამემამულე ამ მტერი ქვეყნის არმიის გუნდის ღირსებას იცავს, მესამე სცენაზე გადის და მთელი ხმით უმღერის და თან გვეუბნებიან რომ ის ორივე "სპორცმენიც" და "მომღერალიც" ისეთივე ქართველია როგორც კარცერში ჩაგდებული. არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში მტერი ქვეყნის გუნდში მოასპარეზე ფულს დახარბებულ არსებას ეროვნულ ნაკრებთან არ გააკარებდნენ. ყველამ ჩვენ როგორ უნდა გვაჯობოს როგორც ერმა როგორც ხალხმა, ნახეთ უკრაინაში ვინც რუსეთის გუნდში გადავა ნაკრების კარებს უხურავენ ავტომატურად ჩვენთან კიდე ერთს ავყაყანდებით კომენტარებით და ეგაა ჩვენი პროტესტი. თუ შენგელია მართლა გადავა მოსკოვის ცსკა-ში და ტყუილად თუარ გვაგინებია პორტალმა ეს კაცი მაშინ პირველი სიტყვა კალათბურთის ფედერაციამ უნდა თქვას თუ ღირსება გააჩნია თუარადა ვიყოთ ყველამ ამ ჭაობში

• ILIA

შადიმან ბარათაშვილების ქვეყანა რომ ვართ, იმიტომაა ასე "კარგად" ჩვენი საქმე.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს

"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი

"რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, კრიტიკა? საერთოდ არ მაღელვებს" - პიანიჩი

პიანიჩი მოსკოვის ცსკ-ში გადასვლასთანაა ახლოს - რუსულმა მედიამ ეს მწვავედ მიიღო და ბოსნიელს 2022 წელს ნათქვამი სიტყვები გაუხსენა

"ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან" - პიანიჩმა ცსკა-ში გადასვლის მიზეზი განმარტა

პიანიჩმა რუსეთის მიმართ შეხედულება შეიცვალა? - ბოსნიელი ამბობს, რომ ცსკ-ში გადასვლით ბედნიერია, მისმა მეგობარმა კი ტრანსფერის შესახებ განმარტება გააკეთა