ბრწყინვალედ მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირის არსებობის უმეტეს პერიოდში სპორტსმენების უცხოური ქვეყნის კლუბებში გადასვლა აკრძალული იყო. ტრანსფერების ინსტიტუტი სსრკ-ში მხოლოდ 1987 წელს დაუშვეს და მისი ორგანიზებისათვის მინისტრთა საბჭომ სახელმწიფო სპორტის კომიტეტის ფარგლებში შექმნა სოციალური გაერთიანება "სოვინტერსპორტი".

ორგანიზაციას უცხოეთში სპორტსმენების, მწვრთნელებისა და ექიმების გაგზავნაზე მონოპოლია ჰქონდა. პირველ რიგში, უცხოელ აგენტებს იწვევდნენ და არც ისე დიდ დროში 1200 კონტრაქტი გაფორმდა 40 სხვადასხვა ქვეყანაში.

იმ დროისთვის, ეს ზედმეტად მიმზიდველი ბიზნესი გახლდათ, რადგან სფეროში მილიონობით დოლარი ტრიალებდა, თავად ფეხბურთელები კი თეთრებს იღებდნენ. "სოვინტერსპორტის" საშუალებით უცხოეთში წასვლის შემდეგ მათ მხოლოდ ბინის საკითხს უგვარებდნენ და თავად სპორტსმენების თქმით, მათით უცხოეთში გაგზავნის შემდეგ აღარავინ ინტერესდებოდა.

თუმცა, უფრო საინტერესო ის გახლავთ, როგორ ნაწილდებოდა უცხოური კლუბისაგან მიღებული თანხები. ტრანსფერიდან 50% სახელმწიფო სპორტის კომიტეტს რჩებოდა, 41% - სპორტსმენის ყოფილ კლუბს, 5% - თავად სპორტსმენს და 4 - "სოვინტერსპორტს". ნათელი მაგალითი იყო საბჭოთა ნაკრების ფეხბურთელის, ვაგიზ ხიდიატულინის "ტულუზაში" ტრანსფერი, რომლის კონტრაქტის თანახმად, მოთამაშის ხელფასი 30 000 დოლარი იყო, თუმცა თავად ფეხბურთელი მხოლოდ 1000 დოლარს იღებდა, დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურებზე ნაწილდებოდა. როცა ფეხბურთელმა იკითხა, მხოლოდ 1000-ს მიტოვებთო? უპასუხეს, ელჩზე მაღალი ხელფასი არ უნდა გქონდესო...

პირველი და ყველაზე ხმაურიანი გარიგება, რომელიც "სოვინტერსპორტმა" გაჩარხა, ალეკსანდრ ზავაროვის "იუვენტუსში" ტრანსფერი იყო. მოსკოვში კლუბის პრეზიდენტი პიეტრო ჯულიანო და კონცერნ "ფიატის" ვიცე-პრეზიდენტი ალბერტო ტიაძოლდი ჩაფრინდნენ. ზავაროვი 5 000 000 დოლარად გაყიდეს. 2 000 000 კიევის "დინამოს" შეხვდა, 200 000 - "სოვინტერსპორტს", დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა. ამასთანავე, კიეველებმა "იუვენტუსისგან" ავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილიც მიიღეს.

აღსანიშნავია მაშინდელი განცხადება, რომლის თანახმადაც, ზავაროვი "სოვინტერსპორტის" მიერ განსაზღვრული ნორმებით მიიღებდა ხელფასს და ამ წესების მიხედვით, ფეხბურთელს მხოლოდ 725 დოლარის მიღება შეეძლო. საბჭოთა მოქალაქეს უცხოურ ბანკში ანგარიშის გახსნა ეკრძალებოდა. თუმცა, რეალურად ყველამ იცოდა, რომ ზავაროვი ხელფასის სახით 200 000 დოლარს იღებდა და მისი ყველა საკუთრება (ბინა, მანქანა და ა.შ.) კლუბის ბალანსზე იყო.

მომზადებულია sovsport-ის მიხედვით

როგორც საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებს შეეფერება, აღნიშნულ პროცესსაც მარაზმული ხასიათი ჰქონდა. თუმცა შემდეგ ფიფამ ლიცენზირების სისტემა შექმნა და პირველი პროფესიონალი, ოფიციალური საფეხბურთო აგენტებიც გამოჩნდნენ, თუმცა "სოვინტერსპორტი" სსრკ-ის დაშლის შემდეგაც განაგრძობდა მუშაობას...

Geoachi
რომა ბეჟანიძე ჩვეულებრივი პროვოკატორი ხარ!
tngh
კიდევ კარგი, რომ 1987 წლამდე სსრკ-ში ტრანსფერები არ იყო, თორემ ჩვენ 1981 წელს ევროპის თასს ვერ ავიღებდით. აფერუმ და ბრავო თბილისის "დინამოს". ლეგიონერების გარეშე ევროპის თასი აიღო...
roma bejanidze
ის საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირი კი არა უბრალოდ რუსეთის დაპყრობილი ქვეყნები იყო. მითხარით ქვეყანა რომელიც თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს? მაგალითად საქართველოში საბჭოთა ძალაუფლების გამყარებას 800 000 ქართველი შეეწირა 1921 წელს მათ შორის 300 000 სტუდენტი. ივანე ჯავახიშვილის მეთაურობით სტუდენტები წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ. გთხოვთ ნუ ახდენთ საბჭოთა პროპაგანდას რუსეთუმეები. ვისაც დამოუკიდებელი საქართველო არ მოწონს შეუძლია წავიდეს რუსეთში არავინ არ გამოგეტირებათ.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი თამაშის არ იყოს,ზავაროვმაც ავტოგოლით დაიწყო:))
გელა
პირველი ანატოლი ზინჩენკო იყო, ვენის რაპიდში რომ გადავიდა. კრანკლის გვერდით თამაშობდა.
გიორგი
დავწერე რას გადაეკიდეთ ამ საბჭოეთის რეკლამირებას მეთქი და საპასუხოდ დამცინავ კომენტარებს დებს ზოგიერთი მკითხველი, სსრკ-ს დროინდელი წიგნებიც დახიე მაშინო. ცინიკურად წერენ. ამ ცნობიერების ერი რომ ხართ იმიტომ ვერ იქნება საქართველო ვერასოდეს ევროპა და დარჩება რუსეთის უკანა ეზოდ.
ზურა
87-ზე უფრო ადრე ავსტრიაში თამაშობდა ფეხბურთელი, მგონი ბარანოვი იყო გვარად... სსრკ-დან იყო. ძალიან გამიკვირდა რომ გავიგე, არ მჯეროდა რომ საბჭოებმა სპორტსმენი გაუშვეს საზღვარგარეთ.
მინდია
ფეხბურთელები თეთრებს იღებდნენო

ისტორიის წიგნებიც დახიე, მეგობარო, სსრკ იქაცაა ნახსენები. ჰო, ძეგლებს იღებენ აშშ–ში, შეუერთდი.
დათო
საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირიო? :)))
გიორგი
ამ ბოლო თვეებში ამ საიტზე გახშირდა საბჭოთა პერიოდის ამბების გადმოცემა, იმდროინდელი ფეხბურთელების ისტორიები და ზოგადად მიდი აქტიური საბჭოური წარსულის თხრობა. არაფერს არ ვერჩი იმდროინდელ ფეხბუღთელებს, მითუმეტეს ჩვენებს, მაგრამ საბჭოურობა ძაან წამოწეულია. ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ ან სპეციალურად ცდილობთ საბჭოთა პერიოდისადმი ნოსტალგიის გაცოცხლებას, ან უბრალოდ წინდაუხედაობით მოგდით. რომელიც არ უნდა იყოს, ალბათ მეტი ყურადღება გმართებთ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, იმდროინდელ ამბებს არაფერს არ ვერჩი, იბრალოდ ნუ გვტენით საბჭოთა ისტორიის გაცოცხლების კონტექსტით.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა