უცნაურად განახლდა რუსეთის პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "სოჭი" და "როსტოვი" დაუპირისპირდნენ.

"როსტოვის" ფეხბურთელები მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსით ინფიცირებულები აღმოჩნდნენ. თუმცა გადაწყვეტილი იყო, რომ ეს მატჩი ნებისმიერ ფასად შემდგარიყო და არ გადადებულიყო. "როსტოვის" ადმინისტრაციას მოუწია 2001-04 წლების ფეხბურთელების პროფესიონალური კონტრაქტების გაფორმება და სპეციალურად ამ მატჩისთვის ძირითად გუნდში დაყენება.

გუნდში ყველაზე უფროსი 19 წლის, ყველაზე უმცროსი კი - 16 წლის იყო.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი სოწრედ "როსტოველებმა" გაიტანეს. რასაც 10 უპასუხო გოლი მოჰყვა "სოჭის" მხრიდან.

მატჩმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და გავლენიანი ჟურნალისტები ასეთ ცივსისხლიანი დამოკიდებულების გამო "სოჭის" ფეხბურთელებს აკრიტიკებენ.

"მათ ითამაშეს ბავშვების წინააღმდეგ, რომლებსაც 3 თვე ერთმანეთი არ უნახიათ, მატჩამდე ერთადერთი ვარჯიში ჩაატარეს, არ იყვნენ არც ფიზიკურად, არც ტაქტიკურად და არც მორალურად მზად. "სოჭის" ფეხბურთელებმა კი ისარგებლეს სიტუაციით და ბავშვები გაანადგურეს." - წერენ sports-ზე.

Ka
როგავაც ვნახე და ქართველია ქართველობს მეგრულად ეწერა რაღაც ქართული დამწერლობით და საქართველოს დროშები
Ka
ვისაც გაინტერესებთ ვინც ითMაშა თამაზ თოფურია ქართველია ინსტაზე ვნახე ქართველობს და არაა გარუსებული ან სხვ
დათო
უამრავი გარუსებული მეგრელი ცხოვრობს რუსეთში,თავს ქართველებად არ თვლიან და როგორ უნდა ვაიძულოთ ქართველობა,საქართველოშიც არიან ეგეთები
კახა ქ.
ისე ჩვენში დარჩეს და არ გკიდიათ 10:1მოუგებს თუ 20:2 სოჭი როსტოვს....ეს.. წ ქ
სოსო
"სოჭის"მფლობელმა,ბორის როტენბერგმა განაცხადა,ჩვენ ყველა მოთხოვნას ვასრულებდით,არაფერი დაგვირღვევია და თამაშის გადაებაზე რომ თანხმობა გვეთქვა,რა ვიცი,ერთი თვის შემდეგ,რა იქნებოდა და შემდეგ ჩემი ბიჭებისათვის,თვალებში როგორ შემეხედაო.ახლა ისაა საკითხავი,წესიერმა კაცმა,მთელ ქვეყანას როგორ უნდა შეხედოს თვალებში.თუმცა უნამუსო კაცისათვის,ეს პრობლემა არ არსებობს.აქ სხვა პრობლემაცაა,ფეხბურთელებს სისტემატურად ამოწმებენ და ვითომ იცავენ იზოლაციის წესებს.როგორ მოხდა,რომ 6 კაცი დაავადდა და მატჩის წინა დღესღა გახდა ცნობილი?ესე იგი მთელი კონტროლი,სიყალბე ყოფილა და ამაზე პასუხი,სწორედ კრასნოდარის ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს მოეთხოვებათ.გასული საუკუნის 70 წლებში,ტაშკენტის ფახთაქორის ფეხბურთელთა გუნდი,ავიაკატასტროფაში დაიღუპა.გადაწყდა,მთელი ქვეყანა დახმარებოდა გუნდს და სასწრაფოდ,მიახმარეს ფეხბურთელები სხვა კლუბებმა.მათ შორის საქართველომაც.მოხდა ისე,რომ ჩემპიონატში დაბრუნებულ,ახალ და რა თქმა უნდა შეუთამაშებელ გუნდს,პირველი თამაში,ჩვენს დინამოსთან მოუწია.სპორტი,სპორტია და როგორ უნდა მოქცეულიყო დინამო?წავაგეთ,დავთმეთ თამაში.მთელი სტადიონი ტიროდა და როგორ შეიძლებოდა იქ მოგებაზე თამაში?არადა,ძალიან დაძაბული ბრძოლა მიდიოდა მედლებისათვის.აი მომდევნო ტურში კი,ჩვენმა ერთმა კონკურენტმა,მოსკოვის სპარტაკმა,3-0 თუ 4-0 გაანადგურა ფახთაქორი და ჩვენთანაც უპირატესობა მოიპოვა.კარგი ბატონო და თუ თვალებში ვერ შეხედავდა თავის ბიჭებს,ის მაინც ხომ შეიძლებოდა,ასე არ დაებომბათ მეტოქის კარი?საუკეთესო ფეხბურთელად,როსტოვის 17 წლის მეკარე აღიარეს,რომელმაც პენალტიც მოიგერია და კიდევ 30 დარტყმა განხორციელდა მის კარში.იმედი მაქვს,ის პენალტი მაინც შეგნებულად გააფუჭა სოჭის ფეხბურთელმა.
Irakli
მოგების გამო არ გაუკრიტიკებიათ, ანგარიშის გამო გააკრიტიკეს, ეს რაგბი არაა და ერთი ქვეყნის გუნდები თამაშობდნენ.
Gela
ნოემბერში სოჭის 10 ფეხბურთელს ანგინა დაემართათ და თამაში გადაუდეს. ახლა როცა როსტოვია კარანტინში თავი გაიგიჟეს და არ გადაადებინეს ეს მატჩი. რა ქვია მაგათ საქციელს?
korben dallas
ლაშა გეთანხმები. მეტოქის შეურაცხყოფა სწორედ ისაა, ოფიციალურ თამაშში რომ ძალებს ზოგავ და ემაიმუნები. საქართველოს ჩემპიონატი რომ დაიწყო 90-იანებში, პირველ წლებში დინამოს უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა თავისი ქინქლაძე-არველაძეებით და ისეთი ანგარიშებით იგებდა, ტაბლოზე არ ეტეოდა გამტანთა გვარები ))) მაგრამ პატიოსნად თამაშობდნენ და რეზულტატი ძალთა ბალანსს ობიექტურად ასახავდა.
Lasha
ეს არის სპორტი და არა საბავშვო ბაღი. უმაღლეს ლიგაში არანაირი კომპრომისი არ შეიძლება! გამარჯვებულის კრიტიკა არ შეიძლება, არც ბავშვების. ყველაფერი წინ აქვთ. რაგბიში 88-0 რომ გადავურბინეთ ჰოლანდიას, ლანძღვა უნდა დაგვეწყო, მოყვარულებს თამაში რატომ შეაზიზღეთო?! ეს ხომ ამაზრზენია. ასეთ დონეზე ძალების დაზოგვა და "ნახევარი" ძალით თამაში ყველაზე დიდი იდიოტობაა, რაც შეიძლება სპორტსმენს მოსთხოვო.
სტატუს ქუო
სოჭიმ კი არა,სოჭმა.
მიხაელ
თოფურია თამაზი არკადის ძე 2002 წლიანი თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქე. უილიამ როგავა კახაბერის ძე 2003 წლიანი ნახევარმცველი რუსეთის მოქალაქე. დაბადების ადგილი და სხვა რამ არ არის მითითებული.
ვანო
მასე თბილისის დინამომ აღზევებისას ხაშურის ივერიას ამხანაგურ მატჩში მოუგო 10-1, პირველი ხაშურლებმა გაიტანეს,მეორე გუცაევმა, დანარჩენი ჩელებაძემ.მასაც კარგად მოუკითხეს ხაშურლებმა.....! ყიფიანი წარმოშობით სურამიდან იყო და მისი ხათრით არავისთვის არაფერი უკადრებიათ,პირიქით,ტაშით გააცილეს ყველა,ტუტუც ჩელეს კი ეგონა ტაშს მას უკრავდნენ,დანარჩენები ისედაც ინტელექტუალები იყვნენ-დათო,ვოვა,თენგიზი,რამაზი,ოთარი,საშა .......
Beqa
აქ მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ როსტოვის შემადგენლობაში იყო ორი ქართული გვარის ბიჭი თოფურია და როგავა.გარკვიეთ ვინ არიან.
ტოტო
რუსებისათვის დამახასიათებელია,თუ შეგაჯდნენ მერე გადაგივლიან,ველურები. ისე ამათ ერთი ხვედელიძე,რომ ჰყოლოდათ ...
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"საინტერესო წინადადება გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება" - ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა
"ყალბი გვერდებიდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სფფ-იდან იყვნენ" - ილია ვახანია რუსეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ
რუსეთში კორონავირუსი მძვინვარებს, ჩემპიონატს კი მაინც არ აჩერებენ
"ლოკომოტივმა" "როსტოვს" ერთი ტაიმი გაუძლო - კაშიამ ითამაშა [VIDEO]
საბა კვირკველია "როსტოვში" არ გადავა
"როსტოვის" მეკარემ 10 გოლი გაუშვა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს