საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სპორტი იმედზე" ეროვნული ლიგის განახლებასა და თამაშებზე მაყურებელთა დასწრების შესახებ ისაუბრა.

"18 ივნისს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც შეიცვალა ფორმატი და 4 წრის ნაცვლად 2 წრე გვექნება, შენარჩუნდება "პლეი-ოფის" სისტემა ლიგიდან გავარდნასთან დაკავშირებით.

ასევე, აღმასრულებელმა კომიტეტმა გენერალურ სამდივნოსა და საშეჯიბრო კომიტეტს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ ტურის დაწყებამდე 2 დღით ადრე შეიმუშავოს ტურის წარმართვის რეგულაცია (რაც, ცხადია, მაყურებელთა დაშვების საკითხსაც გულისხმობს).

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება იცვლება და ჩვენ კონკრეტულ კვირაში არსებული ვითარების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავუშვათ თუ არა მაყურებელი და მედია შეხვედრებზე.

დიდი ალბათობით, მესამე ტურის შეხვედრებისთვის გულშემატკივართა დასწრების ორგანიზება ვერ მოესწრება,"- განაცხადა მუჯირმა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ლიგა ხუთშაბათს, 25 ივნისს "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრით განახლდება.

mvx
ანგისას ბაზის ტრიბუნებზე, რომ ცალთვალახვეული კაცუნების ნახატები იყო დალაგებული, რას ნიშნავდა?
Vasili
ფედერაციას ძალიან მტკივნეული საკითხის გადაჭრა უწევს!!!! რა უყოს ამდენ მაყურებელს! რა ქნან? ესენიც ხომ ხალხნი არიან?! ძალიან გაუჭირდებათ ამ საკითხის გადაწყვეტა, ძალიან!!!
giorgi068
30 kacs daaswrebt rogorme albat. meti mainc ar dadids stadionze.
შოკირებული გულშემატკივარი
ეს თამაში ბევრ მაყურებელს მიიზიდავს
გოგი
ჩვენ გვყავს საუკეთესო ან ერთ ერთი საუკეთესი ფედერაცუა მსოფლიოში! ევროტურნირებიდან ადრეული გავარდნები, მაყურებლების სიმცირე- ეს არის წინასწარი განსჭრეტვა კორონოვირუსის. წლებით გავუსწარით სხვა ფედარაციებს! ზრუნვა მაყურებელზე და სხვა არაფერი!
Gogi
მყურებელი რომ არ დადიოდა სტადიონზე ევროტურნირებიდან გავარდნები რაც შეიძლება ადრე ეტაპებზე მანიშნებელია ჩვენი ფედერაციის გენიალობაზე!! განსჭვრიტეს და ამზადებნენ ხალხს კორონავირუსისთვის! მხოლოდ ადამიანებზე ზრუნვა და სხვა არაფერი!
დავით მუჯირი
ერთ რჩევას მოგცემთ ფედერაციას მაყურებლები აკრძალვის მიუხედავათ შეიძლება მაინც მოვიდნენ სტადიონზე და სპეცეაზმი დააყენეთ რა იცი რა ხდება
თემური
რა მაყურებლის დასწრება გვეღადავებით სად დადის მაყურებელი სტადიონზე?ვიზე ამბობთ ორას სამას ადამიანზე?მერე მაგათს ის რეკომენდაცია მიეცით რომ თითო სკამის გამოკლებით დაჯდნენ მე შენ გეტყვი ადგილი არ ეყოფათ.ჯერ ჩემპიონატი გააძლიერეთ იფიქრეთ რომ სადმე გავიდეს გუნდები ჯგუფურ ეტაპებზე სისტემატურად (ერთი ეტაპის გადალახვას არ ვგულისხმობ თუ ესე გააგრძელეთ იმასაც ვეღარ გადალახავენ)და მერე იფიქრეთ მაგაზე
vova
მე მარტო სამტრედიელი და ბათუმელი გულშემატკივრები მეცოდებიან დანარჩენი ისედაც არ დადის სტადიონზე და რა დასწრებაზეა საუბარი?
ზორბეგი
თქვენ ის მოიფიქრეთ როგორ შეიტყუოთ მაყურებელი სტადიონზე
beqnuma
აფსუსი არ არის ჩვენი ჩემპიონატი უმაყურებლოდ ინგრევა ხოლმე ტრიბუნები
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა