პარაგვაის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მსოფლიოში ცნობილმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა ერთმანეთს ფეხბურთის ორი არგენტინელი ლეგენდა - დიეგო მარადონა და ლიონელ მესი შეადარა.

"ზედმეტი საუბრის გარეშე - მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. მარადონამ იმის 1%-ის მოგებაც ვერ შეძლო, რაც მესიმ მოახერხა.

არგენტინელებმა ლეოს მადლობა უნდა უთხრან, ესპანეთის ნაკრებში თამაში რომ არ არჩია. სიამოვნებას მანიჭებს მისი თამაშისათვის თვალის მიდევნება", - განაცხადა ჩილავერტმა.

მარადონამ კარიერის მანძილზე 6 კლუბში ითამაშა: "არგენტინოს ხუნიორსში", "ბოკა ხუნიორსში", "ბარსელონაში", "ნაპოლიში", "სევილიასა" და "ნიუელზ ოლდ ბოისში". ეროვნულ გუნდში 91 შეხვედრა ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.

ლეო მესიმ კი კარიერაში 6 "ოქროს ბურთის" მოგება შეძლო. ეროვნულ ნაკრებში კი 70 გატანილი გოლით არგენტინის საუკეთესო ბომბარდირია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

maradona
ისე მალვინის კუნძული საერთოდ არ არსებობს,არის მალდივები რომელიც კუნძული სახელმწიფოა,რაც შეეხება ინგლის არგენტინი კონფლიკტს ის ფოკლენდის კუნძულების გამო მოხდა,ზოგადად კი მარადონა ნომერ პირველია მთელი არგენტინისათვის მესის მის გვერდითაც არ აყენებენ იქ
guruli
ისე რომ იცოდე მალდივი კუნძულებისგამო კი არ იყო ომი არამედ ფოკლენდი კუნძულების გამო.რაც შეეხება მარადონას ის მართლა ათი თავით აღემატება მესის
gio-s
ზუსტად ეგრეა,ჰერ გახდეს მესი მსოფლიო ჩემპიონი და მერე შეიძლება საუბარი,ისე მესის ტიტულებში მესის ლამაზ ცოლს დიდი წბლილი მიუძღვის ფეხების გაშლით ეს ძალიან ცნობილი ფაქტია
ფეხბურთის ფანი
მესი იტალიელი ემიგრანტის შთამომავალია. მართალია არგენტინაში ყველანი ემიგრანტების შთამომავლები არიან, მაგრამ ვისი წინაპარი როდის ჩავიდა იქ, ამას მაინც აქვს მნიშვნელობა. ესენი შედარებით გვიან ჩასულები არიან იტალიიდან და იტალიურ ფესვებთან , როგორც ვიცი, უფრო ძლიერი კავშირი აქვთ. ხოდა ან ისტორიულ სამშობლოს გუნდში უნდა ეტამაშა მესის, ან ესპანეთის გუნდში ანუ იმ ქვეყნის გუნდში, რომელმაც ყველაფერი მისცა. მსოფლიო ჩემპიონი ორივე შემთხვევაში გახდებოდა, როგორ იტალიის გუნდში, რომელიც ყოველთვის კარგად აწყობილია, და არგენტინის "ჯოგის"გან განსხვავებით გუნდს გავს, ისევე ცხადია ესპანეთშიც, რომელიც მესისთან ერთად ერთზე მეტ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებდა. მაგრამ სისულელე გააკეთა და ამისთვის ისჯება.

აუ, რამდენი პათეთიკაა... სინამდვილეში ინგლისის ნაკრების დამარცხება საფეხბურთო კუთხით დიდი ვერაფერი გმირობაა, ვის აღარა ყავს დამარცხებული. თან კიდევ ხელბურთს რომ იკადრებ და მერე რიჟა ბაზარს გაუშვებ "ღმერთის ხელის" შესახებ. ხოდა კიდევ ის მეორე ულამაზესი გოლი, თვითონ მარადონამ თქვა სხვა გუნდტან არ გამომივიდოდაო, ელემენტარულად წამაქცევდნენ, ინგლისელებმა კი არ იკადრესო. მართლაც არც კი უცდიათ ფეხებში ჩარტყმა. ამან კი ხელბურთი იკადრა. მოკლედ ინგლისელებს და მაგათ ღირსებაზე განსხვავებული წარმოდგენა აქვთ.
ფეხბურთის ფანი
მესი იტალიელი ემიგრანტის შთამომავალია. მართალია არგენტინაში ყველანი ემიგრანტების შთამომავლები არიან, მაგრამ ვისი წინაპარი როდის ჩავიდა იქ, ამას მაინც აქვს მნიშვნელობა. ესენი შედარებით გვიან ჩასულები არიან იტალიიდან და იტალიურ ფესვებთან , როგორც ვიცი, უფრო ძლიერი კავშირი აქვთ. ხოდა ან ისტორიულ სამშობლოს გუნდში უნდა ეტამაშა მესის, ან ესპანეთის გუნდში ანუ იმ ქვეყნის გუნდში, რომელმაც ყველაფერი მისცა. მსოფლიო ჩემპიონი ორივე შემთხვევაში გახდებოდა, როგორ იტალიის გუნდში, რომელიც ყოველთვის კარგად აწყობილია, და არგენტინის "ჯოგის"გან განსხვავებით გუნდს გავს, ისევე ცხადია ესპანეთშიც, რომელიც მესისთან ერთად ერთზე მეტ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებდა. მაგრამ სისულელე გააკეთა და ამისთვის ისჯება.
გიოს მესის ფანისგან
კი ვხედავთ, 6-ი ოქროს ბურთებს და ამდენივე ოქროს ბუცებს! ბოლო ხანს მოპოვებული სხვა რეგალიებიც ჩამოგითვალოთ?
gio
მარდონამ მარტო მოიგო მსოფლიო და ფინალში ითამაშა, მესიმ რასაც მიაღწია ინესტას და ხავის დამსახურებაა თორემ დღეს რასაც აკეტებს კი ვხედავთ
megrels koka
მესი უჯიგრო, რომ იყოს დიდი ხანი იქნებოდა ესპანეთის ნაკრებში და კარგსაც იზამდა! რაც შეეხება თვითონ არგენტინის მოსახლეობას, აი მართლა ვინ არიან უჯიგროები, მექრთამეები, მაფიოზები დიეგოს მეთაურობით! საერთოდ მესიმ "მიქარა" (კაი გაგებით) ამ უჯიგრო ქვეყნის ნაკრებში, რომ თამაშობს, მესის, რომ ადამიანი არ დააფასებს რომელ ჯიგრობაზე მელაპარაკებით. ნაკრების ფეხბურთელებს და მის მომსახურე პერსონალებს კარგა ხანი მესი, რომ აფინანსებს ეგ კარგია არა? (მოსცლია რა მესის) მაინტერესებს მაფიოზა მარადონა რატომ არ აფინანსებს?
Megreli
არგენტინაში მესის მეტსახელად ეძახიან Pechofrios, უჯიგროს, ხოლო დიეგომ რაც არგენტინისთვის გააკეთა ეს არის შეუფასებელი, მხოლოდ ინგლისის ნაკრებში გატანილი 2 გოლი რად ღირს, მაგ თამაშს რა ისტორიული ფაქტორები უძღოდა წინ ალბათ იცით, მალვინის კუნძულების ომის დროს ბრიტანეთის ფლოტმა სასტიკად გაანადგურა არგენტინის გამოუცდელი ჯარი, ახალგაზრდა ბიჭები ჩაახოცინა არგენტინის მაშინდელმა დიქტატურულმა რეჟიმმა, და ამის მერე გადის 2 წელი და არგენტინა ეჯახება ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ამ დამარცხებული და თავმოყვარეობა შელახულ ერს დარჩა ერთადერთი იმედი შურისძიების, ისიც საფეხბურთო მოედანზე, და გამოდის დიეგო არმანდო მარადონა და ახდენს სასწაულს. ეს იყო არგენტინის ისტორიაში უდიდესი დღე, უდიდესი ზეიმი, ეს იყო დღე როდესავ ადამიანმა მთელ ერს დაუბრუნა სიამაყის გრძნობა. ასე რომ მარადონას ნუ შეადრით ნურავის, ეს არგენტინელებისგან ვიცი.
რუსლანი
ორივე თავისი ეპოქის საუკეთესო ფეხბურთელია,კამათი თუ ვინ არის მათ შორის საუკეთესო გაგრძელდება ყოველთვის.გავა 5 წელი არ ითამაშებს მესი,რონალდუ და მაშინ ვისზე ვიტყვით მსოლიოს საუკეთესოაო?
Musenbezi
2014’ფინალამდე მესიმ როგორ გაიყვანა? მეოთხედფინალში დამატებით დროში დი მარიამ შეაგდო თუ არ მეშლება, ჰოლანდიასთან კიდე პენლებში 0-0, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობა ხომ დაცინვა იყო ფეხბურთის, მაგრამ ბლატერის ფიფასინრანუნდა გაგიკვირდეს!!!

მარტომ არა ტოლმა... ფინალური თამაში ნახეთ გერმანიასთან, არგენტინამ მთელმა გუნდმა ითამაშა ბრწყინვალედ. განსაკუთრებით ვალდანომ, ბურუჩაგამ და დაცვაში ბრაუნმა, რომელიც სანამ მოედანზე იყო, გერმანია არ გაახარა არგენტინის საჯარიმოში და გოლიც გაიტანა მცველმა. არავინ უარყოფს მარადონა იყო ლიდერი, მაგრამ მარტომ მოიგოო და განსაკუთრებით ფინალური თამაშიო, სრული სისულელეა. მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში მარტომ გაიყვანაო ეგ კიდევ მეტი სისულელეა, ერთი გოლი არ გაუტანია. საგოლე პასს არავინ უკარგავს კანიჯაზე. იქაც მაგარი შეთამაშებული გუნდი იყო არგენტინა. თორემ ორჯერ კოპა ამერიკაზე, სადაც ისეთი აწყობილი ვეღარ იყო გუნდი, ფინალამდე ვერც მიაღწიეს და მესამე ადგილიც ვერ აიღეს.
სოსო
მიშა მესხიც მარცხენა გარემარბი იყო.
hhh
მართალი ხარ ძმაო ამდენი ხისთავიანი მწვრთნელის ხელში რასაც მიაღწია ისიც გასაკვირია 2010-ში კამბიასო და ძანეტი, რომ ყოლოდა ნაკრებში და 2014-ში კარლოს ტევესი ახლა ორგზის მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა.
hhh
მართალი ხარ ძმაო ამდენი ხისთავიანი მწვრთნელის ხელში რასაც მიაღწია ისიც გასაკვირია 2010-ში კამბიასო და ძანეტი, რომ ყოლოდა ნაკრებში და 2014-ში კარლოს ტევესი ახლა ორგზის მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა.
კობა
მარტო არა ის არ გინდა? გუნდი ეხმარებოდა და თანაც ხელითაც კარგად "თამაშობდა" ეგ სირიკოზა.
ვაი ვითომ პატრიოტს.
საერთოდ გესმის რეებს ბჟუტურებ? აზრის ჩამოყალიბებას როცა კარგად გვარიანად ისწავლი, მერე შემოფრუტუნდი საიტზე. კაცი ვერ გაიგებს რას ბოდავ.
simarTle
მაპატიეთ, მაგრამ ვიღაცას ხომარ ავიწყდება რომ მესის დასმახურებით გავიდა არგენტინა ფინალში? ვაფშე მსოფლიოზე რომ მოხვდა არაა მესის დამსახურება? უკვე მეორე მსოფლიო ჩმპიონატია მესისი გაყავს არგენტინა მხოლოდ ჩემპიონატზე რომ მონაწილეობა მიიღოს იმის იქეთ რომ არაფერი ვთქვათ. და ისე რა მინდა ვთქვა, ბევრად ძლიერი ნაკრები ყავდა მაშინ მარადონას ვიდრე დღეს მესის. მეტი რა უნდა გაკეთოს ფეხბურთელმა როცა კაცი გყავს ისეთი რომ იმის გადამკიდე ფეხბურთს თამაშობ 11-8_ზე და მაინც ვერ იგებ? მთელი გუნდა მესის ატენის ბურთს აჰა მიდი მოიგეო და დანარჩენებს ტრაკის განძრევა არ უნდათ. ამაზე რატომ არაფერს ამბობთ? ნებისმიერ არეგენტისნის თამაში აიღეთ როცა მარადონა ყავდათ და შეადარეთ ნაკრების რას აკეთებდა? მთელი ნაკრები თავს იკლავდა როგორმე მარადონაზე მოედუნებიAტ ყურადღება. აქ პირიქითაა. რაც უნდა იყოს, მესი მოედანზეა ესეიგი ღებულობ სიამოვნებას. რომც წააგოს მაინც სიამოვნებას ღებულობ. კაცი მოედანზე სპექტაკლს დგავს და მეტი რა უნდა გინდოდეს? პელეს 608 გოლი გაქონდა ბრაზილიის უფარჩაკეს ჩემპიონატში და იმას სპექტაკლი ერქვა? პელე ხო მარადონამდე ვერასოდეს მივა. და მესიმ შეიძლება გოლი ვერ გაიტანოს მარა მინიმუმ 2-3 მომენტს ისეთს შექმნის რომ მთელ თამაშ რომ უდრის
"პატრიოტი"
მთავარი შემფასებელი არგენტინელი გულშემატკივარია.იქ კი 5-1 დიეგო უგებს.იმიტომ რომ იგი ალალად თამაშობდა ხოლო მესი სულ შანტაჟისტობდა და წასვლით იმუქრებოდა.ახლაც ბარსადან წასვლით იმუქრება.დიდი სიყვარულით ხელფასზე 10 მილიონს კიდევ წაამატებინებს.თან შტერებს ათქმევინებს ბარსას ერთგულიაო.
გრიგოლ1408
ვისაც მარადონას თამაში არ გაქვთ ნანახი,ნუ გამოიდებთ თავს და ნუ დაიწყებთ მტკიცებას მესი ჯობიაო. ნახეთ ინტერნეტში, მარტო იგებდა მარადონა თამაშებს.
100%
აველანჟის პრეზიდენტობის ბოლო წელი იყო და ბრაზილია უნდოდა, ასე მგონია მე. კანიჯა არა, სხვა იქნებოდა.
100%
მქონდა ბედნიერება მენახა, დიეგოს ფეხბურთი. მაქვს ბედნიერება ვუყურო ლეოს. რაღაცით გვანან ერთმანეთს. ხოსე ლუისიც მინახია საქმეში, მაგრამ ცოტა დაბოღმილი მეჩვენება დიეგოზე. ისე დავწერე, თითქოს ჩემი უბნის ბიჭებზე ვამბობდე)))
რაულ გონსალეს ბლანკო
ლეო ძაან მაგარია, მაგრამ მაგ ქინძისთავ ჩილავერტ შევახსენებ, რომ ის 1% მსოფლიო ჩემპიონობაა 1986-ში და 1990-ში ლამის მარტომ გაიყვანა არგენტინა ფინალში და რომ არა კანიჯას დისკვალიფიკაცია, მოიგებდა კიდეც. და კიდევ, 1996 წლამდე არა ევროპელებს ოქროს ბურთს არ აძლევდნენ. ასეთი უაზრო შედარებები არაფრის მომცემია. პირადად მე ვოვა გუცაევის მსგავსი მარცხენა გარემარბი არ მინახავს და შემიდარეთ ვინმეს თქვენ თუ სხვას ფიქრობთ.
სოსო
რატომ არ შეუძლია ამ ხალხს,რომ უყუროს ფეხბურთის დიდოსტატების თამაშს და ერთმანეთს კი არ დაუპირისპიროს,არამედ სიამოვნება მიიღოს?არც ძველი და ახლანდელი გოლეადორების შედარებაა კორექტული,რადგან ადრე,თამაშგარეს წესი,გაცილებით უფრო მკაცრი და ხისტი იყო.მოედნის კუთხეში,შემტევის დამტვრეული ფეხბურთელი რომ წოლილიყო და აქეთ შეტევითი პასი მიეცათ დაცვის ზურგს უკან,უკვე თამაშგარე იყო.თამაშგარეს წესში ცვლილებებმა,გაცილებით შედეგიანი გახადა ფეხბურთი.უხეშობაც ახლა გაცილებით უფრო მკაცრად ისჯება,თუმცა თვითონ თამაში,ახლა გაცილებით უფრო კონტაქტური და სწრაფია,შესაბამისად ტრავმიანობა,არ შემცირებულა.პირიქითაც კი.თუმცა სპორტული მედიცინა,ახლა შეუდარებლად მაღალ დონეზეა.ადრე კი,მენისკის ტკივილი,თითქმის განაჩენი იყო ფეხბურთელისათვის,დაწყვეტილ ჯვარედინ და აქილევსის მყესებზე აღარას ვიტყვი.
ზურა
რაც მესის ფანი გავხდი, იმ დღიდან დღემდე მაოცებს მისი შემართება და ფეხბურთისადმი სიყვარული. ერთ რამეზე მწყდება ძალიან გული, რომ ბარსას ყავს მისთვის შეუფერებელი მწვრთნელი, არ არის ეს კაცი ბარსას სტილი და რატომ დანიშნეს დღემდე ვერ გამიგია... ერთი მაღალი დონის კარგი მაგარი მწვრთნელი რა გაუხდა ბარსას? ჯერ ეს ვალვერდე,ეხლა ეს კიკე. მესის ამეებმა რა უნდა ასწავლონ? აქეთ ჩაუტარებს ნებისმიერს მასტერ კლასს!
ჩემი აზრით
მესის რომ უმაღლესი ტეხნიკა აქვს ორი აზრი არ არსებობს,მაგრამ აქვს დიდი ნაკლი.ფაქტია რომ გადამწყვეტ თამაშებს ვერ თამაშობს.სწორედ ამაშია მარადონას უპირატესობა რომელიც ასეთ თამაშებში ლომი ხდებოდა.
ავთო
როცა ლალიგის ჩემპიონობა, ერთში ერთში მიდის, აქ უკვე აშკარაა მსაჯების სიმპატია ვის მხარეზე მიდის...
გოგა
100%-ით გიერთდები. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მესის თამაში, რომ საფეხბურთო ზეიმია, რათ უნდა ამას ბევრი ლაი ლაი და ჭიჭინი. ყველა საღად მოაზროვნე ასე იტყვის, როგორც ეს ურუგვაელი მეკარე აღნიშნავს, ყოჩაღ ძმაო!
მირზა
ნიკო ვითომ სულელური შედარებაა?! რაღაც არა მგონია!
1
ბოდიში და სულ ცალ ფეხზე მკიდია ვინ რა მოიგო. მესის თამაშის ყურებით,რომ სიამოვნებას ვიღებ, ყველაფრად ღირს.ფეხბურთის სიყვარული ჩინ-მედლებით არ იზომება ჩემთვის.
ნიკო
სულ სხვა დრო იყო და სულ ხვა კონკურენციი პირობებში თამაშობდა მარადონა, იმ დროს არ იყო ასეთი გამორჩეული მდიდარი გუნდები რომლის დომინაციასაც დღევანდელ დროში არაფერი არ ემუქრება წლიდან წლამდე, მარადონამ 2 უეფას თასი მოიგო გადახედეთ რაგუნდები თამაშობდნენ მაშინ უეფას თასზე უძლიერესი ტურნირი იყო, იტალიის ჩამპიონატი უძლიერეი ტურნირი იყო, იმ წლებში ამდენი გოლი თითქმი არავის არ გაქონდა, მილანი ისე გახდა ჩემპიონი 36 გოლი გაიტანა თუ არ ვცდები, ესპანეთის ნაკრები მესის გარეშეც ხდებოდა ჩემპიონი ასე რომ სრულიად სულელური შედარებაა.
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა