მადრიდის "რეალმა" მილანის "ინტერს" ბრაზილიელი მცველის, მაიკონის ნახევარმცველ კაკაში გაცვლა შესთავაზა
მადრიდის "რეალმა" მილანის "ინტერს" ბრაზილიელი მცველის, მაიკონის ნახევარმცველ კაკაში გაცვლა შესთავაზა. "რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს მაიკონის ხელში ჩაგდება სურს, რათა დაცვის მარცხენა ფლანგზე გამოიყენოს, სერხიო რამოსი კი დაცვის ცენტრში გადაიყვანოს.

მოურინიო მოთამაშეების შესაძლო გაცვლის შესახებ "ინტერის" მთავარ მწვრთნელ ლეონარდოს უკვე დაუკავშირდა. როგორი რეაქცია ჰქონდა ლეონარდოს ამ წინადადებაზე, არ არის ცნობილი. "რეალს" კაკას გადასვლის სანაცვლოდ მაიკონის გარდა, "ინტერისგან" ფულადი კომპენსაციის მიღებაც სურს.

ავტორიტეტული საიტი transfermarkt.de კაკას და მაიკონს თანაბრად აფასებს. საიტის მონაცემებით, ორივე მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ესპანეთის ჩემპიონატის 2010/11 წლის სეზონში კაკამ "რეალში" 14 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი ნახევარმცველმა ტრავმის გამო გამოტოვა. მაიკონმა იტალიის ჩემპიონატის 2010/11 წლის სეზონში ერთი გოლი გაიტანა.

"რეალი" მაიკონის ყიდვას ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში აპირებდა. მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. გარიგება ფინალურ სტადიაში იმყოფებოდა, თუმცა "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შეაჩერა. მან განაცხადა, რომ 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა