ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მშვილდოსნები ანთალიაში იასპარეზებენ

მშვილდოსნები ანთალიაში იასპარეზებენ

ხვალ, 7 ივნისს ანთალიაში მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის რიგით მეორე ტურნირი იწყება, რომელშიც 5 ქართველი მიიღებს მონაწილეობას
ხვალ, 7 ივნისს ანთალიაში მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის რიგით მეორე ტურნირი იწყება, რომელშიც 5 ქართველი მიიღებს მონაწილეობას: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე, ლანა ვერულიძე და ტარიელ ქადიძე.

როგორც ვხედავთ, ნაკრების კორეელმა თავკაცმა ან-იონ სეუნმა ვაჟთა შეჯიბრებაში მხოლოდ ერთი მონაწილე წაიყვანა - ქადიძე ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი კი არის, მაგრამ კორეელის რჩეულთა შორის პირველად მოხვდა. სეუნი ანთალიაში ახალგაზრდა თეონა კუტალაძის წაყვანასაც ფიქრობდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ჭაბუკთა ასაკშია და უფროსთათვის განკუთვნილ გრძელ დისტანციებზე უჭირს. ამიტომ მწვრთნელმა მის ნაცვლად არჩევანი ვერულიძეზე შეაჩერა, რომელიც, ქადიძის მსგავსად, მის სიმპათიებს იმსახურებს. ვერულიძეც ნარიმანიძე-დიასამიძის თაობის მშვილდოსანია ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში რომ გამოვიდა ასპარეზზე.

ანთალიაში ხვალ საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება და გაირკვევიან პლეი ოფის მონაწილენი გუნდურშიც და პირადშიც. 8-9 ივნისი თავად პლეი ოფებს დაეთმობა პირადში, გუნდურში კი მსგავსი შეჯიბრება 10-ში ჩატარდება, ოღონდ ორივე შემთხვევაში გამოვლინდებიან ფინალური შეხვედრების მონაწილენი. ფინალები პირად პირველობაში 11-ში გაიმართება, გუნდურში - 12-ში და ამით ტურნირიც დამთავრდება.

ამასობაში კორეელმა მწვრთნელმა ივლისში ტურინში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებითაც მიიღო საკადრო გადაწყვეტილებები, რაშიც ფედერაციის აღმასკომიც დაეთანხმა. მისი გადაწყვეტილებით, იტალიაში მხოლოდ ქალთა ნაკრები იასპარეზებს, ვაჟთა შედეგები კი ჯერჯერობით არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. მწვრთნელმა ტურინში წამსვლელი ქალთა სამეულიც დაასახელა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა საბოლოო და არაა გამორიცხული, რამე კორექტივი კიდევ შეიტანოს (ოღონდ ეს ნაკლებად მოსალოდნელია), ჯერჯერობით კი კანდიდატი კვლავაც ძველი სამეულია - ნარიმანიძე, ესებუა, დიასამიძე. კორეელმაც და ფედერაციამაც ზემოაღნიშნულ გამგეობაზე ერთი საყურადღებო და ფრიად კომპრომისული გადაწყვეტილებაც მიიღეს - ტურინში სეუნს ნაკრების ძველი თავკაცი თამაზ ფუტკარაძეც დაეხმარება. დაგვეთანხმებით, უცხოეკლის მხრიდან ფრიად გონივრული გადაწყვეტილებაა, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ვერ შეხვდებით.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, ოღონდ, ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად მთავარია არა პირადი, არამედ გუნდური პირველობა. გუნდურში საუკეთესო 8 გუნდის უკლებლივ ყველა - სამივე წევრი მიიღებს საგზურს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთს, როგორც მასპინძელს, ლიცენზია ავტომატურად ეძლევა და საქმე ცოტა აირევა, მსოფლიოზე ამ ოქტეტში ისინიც თუ მოხვდებიან (რაც სავსებით რეალურია). მაშინ IX-XVI ადგილებზე გასული გუნდები დამატებით იასპარეზებენ, მათ შორის გამარჯვებული კი ასევე შეუერთდება ლიცენზირებულებს. პირად პირველობაში სამივე მონაწილის მიერ ნაჩვენები ქულები იკრიბება და ასე ჯამდება გუნდურის შედეგები. პლეი ოფში 16 ნაკრები გადის და საგზურების მოსაპოვებლად საჭიროა, ერთი წრე მაინც გაიარონ. იმედია, ასეც მოხდება.

დასასრულს, კიდევ ერთი სიახლე - მაისისი ბოლოს მშვილდოსნობის საერთაშორისო და ევროპულმა ფედერაციებმა ახალი რეიტინგები გამოაქვეყნეს, სადაც თვალსაჩინოა ჩვენი ქალთა ნაკრების წარმატება - საერთაშორისო მეექვსე ადგილზე არიან, ევროპულში - მეორეზე. საერთაშორისოში ჩვენები სამხრეთ კორეას, ჩინეთს, რუსეთს, ინდოეთს და იაპონიას ჩამორჩებიან. ამ ხუთეულში ევროპიდან მხოლოდ რუსეთია და სავსებით ლოგიკურია ევროპული ფედერაციის რეიტინგში დაფიქსირებული შედეგები - ლიდერი რუსეთია, ჩვენები კი მეორეზე არიან. პირად პირველობაში ჩვენგან საუკეთესო რეიტინგი ესებუას აქვს - მსოფლიოში 32-ეა, ევროპაში - 27-ე.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...