დასანანი მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ფაზის ჯგუფურ ეტაპზე, ბოლოსწინა ტურში აუტსაიდერ “სარაგოსას” შეხვდა და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურს ხელშესახებად უახლოვდებოდა. ბოლო პერიოდამდე კანარელები ლიდერობდნენ კიდეც, თუმცა, საბოლოოდ, დასანანი მარცხი (76:85) განიცადეს, რაც, შესაძლოა, ჯგუფში ჩარჩენად დაუჯდეთ.

"გრან კანარიას" 4 მატჩიდან 2 მოგება და 2 მარცხი აქვს და 26 ივნისს, ბოლო ტურში მასპინძელ "ვალენსიას" ხვდება.

ბექა "გრან კანარიას" სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 21:47 წუთში 14 ქულა მოუტანა გუნდს და "გრან კანარიაში" მხოლოდ ოკოიეს (17 ქულა) ჩამორჩა. ბექას ანგარიშზე 2 სამქულიანია, მან 4 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მიითვალა.

ბურჯანაძის გუნდის მარცხით ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქისა და ჩვენი ნაკრების წევრ თად მაკფადენის “ბურგოსი”, რომელსაც 2 მოგების წილ 1 მარცხი აქვს და დღეს ღამით მასპინძელ "ვალენსიას" ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი სულ სხვა ფორმატით განახლდა. 6-6 გუნდი ვალენსიაში შეიკრიბა და ორ ჯგუფად თამაშობს. ჩემპიონობისთვის ბრძოლას 2-2 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს.

A ჯგუფში უკვე გადაწყდა, რომ შემდეგ ეტაპზე "ბარსელონა" და თორნიკე შენგელიას "ბასკონია" გავლენ. ასე რომ, "ხუვენტუდთან" მატჩში (25 ივნისი) შესაძლოა, მან მცირე ტრავმის გამო დაისვენოს კიდეც. გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფე" უკვე გამოეთიშა ბრძოლას. 25 ივნისს "ტენერიფე" "ბარსელონას" ხვდება.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში