28 წლის კალათბურთელმა MVP-ის ჯილდო ჯერ "ავიამშენში" დაიმსახურა, შემდეგ - "ენერჯიში" (ორჯერ), წელს - "არმიაში"
ჩვენი გაზეთი სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენ გამოკითხვას 2003 წლიდან ატარებს. დღემდე მხოლოდ ერთ კალათბურთელს ერგო ერთზე მეტჯერ საუკეთესოდ აღიარების პატივი - კოტე ტუღუშს, რომელმაც MVP-ის ჯილდო ჯერ "ავიამშენში" თამაშით დაიმსახურა, შემდეგ - "ენერჯიში" (ორჯერ), წლეულს - "არმიაში".

28 წლის კოტემ პლეი ოფებიც სტაბილურად ჩაატარა და რეგულარული ეტაპიც, ორჯერ შეასრულა სამმაგი დუბლი.

- ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად მეოთხედ დამასახელეს. დღევანდელი აღიარება გაცილებით ღირებულია, ვიდრე წინა სამი.

- რატომ?

- ამას ობიექტური მიზეზი აქვს: წინა წლებთან შედარებით 2010-11 წლების სეზონში სუპერლიგაში ლეგიონერებმაც იმატა, დაძაბულობამაც და დიდი იყო კონკურენცია. სერიოზული ჩემპიონატი გვქონდა. შეჯიბრების დაწყებიდან ბოლომდე ტონუსში ვიყავი, მოდუნების უფლება არავის ჰქონდა, რადგან ყოველ ტურში მნიშვნელოვანი მატჩი გველოდა. წინა წლებში კი სერიოზული მატჩები იშვიათად გვქონდა, ამიტომ, "ენერჯის" მწვრთნელი სათანადოდ არ მტვირთავდა. ეს პრეტენზია არ გეგონოთ, უბრალოდ, ზოგი ისეთი მატჩი იყო, როცა მეტოქეებს "ენერჯის" ახალგაზრდებიც უმკლავდებოდნენ და თან გამოცდილებას იღებდნენ. შესაბამისად წინა წლებში პლეი ოფებს ოპტიმალურ ფომაში ვერ ვხვდებოდი.

- წლეულს საუკეთესოთა შორის ვის დაასახელებდი?

- ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება, რადგან 4-5 სერიოზული გუნდი იყო. თითოეულში 3-4 წამყვანი კალათბურთელი გახლდათ, რომლებიც MVP-ად აღიარების ღირსეული კანდიდატები გახლდნენ.

- "არმიამ" ჩემპიონის ტიტული სადებიუტო სეზონში მოიპოვა.

- ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს გულშემატკივარს დიდი სიამოვნება მივანიჭეთ. სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში სულ სხვა გრძნობაა, კონცენტრაციაც მატულობს და ხარისხიც... ამიტომაც მიმაჩნია წლევანდელი გამარჯვება ყველაზე გემრიელად. ასეთ ჩემპიონატში მხოლოდ 4 მატჩი წავაგეთ და ღირსეულად გავხდით ჩემპიონები.

- მაინც რის ხარჯზე მიაღწია "არმიამ მწვერვალს?

- კონცენტრაციისა და გუნდურობის ხარჯზე. არ ვიცი, სხვა გუნდებში რა სიტუაცია იყო, მაგრამ ჩვენთან ერთსულოვნება სუფევდა, ყველა ერთი მიზნისთვის ვიყავით გაერთიანებულები. რეგულარული ეტაპის შემდეგ წვერის მოშვება ერთი აზრის გამოხატულება იყო...

- 2011-12 წლების სეზონში "არმია" ევროჩელენჯზე იასპარეზებს.

- გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადი უკვე შეიტანა. ჩემი აზრით, ეს ქართული კალათბურთის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ევროჩელენჯზე ერთხელ ვითამაშე. ამ შეჯიბრებისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. ასევე უნდა გავითვალისწინოთ აქამდე დაშვებული შეცდომები - ზოგჯერ ლეგიონერები ევროტურნირების დაწყებამდე 3-4 დღით ადრე ჩამოჰყავდათ. ამ მოკლე დროში წარმოუდგენელია უცხოელი გუნდს მოერგოს და სარგებელი მოუტანოს. "არმიაში" სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, ევროჩელენჯის მოგების პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს და საქართველოს სახელი ღირსეულად წარმოაჩინოს.

- ყოველი სეზონის წინ ერთი და იგივე კითხვა ისმოდა: სად გააგრძელებ კარიერას? აქამდე ხომ სუპერლიგის მოთამაშეთა უმეტესობას ერთწლიანი ხელშეკრულებები ჰქონდა.

- "არმიადან" წასვლის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. გუნდთან ერთად ბევრი ვიშრომე და ძალიან მინდა გაისადაც დავეხმარო. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო, როცა 4-5 ათასი ქომაგი ჩემს გვარს ერთხმად სკანდირებდა. მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ირანში თამაშისას მქონდა...

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის