მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის "მონპელიემ" თავის ისტორიაში პირველად ითამაშა ფინალში
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დასრულდა. ქართველ მორაგებთა გუნდმა, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის "მონპელიემ" თავის ისტორიაში პირველად ითამაშა ფინალში. მონპელიელებმა თავდადებით ითამაშეს, ყველაფერი გაიღეს, ტიტულოვანი და მაღალი დონის ვარსკვლავებით დხუნძლულ "ტულუზს" 71-ე წუთამდე უგებდნენ კიდეც. თუმცა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მატჩი 80 წუთს გრძელდება.

საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ფინალი დამსახურებულად მოიგო. ტულუზელები, მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ, მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას. ბურთს ძირითადად სწორედ ისინი აკონტროლებდნენ და რომ არა მათი მგეზავის, დავიდ სკრელას უზუსტო საჯარიმოები მეტოქეს, ალბათ, ბევრად ადრე გატეხდნენ.

პირველი ტაიმი "მონპელიემ" 7:3 მოიგო. შესვენების შემდეგ პირველივე წუთზე ანგარიშში კიდევ სამი ქულით დაწინაურდნენ 10:3 და თამაშის ბოლომდე მონაგარის გაზრდა ვეღარ შეძლეს. ტულუზელებმა კი ოთხი საჯარიმოს გატანა მაინც მოიახერხეს და ჩემპიონობაც იზეიმეს.

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჟღენტი 72-ე წუთზე შეცვალეს, შველიძე და ჩხაიძე განაცხადში არ იყვნენ.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა