"მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის" დასკვნით ეტაპზე თბილისს IRB-ს განვითარებისა და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი ეწვია
თბილისში ახლახან დასრულებულ "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. ცხადია, ჩვენი გუნდი გაცილებით მეტს უმიზნებდა. შინაურ კედლებში პირველობა არავისთვის უნდა დაეთმო და მომავალ წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიოს საგზური უნდა მოეპოვებინა. ამჯერად არ გამოვიდა. ამის მიზეზებზე ცალკე.

ტურნირზე მრავლად იყვნენ რაგბის საერთაშორისო საბჭოს ჩინოსნები. დასკვნით ეტაპზე კი თბილისში IRB-ს განვითარებისა და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი გვეწვია, რომელიც რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს შეხვდა და ტურნირის თაობაზე ისაუბრა.

მარკ იგანი ფინალის წინა დღეს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელებთან, რაგბის კავშირის და ინგლისის ერთ-ერთი სარაგბო აკადემიის ხელმძღვანელებთან ერთად რაგბის პაბს ეწვივნენ, სადაც თვალი მიადევნეს საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალს, რომელშიც ქართველი მორაგბეების, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის "მონპელიე" ფრანგული რაგბის გრანდს, "ტულუზს" დაუპირისპირდა.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში გამართული ტურნირი წინა სამი "მსოფლიო ალაფისგან" განსხვავებით, რომლებიც ჩილეში, ურუგვაისა და რუსეთში ჩატარადა, შესანიშნავად იყო ორგანიზებული. ყველა ნაკრების დელეგაცია, მსაჯები, ტურნირის ორგანიზატორები IRB-დან აღფრთოვანებულნი არიან მასპინძლობით, სასტუმროებით, კვებით და ყველა იმ პირობით, რომელიც აქაა შექმნილი.

პირობა, რომელიც რაგბის კავშირმა დადო ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებით, შესრულებულია. ახლა განვიხილავთ და, ადვილი შესაძლებელია, საქართველომ მომავალში უფრო უფრო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლოს. - თქვა მარკ იგანმა.

ტურნირის დღეები უხვად იყო დატვირთული სხვა სპორტული და კულტურილი ღონისძიებებით. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა სარაგბო ფესტივალი ქვიშის რაგბიში, რომელშიც მონაწილეობა "მსოფლიო ალაფში" მოასპარეზე გუნდების მორაგბეებმაც მიიღეს. ორ-ორი მათგანი ბავშვთა გუნდებს დაემატნენ და ნორჩ ქართველ მორაგბეებს წარმატების მიღწევაში ეხმარებოდნენ.

იქვე გაიმართა ტურნირი ქვიშის რაგბში მედია საშუალებების გუნდებს შორის. ფინალში საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდმა "მედია პალიტრას" აჯობა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა