საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს "მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

თევდორე
შეიცვლება დამოკიდებულება თორნიკე, შეიცვლება და მერე როგორ. წითელ ნაჭერს რო აუფრიალებ დაჭრილ ხარს, აი მაგას უშვრები შენ ეხლა საქართველოს და ვერც ხვდები.
ირაკლი
რა თქმა უნდა რომ გადავიდეს იმიტომ რომ თორნიკე 20 წლის აღარაა და მაქსიმუმ რამდენიმე წელიწადი აქვს დარჩენილი უმაღლეს დონეზე. ცსკა მოწონს ეს ვინმეს თუ არა ევროპული კალათბურთის გრანდია და ევრო-ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი.რაც შეეხება პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ რომ ვინც აქ თორნიკეს მოღალატეს და ათას სისაძაგლეს უძახის, სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ფანია. და თქვენი დორბლიანი ბელადი, რომელიც მაიმში მილიონიან აპარტამენტებს ყიდულობს თავის პირად კეთილდღეობაზე არ ფიქრობს და ქვეყნის მომავალზე ფიქრში ათენებს და აღამებს არა? რუსულ კლუბში მილიონებზე უარის თქმა კი არა, ამ ურა პატრიოტებს, რუსის კაი ნაშა რო დაანახო ვერ მიასწრებ, ეგრევე დაავიწყდებათ აფხაზეთიც და ცხინვალიც.
სოსო
იური ძიძიგური,თბილისი სპი-სა და თბილისის დინამოს ცენტრალური თავდამსხმელი,აფხაზ რუსებმა,საკუთარ სახლში დახვრიტეს,გაგრაში.
სოსო
მანუჩარ მარკოიშვილის შესახებ,ვერაფრით დაგეთანხმები.არც მას დაუზოგია არასოდეს თავი ქვეყნისათვის და არც მას აკლია ტიტულები.მანუჩარის დროსაც ასე იყო და ახლაც,მე შუაზე ვიქნები გახლეჩილი.მხოლოდ პიროვნებას ვუგულშემატკივრებ,მაგრამ მანუს დროინდელი გამოცდილება მკრანახობს,რომ ეს ვერანაირად შეედრება ჩვენი სხვა ბიჭების გულშემატკივრობას სხვა კლუბებში.სამწუხარო რეალობაა.იმედია თორნიკესთვისაც კარიერის დასასრული არ გახდება, ცსკაში გადასვლა.
levan
აუცილებლად შეიცვლება. და ვინც იძახის სპორტს და ხელოვნებას პოლიტიკაში ნუ ურევთო თქვენ მსოფლმხედველობას გადახედეთ ჯობია.
ქორ-პარიკმახერი
ვაკონკრეტებ გაუგებრობების და არასწორი ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად! მარკოიშვილის ხსენებისას ვგულისხმობ, რომ თოკო მანუჩარზე უფრო მაღალი დონის კალათბურთელია, უფრო დიდი ვარსკვლავია. არამც და არამც არ ვადარებ მათ პატრიოტიზმს ერთმანეთს, რადგან ამ მხრივ ორივე გულმხურვალე ქართველები და ჯიგარი ბიჭები არიან.
ქორ-პარიკმახერი
მეგობრებო, ხალხო! სასტიკად წინააღმდეგი ვარ ცსკა-ში ან ნებისმიერ რუსულ გუნდში თოკოს გადასვლის, იმიტომ რომ თოკო სხვა დონეა, თუნდაც მარკოიშვილისგან განსხვავებით, თოკო ჩვენი სიამაყეა, ნაღდი პატრიოტი და ქართველია სულით და გულით და რუსული არმიის ფორმით მისი დანახვა ნამდვილად დარტყმა იქნება ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ დააკვირდით სიტუაციას, მედალს აქვს მეორე მხარეც! თოკოს არათუ უკეთესი, საერთოს სხვა არცერთი ვარიანტი არა აქვს უფრო მაღალ დონეზე თამაშის! ,,რეალი" რამეს რომ აკეთებდეს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ ცსკა-ს ვარიანტს გამორიცხავდა თოკო, ანუ ნბა-არა, რეალიც არა, სხვა საკალათბურთო მონსტრებიც დუმან და ამ ყველაფრის ფონზე თოკოს რჩება ერთი არჩევანი ,,ბასკონია" ან ,,ცსკა", ამ ორს შორის კი არჩევანი ყველა პლიუსის და მინუსის გათვალისწინებით ცალსახად ცსკას მხაერეზეა, თანაც ცალსახად, თუმცა სამწუხაროდ! ასე რომ რაც არ უნდა გულდასათუთქი იყოს ჩემთვის თოკოს ავადსახსენებელ ცსკა-ში თამაში, უნდა შევეგუო იმ აზრით რომ ერთი წლის თავზე თოკოს უფრო მეტი მთხოვნელი და წინადადებები ექნება, რომ მოშორდეს მაგათ და არანაკლებ ან უფრო მაღალ დონეზე წავიდეს სათამაშოდ. წარმატებები თოკო! და მაინც ცსკა-ს დედაც...
ALONZO
ძალიანაც მივქარეთ, რომ არ გავაპროტესტეთ. მაგრამ, თოკო სხვა დონეა
emgranti
თოკო სადაც არ უნდა იყო ყოველთვის ვიამაყებ შენით წარმატებები
90
2015-ში მარკოიშვილი რომ იყო ცსკაში მაშინ რატომ არ აპროტესტებდით თუ მაშინ შეკვეთა არ გქონდათ ანდა თურქეთში და აზერბაიჯანში თამაშს რატომ არ აპროტესტებთ რა მათ არ აქვთ ჩვენი მიწები მიტაცებული თუ რა.
გიორგის
ერთი ფეხბურთელი დაასახელე, რომელიც შენგელიას დარი ევროპული დონისაა? ეგეთი არ გვყავს საერთოდ ეს ერთი, და მეორე, ფეხბუეთელების მენტალიტეტი კარგად არის ცნობილი, დიდი უმრავლესობა "ლიჟბი მაყუთი იყოს" ტიპები არიან!
Gorgi
ფეხბურთელებზე რატომ არგაქვთ პრეტენზიები ზაან მაინტერესებს?
დევკალიონი
საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რომელ გუნდში ითამაშებს, მაგრამ ჩემი საქართველოს , ეროვნულ საკალათბურთო გუნდში! რუსული არმიის კლუბის წევრს რომ დავინახავ,გავუჭენებ თავში კვერცხებს !!!დიდება საქართველოს!!!
Gorgi
გეყოფათ რა თორნიკეზე უარყოფიდად საუბარი. მარკოიშვილი არიყო მანდ? თუ მაშინ არიყვნენ არმიელები?მიხედოს თავის კარიერას და სადაც იქნება იქ ვუგულშემატკივრებ პირადად მე იმიტო რო ზაან მაგარი ბიჭია
Bbb
თოკო დაიკიდე აქ თუ კითხულობ ხოლმე ვიღაცეების პრუტუნს, გეგონება ვინმეს რამე გაეკეთებინოს ქვეყნის სასახელო , რუსეთში და თუ გინდ მარსე წადი , ოღონც ნაკრების თამაში არ გამაზოდა, რუსეთი მტერი როა ჩემზე კარგად იცი ,მაგრამ სპორტი და და პოლიტიკა სადერეკლეს პონტია , მითუმეტეს რუსის ხალხი ეგერზის შუშის სასახლეში და დიდს არაფერს ცვლის აქაც ნახევრად რუსეთია
ვვვ
აბა ახსენით, ჩემს კომენტარებს რატომ არ დებთ. რუსულ ჯარს რომ შევაგინე /ასე - ....../, მაგიტომ? შენგელიასადმი დამოკიდებულება კი აუცილებლად შეიცვლება. საერთოდ, ფულის გამო კადრულობენ ხოლმე რაღაცებს, აბა, ყველა მკარდებელს სამშობლო კი არ ეზიზღება.
პაატა
დავწერე ადრე კომენტარი, მაგრამ ვერ მოვითმინე კიდევ დავწერ: ამდენი ქართველი ადამიანის გულის ტკენად თუ ღირდეს რამე წარმატება ან ფული!!! ცსკა-ს მეტს თუ არავის უნდიხარ ჩემო თოკო ეგ იმას არ ნიშნავს რომ მაომცდამაინც ვითომ მაგ დიდ კლუბში უნდა გადახვიდე! ბოლო-ბოლო სხვა თუ არაფერი გამოჩნდა დარჩი რა მაგ ბასკონიაში და გულიანაფ გვაგულშემატკივრებინე შენთვის! აბა შენ ცსკა-ში იყო ჩათვალე მაგ გუნდს არ უგულშემატკივრებს ქართველების 90% (იმედია ასე იქნება!), და რა ჭირად გინდა ან მაგათ ძემადგენლობაში თუნდაც რაიმე წარმატების მიღწევა?! არ გიღირს არანაირად!!! ცუდად შეხვალ ქართულო კალათბურთის ისტოტიაში! იმედია გადაიფიქრებ მაგ მტრის არმიის გუნდში გადასვლას!
cdf
სიტყვა მოღალატე მეტისმეტია, ამას ალბათ უფრო სიხარბე ჰქვია, არც ეგ სიტყვა მემეტება შენგელიასთვის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
კახა ქ.
წარმატებები თოკო.ქვეყნის სიყვარულში შენი მხრიდან მე არ მეპარება ეჭვი.ეს იგივეა,ფეხბურთელი რეალში,ბარსაში,მანჩ.იუნაიტედში ან სხვა რომელიმე გრანდში რომ გადავიდეს.ის სისულელეა,თითქოს სამხედრო წოდებას ანიჭებდნენ....ვაგნერ ლავი მაიორის წოდებით გაუშვეს გუნდიდან.
misterik
ანანიძე, კვირკველია, კვარაცხელია (თავის დროზე ჯანაშია, ასათიანი) .... კიდევ უამრავი ქართველი კარგი სპორტსმენი არის რუსეთში სათამაშოდ და შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლა ვისაც საქართველოს ღალატი გონია ვეკითხები: ეს სპორტსმენებიც მოღალატეები და არაპატრიოტები არიან?
გიონატ
მოღალატის იარლიყს პირადად მე და ალბათ არც არავინ არ მოგაკერებს, თუმცა კაცი, რომელსაც ევროპის გრადნებში გადასვლის შანსი აქვს და გადადის მოსკვოვის არმიელთა კლუბში და ეს კაცი საქართველის ნაკრების კაპიტანია ძალიან საწყენია
G.LA
korben dallas ბევრჯერ წამიკითხია შენი კომენტარები მსოფლიო სპორტში და მომწონებია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასე ილაპარაკებდი ღირებულებებზე. ვინც რამდენს გადაგიხდის და როცა გადაგიხდის მისი უნდა იყო, თუნდაც სპორტში? ბარსადან ფიგუ რეალში რომ გადავიდა ღორის თავი რატომ ესროლეს შენი აზრით?
G.LA
შ ე ი ც ვ ლ ე ბ ა ! ! ! საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მოკაშკაშე ვარსკვალავი ევროპაში თორნიკე შენგელია, ოკუპანტ არმიელთა რიგებში, ოკუპანტის დროშის ქვეშ, ოკუპანტის ჰიმნზე ხაზში დგომით, აბა დაფიქრდი თოკო შენ. არ შეცვლა როგორ გინდა, ჩვენ მაგ ოკუპანტის არმიელებს ვუქომაგოთ? ა რ ა ს ო დ ე ს ნაკრებს სხვა კაპიტანი სჭირდება. იმხელა კალათბურთელი ხარ ნაკრებში მოკვეთას ვერ ვამბობ, ნაკრებისათვის ხელის მოჭრას ნიშნავს.
სანდრო
ar ginda exla ra, shen rom patrioti iyo arc ki ipikrebdi ra mag gundshi gadasvlas, amitom pulze pokrs tavi daanebe da darchi patriotad, sxva gundshi gadasvlas kide
ზურა
პატრიოტიზმის ზუსტი განმარტება თუ იცით შენგელიას ვეღარ დაუძახებთ პატრიოტს თუ ცსკში გადავა. მე არ ვწყვიტავ თოკოს ნაცვლად და არც თავს მივცემ უფლებას რჩევა დარიგებები მივცე, მაგრამ პატრიოტიზმის განმარტებას გადახედეთ და თქვენც ნახავთ რომ მისი ნაბიჯი რა თქმა უნდა თუ გადავა არ იქნება პატრიოტიზმის შესაბამისი.
888
თუ გადავიდა მაშინ მიმიფურთხებია მისი "უანგარო" სიყვარულისათვის ქვეყნის მიმართ.მე მაინც მგონია,რომ ეს ყველაფერი მამამისის გაუმაძღარობის შედეგია.ავოეეეე,რუსეთის არმიის პრაპორშიკს!რატომ?ფული გაკლია?
გია
მოღალატეობა არ იქნება, მაგრამ მისი საკლუბო დონეზე გულშემატკივრობა გამოირიცხება და პირადად ჩემი აზრით ნაკრებს ახალი კაპიტანი უნდა ყავდეს.
ჯერი

რუსული არმიის კლუბში გადასვლა პოლიტიკის და სპორტის არევაა? როცა ისედაც მილიონერი ხარ, რა უნდა მოგცენ იმდენი, რომ რუსეთის ჯარის გუნდში წახვიდე. შენგელია ევროპული კალათბურთის ვარსკვლავია. არსად არაფერი დასამტკიცებელი არ აქვს და არც ფინანსურად უჭირს რამე. უჭირს კი არა, თაისი შვილთაშვილებიანად უზრუნველყოფილია სამუდამოდ იმდენს უხდიან სადაც იყო აქამდე. ცსკა-ში რატომ უნდა წახვიდე არ მესმის ნამდვილად. პოლიტიკის არევა კი არა ყველას და ყველაფრის უპატივცემულობა, უპრინციპობა და ფულზე დამონებაა.

სამწუხაროდ ქართული მენტალობისა და ქცევის კლასიკური ნიმუშია. იმიტომაცაა რუსები რომ არ გვეშვებიან, იციან რომ გამოუვათ ჩვენი მოსყიდვაც, გადაბირებაც და შესაბამისად დამონებაც.

რა თქმა უნდა, ამის გამო ადაამიანს ვერ მოვიძულებთ, მაგრამ კრიტიკაც აღარვ ვთქვათ? ამ აშკარად ანგარებითი და ჩემთვის პირადად შეურაცხმყოფელი ნაბიჯის გამო ეხლა კიდე თავზე ხელი გადავუსვათ შენგელიას, რა პრობლემაა მიდი კაცო კაი ბიჭი ხარო? ა? გამაგებინეთ ერთი.
Irakli D
ისევ მჯერა რო თოკო მაგას არ გააკეთებს და ისეთივე უსაყვარლეს კალათბურთელად დარჩება ყველა ქართველისთვის, თუ არა - მაგის არჩევანია...აი ამ ქვემოთ აღნიშნული გმირი ადამიანის თანამემამულეს რუსი კომენტატორი რო "არმიელად" მოიხსენიებს - ამან რა შეიძლება აფიქრებიბნოს ადამიანს? თუ იქ უნდა ვამტკიცოთ მერე რო არა ეს პატრიოტია უბრალოდ ევროლიგის მოგება უნდა და რუსის ჯაში კარგი კონტრაქტი შეთავაზესო? """""უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს"""".
დიტო
ხალხი იმიტომ განიცდის ცსკა-ში გადასვლას, რომ უყვართ თორნიკე და უნდათ რომ გმირი იყოს. თუ არ გადავა იმ მოტივით, რატომაც ხალხს არ უნდა მისი გადასვლა, მართლა გმირი იქნება, თუ გადავა ჩვეულებრივი კარგი კალათბურთელი. თვითონ უნდა გადაწყვიტოს რომელი ურჩევნია.
lex
შენ თუ მანდ გადახვალ პირადად მე აღვიქვამ (და ვფირქობ მთელი ქვეყანა თუარა 70 პროცენტი მაინც) რომ გვიღალატე, ვბრძოლობთ ბიჯო ვბრძოლობთ, რუსეთთან დღეს საქართველო ბრძოლობს, ომში ვართ მაგაათან და შენ მაგათთან როგორ უნდა გადახვიდე????????? შენი ძმა რო მაგ ომს შეწირვოდა რას იზავდი??????????????? თან არმიის გუნდია ეგ ჩემის ცსკ
90
სხვის საქმეში გმირებო კაცი ამბობს სხვა შემოთავაზება არ მაქვსო და რა ქნას ისე რომ იცოდეთ საქართველოს ტერიტორიები თურქეთს და აზერბაიჯანსაც აქვთ ოკუპირებული მაგრამ მათ ძმებად თვლით და გულში იხუტებთ რა მნიშვნელობა აქვს ოკუპაცია რამდენი წლის წინ მოხდა ამ ლოგიკით 50 წლის შემდეგ რუსებიც ძმები გახდებინ ეს ხომ აბსურდია.
ემი-ს და სხვა რუსოფილებს!!!
დაიხსომეთ მანქურთებო ერთხელ და სამუდამოდ ის,რომ ყველაფერს რასაც რუსეთი "გვაწვდის",ვიძენთ მსოფლიოში არსებული დადგენილი ფასებით და რუსეთი ჩვენზე მეტად არის დაინტერესებული თავისი ენერგორესურსებისა და სხვა "ხლამის" გასაღებით!!!
ლევანი
როდესაც მარტვილის მერანიდან, გორის დილადან ან ფოთის კოლხეთიდან მიდიან რუსულ გუნდებში, არასასიამოვნოა, რათქმაუნდა ყველას გვირჩევნია რომ ევროპულ გუნდებში წავიდნენ, მაგრამ იმასაც ვხვდებით რომ კლასი არ ყოფნით ევროპისთვის და სხვა გზა არ აქვთ, აქაური ხელფასებით ოჯახს ვერ შეინახავენ, ასე რომ შედარებით გაგებით ვეკიდებით ამას, მაგრამ სხვა საქმეა როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი და ნაკრების კაპიტანი, თავის პოზიციაზე ევროპაში საუკეთესო კალათბურთელი (რომლის თავის გუნდში ხილვას ყველა ევროგრანდი ისურვებდა) მიდის რუსული არმიის გუნდში, სულ სხვაა, ვფიქრობ უპატიებელი შეურაწყოფაა!
korben dallas
ჯიგარო, შენ მაგაზე არ იდარდო! სპორტს და პოლიტიკას უტვინო ხალხი თუ დაუკავშირებს ერთმანეთს. სადაც მეტს გადაგიხდიან, სადაც მეტი შანსი გექნება ტიტულების მოგების, რათქმაუნდა იქ უნდა გადახვიდე. სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. წარმატებები, ქართელ უტვინო ხისთავიანებს თუ რამის თქმა უნდათ, აქედან კი ნუ იფხორებიან პირში გითხრან სათქმელი ამ ქათმებმა.
korben dallas
შენგელია საჩოთირო გადაწყვეტილებას კი იღებს, მაგრამ მოღალატე ნაღდად არაა. პირდაპირ ვამბობ - მოღალატეები არიან ისინი, ვინც მოახლოებულ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მისცემენ ხმას და ქვეყნის გაპარტახება-გაუბედურების შანსს გაუხანგრძლივებენ. დარწმუნებული ვარ აქაც ბევრია ისეთი, თორნიკეს მორალს უკითხავს კომენტარებში, პატრიოტიზმის გრძნობას უწუნებს, სამ თვეში კი გატანტალდება და 41-ს შემოხაზავს. გაიგეთ ხალხო, ამ თქვენი რევანშისტული განწყობების რუსულ თამაშში ჩაგვითრიეთ მთელი ქვეყანა. პუტინის ერთი რიგითი ოლიგარქის სიყვარულით საქართველო "გააკრასნოდარეთ" და ამის მერე შენგელიას საყვედურობთ ? შეგირცხვათ ნამუსი მართლა და მართლა !!!
ეკა
ასეთ სიბოროტეს, რაც შენ დაწერე, ვერავითარი ანწუხელიძით ვერ გაამართლებ!!!! უბოროტესი "ადამიანი" ხარ!!!!!
c
შოთამ ნაკრებზე თქვა უარი, რუსულმა კლუბმა მიმიწვიოს სიამოვნებით წავალო. ასეა ეს!
dzeke
კომენტარებს გადავხედე, რახდება ხალხნო რააა?! აბა დათვალეთ რამდენი ფეხბურთელი გვყავს ახლა რუსეთში, რამდენი გვყოლია და რამდენს უთამაშია.. ეს სპორტია სპორტი, ჩემპიონი რომ გახდება თოკო და ქართულ დროშას აუფრიალებს მაგ რუსებს შიგ მოსკოვში აი ეს მომენტი იქნება სასიამოვნო სანახავი! აბა რუსები რომ ჯიშ მოხნულები არიან მაგაზე არვდაობ, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იწვევს! წარმატებები თოკო შენს საქმეში, პუტინს არმოუტყან დედის ტრაკიი? და ყველა იმ რუსს ვინც საქართველოზე თუნდაც ცუდი გაიფიქრა. მანდვე უნდა ააფრიალო ჩვენი 5 ჯვრიანი დროშა მანდ რუსი არმიელების დარბაზში. ვინიქნება მერე დამცირებული ეგ მაგათმა იკითხონ..
bmb
რაღა ცსკა თოკო, რაღა არმიის გუნდი, დავიჯერო რეალს ან ბარსას არ შემოუთავაზებია შენთვის კონტრაქტი? ან რომელიმე ტოპ გუნდს? ყველაზე მეტი ვინც შეგთავაზა იქ გადახვედი, მაგრამ ასეთი რა შეგთავაზეს, რომ ყველას ეგ გუნდი არჩიე? ფაჩულიას მაგალითი შეიძლება აქ მოსატანი არ იყოს, მაგრამ ზაზამ ბევრ მილიონზე უარი თქვა, იმის გამო, რომ გოლდენ სტეიტი აშკარა ფავორიტი იყო იმ წელს ნბას ჩემპიონობის და გახდა კიდეც ჩემპიონი, მან ეს პირველ რიგში საქართველოსთვის გააკეთა, რომ ქართველებს გვეამაყა იმითი, რომ ნბას ჩემპიონი ქართველია, შენ რაღა მოგივიდა?! ყველა შემთხვევაში კარგად მინდა იყო და ჯანმრთელობას გისურვებ.
999999
ეგ ომი მაკკეინმა დააწყებინა მიშას, როცა დარწმუნებით იცოდა, რაც მოყვებოდა ამას, უნდოდა "ენახვებინა ყველასთვის, ვინ იყო რუსეთი", გეგონება არ ვიცოდით! და ამერიკელებთან რატომ არა გაქვთ პრეტენზიები?????
mamuka
არც მე ვარ მომხრე თოკოს რუსეთში გადასვლის, მაგრამ მაინტერესებს ფეხბურთელებზე და მორაგბეებზე რას იტყვით?
გია
დააცალეთ კაცს თამაში და ცხოვრება. არავის საქმე არ არის, თუ სად ითამაშებს. ახლანდელ ცსკაში ერთი-ორი რუსი თამაშობს და ისინიც სულ სათადარიგოთა სკამზე სხედან.დ საერთოდ შევეშვათ ამ ვაიპატრიოტიზმს და გულზე მუშტების ბრაგუნს. ნუ გვშურს სხვისი წარმატება და ნუ ვითვლით სხვის ფულებს. წარმატებები თოკოს!!!
სერგია
ააარააა, როგორ გეკადრებათ ?! გეთაყვა...
შეიცვლება და საკმაოდ ნეგატიურადაც
მოგწონთ არა, ეს ფაქტია და ასეც იქნება. ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ სომეხი აზერბაიჯანულ გუნდში ითამაშებს, მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ და როდესაც მტერი ყოველდღე ტერიტორიებს გვართმევს, ხალხს იტაცებს და მთელი ისტორიის მანძილზე სულში გვაფურთხებს, რა უჭირს მერე, ჩვენ ხომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ! რა გაუჭირდა მაგის ფასი, სხვა უამრავი ვარიანტი ქონდა. ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ ასეთი უჯიგრო ქართველები. მე კი უფლება მაქვს მას აღარ ვუგულშემატკივრო და შეუძლია და ვისურვებდი რომ არც საქართველოს ეროვნული ფარმა ატაროს ჩვენს ნაკრებში
ბესო
პირველ რიგში მინდა პატივისცემა განოვხატო თოკოს მიმართ. უდავოდ უნიჭიერესი და ერთ ერთი უძლიერესი კალათბურთელია ევროპაში. ეხლა რაც შეეხება რუსეთში გადასვლას ვინც არ უნდა ტქვას ეხლა რომ სპორტი პოლიტიკა არაა ეს სიცრუეა დიახაც პოლიტიკაა და მით უმეტეს როდესაც ჩვენი ქვეყანა ანექსირებულია . თოკო გტხოვ არ გადახვიდე უნდა გააცნობიერო რომ რიგითი ქართველი არ ხარ და ესაა მთავარი შენ მაგალითი უნდა მისცე სხვებს არანაირად არ უნდა ითამაშო აგრესორის ცენტრალური არმიის კლუბში, არ აქვს მნისვნელობა ვის ეკუტვნის ეხლა რომელ მფლობელს ეს ლუბი ასოცირდება რუსეთთან და მის არმიასთან და ამით ყველაფერი ნათქვამია.მჯერა რომ სახეს სეინარჩუნებ აქ ფული არაა მთავარი მთავარი ღირსებაა რომელიც ვიცი რომ გაქვს. პ.ს ზალიან გტხოვთ ამ შემთხვევას ნუ გააიგივებთ ასეულ ათასობით რუსეთში მცხოვრებ ქართველთან რომლებიც იქ სამუსაოდ თავის გადასარჩენად არიან ჩასულები და არა თავისი სურვილით ეს უნდა გვესმოდეს სხვა რამეა. მაგრმა შენ როდესაც ქვეყნის სახე ხარ ცნობილი ხარ თაობები გიყურებს პასუხისმგებლობა სხვა დონეზე უნდა იყოს და პატრიოტიზმი პირველ რიგში,ყოველთვის გამორჩეული ადამიანები აკეთებდნენ ამას მაგალითს აძლევდნენ სხვას და არა მასები.
ალექსანდრე მურჯიკნელი
ბიჭოოოო, შე დალოცვილო უამრავი კლუბია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რაღა ეს ოკუპანტები აირჩიე?! რა ცსკა რის ცსკა? შენ ხარ დღეს საქართველოს ელჩი მსოფლიოსთვის, შენ უნდა იყო მაგალითი პატრიოტიზმის, ბარე ორი ვერაა ისეთი ცნობადი სახე როგორც შენ ხარ და რა ეშმაკი შეგიძვრა მაგ თავში? რაზე ფიქრობ საერთოდ? ახლა იტყვით, სად სპორტი და სად პოლიტიკაო. შემოგყურებს მთელი საქართველო და ძალიან გთხოვთ, ფულზე და ტიტულებზე ნუ გაცვლი ჩვენი ინტერესებს. თოკო, დაიმახსოვრე ძმაო არაფრად არ ღირს მაგ კლუბში გადასვლა, თუკი მთელმა საქართველომ უნდა გაგინოს და გლანძღოს, არ გიღირს რა. თუ მაინც გადახვალ, ნამდვილად არ იქნება საქართველოს პატრიოტი! თუ მაინც გადახვალ ე.ი. საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა არც სამშობლოზე და არც მის ისტორიაზე.
giorgi
მაია ჩიბურდანიძემ უარი თქვა რუსეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.. არადა მაგარ ფორმაში იყო და ნოემბერში ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო. შოთა არველაძემ უარი თქვა რუსეთში მუშაობაზე, არცერთი არ იყო შენზე ნაკლები სპორცმენი.. მიბაძე მათ
zurab
სპორტი რა შუაშია ამ შემთხვევაში? თორნიკე თუ იქნება რუსეთში, ის მოიქცევა ისე, როგორც მას შეეფერება. ნუთუ რუსი ხალხის საბოლოოდ წაშლას აპირებთ. დრო იქაც მოიტანს პირობებს, როცა შესაძლებელი (და სასურველიც!)იქნება რუსებთან შერიგება. ვის უნდა შევურიგდეთ, თუ ყველას დავკარგავთ?

ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ბადალი არა გყავთ! სიამოვნებას განიჭებთ სხვის ნერვებზე თამაში! დაეტიეთ თქვენ ადგილას, სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფთ და თქვენ საქმეს მიხედეთ უსაქმურებო! ვერ გაიგეთ რა თქვა? უკეთესი შემოთავაზება არ ჰქონია და იმიტომ მიდის! თავს უფლებას ნუ აძლევთ, ყველას ჭკუა არიგოთ, როცა არავინ გეკითხებათ!
სიმართლე
თოკო, პირადად შენ ყოველთვის გიქომაგებ მაგრამ ცსკას-ს -ვერა. არც ის მგონია, რომ მაგ ნაბიჯს ქართველი ქომაგი აღტაცებით შეხვდეს, თუმცა შენს პატიოტიზმში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ, ჩვენ გვაქვს მანუს მწარე მაგალითი ცსკა-ში და ძალიან არ მსურს რომ მაგათმა კარიერა გაგიფუჭონ. სხვა დანარჩენი შენი გადასაწყვეტია - მე პირადად შენი წარმატება ყოველთვის გამიხარდება!

რატომ თურქეთთან და ირანთან დაკავშირებით არ გიჩნდებათ ეს პატრიოტული გრძნობები, ბოლოსდაბოლოს, ირანში ჩვენი დედოფალი საქვეყნოდ აწამეს!!! მაშინ გამოვეთიშოთ მსოფლიოს, ჩავიკეტოთ ჩვენ ტყავში და წარვუდგინოთ პრეტენზიები ხან ერთ ქვეყანას, ხან მეორეს, ალბათ ესაა პატრიოტიზმი
lasha-გიორგი
შეიცვლება თოკო, აუცილებლად შეიცვლება და მაგ ფული მიხვდები რომ არ ღირდა ამად. საქართველოში ქუჩაში გავლის დროს, ეკლესიასთან ჩავლის დროს, რაიმეს შენს შესახებ წაკითხვის დროს, მეგობრებში, ნათესავებში და ყველგან ყოველთვის იმ ფიქრში იქნები, რომ ხალხი, ღმერთი, ქვეყანა-ყველა- გსაყვედურობს ღალატისთვის. დიახ, ღალატია საქართველოს ნაკრების კაპიტნის მხრიდან ეს... ევროპის კალათბურთის ერთ ერთი ცნობილი სახე ხარ და რაღა ეს საღორე აირჩიე...
დავითი
წარმოიდგინეთ თქვენი ძმა უსამართლოდ ცემეს და სახლი წაართვეს... თქვენ ბიძაშვილს შვილი მოუკლეს და თვითონ დაჭრეს... თქვენ ნათესავს მოხუცი უიარაღო მშობლები მოუკლეს, ცოლი და ქალიშვილი გააუპატიურეს... ამის მერე იმ ადამიანებთან მეგობრობა თქვენ რად გაქცევთ??? ახლა შეხედეთ და დაინახეთ, როცა მთელი ევროპა სიამოვნებით მივიღებდი შენ კლუბში, როცა რეალის და ბარსელონას დამრცხებელი კლუბის კაპიტანი და ლიდერი ხარ... და მაინცდამაინც რუსეთში მიდიხარ და ისიც რუსეთის ცენტრალურ სპორტული არმიის კლუბში - მასეთი ადამიანის მიმართ სიბრალული და სიბრაზის გარდა მხოლოდ ზიზღს თუ იგრძნობ, მაგრამ ზიზღი შენვე განადგურება და ამიტომ მასზე მაღლა უნდა იდგეს! მაგრამ სიბრალული და სიბრაზე ვისაც არ გიჩნდებათ, არ ვიცი რა გელაპარაკოთ... ერთი აზერბაიჯანელი მაჩვენეთ სომხურ კლუბში ან პირიქით, ერთი პალესტინელი ებრაულ კლუბში ან პირიქით... აბა ჩვენ რა გვჭირს რატომ არ გვტკივა 300 ათასამდე ნატანჯ-ნაწამები ადამიანის ტკივილი - და-ძმად არ მიგვაჩნია, სკლეროზი გვაქვს თუ რამდენიმე ათეული ათასით მეტი ხელფასის გამო ეპატიება საქართველოს ნაკრების ახალ ლიდერს ეს ჩათლახობა? პ.ს. ბოლო-ბოლო მამამისიც სპორტსმენი იყო, ახლა უკვე 50-თან ახლოს იქნება და მას მაინც არ რცხვენია???
ემი
მე აგიხსნი ,კლათბურთი არის სპორტის სახეობა , და არა პოლიტიკური განშტოება , ჩვენი მტერია პუტინი თავისი დუმით და არა რუსი სპორტსმენები და ხალხი, რუსეთიდან გზავნილები გვინდა გაზის და ნავთობი გვინდა , რის უმისოდ ფაქტიურად ვერ ვიარსებებთ, ამაზე არ რატო არ ვიძახით არ გვინდა ამათი არაფერიო , იმიტომ რომ ეს ჩვენ გვინდა და დამოკიდებული ვართ. რას გადაეკიდეთ შენგელიას .ცსკა ევროპის ერთერთი გრანდია ასეა თუ ისე და კალათბურთელისთვის კარიერის კუთხით უკეთეს გუნდში თამაში პრიორიტეტი
Haaland
ბიჭოოო რამდენი ფანი ყოლია ამ რუსეთში გადაბარგებას და ამის გაპრავებას:დდდდ ბასკონია თუ ვერ მოიგებდა რეალ მადრიდი ხო მოიგებდა ?? ანდა ამერიკაშიც წავიდოდა ბასკონიაც ხელწამოსაკრავი გუნდი. არა მე მოვიგე წელს ესპნეთის ჩემპიონატი. მოკლედ რუსეთს წესით საქართველოს ჩემპიონატში კარიერის გაგრძელება გერჩივნოს ქართველ კაცს. კაი აღარაა თუ რა? გამოიყვანწნ ახლა ცსკას მადიდებლელები მსოფლიოს ნ1 გუნდად. ვაი საქართველო მართლა
emigranti
ისეთი გაორებული რეაქცია ქართველი სპორტსმენის არცერთ ტრანსფერზე არ მქონია, ვერც კი გადმოვცემ კომენტარში...სიტყვებით არ შემიძლია აღვწერო...დაილოცოს ღმერთის სამართალი.
ლევანი
ტყუილი იმედია!
678
შენ რა ჩინ-მედლები გკიდია და რატომ გგონია მასზე უფრო პატრიოტი თავი, ეს აგვიხსენი! ბევრი გვყავს საქართველოში კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონი?! დააცადეთ ადამიანს თავისი ცხოვრება ისე გაატაროს, როგორც საჭიროდ ჩათვლის, სულში ნუ უძვრებით! 2008 წლის ომი კი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენი კი არა, სააკაშვილის პროვოკაცია იყო, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და კალათბურთელი არაა ვალდებული, ამ პროვოკაციაში მიიღოს მონაწილეობა იმისთვის, რომ შენ დაგიმტკიცოს პატრიოტობა!
სამწუხაროდ!
ანწუხელიძემ ქვეყანა სიცოცხლის სანაცვლოდ არ გაცვალა! საქართველოს დროშის მიფურთხებაზე და მუხლებზე დგომაზე, გმირმა უარი განაცხადა და დახვრიტეს, დახვრიტა იმ შენმა ცსკას დამფინასებელმა არმიამ, პირადად ნაძირალა შოიგუს ბრძანებით. აქ კიდე ვაი პატრიოტები გაიძახიან ლიგის თასს მოიგებსო. გამოდის, რომ თორნიკეც და თქვენც რაღაც ლითონის ჯართზე მარტივად ცვლით ქვეყანას! პირადა მე, თუ ცსკაში გადახვედი პირველსავე თამაშში გისურვებ მიგეღოს უმძიმესი ტრავმა, რომ კალათბურთი ვერასოდეს ითამაშო! ისე 100 წელი ჯანმრთელად გეცოცხლოს.
დათო
შემდეგი გუნდი სოხუმის "აფსუა" იქნება სადაც გვასახელებს
x
ის ომობს ყოველ ჯერზე როდესაც საქართვეოს ნაკრების ფორმა აცვია......ცსკა-ს კი მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ
roma bejanidze
ვინ უფრო გიყვარს? პუტინი, ლავროვი თუ გავრილობი? ტფუი
მევარმე
მესმის იმ სეგმენტის ვისაც კონკრეტულად გუნდის სახელწოდება ,, არმია" აღიზიანებს მაგრამ რაც არ უნდა იყოს შეცდომად მიმაჩნია მისი სპორტული არჩევნისა და პატრიოტიზმის სასწორზე დაყენება... მე მის პატრიოტიზმში დარწმუნებული ვარ 1000000000 % ით... თოკო რაც არ უნდა მოხდეს ჩვენთვია პრიორიტეტული საქართველოს ნაკრებია... და დარუნებული ვარ ამ ევროპაზე უძლიერეს ფორმაში შეხვდები და დიდი წარმატების მოტანას შეძლებ ნაკრებში...წარმატებები!!!! გვიყვარხარ თან ძალიაან!!!
MISTERIK
ვაიპატრიოტები ის იქნება ვინც შენგელიას ნებისმიერ გადაწყვეტილებას გააპროტესტებ. სხვის საქმეში ბრძენობა არ გინდათ რა. სპორტს და პოლიტიკას ნუ ურევთ ერთმანეთში, არც მე მინდა რომ გადავიდეს რუსულ კლუბში მაგრამ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვუბალეშიკებ.
klimenti
აი, ამიხსნას ვინმემ, რა პრინციპებიდან გამომდინარე უნდა უგულშემატკივროს ქართველმა ადამიანმა თორნიკე შენგელიას გამო რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბს? ან რა სამხედრო ჩინ-მედლები ჰკიდია მაგ კალათბურთელს, რომ მის პატრიოტიზმში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ? იომა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სადმე და ჩვენ გამოგვრჩა? სხვა რაში იკვეთება მაგის პატრიოტიზმი?!
მირო
თოკო NBA-ში რო დაბრუნდე ამაზე გეფიქრა,ევროპაში ამ დაცვით და ძალისმიერ ლიგებში დაფრინავდი და არ მგონია იქ გაგიჭირდეს,სადაც უნდა ითამაშო ყოველთვის გიბალეშიკებ,წარმატებები!
korben dallas
ჯიგარო, შენ მაგაზე არ იდარდო! სპორტს და პოლიტიკას უტვინო ხალხი თუ დაუკავშირებს ერთმანეთს. სადაც მეტს გადაგიხდიან, სადაც მეტი შანსი გექნება ტიტულების მოგების, რათქმაუნდა იქ უნდა გადახვიდე. სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. წარმატებები, ქართელ უტვინო ხისთავიანებს თუ რამის თქმა უნდათ, აქედან კი ნუ იფხორებიან პირში გითხრან სათქმელი ამ ქათმებმა.
David
რამდენჯერ მოგიწევს რუსეთის ჰიმნზე დგომა შენ დათვალე და იმედია რასაც მაშინ იგრძნობ იმით მაინც მიხვდები სად წახვედი.
papa
ცსკას პრეზიდენტი ვინაა? პუტინი თუ ლავროვი

შენ ჩვენთვის გმირი ხარ და გმირად დარჩები! აქ კომენტარებში ვიღაცეები "კიკუს" რომ ახსენებენ, დარწმუნებული ვარ, რუსებმა მილიონები კი არა, რამდენიმე ათასი რომ შესთავაზონ, სულ კუნტრუშით გაიქცევიან რუსეთში, ასე რომ, ყველას არ უნდა უსმინო და შენს საქმეს როგორც წაადგება, ისე უნდა მოიქცე, თორემ ესენი ვერ მოისვენებენ, სანამ არ გაგაკოტრებენ და მერე დაგიძახებენ "პატრიოტს" დაწყნარებული ეგოთი!
ტომი
მახსოვს ამის პირველი ნაბიჯები დიდ კალათბურთში. ამისგან დიდი კალათბურთელი რომ დადგებოდა კოჭებშივე ეტყობოდა. მეგონა სულ ჭკვიანად წაიყვანდა თავის კარიერას, მგრამ რუსული არმიის გუნდი თან 25 წლის ასაკში უკვე ფულზე გაყიდვას ნიშნავს. ძალიან დიდ პატივს გცემდი თოკო, მაგრამ მაშინ ყველა უნდა დაბრმავდეს უგონოდ რომ შენს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალოს. მოკლედ, რაც სათქმელია ხალხი ისედაც იტყვის ამას, დავიღალე რა უკვე მერამდენე რუსეთზე გაყიდული ადამიანი
emre
ეს მაგრად იცით ფულის გამო ... დიახ, ძალიანაც სასიამოვნოა როცა შენს გაკეთებულ საქმეს გიფასებენ და კარგად გიხდიან, მერე მეორე, ბასკონია ვერასდროს მოიგებს ევროლიგას, ცსკა კი ყოველ წელს ფავორიტია და თოკოსთან ერთად ხო საერთოდ ...
ჯერი
მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არ მესმის რატომ უნდა გადავიდეს ქართველი სპორტსმენი რუსეთის არმიის კლუბში, მაგრამ მაინც ამის გამო ადამიანის მოძულება და ზედმეტი კრიტიკა და არიქა გამყიდველად გამოცხადება სისულელე და ძალიან არასწორი მგონია. არც შენგელიას პატრიოტიზმში მეპარება ეჭვი.
თორნიკეს
ნუ გექნება ილუზია, რომ შენს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება! ფულის გამი, პატრიოტი ადამიანი ოკუპანტის გუნდში არ უნდა გადავიდეს! მითუმეტეს, რომ მშვენიერ კლუბში და ქვეყანაში ასპარეზობ! არ დაიწყოთ ეხლა ფულის გამო არა და ბლა ბლა ბლაა....
თოკო
არ ქნა ეგ გთხოვ, მაგრად მახსოვს მარკოიშვილი რო გადავიდა ცსკა-ში უზომოდ გამიტყდა და ხალხის რეაქციაც ეგეთი იყო, ტიპმა კარიერა დაისრულა. შენც იგივეს ნუ იზამ, გთხოვ!
პაატა
ღმერთმა კარგად გამყოფოს თოკო და ბევრი წარმატებისთვის მიგეღწიო ცხივრებაში!!! დამოკიდებულების შეცვლას რაც შეეხება, შენ რატომ უნდა შეგეცვალოს დამოკიდებუოება საკუთარი ხალხის ან ქვეყნის მიმართ?! მე პირადად აქვე გისურვე წარმატება და სიკეთე, მაგრამ ვერ მოვიტყუები რომ თოკოს გამო ცსკა-ს ვუგულშემატკივრებ ან მაგ გუნდის წარმატება გამიხარდება, ასე რომ თუ ამას დამოკიდებულების ცვლილება შეიძლება დაერქვას არ ვიცი. წარმატებები ქართულ კალათბურთს და ქართველ სპორტსმენებს!!!
უშანგი
ამას რომ ამბობს, თავადაც კარგად ხვდება, რომ შეიცვლება და შეიცვლება აბსოლუტურად სამართლიანად! ცსკა-ს წევრობა იგივეა, რომ რუსული არმიის რიგებში მყოფმა სროლა დაუწყოს ქართველებს!!!
მაია
რა თქმა უნდა შეიცვლება. სათამაშოდ გუნდები დაილია თუ ვინმე უარს იტყვის თქვენნაირ პროფესიონალზე.
სტუმარი
აი გუნდის შემადგენლობას რომ შეხედავ, სულ არმიელებითაა დაკომპლექტებული, ხილარდი, ვოიტმანი, ხეკეტი, მილუტინოვი, ჯეიმსი, აი კლაიბერნი საერთოდ არმიის გენერალი ყოფილა. რამდენიმე რუსი თამაშობს და ისინიც სკამზე უნდა იჯდნენ. მაგ მიდგომით ლოკომოტივი რუსეთის რკინიგზის გუნდია, დინამო რუსეთის შსს-ს და ა.შ. მოდი რა პოლიტიკას და სპორტს ნუ აურევთ ერთმანეთში, ბიჭს შანსი აქვს ევროლიგის ჩემპიონი გახდეს და რატომ უნდა თქვას უარი?
GATUZO
და ვინ თქვა ნაკრებში თამაშზე უარი? მაგას თუ წერ უნდა დააკონკრეტო მაინც, თორე გამოდის რო ყველა მოთამაშეს ეჭქვეშ აყენებ. პ.ს. პერსონალურად ვუგულშემატკივრებ თოკოს ისევე, მაგრამ წითელარმიელების გუნდს ვერა. იმედია ყველა ტურნირის MVP გახდება თოკო და ამავდროულად ცეესკა ყველა ტურნირს წააგებს. ასევე კაპიტნის სამკლაურიც უნდა ჩამოერთვას.
საქარ უპირვ ყოვლ
კიკუს თემაა. ფულის გამო ყველაფერი მოსულა.
c
მიდიი თოკო შებერეეე!!!
სტუმარი
ჩემს თვალწინ გაიზარდე და ვიცი რა მაგარი კაცი ხარ. ნეტა შენნაერი ქართველი და პატრიოტი ბევრი ყავდეს საქართველოს. ჩვენი სიამაყე ხარ! ზოგ ზოგიერთებივით ნაკრებში თამაშზე უარს რომ არ იტყვი მოგონილი მიზეზებით, თუ ამის უფლება ევროლიგამ მოგცა, მაგაში დარწმუნებული ვარ. ღმერთმა სულ გამარჯვებული გატაროს.
sormona
ძაან მიყვარს ეს კალათბურთელი, გამორჩეულია აშკარად და ამაზე ვამყარებთ იმედებს მაგრამ ერთი ფაქტია - რუსული არმიის გუნდში აგრძელებს თამაშს...:(:(:(
Joko
რა თქმა უნდა არ შეიცვლება თოკო! წარმატებები და ვაიპატრიოტებს და კალათბუტთის არ მცოდნეებს არ დაუგდო ყური!!!!
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია
ევრობასკეტზე ჩასულ საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ლიმასოლში დახვდა
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა - შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს
კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა