ფრანჩესკო ტოტი ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობს

მართალია, სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, მაგრამ გუნდებმა უკვე მოასწრეს გაძლიერება. განსაკუთრებით ეს „იუვენტუსზე“ ითქმის, ტურინელებმა ორი ფეხბურთელი უკვე დაიმატეს და დღე დღეზე კიდევ ერთს გაიფორმებენ.

ერთი რომ ანდრეა პირლო გახლავთ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, მეორე კი რეტო ციგლერია, მარცხენა მცველი, რომელიც გასულ სეზონში გენუის „სამპდორიაში“ ასპარეზობდა. რაც შეეხება თითქმის გადაბირებულს, ეს გეკჰან ინლერი გახლავთ „უდინეზედან“, რომლიც უკვე აღარ მალავს, რომ დიდი სიამოვნებით გააგრძელებს კარიერას „ბიანკონერიში“.

რა ხდება ამ დროს „რომაში“, გუნდში, რომელსაც ახალი მეპატრონე ჰყავს და რომელიც გულშემარკივრებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას ჰპირდება - ჯერჯერობით, სრული სიმშვიდეა და ერთი, რაც შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, ფილიპ მექსეს „მილანში“ გადაბარგების ამბავია.

„ჯალოროსის“ სპორტული დირექტორი ბრუნო კონტი ტიფოზებს ამშვიდებს და აცხადებს, რომ სულ მალე ვითარება რადიკალურად შეიცვლება: „ახალი მესვეურები კლუბთან გაცნობის პროცესში არიან და მენეჯმენტის კუთხით გარკვეულ სიახლეებს გეგმავენ. ეს ბუნებრივიც არის, რადგან პირველ რიგში, კარგად უნდა გაერკვნენ ვითარებაში და უკვე შემდეგ შეუდგნენ იმ სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომლებიც დასახულია.

გულშემატკივრებს ყველაზე მეტად სატრანსფერო საკითხები აღელვებთ და მინდა ვუთხრა მათ, რომ ამ მხრივაც სერიოზული მიზნებია დასახული. ჯერჯერობით, კონკრეტული გვარების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ მინიმუმ ხუთი-ექვსი უმაღლესი კლასის ფეხბურთელის გადაბირებაა დაგეგმილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონიდან „რომა“ სულ სხვა, გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი იქნება“.

იტალიელი ჟურნალისტები ფრანჩესკო ტოტისაც გაესაუბრნენ და მისი აზრიც მოისმინეს:

„სრულებით არ ვნერვიულობ, რომ ჯერჯერობით არც ერთი ფეხბურთელი არ დაგვიმატებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სატრანსფერო ფანჯარა პირველ ივლისს იხსნება და იქამდე მხოლოდ მოლაპარაკების წარმოებაა შესაძლებელი. კლუბის ახალ მეპატრონეებზე დიდ იმედებს ვამყარებ და ვიცი, რომ სერიოზული გეგმები აქვთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონიდან „რომა“ გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი იქნება და ბევრად უკეთესად ითამაშებს როგორც ეროვნულ პირველობაზე, ისე ევროპულ ასპარეზზე.

დიდი იმედი მაქვს, რომ კარიერის დასრულებამდე, ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოვახერხებ. სანაკრებო კარიერა უკვე დავასრულე, ამიტომ, ეს ყველაზე დიდი ოცნებაა, რომლის ახდენისთვის ენერგიას არ დავზოგავ“.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა