ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თურქეთმა შოთა არველაძე აღმოაჩინა

თურქეთმა შოთა არველაძე აღმოაჩინა

"ქეცბაიას მაშინ გავაკრიტიკებდით, ფეხბურთელები რომ ჰყავდეს..."
გასულ სეზონში შოთა არველაძემ პირველი დამოუკიდებელი სამწვრთნელო ნაბიჯები გადადგა და ლუის ვან გაალის შეგირდის შესაფერისი აღიარებაც მოიპოვა.

"კაისერის" 38 წლის მთავარი მწვრთნელი გვიზიარებს შთაბეჭდილებებს თურქეთში გატარებულ სეზონზე, საქართველოს ნაკრებსა და მისი გაუფერულებული სტილის მიზეზებზე.

- დასრულდა თქვენი პირველი სამწვრთნელო სეზონი, რომელსაც ახლდა სიხარულიც და იმედგაცრუებაც. თავად როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

- შესაძლოა, შედეგი უკეთესიც ყოფილიყო და უარესიც. მაგრამ ორი ადგილით წინ მოხვედარასა და შედეგზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ჩანაფიქრის განხორციელება, გუნდის სახის ჩამოყალიბება იყო. ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ მაინც მოვახერხე.

არ დავმალავ და, მეამაყება, დასრულებულ სეზონში თურქეთში მიწვეული უცხოელი მწვრთნელებიდან პოსტზე მხოლოდ მე რომ დამტოვეს. არადა, ბევრი ცნობილი სპეციალისტი ჩამოიყვანეს - რაიკაარდი, ჰაჯი... ყველა გაუშვეს, ჩემს შემთხვევაში კი ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

- შევიტყვეთ, თუმცა თურქულ წყაროებში ვერ მივაკვლიეთ ინფორმაციას, თითქოს წლის მწვრთნელებში დაგასახელეს.

- უფრო ზუსტად, თურქეთში ძალიან პოპულარულმა გაზეთმა "ფუტბოლ+"-მა წლის აღმოჩენად დამასახელა, გალა-საღამო გაიმართა და თასი გადმომცეს.

- გილოცავთ, ასეთი დებიუტით ყველა იამაყებდა.

- ცხადია, სასიხარულოა, თანაც "კაისერში" დიდი გამოცდილება მივიღე მრავალი პრობლემის მიუხედავად.

- რა პრობლემებს გულისხმობთ?

- ბევრ რამეს. გუნდში ათასგვარ გაუთვალისწინებელ ამბავს ვაწყდებოდი. მაგალითად, ვიღაცას ფსიქოლოგიურად უჭირს, იყო შემთხვევა, მოთამაშეს ოჯახური პრობლემა შეექმნა, ზოგი ბედნიერია და ზოგიც უბედური. ერთი შეხედვით, ეს წვრილმანებია, მაგრამ ყურადღება თუ არ მიაქციე, გუნდის თამაშზე ძალიან ცუდად აისახება.

- ფეხბურთელებთან ურთიერთობაში დისტანციას იცავთ თუ მეგობრობას ამჯობინებთ?

- თავიდან ზომიერ დისტანციას ვიცავდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს შეცდომა იყო და მეტი სიმკაცრე მომეთხოვებოდა. ფეხბურთელთან სწორი ურთიერთობის შერჩევა ძნელია, ყველას უნდა გაუგო, მოძებნო საერთო ენა. თუმცა ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეს, თორემ ძალიან ახლო ურთიერთობისას ბევრი იფიქრებს, რომ დისციპლინის დარღვევაზე წაუყრუებ, აპატიებ ავტობუსში, ვარჯიშსა თუ სასადილოში დაგვიანებას... ასე ცოტა-ცოტაობით გათამამდება, მერე ეს სხვებსაც გადაედებათ და გუნდი აირევა, თუ დროულად არ მიხედე.

- როგორც ჩანს, ამისულაშვილის წასვლამ "კაისერზე" ძალიან ცუდად იმოქმედა, რადგან ლიდერებიდან მეექვსე ადგილზე დაქვეითდით.

- რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედა. თურქებმა ამისულაშვილი ჩემპიონატის საუკეთესო მცველად აღიარეს, მაღალ დონეზე თამაშობდა, მისი წასვლა და გუნდის არევა ერთი იყო. ამას სხვა უსიამოვნო ამბებიც დაემატა - ფაქტობრივად, ერთი მცველის ამარა დავრჩით, ბევრი დაშავდა, ერთი წავიდა და მარჯვენა მცველს მარცხენა ფლანგზე ვაყენებდი, საყრდენს - დაცვის ცენტრში და ასე შემდეგ. შეიძლება, ამან ერთ-ორ თამაშში გაგიმართლოს, მაგრამ რვა მატჩში - წარმოუდგენელია.

- ევროპის ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვეთ.

- სამწუხაროდ, სამი ქულა დაგვაკლდა. "ბეშიქთაშმა" თასიც აიღო, მეხუთე ადგილზეც გავიდა და ჩვენ უსაგზუროდ დაგვტოვა. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ არა ტრავმირებულთა სიმრავლე, ევროპის ლიგაზე ვითამაშებდით.

- ახალ სეზონში რა მიზანს ისახავთ?

- ევროპის ლიგაზე გასვლას და სათამაშო სტილის დახვეწას.

- სათამაშო სტილი დასაწყისშიც ახსენეთ. როგორ ფეხბურთს ნერგავთ?

- ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ და არა ბურთის გადაგდება-გადმოგდებას. ჩემი მიზანია, "კაისერმა" გააზრებული ფეხბურთი აჩვენოს, რაც გულშემატკივარს ყველაზე მეტად უყვარს. სტილისთვის მაშინაც არ მიღალატია, როდესაც ძალიან გაგვიჭირდა და ტრავმებს გამო ლამის მთელი შემადგენლობა დაგვაკლდა. ჩემი ფილოსოფიაა, ბურთმა დაბლა უნდა იგოროს და ცაში უაზროდ არ უნდა დაფრინავდეს.

- ასეთ ფეხბურთს "ბარსელონა" თამაშობს.

- ცხადია, "ბარსას" დარი ფეხბურთელები არ გვყავს. ამას ვინ ჩივის, თურქეთის პირობებზეც არ ვართ განებივრებულები. "გალათასარაის" ახალმა პრეზიდენტმა ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევრო გაიღო, "კაისერს" კი სულ 12 მილიონი აქვს - ტრანსფერებისთვის, კვებისთვის, საჭირო ხარჯებისთვის. ასეთ პირობებში სასურველი მოთამაშეებით დაკომპლექტება და გრანდებთან ბრძოლა თითქმის შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ვცდილობდით და მეტ-ნაკლებად გამოგვდიოდა. თუმცა მოთამაშეთა არჩევაში შეზღუდულები ვართ.

- "კაისერში" კიდევ რამდენ ხანს დარჩებით?

- კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს მიმთავრდება.

- თურქეთში მწვრთნელის აღიარება პატარა ამბავი არ არის. სეზონის შემდეგ უფრო ძლიერ კლუბებში არ მიგიწვიეს?

- სხვათა შორის, შვედეთში გამზადებული კონტრაქტით მელოდებოდა "მალმე". შვედეთი მდიდარი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანაა, "მალმე" კი - საინტერესო ისტორიის კლუბი. წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

- თავად თურქეთში არავინ გიწვევდათ?

- დიდი კლუბებიდან არავინ, პატარებით კი თავად არ დავინტერესებულვარ.

- საქართველოს ნაკრებზეც ვილაპარაკოთ. ხორვატიაში წაგებულმა შეხვედრამ საფიქრალი აღძრა. ვითომ ეს არის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი?

- ცოტა შორიდან დავიწყებ. ბოლო სამი-ოთხი დღეა ჩემი თაობის თბილისის "დინამოს" შეხვედრებს ვუყურებ და გაოცებული ვარ, თურმე რა შემტევ და ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებდით. უეფას თასზე ავსტრიულ "ტიროლთან" სულაც ერთი მცველით ვითამაშეთ, მარჯვენა მცველად კი გიორგი ნემსაძე გვყავდა! ორიოდე ფეხბურთელის გარდა, ყველა ტექნიკური იყო, ერთი გადაცემით თამაშის გამწვავება და მეტოქის კართან ხიფათის შექმნა ნებისმიერს შეეძლო. ბურთს ვკარგავდით და ეგრევე მეტოქის "მიხრჩობას" ვცდილობდით.

ამ ყველაფრის მონაწილე თავად ვიყავი, მაგრამ მაშინდელი კადრების ხილვამ ბავშვივით გამახარა. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, "ბარსელონა" სწორედ ამ ფეხბურთს თამაშობს, ცხადია, ბევრად მაღალ დონეზე, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად იგივე სტილი გვქონდა. ჩვენ ამ ფეხბურთს არავინ გვასწავლიდა, რაც სისხლსა და ხორცში გვქონდა, იმას ვაჩვენებდით.

მეამაყება, იმ "დინამოს" წევრი რომ ვიყავი - "ლინფილდთან" და კრაიოვას "უნივერსიტატეასთან" ძალიან მაგარი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპაში ევრაფერს მივაღწიეთ. ალბათ, იმიტომ, რომ პატრონი არ გვყავდა და არავინ გვირჩევდა, ტექნიკა როგორ გამოგვეყენებინა, რომ ზოგჯერ მარტივად თამაში ჯობდა, ყველას შემტევის მეკარესთან პირისპირ გაყვანა გვსურდა, ზომა-წონა არ ვიცოდით, ზედმეტად ვირთულებდით ცხოვრებას და გუნდის პოტენციალი ვერ გამოვიყენეთ.

ახლა ჩვენი ფეხბურთი მეორე უკიდურესობაში გადავარდა. ობიექტურად ვიმსჯელოთ: სანამ თემურ ქეცბაიას გავაკრიტიკებდეთ, დავფიქრდეთ, საქართველოში გვყავს მაღალი კლასის თუნდაც ერთი სწრაფი ფლანგის მოთამაშე, ტექნიკური და შრომისმოყვარე ნახევარმცველი, ბურთს რომ "ღეჭავს", შედეგიანი თავდამსხმელი, რომლისაც მცველებს ეშინიათ? დარჩა ფეხბურთელი, რომელიც მწვავე გადაცემით მეტოქის დაცვას დაშლის? ერთი ანანიძეა და ისიც ტრავმის შემდეგ უთამაშებელია, ყენიასი გვეიმედება და ორი წელია, მოედანზე გასვლა ენატრება, ლევან მჭედლიძე ძლივს მომჯობინდა, მაგრამ მთლიანობაში საკმაოდ უფერული სურათია და ქეცბაია სასწაულმოქმედი არ არის, სამ დღეში მათ ფეხბურთი ასწავლოს.

- სამწუხაროდ, ტექნიკურ ფეხბურთელებს საქართველოში გასაქანს აღარ აძლევენ და ამის ლოგიკური გაგარძელებაა ის ფეხბურთი, რასაც ნაკრებში ვხედავთ.

- გეთანხმებით, ეს სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ, ჩვენი ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ტექნიკა სანატრელი გაგვიხდა. ქეცბაიას მაშინ უნდა ვაკრიტიკებდეთ, ფეხბურთელები რომ ჰყავდეს და არ იწვევდეს. არის კი ისეთი, საერთო სურათი რადიკალურად რომ შეცვალოს? თემური იძულებული გახდა, ცენტრალური მცველი კაშია ნახევარდაცვაში აეწია, სადაც ამპლუით მცველი ხიზანიშვილიც იძულებით დააყენა, ორი მცველი კი შეტევას ვერ გააძლიერებს.

კიდევ ერთი პრობლემა ინიციატივიანი, თავის თავზე თამაშის ამღები ფეხბურთელის არარსებობაც არის. ჩვენ რომ პირველად გავუშვათ, შემდეგ ორის გატანა შეგვიძლია? ერთი გავიტანეთ ხორვატიაში და არ გვეყო, ისევე, როგორც საბერძნეთსა და ლატვიაში. ასეთია სამწუხარო რეალობა, დღევანდელი არჩევანით ძნელია სასურველი ნაკრების ჩამოყალიბება - მაღალი კლასის ფეხბურთელს მწვრთნელი ვერ მოიგონებს.

• რამაზი

ისე ეგ შოთას დროინდელი დინამოს თამაშები ვინმემ იუტიუბზე რო დადოს არ შეიძლება? მეც მაგრა მაინტერესებს ეხლანდელი თვალით მინდა შევხედო

• Burton

fintikoza, უყურე საქართველოს ნაკრების თამაშს ისრაელთან თბილისში, ან მალტასთან, ან ლატვიასთან სტუმრად და ნახავ, რომ სულ დაცვაში არ ვდგავართ. ხოლო როცა შურისძიების სურვილით სავსე ხორვატებს სტუმრად ეთამაშები და თან უგებ, დაცვაში უნდა ჩადგე აქა რა უნდა ქნა? ბოლომდე გაგვმართლებოდა და 3 ქულა ჯიბეში გვედო!

• shota

შოთა მაგარი ხარ! მიხარია ობიექტურად რომ მსჯელობ! ასეთი კონტინგენტით ძნელია უკეთესი შედეგის ჩვენება! მიუხედავად ამისა მომავალს იმედით ვუკურებთ, თუნდაც იმიტომ რომ, შენსავით ხალხი გვყავს გვერდით! თემურს და ნაკრებს დღეს ძალიან ჭირდება თანადგომა და სწორი კრიტიკა!!!

• fintikoza

შოთა მაგარი ხარ, კაიზერის თამაშები ნანახი მაქვს, და შენი ტაკტიკური სვლებით მოგებული მეორე ტაიმები, ქეცბაიას თავი მაურინიო გონია ხოლო საქ, ნაკრები მილანის ,,ინტერი,, სანამ ასე იფიქრებს 2 თამაშს კიდე წააგებს!! კუიბიჰევის ,,კრილია სოვეტოვი,, ხომ არ ხარ სულ დაცვაში რომ დგეხარ?

• gigi

shalamberidze ra cudi naxevarmcvelia tan magari scrafi da gamqcevia ,tavis tavzec igebs da sheudzlia

• vova

ამგენს მიზეზს რა გამოულევთ?! ვერ ხედავ თურმე ბარსელონას დინაოსგან მოუპარია თამაშის სტილი,თან სამუდამოდ მოგვპარა ეტყობა მე მგონი დასაჭერები არიან

• zaza

ხან მწვრთვნელს აბრალებდით ეხლა ფეხბურთელებს. მიზეზები არ დაგელევათ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა