ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

თორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და ცსკა-ს მოთამაშემ თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში გადასვლის საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. თორნიკეს თქმით, მედია საშუალებები ყურადღებას არ ამახვილებდნენ მის კონტრაქტზე, რომელსაც მნიშვნელოვანი დეტალები გააჩნია. თორნიკემ ამ ყველაფერზე რადიო ჯორჯიან თაიმსთან ისაუბრა.

"პირველ რიგში მინდა ყველაფერს სპორტული დატვირთვა ჰქონდეს. ცსკა ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის. აქედან გამომდინარე მე რომ ევროლიგა მოვიგო უახლოეს წლებში, ამის შანსი არის უდიდესი. შესაბამისად, ეს მიმჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად სპორტული კარიერის თვალსაზრისით. იყო სხვა მიზეზებიც რატომაც გადავედი, მაგრამ მათი თქმა თავის მართლებად მიმაჩნია, რისგანაც თავს ვიკავებ.

მე ძალიან გული დამწყდება თუ ცსკა-ში გადასვლით ხალხს გული დავწყვიტე, ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. პირიქით, ყველა ჩემ ნაბიჯს წარმატებისთვის და ქართველი ხალხის სასახელოდ ვდგამ.

ქართულ დროშას ყველგან ავაფრიალებ, სადაც არ უნდა ვიყო, სადაც საშუალება მომეცემა ამას ყოველთვის ვიზამ.

იყო რაღაცები, რაც მედიამ არ აღნიშნა და ეს საწყენია. ცსკა-ს პრეზიდენტის განცხადებაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. მპლაპარაკებების დაწყების წინ ყველაზე მთავარი რაც იყო ის განისაზღვრა პირველ რიგში: როცა იქნება ნაკრების თამაში, მე გამოშვებაზე პრობლემა არ უნდა შემექმნას. ჩემთვის რთული იყო საქართველოს ნაკრების თამაშები ტელევიზორიდან მეყურა.

თუ ჩემთვის შემოთავაზება იქნება NBA-დან და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს შემოთავაზება უკეთესი იქნება, აუცილებლად გადავალ. ცსკა-სთან კონტრაქტში ის პუნქტიც არის გათვალისწინებული, რომ მე ყოველ ზაფხულს შემიძლია გუნდის დატოვება."

• გლახუნა

თ.შენგელია კარიერისტია ...ისევე როგორც სამწუხაროდ ქართველობის დიდი ნაწილი და რაც არის ძირითადი მიზეზი იმისა,რომ ძალიან გვიჭირს თანამედროვე, ანუ დასავლური ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს, მით პროგრესისა, ეკონომიკური აღორძინება , პერსპექტივების შექმნა (შედეგი 200 წლოვან ტოტალიტარულ, ანუ ძალადობა,სიძულვილი,შანტაჟი , დაშინებაზე - შიშებზე დაფუძნებული სამყაროში ყოფის...),ანუ არასახელმწიფო აზროვნებით, არასახელმწიფო პასუხისმგებლობით, პირადი ინტერესებით, ცბიერი ,ხარბი და გაიძვერა ბუნებით ... და ვის გაუგია ; მსტოვრების, კარიერისტების , ვაჭრების და ქურდების აშენებული - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო, მით უმეტეს თანამედროვე - და ვართ არსებულ ღატაკ, უიმედო და უპერსპექტივო ყოფაში ( შეხსენებისათვის - 2012 წლისათვის საქართველო ადამიანთა ცხოვრების დონით 61- ე ადგილიდან -2020 წლისათვის -123 -ე ადგილზე ჩამოვიდა და მხოლოდ შეუქცევადი რეგრესირებით) ... დასკვნა, სანამ ს რ უ ლ ი ა დ ქართველობა,თითოეული მოქალაქე არ გ ა ი თ ა ვ ი ს ე ბ ს , არ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ს - ,,ჯერ ერი და სახელმწიფო ( მისი ღირსების აღიარება და დაცვით და მისთვის მუდამ შემართებით) და მერე აქედან - ის, რასაც განგება მარგუნებს ,, + ,, მტერს - მტრისას, მოყვარეს მოყვრისას,, ... მანამ - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო არ გვექნება,მით ა რ ა ნ ა ი რ ი პერსპექტივებიც კი - ა რ ა ს ო დ ე ს (!) - ასე რთული გასაგებია ?! ... აბა, კიდევ აირჩიეთ არსებული - ივანაშვილების ვაჭრების, მსტოვრების და კარიერისტების - ,,ხელისუფლება,, ან შეეგუეთ მათ ... მხოლოდ უ ა რ ე ს ი სიღატაკე, კრიმინალი, კორუფცია, სრული უპერსპექტივობა იქნება და მთლად ა უ ტ ა ნ ე ლ ყოფაში ჩავარდებით ... მხოლოდ ღ ი რ ს ე უ ლ ი ადამიანები, ღ ი რ ს ე უ ლ ი ერი ქმნის - სახელმწიფოს, მით თავად იქმნიან პერსპექტივებს თვითგანვითარება, თვითგანმტკიცება, თვითგანვითარებისათვის... ასე რომ- ა რ უნდა გვიჭირდეს მ ი ზ ე ზ ი - რატომ.ვცხოვრობთ არსებული აუტანელი- ღატაკი- უპერსპექტივო ყოფით... მაგრამ რ ო დ ე მ ე (?!)

• ss

რამბავი დაგიწერია კომენტარია თუ ლექცია ვაა..... წადი გამოიძინე

• თოკო ყურადღებას ნუ მიაქცევ ამ ვითომ პატრიოტებს.

თუ ბიძინასთვის შეიძლება რუსეთში ფულის შოვნა შენგელიამ რა დააშავა.პრეზიდენტათ რო ირჩევთ ქალს რომელიც საქართველოს ადანაშაულებს რუსეთთან ომის დაწყებაში ესეც შეიძლება.როგორც გაწყობთ ისე ლაპარაკობთ.

• გიორგი

ამას თუ კიდე კარგად დავხვდით სპორტის სასახლეში , მაშინ მართლა ერი არ ვყოფილვართ!

• გია

აშკარად განდიდების მანია გაქვს. იმკურნალე.

• დათო

საქმეც იმაშია, რომ როცა ბალეტიდან მოგვისინჯეს და საქართველოს გასაბჭოების დღეს, იმ დღეს, როცა ჩვენი იუნკერები უმოწყალოდ ჩახოცეს, ჩვენი პრიმა-ბალერინა და ოპერის ბოსი პუანტებით ანავარდეს დიდ თეატრში და თვით პუწინმა მოიტყავა ხელის გულები ტაშის კვრით! მადინ ღ მახსოვს ეს ვინმეს გაეპროტესტებინოს და ახლა კი ნამდვილი ისტერიაა! კი, არც ის იყო კარგი და არც ეს, მაგრამ ვინც იმ ქალბატონის საქციელი არ დაგმო, ის რომ მოღალატედ რაცხავს შენგელიას, ესაა ამაზრზენი. თორნიკესგან განსხვავებით ეს ქალბატონი გადამხდელის ხარჯზე ცხოვრობს და სხვა ბევრი "გოტიც" აქვს ივანიშვილის პრემიის ჩათვლით, რომელზეც რატომღაც უარი არ უთქვამს. თან პირველი ლედის სტატუსისთვისაც ემზადებოდა სულ ცოტა ხნის წინ...

• ვოოტ

ჰო, ალბათ, საკმარისია... იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ აღარც აზრი შეეცვლება ვინმეს და რაც მთავარია, ვეღარც თორნიკე შენგელია შეცვლის გადაწყვეტილებას. ვერ იშავლეგა ჩვენმა კაპიტანმა და ნუღარც მოვთხოვთ - ვის სჭირდება ნაძალადევი ღირსება და თანამემამულეთა ლანძღვანარევი ყიჟინით შთაგონებული პატრიოტიზმი?!... დაქირავებულ და მოხალისე ბოტებს თუ არ ჩავთვლით, ალბათ, სხვას არც არავის... პატივს ვცემთ, თუ - ვერა, თორნიკეს პირადული გადაწყვეტილება გვერდზე გადავდოთ და დანაქადნების ასრულება ვაცადოთ  - ვნახოთ როგორი დესპანი იქნება ჩვენი მოსისხლე ქვეყნის ყველაზე საძულველ გუნდში და მთლად "პუტინ ხუილო"-ს თუ ვერ აუფრიალებს რუსებს ცხვირწინ, იქნება, რომელიმე ცენტრალურ და მსოფლიოში ფართოდ ტრანსლირებად მატჩზე საქართველოს ნამდვილი რუკაც შემოიხვიოს ტანზე, რომელზეც რუსულად და ინგლისურად ეწერება ყველა ქართველისთვის უცილობელი ჭეშმარიტება, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.... კარიერულ წინსვლაზე  (პირადად მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ჩემთვის რაღაცნაირად სულერთი გახდა და თავს ვერ მოვიტყუებ) მეტად სწორედ  ხსენებულ ასპარეზზე მაინც ალალად ვუსურვოთ წარმატება და სადღაც გულის ყველაზე ღრმა და მიუვალ კუნჭულში იმედიც დავიტოვოთ, რომ ვაჟას გენიალური  "მოკვეთილ"-ის მსგავს ფინალს პირდაპირი მნიშვნელობით  (ღმერთმა აშოროს, ვერ მემეტება) თუ არა, სპორტულ ასპარეზზე მაინც ვიხილავთ ოდესმე...  მოდით, თორნიკეს "საქმე" დავხუროთ და ჩვენს ჩაოხრებულ საქმეებსაც გადავავლოთ თვალი, ანუ რა უნდა ვისწავლოთ და რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ამ ამბებიდან....    უუუჰჰჰჰ... აქ იმდენი აზრი და შფოთი ირევა თავში, დალაგება მიჭირს... მთავარი კი მაინც ის მგონია, რომ ე.წ. აპოლიტიკურობის აპოლოგეტებმა ერთი ფრიად პოლიტიკური ლოზუნგი შემოგვატყუეს და ჩვენც სახელდახელოდ ავიტაცეთ განსახილველად... ყბადაღებულ თემაზე, - პოლიტიკისგან სპორტის (თუ პირიქით) გამიჯვნაზე მოგახსენებთ.  ანუ, ეს რუსებმა აურიონ ერთმანეთში, მაგაში მაინც ბადალი არ ჰყავთ, ჩვენ კი მაგ საძრახის საქციელს გავემიჯნოთ და ორთავეში ცალ-ცალკე ვივაჟკაცოთ, წინ ვინ დაგვიდგებაო... მოკლედ, რუსები თუ ჭადრაკს გვეთამაშებიან ჯოკერის პრინციპით, ჩვენც ავდგეთ და რაგბი ვებურთაოთ ქართული ჭიდაობის ილეთებითაო... არ ვიცი, ამ აჯაფსანდალში ვისი აჯობებს, მაგრამ როგორ გინდა პოლიტიკა არ დაინახო და მხოლოდ სპორტული ინტერესი განჭვრიტო რუსების საქციელში, როცა ნაკრების კაპიტანს და ლამის ეროვნულ სიამაყეს ასე ფუკასავით აგაცლიან და სამაგიეროდ თუ მავანმა ქართული ღვინით შეზარხოშებულმა რუსმა ტურისტმა ხინკალი და ხაჭაპური შეგვიქო (მამა უცხონდათ, ვითომ რატომ უნდა დაგვიწუნონ), სიხარულისგან უნდა ავჭყლოპინდეთ და ქუდი ჭერში ვკრათ - ხედავთ, ხალხო, ისევ ვუყვართ და უჩვენოდ ვერა ძლებენო... აეგეთ გამიჯვნაში, სპორტის რა გითხრათ და პოლიტიკაში კი იმაზე მეტადაც ჩავიქაქავთ, ვინემ აქობამდე მოგვისწრია და გინდ, მომკალით, მე ეგეთ აპოლიტიკურობას ვერ გეახლებით... რუსებმა მშვენივრად იცოდნენ, რა რეაქციაც გვექნებოდა, ამის თვალსაჩინო მაგალითიც ჰქონდათ უკრაინელი რაკიცკის "შახტარ"-იდან "ზენიტ"-ში გადასვლის სახით (ის არც ნაკრების კაპიტანი ყოფილა და უკრაინელებმაც უმტკივნეულოდ მოკვეთეს) და ჩვეულ შოვინისტურ სტილში ჭკუის დარიგებაც არ დაგვამადლეს - თქვენი კაპიტანი ჩვენი რიგითი გახდა და ახლა ჰაერებს თუღა შეარხევთო... მოდი და აქ პოლიტიკას ნუ დაინახავ... რუსები სპორტიდან მოგისინჯავენ კბილს, თუ - ბალეტიდან, მინიმუმ ის მაინც უნდა გახსოვდეს, რომ მტერთან გაქვს საქმე და ეგ მტერი კიდევ დღენიადაგ საბჭოთა იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს... საამისოდ შენი ეროვნული გრძნობების დაკნინება და დამცირება სჭირდება ნებისმიერ ფასად, სხვაგვარად ვერას გახდება, სხვაგვარად სხვა ფასის გადახდა მოუწევს და იქნებ, არც უღირდეს... თუმცა მთელი აღმოსავლეთ ევროპა მაინც ეჭვობს, რომ იქნებ უღირდეს კიდეც, შიშით აკვირდებიან პუტინის ამბიციურად მომძლავრებულ მადას და საკუთარი საზღვრების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ გამალებულნი... და ჩვენ?!... ჩვენ ამ ელემენტარულ გამოცდას ვერ გავუძელით... ვერ გავუძელით, რადგან რუსებმა საწადელს მარტივად მიაღწიეს - ერი კიდევ ერთხელ გაიხლიჩა, შენგელიაზე მეტად ერთმანეთი ვლანძღეთ და ლაფში ვსვარეთ, ქართველი ისევ აბორგდა ქართველის წინააღმდეგ და ახლა მომხრე-მოწინააღმდეგეებს ვითვლით სპორტის სასხლეში მოსალოდნელი "რაზბორკ"-ს წინ... ამაზე რუსულ საქმეს რომელი ტანკით გააკეთებდნენ რუსები?!... ან რა ფასს არ გადაიხდიდნენ თუნდაც იმ კომენტარებში, რომლებშიც ერთმანეთს ვაძახებდით, ვინ რომელ ხიდზე გავრბოდით 2008 წლის აგვისტოში და რეალურად კი მცხეთამდე მოსულ რუსულ ტანკებს მხოლოდ სულმნათი ილიას ძეგლიღა დაუხვდა ეულად, კვარხლბეკზეფილებაყრილი და მინგრეულ-მონგრეული კიბის საფეხურებით... კიდევ კარგი, რომ "ჩესტი" ვერ აუღო რუსული დუმის დეპუტატმა და თბილისისკენ ვერ გამოუძღვა... ვაი ჩვენს დღეს და ვაი ჩვენს იმედად დაგდებულ ქვეყანას... ვაის ვუიც ემატება, იმიტომ, რომ დღეს რომ მოეპრიანოთ რუსებს ტანკების დაძვრა, იმაზე მეტი მომხრე ეყოლებათ, ვინემ 2008-ში ჰყავდათ... იმიტომ რომ არაფერს ვსწავლობთ, არაფრისთვის ვემზადებით და რუსულ ჰიბრიდულ თუ ვირეშმაკულად საინფორმაციო ომს ერთმანეთის ლანძღვის მეტს ვერაფერს ვუპირისპირებთ ვერც ერი და ვერც - ბერი... ჰო, ერისაცა ვთქვათ - ჩვენი ყოველთვის ბობოქარი და შეოპოვარი ერისკაცნი, რატომღაც უჩვეულო წინდახედულობითა და შორსმჭვრეტელი გატრუნულობით შეხვდნენ შენგელიას გარშემო აგორებულ სატრანსფერო სკანდალს და მთელს პოზიცია-ოპოზიციაში მხოლოდ ყველასგან აბუჩად აგდებულ პრეზიდენტს ეყო გამბედაობა, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, ეტყობა, დიპლომატიურმა ალღომ უმტყუნა და ვეღარ მოახერხა პოლიტიკისაგან სპორტის გამიჯვნა... სამაგიეროდ კალათბურთის ფედერაციამ ისეთი კომკავშირული განცხადება გამოაცხო, ვგონებ, რუსებს უკვე ჯიბეში უნდა ვეგულებოდეთ სრულიად საქართველო, რადგან ფედერაციის ჩინოვნიკები ზემოთ შეუთანხმებლად ვერც ვერაფერს ბედავენ და ვეჭვობ, საამისო მოცლა და  სურვილი ჰქონდეთ... ნუ, თავისთავად მადლობის მეტი არა გვეთქმის რა შორეული უზბეკიდან შოთი არველაძის ბრძნული გამოხმაურების გამო... თემურ ლენგის სამშობლოში საფუძვლიანად დამკვიდრებულმა და სამართლიანად წარმატებულმა მწვრთნელმა "ერთიანი ტაქტიკისა და წითელი ხაზების" შექმნის აუცილებლობა შეგვახსენა... ალილუია!!! ვისაც ახსოვს, აეგ ერთიანი სტანდარტი, ჩვენ რომ დღემდე მივტირით, იმ ბალტიისპირელებს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ შემუშავებული და იმაში გამოიხატებოდა, რომ მათ ქვეყანაში ჩასულ სტუმარსა თუ ტურისტს ცოცხალი თავით რუსულად არ ესაუბრებოდნენ სულაც რომ ყირაზე გევლო, ქართველი იქნებოდი, თუ - ბანგლადეშელი...ჩვენ ახლაღა დავფიქრდით ამაზე ( ვაააბშე-ტა, ან დავფიქრდით და ან - არა), თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს... ერთი ეგაა, რომ ძალიან გაგვიჭირდება მულტიმილიონერი სპორტსმენებისა თუ იმპერატორის კარზე მიღებული ხელოვანებისა და რუსეთში ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი ქართველების ერთიან სტანდარტში ჩასმა და ერთი არშინით გაზომვა... აქ ყველამ საკუთარი სინდისითა და საკუთარი გულის კარნახით უნდა დავიწესოთ სტანდარტებიცა და წითელი ხაზებიც, მზა ფორმულა რომ არსებობდეს, ნემსის ყუნწში გავძვრებოდით და განვადებით მაინც გამოვიტანდით... ეეეეჰ, მაინც ამემღვრა გონება და გავუტიე ჩემებურადა... ბოდიში, ბატონებო, შევეცდები, მეტად აღარ გაგაბეზროთ... ნუ, მინიმუმ იმ დრომდე მაინც, სანამ ლაშა ტალახაძე არ გააფორმებს კონტრაქტს ისლამურ სახელმწიფოსთან...

• D

მე მამიდა აღარ მყავს და მამიდაშენს მიგიხედავ.

• georgian

შენ რომ წახვიდე ცსკა-ში გაგვიხარდება. მილიონებს აიღებ და ცსკა-ს დაასუსტებ. მტრის არმიის კლუბის დასუსტება კაია. ეგ ნაკრების გამორჩეული კალათბურთელი და კაპიტანია. ცნობილი მთელ ევროპაში როგრც ქართველი კალათბურთელი, რომლითაც ვამაყობდით ყველანი. ახლა მან მტრის გუნდს გამარჯვებაში უნდა დაეხმაროს და თან გაიხაროს მათი გამარჯვებით. მე ყოველთვის მაგ გუნდის მეტოქრს ვქომაგობდი და ახლა მაგის გულისათვის როგორ ვუქომაგო მაგათ? ვინც გიყვარს მისგანაა უფრო გუდასაწყვეტი ასეთი რამ. სიყვარულიდან ზიზღამდე სულ ერთი ნაბიჯია. ამიტომ უნდა გაეგო ჩვენი ხმა როცა ვთხოვდით არ გადასულიყო. მიხვდი ცოტას თუ ვერა?

• სამტრედიის სოფლიდან

უკვე უკვე ზედმეტები მოდის ზოგიერთ კლავიატურის ლომის და რა მერე თუ ცსკაშია? ნაკრებშიც ითამასებს და სპორტის სასახლეშიც კარგად დავხვდებით მაგასაც ვნახავთ მალე მაინტერესებს ვინ გაბედავს ობსტრუქციის მოწყობას აი მასინ გამოჩნდება ვინ უფრო მაგარია ეს დროც მალე დადგება და ვნხოთ.

• ფეხბურთი

რათქმაუნდა არ მივესალმები შენგელიას რუსეთში გადასვლას, მაგრამ მხოლოდ ერთ ადამიანზე გადავტეხოთ ჯოხი, არც ამას მივესალმები, ეს იმ ფონზე როცა საქართველოს მოსახლეობის ნახევარი დღემდე იმას გაჰყვირის რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან. როცა სკოლაში კლასი შატალოზე მიდის და ერთი ადამიანი დარჩება კლასიდან, ეს ამ ერთი ადამიანის პრობლემა არის, ხოლო თუ კლასიდან რამდენიმე ადამიანი დარჩა კლასში, ეს უკვე კლასის პრობლემაა. შენგელია არ არის ერთადერთი სპორტსმენი რომელიც რუსეთში ითამაშებს და შესაბამისად პრობლემა ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ და არა რომელიმე ერთ ადამიანში...

• rasa

100%. ჩვენი პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში. შენგელიას გადასვლა სიმპტომია და არა მეხის გავარდნა ცარიელ ცაზე. ჩვენ რომ პრინციპული ხალხი ვიყოთ, არ წავიდოდით საერთოდ რუსეთში არც სამუშაოდ, არც სათამაშოდ და ა.შ. მაგრამ ზოგის მესმის, სხვა არჩევანი რომ არ აქვს. კაპიტნისგან და მრავალი პერსპექტივის მქონისგან მართლა მეწყინა განსაკუთრებულად და ისე ფაქტია, რომ მატერიალური სარგებელი ქართველისთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნული ღირსება. სამწუხაროდ. იმედი მაქვს მომავალი თაობა (ჩემი და თორნიკე შენგელიას შემდგომი თაობისთვის) შეიცვლება ეს

• gio

საქმეც მაგაშია ამ ადამინზე არაფრის თქმაარმინდა თავისი საქმის თვითნ უკეთ იცის უბრალოდ მე პირადად აღარმინდა მისი ნაკრებში დანახვა

• ბასკი

არსებობენ შენგელიები და არსებობს ნემანია მატიჩი! მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ რატომ და როგორ თქვა უარი ყაყაჩოს ლოგოიანი მაისურის ჩაცმაზე მან.იუს ერთ-ერთ თამაშზე.არავინ იცის თორნიკეს ადგილზე თვითონ როგორ მოიქცეოდა, აქედან ლაპარაკს და კრიტიკას რა უნდა, მაგრამ მაინც გამიტყდა და ვერ დავმალე;(

• გრიშა

მეეშვით თოკოს ვირეშმაკებო

• qwerty

ორი აზრი არაა, მაგარი მიქარა იქ გადასვლით, მაგრამ აბა გულწრფელად თქვით რამდენი იტყვით უარს მილიონების სანაცვლოდ რუსეთში მუშაობაზე

• gio

ამის ამბები და ამის საქმე საერთოდ აღარ მაინტერესებს .. აქ ნაკრებზეა ლაპარაკი და არა ამის პირადზე.. სანაკრებო თამაშზე თუჩამოვა მიდი თამაშზე და თვითნ ნახავ იქრაციქნება. ეს ნაკრების კაპიტანია და არა რიგითი კალათბურთელი .. ეს არაა დამწყები უკვე შემდგარი კალათბურთელია.. უკრაინის ნაკრების კაპიტანი როგადავიდა ზენიტში საერთოდ მოკვეთეს ნაკრებიდან.. ისიც ნაკრების ჭამყვანი მოთამაშე იყო და მისი მოკვეთით დაცვის ცენტრმა სერიოზულად იზარალა მაგრამ დღეს ერთერთ ყველაზე სანახაოვრივ თამაშს აჩვენებს თან შედეგიანსაც.

• Givi

ვინც თოკოს ლანძღავს იმას რა გაუკეთებია ქვეყნისთვის? ალბათ არც არაფერი მარჯვენა ხელის გამალებული ვარჯიშის გარდა

• Smouk

მოხსენით სასწრაფოდ კაპიტნობიდან და ნაკრებიდანაც თორე მოგიწევთ ქართული მარშის დასწრება ნაკრების თამაშებზე

• sake

თოკო შემოგევლე მხოლოდ წარმატებები და საუკეთესო სპორტულ ფორმში ყოფნა კარიერის განმავლობაში. პ.ს.მორალისტებო საკუთარ მამიდებს მიხედეთ,და თუ არ გყავთ,მაშინ ერთმანეთისას.

• 90

ყველამ თავის როენა მამიდას მიხედოს.ომის დროს კურდღლებო, სხვის საქმეში ლომებო.

• ჯერ აფრიალე და მერე დაგვამადლე

დროშა ხომ რას ამბობ, ეგეც კონტრაქტში ექნება ჩაწერილი. მაგ ჭკუაზე არიან რუსები, ქართული დროშა უფრიალონ პუტინს.

• კიოსერა

ხოდა ძაღლი ჩააკვდა სულში ყველას ვინც რუსის ჩექმას ლოკავს.

• აღარ გვაინტერესებს

დალოცვილო, ვინ უნდა საუბრობდეს შენი კონტრაქტის დეტალებზე, ვის მიუწვდება ხელი, ამასაც ჩვენ გვემართლები?!... თუ სიმართლე გინდა, სანამ ცსკა არ დაადასტურებს, მაგ დაგვიანებით ამოქექილ პუნქტს უფროსი შენგელიას ვირეშმაკობის სუნი უფრო უდის და სიმართლეც რომ იყოს, რუსული დაპირების ფასს მაშინ გაიგებ, როცა ნაკრების თამაშზე ჩამოსვლის ფასად სასტარტო ხუთეულში ადგილს დაკარგავ, სკამის ხეხვას დაიწყებ და აქეთ აგვიწუწუნდები - აგერ, რის ფასად მიჯდება ჩემი ქართცელობაო... არ გვინდა, ძმაო, თავი დაგვანებე, შენმა გადასვლამ ნაკრების დანარჩენი წევრებიც აჭრა და კიდევ რა ექსცესებს უნდა ველოდოთ შენს ჩამოსვლაზე, არავინ იცის...უშენოდაც გვითამაშია (ისე, საინტერესოა, ბასკონიაში ვინ დაგიშალა ეგეთი პუნქტის ჩადება კონტრაქტში) და კიდევაც ვითამაშებთ ავად თუ კარგად, შენ კი ღმერთმა ხელი მოგიმართოს... პ.ს. სხვათაშორის, თავის დროზე გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა ერთი გუნდის ფასი ფეხბურთელი ბერნდ შუსტერი მოკვეთა გუნდიდან, რადგან ბრაიტნერთან და რუმენიგესთან ჰქონდა კონფლიქტი... ჰოდა, ეს უნიჭიერესი ფეხბურთელი დაიკარგა, თორემ გერმანელები სუ დაგა-დუგით გახდნენ ჩემპიონები...

• Ttt

თოკოო და ვინ ამბობს რო ქართველობა წაგართვეს:)) აბა თქვი რო რუსეთი ოკუპანტია... ვერაა??? საქმეც მაგაშია:))

• ლევანი

სად შეიკრიბეთ ამდენი ვითომ პატრიოტი, რომელს გაქვთ ნეტა იმის მეათედი გაკეთებული საქართველოსთვის რასაც თოკო აკეთებს. ჩვეულებრივი პროპაგანდით მოწამლული ურაპატრიოტები ხართ. არც სამშობლო უყვარს ვინმეს თქვენზე ნაკლებად და თეთრს და შავს არჩევს. წარმატებები თოკო, ვიცი ევროლიგასაც დადებ და ააფრიალებ ჩვენს დროშას კიდევ ერთხელ!!

• Gio

ტვინი ნუ წაიღეთ ამ ვაი პატრიოტებმაა..მარტო სახლში და კლავიატურასთან რომ ხართ პატრიოტები რაა.თოკოს მეითხედი გააკეთეთ თქვენ ქვეყნისთვის და მერე გამოდით სიტყვით.მთელი საქართველოს ნაკრები რუსთში თამაშობს..ფეხბურთის.და აბა ყველა მოღალატე ყოფილა.დააყენეთ რაა.აცადეთ კიდევ ბევრი წარმატება მოუტანოს ქვეყანას.

• irakli81

ეჰ თორნიკე, ვერ გირურვებ ევროლიგის მოგებას, მთელი გულით ვგულშემატკივრობდი ბასკონიას შენს გამო, მაგრამ ცსკ-ს ვერასდროს ვუგულშემატკივრებ და ვერც ევროლიგის მოგებას ვუსურვებ. პირადად შენთვის კი ცუდი არაფერი მინდა, ღმერთი გფარავდეს ცხოვრებაშიც და პარკეტზეც ტრამვებისგა. რაც შეეხება ნაკრებს, იქ შენი ადგილი არაა. ეს ჩემი პირადი აზრია.

• ნიკა

ის ყველას აჯობებდა ჩვენ გვყოლოდა ისეთი ძლიერი საკალათბურთო გუნდი,რომელიც ცეესკას და მის ტოლსწორ გუნდებს ღირსეული წინააღმდეგობას გაუწევდა და ამ ქართულ გუნდებში ეთამაშა შენგელიას და მის დარ კალათბურთელებს,ამაზე რომ გვეზრუნა ყველაზე კარგი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ყველაზე კარგად ერთმანეთის ლანძღვა -გინება გამოგვდის. წარმატებები მინდა ვუსურვო თოკოს პირველ რიგში საქართველოს ნაკრებში და მერე სადაც ითამაშენს იქაც.

• გიორგი

100%

• მერაბი

არ გვეძინა, ჩემო კარგო. მაშინაც არავის ესიამოვნა მარკოიშვილის ცეესკაში გადასვლა და მე პირადად იმ წლებში მანუჩარისთვის ტაში არ დამიკრავს, მარა მაშინ სხვა სიტუაცია იყო – მარკოიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა კალათბურთში და სხვა ბევრი არჩევანი არც ჰქონია განსხვავებით შენგელიასგან, თან არც კაპიტანი, ანუ ნაკრების სახე ყოფილა პავლიაშვილი და თოფურია ახსენე, კანდელაკი და მისთანები კი გამოგრჩა. რომელს თვლი ქართველ ხელოვნად და რომლით ამაყობ? მე ეგ მანქურთები ხსენების ღირსადაც კი არ მიმაჩნია

• გიას

შენ მითხარი კიდევ რა გირჩევნია, ეხლა ჩაომოურეკავ ყველა სპორტსმენს და ვეტყვი როგორ მოიქცნენ. თოკოსაც კაპიტნობიდან აუცილებლად გადავაყენებ რადგან შენ ეგრე თვლი. ხომ ვერ მეტყვი ვინ დავნიშნო? თუმცა ვიჩალიჩებ, რომ სპორტის მინისტრად დაგნიშნონ და შენ თვითონ მიხედავ მაგ ამბავს.

• ჩემი სიტყვები არ არის, მაგრამ სრულიად ვეთანხმები სამწუხაროდ

თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილება საქართველოს დაუძინებელი მტრის, ოკუპანტი რუსეთის კლუბში გადასვლის შესახებ, რბილად რომ ვთქვა, არის სამარცხვინო და მოღალატეობრივი, ანტიპატრიოტული ნაბიჯი, უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ქართველთა ნაწილი ამას ვერ იაზრებს და ამართლებს თორნიკეს ქცევას. ეს ნიშნავს, რომ ერად ვერ ჩამოვყალიბდით, ჯერ კიდევ ტომი ან ჯოგი ვართ, რომელსაც ღირსება და სამოქალაქო თვითშეგნება არ გააჩნია, პირადი გადარჩენის ინსტინქტებით ვაზროვნებთ. მართებულია და ზედმოჭრილი დიდი მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები: "ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, სამშობლო ის ეგონა". აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი ვიდრე ოკუპირებულია, ვიდრე ქართველებს ხოცავენ და იტაცებენ, ვიდრე შენი თანამემამულეები გამოყრილი არიან მათი სახლებიდან რუსეთის ძალით, ვიდრე "ანწუხელიძეებს" და "ტატუნაშვილებს" გვიხოცავენ, შენგელიების კოლაბორაციონიზმი რუსეთთან არის ამ გმირების საფლავებზე დაფურთხება. სიბრიყვეა იძახო, პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვააო, მამულიშვილობა და პატრიოტიზმი სპორტსაც სჭირდება და სპორტსმენსაც! დაუყოვნებლივ გასარიცხია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ოკუპანტის სამსახურში გადასული, ვინც არ უნდა იყოს იგი. ”

• გია

გეთანხმები. ამდენი ყურადღება არაა საჭირო.

• გია

მე პირადად მერჩივნა თორნიკეს (აღარ თოკოს) რეალში ეთამაშა და ნაკრებში არა. თორნიკე არ გინდა თავის მართლება დათმე კაპიტნობა და ღმერთმა შეგარგოს განსხვავება ბასკონიის( ესპანეთის ჩემპიონი) ხელფასს და რუსულ ფულს შორის.

• G.LA

ეგ კონტრაქტი მამაშენს და ფედერაციის მღრნელებს აუფრიალე. ბევრი ჩვენგანი შენ სახელს აღარც იძახის, ისე აკომეტარებს შენზე. შემდეგ დაგვთვალე რამდენი დაგვკარგე, არა უშავს ჩვენ მოვითმენთ გვეძახონ ბოღმიანები და თუნდაც ნაცები. თუნდაც ასეთებიც იყოს ვინმე, მერწმუნე მათაც უყვარდი და შენით ამაყობდნენ. ასე რომ იმ ზნედაცემულებს ვინც აქ თავის თანამემამულეებს შეურაწყოფით მოიხსენიებენ დარწმუნებული ვარ უმრავლესობაში ვართ. პატარა არ ხარ, ღირსეული განცხადება მაინც გააკეთე, რომ მაგ ოკუპანტებმა გაიგონ ცოტა ღირსებაც რომ გქონია და კაპიტნის სამკლაურზე უარი განაცხადე, რახან ასეთი ვნებათაღელვაა. ეს სახეს ვერ შეგვინარჩუნებს ჩვენ, მარა შენ რაღაცას მაინც დაემსგავსები.

• გგგგგ

ეს ურა პატრიოტები, ვინც კომენტარს აკეთებს ქართულ ჯარშიც კი არ ექნებათ ნამსახურები. სამშობლო ჭიქით ხელში უყვართ. თორნიკე კაცია და სადაც წასულა ქართული დროშა აუფრიალებია. წარმატება თორნიკეს!!!!!!!

• qartveli

გვეძინა როცა მარკოიშვილი მაგ რუსულ ცსკა-ში ომის დამთავრებიდან 3-4 წლის მერე გადავიდა, გვეძინა როცა რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრებში ათამაშებდნენ, გვეძინა როცა პავლიაშვილი, თოფურია... რუსული არმიის დღესასწაულებზე საქართველოს დამბობმავი, უნიტაზის მომპარავი რუსული ჯარის ჩინოსნებს უმღერიან და ართობდნენ, გვეძინა როცა ამტკიცებდნენ რომ თურმე საქართველო ყოფილა დამნაშავე რომ რუსებმა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა თორემ ისე თურმე აზრადაც არ ქონიათ ან გულში როგორ გაივლებდნენ ჩვენს წყენინებას, გვეძინა გვეძინა... და უცებ გამოვიღვიძეთ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი!!! ამ რუსული ჯარის არმიის რიგებში აღმოვაჩინეთ. ილია ჭავჭავაძის სიტყვები ... და როს გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება... ადრე რაღაც რითმისთვის მოგონილი სიტყვები მეგონა და თურმე ეს ძილის სენი წინა თაობებსაც ჭირვებია, ვერც ჩვენი თაობა აღმოჩნდა წინაზე უკეთესი. აქ პრობლემა არც შენგელიაში, თოფურიაში, პავლიაშვლში... აქ პრობლება საზოგადოებაშია.

• პაატა

ერთმა ნაცნობმა დაწერა და აქ მინდა დავაკოპირო: სსრკ-ს დროს თბილისის დინამო ეთამაშებოდა წყალბურთში მოსკოვის დინამოს მოსკოვში, 6:5 ვიგებდით და ერთი წუთი რჩებოდა, მოსკოველებმა მშვენიერაძე შემოიყვანეს ბოლო წუთზე, ორი ბურთი გაგვიტანა და წავაგეთ, ტრიბუნებიდან ვეღაცამ ქართულად დედა შეაგინა, მშვენიერაძე ამოხტა აუზიდან და გულშემატკივრებს მიადგა, რომელმა შემაგინეთო?! გივი კარტოზია გვყავდა მოჭიდავე ის ადგა და მე შეგაგინეო, ხო და გაიძურწა ეს მშვენიერაძე, იგრძნო რო მთელი საქართველოს სახელით იყო ეგ გინება, ხმა აღარ ამოუღია. სანწუხაროა, მაგრამ საქართველოს ნაკრების პირველივე თამაშზე ჩვენს სპორტის სასახლეში "გივი კარტოზია" იგივეს გაიმეორებს! სხვა ტვინის გამხსნელი "წამალი" არ არსებობს!

• პაატა

თოკო ძმაო, ეგ კონტრაქტი ხო ქაღალდზე წერია? ხოდა კარგად გადაახვიე, ისე რომ მყარად იყოს და უფროს შენგელიას, კახას გადააწოდე! მაგან იცის რაც უნდა გააკეთოს მაგ კონტრაქტით!!! თუ ვერ გაიგებთ მამა-შვილი, მაშინ ჟურნალისტების მეშვეობით გაგვაგებინეთ და აქედან წამოვა ინტრუქცია...რა გადაგვაყოლეთ ამის ცსკა-ში გადასვალ და ეხლა კიდე ამის უაზრო ბოდიალზე უნდა ვიშალოთ ნერვები?! ერთი თვეა ლამის გული გამისკდეს...ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი რომელიც ამის საქციელს გაამართლებს! ვისაც აქამდე ვერ გაუგია რომ სამშობლოს ინტერების საპირწონედ არაფერი დგება, ის მაინც ვერასდროს გაიგებ რა სიმძიმის გადაწყვეტილება მიიღეს შენგელიებმა! ევროლოგის მოგებისთვის ჩვენი ხალხის მხოცავი არმიის კლუბში გადასვლა ანგარებაა აბა რა უბედურებაა?! ერთი გამაგებინა შენგელიების, რუსეთუმე ქართველების და კიდე უსამშობლო გულშემატკივრის გარდა ვის რაში სჭირდება ეგ ტიტული??? რისი მომცემია ქართული კალათბურთისთვის (ქვეყანაზე არაფერს ვამბობ)?! არ მესმის ამ ხალხის ლოგიკა და მომკალი. თურმე ტიტულისთვის და ფულისთვის თურმე მტრის არმიის სახელით ვითამაშებ, მაგრამ ბიჭებო იცოდეთ რომ შიგნით პატრიოტი ქართველი დავრჩები და ჩვენს დროშას სადაც კი შევძლებ ავაფრიალებო...რომ დაგისვავენ ტრიბუნაზე სამხედროებს და მერე გაგაცნობენ "ვეტერან ვაინი 2008 გოდა" და ხელს ჩამოართმევ მერე იქნებ მოხვიდე აზრზე რა ქაქიჩ მიირთვი, მაგრამ ეჭვი მაქვს მაფას შეირგებ.

• ნათია

ჩამოსახრჩობია სოფლის მოედანე

• ირაკლი

ნაკრების კაპიტნობას უნდა შეეშვას მაგაზე ორი აზრი არ არსებობს

• გიო

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ქართველი და არა უცხოელი თემურ ქეცბაია რომ რუსულ კლუბში გადავიდა სამუშაოდ არ იყო საგინებელი? რა რუსეთის მეორე ლიგის ტამბოვზე უკეთესი გუნდი ვერ იპოვა სამუშაოდ რომ დახარბდა რუსულ რუბლებს? რატომაა თემურ ქეცბაია მაგარი კაცი და შენგელია მოღალატე? გეთანხმებით შენგელია არის მოღალატე იმიტომ რომ კაპიტანს მეტი მოეთხოვება მაგრამ მას გვერდით რატომ არ ვუყენებთ ქეცბაიას, მარკოიშვილს, კვირკველიას, ანანიძეს... რუსული ესტრადის "კაშკაშა ვარსკვლავებს" თოფურიას, პავლიაშვილს...

• gio

დროშა გასაგებია, მაგრამ რუკა უნდა აუფრიალო თუ ბიჭი ხარ

• წითელი არმია

თურმე კონტრაქტის თანახმად, თოკოს მაისურზე რუსეთის არმიის ლოგო არ იქნება დატანილი, გარდა ამისა, წითელი არმიის ჰიმნის ჩართვისას (რაც ყველა საშინაო მატჩის წინ ხდება), თოკოს უფლება ექნება ყურსასმენები გაიკეთოს. პირადად პოლკოვნიკ გრომოვს მოელაპარაკა, რომელიც ცსკა-ს ხელმძღვანელია. ყოჩაღ თოკო, აი ეგეთი უნდა იყოს კაპიტანი

• Gio

Qartul droshas aaprialebs kaci.shenc exla Moskovi ar aigo ..chveni drosha aapriales chvenma gmirebma qartuli sulit da gulit.shen ki Rusul rublebze gaixide tavi. Capitaní unda sheicvalos .

• ოკუპირებული

მოკლედ, ერთის მხრივ, ჩემთვის, რიგითი ქართველისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი გადადის რუსულ საკალათბურთო კლუბში, რადგან რუსეთი ჩემი ქვეყნის ოკუპანტია, თან, არა მხოლოდ ბოლო ათი ან ოცი წლის განმავლობაში, არამედ, უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ოკუპანტია იმ დღიდან, რა დღიდანაც იწყება საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობა, მაგრამ, მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ თორნიკეს გულმხურვალე პატრიოტიზმში და ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ქართველია, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე მე შემიძლია. ამიტომ, მიუხედავად ჩემი უკმაყოფილებისა, ვერ ვაძლევ თავს უფლებას ვეძახო მას მოღალატე და მოვითხოვო მისი მოკვეთა ეროვნული ნაკრებიდან.

• მევარმე

ქვეყანა -რომლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი წლების მანძილზე, ივსება რუსი ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული-თანხებით.სახელმწიფო რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებობს რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილებით . ქვეყანა რომლის მილიონზე მეტი ემიგრანტი ცხოვრობს რუსეთში. ქვეყანა რომლის ენერგო-სისტემა და 300-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი, გასხვისებულია თავად საქართველოს ხელისუფლების მიერ -რუსეთზე .ქვეყანა რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ ზუსტად ერთ თვეში- ენგურ-ჰესი მიყიდა რუსეთს და დღემდე საიდუმლო გრიფი არ მოუხსნია ხელშეკრულებისთვის .ქვეყანა რომლის საუკეთესო ბალერინა- ნინო ანანიაშვილი მოსკოვის დიდი თეატრის პრიმაა. ქვეყანა რომლის მომღერლების , მოცეკვავეების , სპორტსმენების მეცნიერების და ბიზნესმენების უმრავლესობა რუსეთში ,,დაფრთიანდა,, და იქ მოიწყო ცხოვრება და კარიერა, დღეს მიხვდა , რომ თურმე ოკუპაცია მხოლოდ თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლით გახდა აუტანელი , კლუბში სადაც 8 ამერიკლი , 5 გერმანელი , 3 იტალიელი და მხოლოდ 4 რუსი ასპარეზობს . ბრმათა ქვეყანა -რომელსაც მხოლოდ თორნიკეზე აეხილა თვალი და სამარცხვინოდ აბულინგებს , ლანძღავს და მიწასთან ასწორებს ჩვენს საამაყო კაპიტანს . ყოვლად სამარცხვინო პრეზიდენტს- ზურაბიშვილს- რომელსაც-ჩორჩანაზე , მავთულხლართებზე, მცოცავ-ოკუპაციაზე, გავრილოვზე, პირ-ამოკერილ მაღაროელებზე , დახოცილ ახალგაზრდებზე და წამებით მოკლულ ბიჭებზე ერთი სამძიმარი და ერთი მოსაზრება არ დასცდენია რადგან, თურმე ეს ყოველივე - მისი საქმე არ არის და მის კომპეტენციას სცდება. თორნიკეს კი ლამის სალანძღავი პოსტი მიუძღვნა ქალბატონმა ,,მართმადიანმა,, . აი ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ ჩემო თორნიკე, ამიტომ გული არ გაიტეხო. ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით კი გეტყვი კაპიტანო - ვამაყობთ შენით , გიცხადებთ სოლიდარობას და გგულშემატკივრობთ მუდამ❗️ყურადღებას ნუ მიაქცევ ამ მარაზმამდე მისულ ისტერიკას , იმ ადამიანებისა -რომელთაგან ერთად არ გამოიძერწება შენისთანა პატრიოტი, ვაჟკაცი და გულიანი ქართველი . წინ გამარჯვებებისკენ კაპიტანო

• dinamo

ჩვენც როგორ საზოგადოებამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და ჩვენი დანაშაულიც ვაღიაროთ რომ თავის დროზე მარკოიშვილს გავუტარეთ როცა ცსკა-ში გადავიდა, კვირკველია ნაკრებიდან არ გავუშვით რომელიც იმ გუნდის რკინიგზელთა გუნდს იცავს რა რკინიგზითაც ცხინვალში მებრძოლი რუსული ჯარი და სამხედრო ტექნიკა ვლადიკავკაზამდე ჩამოიყვანეს, სამხედრო დღესასწაულებზე რუსი ოფიცრების წინაშე მომღერალ არარაობებს ისევ ქართველები რომ ქვიათ, ქართული პასპორტები რომ აქვთ საქართველოში რომ ჩამოდიან და არავინ არაფერს რომ არ ეუბნება. ასე რომ ყველაფერს მათ შორის ჩვენ დანაშაულსაც შენგელიაზე ნუ გადავიტანთ, უბრალოდ ნაკრების კაპიტნობას უნდა შეეშვას და მორჩა რაც უნდა ის ქნას და სადაც უნდა იქ ითამაშოს

• SL

და ნუღარ დებთ ამ თ.შ-ზე სტატიებს, დავნევროზდით უკვე. რუსეთში წერონ მაგაზე და ვისაც უნდა იქ იკითხოს.

• SL

ძალიან გამიხარდება თუ ევროლიგის ფინალში გავა ცსკა და შეხვდება ბასკონიას. და განადგურდება ისე როგორც არც ერთი გუნდი არ განადგურებულა არასოდეს! რა ვქნა, მეც დავიბოღმე თ.შ.-ს ამ "საამაყო" და მისთვის ბედნიერების მომტანი საქციელის შემდეგ. ბოლომდე არ მჯეროდა და ძალიან ძალიან გამიტყდა. დიდ სიყვარულსა და დიდ სიძულვილს შორის ძალიან პატარა ზღვარია, რომელიც თ.შ.-მ ძალიან მსუბუქად გადალახა, რაშიც მიეხმარა ხელფასებში სხვაობა (რაღაც) და იმის უნარი რომ დაიკიდა თავისი გულშემატკივარი. ხოდა არც არავის გაუკვირდება, თუ გულშემატკივარიც დაიკიდებს ან მისი წარუმატებლობით გაიხარებს. მე ნაღდად გავიხარებ, დამიძახეთ დაბოღმილი! და არც ეგეთი კალათბურთი და ნაკრები (ბრბოს აზროვნებით) მინდა ვაფშე!

• მიხაელ

სულ რომ პლანეტის საუკეთესო კალათბურთელი გახდე ჩემთვის დამთავრებულია შენი როგორც კალათბურთელის არსებობა !!!! და სანამ კალათბურთში შენი გამპრავებელი რუსეთის მონა ფედერაცია და ვაივეტერანები იქნებიან არც ნაკრების თამაშებზე ექმება აზრი დასწრებას !!!! ვის რად უნდიხარ ნაკრებში რუსული არმიის სახე როდესაც ხდები !!!!

• გენა

მოკეტოს მაინც. კიდე თავს იმართლებს. ვერ გაპრავდება შეენგელიას საქციელი ვერაფრით!

• 912

ყურს ნუ დაუგდებ უსაქმური მშიერი ძაღლების ყეფას გზა გააგრძელე წარმატებას გისურვებ!!!

• dzeke

თოკო დაუნახავებს და სხვის საქმეში ბრძენ ხალხს რადალევს. დაიკიდე, შებერე, გვეამაყები!

• Master

20 წუთზე მეტს არ ათამაშებენ,შანსი არაა.ეს ბასკონია არაა მეფესავით იყოს.აქ უფრო მაღალი მოთხოვნებია.თან ქართველია

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს

"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი

[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა

[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა

"რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, კრიტიკა? საერთოდ არ მაღელვებს" - პიანიჩი

სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა

პიანიჩი მოსკოვის ცსკ-ში გადასვლასთანაა ახლოს - რუსულმა მედიამ ეს მწვავედ მიიღო და ბოსნიელს 2022 წელს ნათქვამი სიტყვები გაუხსენა

"ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან" - პიანიჩმა ცსკა-ში გადასვლის მიზეზი განმარტა

შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "ბარსელონას" კალათბურთელია

პიანიჩმა რუსეთის მიმართ შეხედულება შეიცვალა? - ბოსნიელი ამბობს, რომ ცსკ-ში გადასვლით ბედნიერია, მისმა მეგობარმა კი ტრანსფერის შესახებ განმარტება გააკეთა