ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"როცა თავხედობა ბედნიერებაა" - რუსული გამოცემა კვარაცხელიას აქებს

"როცა თავხედობა ბედნიერებაა" - რუსული გამოცემა კვარაცხელიას აქებს

რუსულმა სპორტულმა საიტმა Sportbox-მა სტატია მიუძღვნა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"19 წლის ვუნდერკინდი, რომელზეც "ლოკომოტივმა" უარი თქვა, საკუთარი ასაკისთვის გასაკვირად, კარგ ფეხბურთს თამაშობს. "არმიელებთან" შეხვედრაში არა მარტო ტექნიკითა და პოზიციურად სწორი თამაშით გაიბრწყინა, არამედ სათამაშო დისციპლინითაც, რომელიც მისი თანატოლებისთვის უცხო რამ არის.

როგორ შეაჩერა მარიო

ხვიჩას შეხვედრაში არც ისე მარტივი დავალება ჰქონდა, რადგან მის ფლანგზე მარიო ფერნანდესი თამაშობდა და როგორ შეუძლია მას შეტევა და დაცვა, ყველამ კარგად იცის. სწორედ ამიტომ, კვარაცხელიას ერთ-ერთი მოვალეობა "არმიელთა" მარჯვენა მცველის წინააღმდეგ დაცვაში თამაშიც იყო, რასაც საერთო ჯამში, თავი კარგად გაართვა. წინსვლის საშუალებას არასდროს აძლევდა, ხშირად შედიოდა ფიზიკურ კონტაქტში და ვარდნებითაც ართმევდა ბურთს. ფერნანდესს ასე დიდი ხანი აღარ გაუგრძელებია და პარტნიორების დახმარება გამოიყენა - საფირმო "კედლით" გადაჭრა საჯარიმომდე მისვლის საკითხი, თუმცა ესეც დიდი შრომის ფასად უჯდებოდა.

ლეკურის რიტმში

დაცვითი ფუნქციების ფონზე შეტევაში აქტიურად წასვლის მოვალეობა მისთვის არავის ჩამოურთმევია და ამ საქმეს სიამოვნებითაც აკეთებდა. შეტევაში კარგი თამაშისათვის კი ქართველს ყველა საჭირო უნარი გააჩნია. ბრწყინვალედ ეპყრობა ბურთს, მისი დამუშავებისთვის მოძრაობათა მინიმუმი სჭირდება, რის შემდეგაც ეგრევე დრიბლინგზე მიდის.

22-ე წუთზე ცსკა-ს სამ ფეხბურთელს გაუმკლავდა, რამდენიმე წუთის შემდეგ ართმევაზე წასული მარიო ფერნანდესი 1 მოძრაობით ჩამოიშორა, 39-ე წუთზე კი პარტნიორისაგან გადაცემის მიღების შემდეგ საჯარიმოში შეიჭრა და მცველებს რომ არ დაეფარათ კარგად, იქნებ გაეტანა კიდეც.

თან, ამ ყველაფერს მსუბუქად მოძრავი ქართველი ერთი ამოსუნთქვით აკეთებდა, თითქოს "ლეკურს" ცეკვავსო. ისიც ვთქვათ, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში საკუთარი თავი ზედმეტად შეაფასა, კოხტა ფინტით ერთი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და რთულ სიტუაციაში მეორე "არმიელის" ლამაზადვე მოტყუება სცადა, ბურთი დაკარგა და კონტრშეტევაზე "რუბინმა" ლამის გოლი გაუშვა.

როცა თავხედობა ცალკე ბედნიერებაა

კიდევ ერთი რამ, რაც აშკარად გვხვდება თვალში, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელის საფეხბურთო თავხედობაა, რაც მისი ამპლუის მოთამაშისათვის ცალკე ბედნიერება გახლავთ. ნათელია, რომ ბიჭს არანაირი კომპლექსი არ გააჩნია, საკუთარ ძალებში ეჭვი არ ეპარება, ოპონენტების ავტორიტეტს არ ცნობს. სწორედ ეს შობს იმ უტიფრობას, რომლის დახმარებითაც მოწინააღმდეგეებს უმკლავდება.

მაგალითად, მეორე ტაიმში აბეზარმა ნახევარმცველმა ის მოახერხა, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია - წყობიდან მარიო ფერნანდესი გამოიყვანა. 59-ე წუთზე ხვიჩამ მეტოქეს ბურთი წაართვა და ისე დაიტოვა, რომ ფერნანდესს წესების დარღვევა მოუწია და ყვითელი ბარათითაც "დასაჩუქრდა". სწორედ ლეგიონერის თავხედობამ მოუპოვა პენალტი "რუბინს": საჯარიმოში ისე შეიჭრა, თითქოს საკუთარ სახლში შესულიყო და ეს გამოხდომა "არმიელის" მხრიდან წესების დარღვევით შესრულებულმა ვარდნამ შეაჩერა.

• კეთილისმსურველი

,, კი ბატონო", სანამ სხვების დამოძღვრას დაიწყებთ, მანამდე ქართველთა ეთნოგენეზისის შესახებ არსებულ ლიტერატურას გაეცანით. ჟვანიებისა და აშორდიების გზას ადგახართ, გრცხვენოდეთ! ამდენი მოღალატე არცერთ ერს არ ჰყავს.

• კი ბატონო

ვეთანხმები ზევით კომენტარს,რუსეთში არცერთი სხვა ეროვნების ხალხი არ გამხდარა რუსი,საქართველოში კი სვანები და ლაზ-მეგრელები გაქართდნენ (აფხაზების გაქართების მცდელობა რითი დასრულდა ვიცით)აქედან გამომდინარე ამ ხალხთა ახალმა თაობებმა დაივიწყეს მშობლიური სვანური და მარგალური(მეგრული)ენები....გონს მოვეგოთ და სანამ სხვისკენ გავიშვერთ ხელს მანამ საკუთარის შეფასება მივახდინოთ ...უნლაიქების პოტენციური ავტორები ვიცი რა ჯიშისანი არიან...დამიბლოკეთ ეხლა ეს კომენტარი

• N

მათ, ვინც არ იცის რუსეთის ისტორია და გეოგრაფია. მეცხრამეტე საუკენეში რუსეთის იმპერიაში შედიოდა საქართველოც, ფინეთიც, პოლონეთიც და ბევრი სხვაც, მაგრამ ქართველები. ფინელები და პოლონელები არ გამხდარან რუსები. ამჟამად რუსეთის იმპერიაში (ფედერაციას რომ უწოდებენ) შედის იაკუტია, ჩეჩნეთი, თათრეთი და ბევრი სხვა, მაგრამ არც ჩეჩნები, არც თათრები არც იაკუტები და არც ბევრი სხვა არ გამხდარან რუსები. აქ მეტი დეტალის ადგილი არ არის და გამგებმა უნდა გაიგოს. კიდევ ერთხელ, ხვიჩას დიდ წარმატებებს ვუსურვებ!!!

რაც არ უნდა ამართლოთ და აპრავოთ, რომ თათრულიაო ეგეც თქვენი ფანტაზიის შედეგია ასე, რომ ფიქრობთ. რუსეთის ტერიტორიაზე არ თამაშობს ხვიჩას რუბინი და რუსეთის სახელით არ გადის მინდორზე ხვიჩა? ესე იგი ხვიჩასთვის შეიძლება რუსეთში თამაში და თორნიკესთვის არ შეიძლება?

• Segestrya

მართალი ხარ სავსებით, ყაზანიდან დიდი ხანია რსფსრ-დან გამოყოფის მუხტი მოდის, არა არის ეთნიკურად რუსული ტერიტორია, რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, უნიჭიერესი ახალგაზრდაა, ღმერთმა ხელი მოუმართოს, გამრჯე და თავდაუზოგავი შრომით დიდ მწვერვალებს მიაღწევინოს და როცა ევროპისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება და ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაურს აიღებს მოიქცეს ისე როგორც ნამდვილ ქართველს ეკადრება და სხვათა შორის აქამდეც მისი ოჯახიდან გამომდინარე საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება. მოკლედ კვარაცხელია დღესდღეობით შენგელია არა არის, ღმერთმა ქნა მალე მიეღწიოს წარმატებული კალათბურთელის სპორტულ შედეგებს.

მოდით რა? არ გვინდა ეხლა ესეთები, "თათრულ გუნდში თამაშობსო", ძაან ნამეტანი ბავშვის დონეზე ხომ არ მსჯელობ?!ძალიან მაინტერესებს ეს რუბინი ვის ტერიტორიაზეა? მე მგონი რუსეთის არა? ესეიგი სხვა ქართველისთვის შეიძლება და ქება დიდებას არ იშურებთ და თორნიკე შენგელიაზე რა ამბავი ატეხეთ, სირცხვილი თქვენ სუყველას.

ზურა რცა გინდა ის დაარქვი, ხვიჩა კვარაცხელია არის რუსული გუნდის წევრი.

• ზურა

რუსული კლუბები არის სპარტაკი, დინამო მოსკოვი, ლოკომოტივი მოსკოვი, ცსკა და ზენიტი რუსეთი ფედერაციული სახელმწიფოა და მრავალ ეთნიკური ყაზანი არის თათრული კლუბი ეთნიკურად თათრები ცხოვრობენ ყაზანში ისევე როგორ გზონი არის ჩეჩნური კლუბი ანჟი დაღესტნური და კრასნოდარი ყუბანური ჩვენი მონათესავე კავკასიელების კლუბებია და ა.შ რეალურად ნამდვილი რუსული კლუბები არის სპარტაკი ცსკა ზენიტი დინამო მოსკოვი ლოკომოტივი.

• გურია

რომელ თათრულ კლუბში?! - თემურ ლენგის დაარსებული მხარე რომ არის? (ქართველები რომ უყვარდა ძაან!)

• N

რუსულ კლუბში არ თამაშობს: თათრულ კლუბში თამაშობს! ძალიან მიხარია მისი წარმატებები და დიდ მომავალს ვუსურვებ!!!

• Giorgi

მომავალ სეზონში ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს კარგ ფორმაშია აშკრად მომატებული აქვს და უმატებს კიდევ უფრო მეტად კარგი მწვრთნელი ჰყავს ვინც ენდობა და ეხმარება და თან რუსეთის პრემიერ ლიგას მარტო რუსები კიარ უყურებენ ევროპელებიც უყურებენ და როცა ეთამაშები ისეთ გუნდებს როგორიცა ცსკა ზენიტი კრასნოდარი სპარტაკი და ეთამაშები კარგად აუცილებლად შეგამჩნევენ გრანდები და აუცილებლად გამოიჩნენ ინტერეს თუ ასე გაგრძელებს როგორც ახლა თამშობს და კიდევ უფრო მოუმატებს წარმატებები ხვიჩას და ზურიკოსაც.

• სად ხართ კლავიატურის "ლომებო" თორნიკე შენგელიას გამო დორბლები, რომ გადმოყარეთ?

ხვიჩა კვარაცხელია რუსულ გუნდში თამაშობს??? ოხ ეგ მოღალატე, როგორ გაბედა და ოკუპანტების ქვეყანაში თამაშობს? (ამას ირონიით ვაკომენტარებ, ურა პატრიოტების გასაგონად. თორემ სულაც არ ვაკნინებ ხვიჩას, ღმერთმა ხელი მოუმართოს!) არავის საქმე არ არის ვინ სად გადავა. ყველა ირჩევს საკუთარ გზას, მორჩა და გათავდა.

• 35

ეგრე გააგრძელე , ფაქტია რომ რუბინში ბევრი იტანჯება ბურთან ურთიერთობით . მას კი ბევრი რამ მარტივად გამოსდის .აკვირდებიან ფაქტი ყოველ მის მოძრაობას .საინტერესოა როდესაც ფეხბურთელი შემოქმედებითი მხარე გააჩნია .როდესაც სტანდარტული არ არის

[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა

რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე