<p>ლევან ყენიას კლუბმა ავსტრიის ნაკრების კაპიტანი კრისტიან ფუხსი იყიდა - ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში „მაინცის" ღირსებას იცავდა <br> გასულ სეზონში აშკარა იყო, რომ „შალკეს" ყველაზე მეტად მარცხენა მცველის პოზიციაზე უჭირდა, რის გამოც გელზენკირხენელებმა არ დაახანეს და ახალი სეზონისთვის პირველ რიგში სწორედ ეს პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს. ლევან ყენიას კლუბმა ავსტრიის ნაკრების კაპიტანი კრისტიან ფუხსი იყიდა - ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში „მაინცის" ღირსებას იცავდა. მარცხენა მცველმა, რომელიც იდეალურად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს, გელზენკირხენულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.</p><p>ფუხსი „მაინცში" „ბოხუმიდან" იყო განათხოვრებული და ეს სეზონი იმდენად კარგად ჩაატარა, რომ მაინცელებმა ის საბოლოოდ გამოისყიდეს. თუმცა „მაინცმა" მისი შენარჩუნება ვერ შეძლო - კრისტიანის „შალკეში" ტრანსფერი გუშინ მაინცელთა მენეჯერმა კრისტიან ჰაიდელმა დაადასტურა. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გაარკვიეს, რომ ფუხსის კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მას „მაინციდან" წასვლა შეეძლებოდა და ჰაიდელი ამბობს, „შალკემ" სწორედ ეს თანხა შემოგვთავაზაო.</p><p>„კიკერის" ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 5 მილიონ ევროზე. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ფუხსამდე „მაინცმა" ახალგაზრდა ლიდერი ანდრე შიურლეც დაკარგა, რომელიც მომავალ სეზონში „ლევერკუზენის" ღირსებას დაიცავს. ეს უკანასკნელი ამ სეზონში 15 გოლით „მაინცის" საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ და გაირკვა, რომ „ფარმაცევტებმა" მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. „მაინცს" კიდევ ერთ წამყვან მოთამაშესთან, ლუის ჰოლტბისთანაც უწევს გამომშვიდობება - ეს უკანასკნელი კარნავალელთა ღირსებას არენდის წესით იცავდა და ახლა ისევ „შალკეში" ბრუნდება.</p>
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა