ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხვიჩას სპექტაკლი - სლუცკი და ყაზანური პუბლიკა აღფრთოვანებულია [VIDEO]

ხვიჩას სპექტაკლი - სლუცკი და ყაზანური პუბლიკა აღფრთოვანებულია [VIDEO]

რუსეთის პრემიერლიგის ბოლოსწინა, 29-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვს" დაუზავდა - 0:0.

ყაზანურმა გუნდმა წინა ტურში მოახერხა პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება და ამჯერად ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ითამაშა.

"რუბინი" უპირატესობას ფლობდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კვარაცხელია შეუჩერებელი იყო, ატყუებდა მცველებს, დასარტყმელ პოზიციაზე გაჰყავდა პარტნიორები, თვითონაც ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მეკარემ არ დაანება. ბოლოს, როდესაც ბურთს მიიღებდა, გულშემატკივრები ოვაციებს უმართავდნენ.

"მარცხენა ფლანგზე კვლავ ბრწყინავდა ხვიჩა. ქართველის ერთ-ერთი გარღვევის შემდეგ იგნატიევმა ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს.

მეორე ტაიმში კვარაცხელია მეურვეებს გაურბოდა, გაორმაგებული ენერგიით ატყუებდა და მაყურებლებისთვის ნამდვილი წარმოდგენა მოაწყო. მატჩის დასასრულს სამი მოწინააღმდეგე მოატყუა, დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარე პესიაკოვმა არ გაატანინა გოლი, რომელიც შესაძლოა, ტურში საუკეთესო გამხდარიყო", - წერს "რუბინის" საიტი.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა "რუბინის" მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კითხვა დაუსვა, რომელზეც მან ამომწურავი პასუხი გასცა.

- დღეს კვარაცხელიამ მრავალი მომენტი შექმნა. რატომ ვერ გაიტანა?

- 2001 წელს დაბადებული მოთამაშე რომ თავად იღებდეს ბურთს, თავად ატყუებდეს, თავად გაჰქონდეს, თავად აკეთებდეს ყველაფერს... რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელი გვინდა გუნდში გვყავდეს და მას არსებითად შეუძლია ასეთი იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო. დღეს გამოირჩეოდა და შესანიშნავად ჩაატარა აბსოლუტურად ყველა შეხვედრა. შემდეგი ნაბიჯი - ვეცდებით, ამას სტატისტიკაც დაემატოს.

კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დავითაშვილი 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"რუბინი" 22 ივლისს, უკანასკნელ ტურში "სპარტაკს" მასპინძლობს.

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

ხვიჩა? ახალი კომეტა მომაკვდავ გალაქტიკაში...

• 100%

მართალი ხარ. მეც მასე ვფიქრობ.

• გურია

ქინქლაძეს დაანებე თავი!!! რა აუვარდა თავში, ერთი შესაბამისი ფაქტი ან მაგალითი მოიყვანე... კაცი მე-3 ლიგაში ჩაყვა სიტის, რამდენი ვარსკვლავი გახსოვს იგივე პრეცედენტით?!(, კაცი გოლს რომ გაიტანდა თავდახრილი მოდიოდა ცენტრისკენ, დააკვირდი ჰაილაითებს მადლობა ღმერთს არის შესაბამისი მასალა ინფერნეტში, აბა ცოცხლად სტადიონზე მისი თამაშები შენ ნანახი არ გექნება, თორემ ეგ არ დაგცდებოდა ენაზე.. სამწუხაროა ასეთ გაუაზრებელ შინაარსის კომენტარებს რომ აკეთებენ ზოგადად, ისე შეიძლება მოსცხონ ჩირქი ან შეიურაცხყონ ადამიანი. რომ არაფრად მიაჩნიად მისი პიროვნება და დამსახურება..

• მწვრთნელი

ლაიქი დაგიწერე თუმცა ის რომ სლუცკის 0 აქვს ამაგი ხვიჩაზე, არასწორია. შეიძლება ტალანტი იყოს მაგრამ მწვრთნელზეა დამოკიდებული როგორ წარმოაჩენს ტალანტს. რაც სლუცკი მოვიდა ფაქტია,რომ უკეთ ათამაშდა,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელთან ურთიერთობას და ნდობას.ვისაც უთამაშია,ძალიან კარგად იცის ეს რას ნიშნავს.ისიც ფაქტია,რომ წინა მწვრთნელი ამის ნახევარ დროსაც არ უთმობდა ხვიჩას,სათადარიგო სკამზე იჯდა თითქმის ყოველთვის.სლუცკის უყვარს ახალგაზრდების დაწინაურება.დარწმუნებული ვარ ზურიკოც შევა ძველებურ ფორმაში და ორივე ერთად უკვე ძალიან დიდი ძალაა გუნდისთვის

• დავითი

რას ნიშნავს მეგრული სეპარატიზმი აბა ახსენი? ბევრს მეგრელები რომ არ გევასებათ ეგ ისედაც ვიცით. ჯერ კიდევ ზვიადიდან მოყოლებული! სომხები რომ გირჩევნიათ ეგეც ვიცით. მახსოვს აფხაზეთიდან დევნილებს როგორ ამაზრზენად წაგვართვეს თბილისიო!

• მემატიანი

და კიდევ - "...ივარჰყო, მოსრა და წარსტყუნა ყოველნი მცველნი, გარნა თვინიერ მეკარისა.."

• დავით67

დაანებეთ თავი ამ სიტყვის ( მოღალატე) ასე უპრაგონოდ ძახილს. ბევრს ალბათ არ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა! ბოლოსდაბოლოს ხვიჩა რუსი მწვრთნელის აღმოჩენილია სიომინის, ტყუილად ნუ აქებთ სლუცკის, მის დამსახურება ხვიჩას ტალანტის გამოვლენაზე არის 0. რომ არა სიომინი , რუსთავში რა წარმატებას მიაღწევდა ძნელი მისახვედრი არაა

• cheroeli

ჩემს კომენტარებს ბლოკავთ.და ამათ კიდე... თქვენ მე მგონი მეგრულ სეპარატიზმს აღვივებთ.

• შოთას

შოთა, ორი სტანდარტით თამაშს დაანებე თავი. ხვიჩაც რუსულ გუნდში, რუსეთში თამაშობს ისე, რომ ხვიჩაც მოღალატე გამოდის, არა შოთი შენი აზრით? მე პირადად არცერთს არ ვთვლი მოღალატედ და არც ვაკადრებ ორივეს ამ იარლიყს, ორივე გვასახელებენ და ვუსურვებ წარმატებებს.

• შოთა

თორნიკე მოღალატეა, ხვიჩა გმირი))) გაუმარჯოს ორივეს!

• ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.

აქ იმდღეს ვიღაც ჩამონათვალს აკეთებდა-ის „გააფუჭენ“,ეს „გააფუჭენ“...ამას რატო არ „აფუჭებენ“?არავინ არავის არ აფუჭებს გაიგეთ ერთხელ და სულ მოჩვენებები და შეთქმულებები ნუ გელანდებათ...იმის აღიარება არ გინდათ,რომ ვერ გაქაჩა და დგეხართ და მოლანდებების საფუძველზე ასკვნით-„გააფუჭენ“,„გააფუჭენ„...

• იმედია გაგვახარებს

გაეშვა რა ამ შობელძაღლს და ეს გოლი მსოფლიოს ყველა სპორტულ მედიას მოივლიდა.მთავარია ქართულად თავში არ აუარდეს,როგორც ქინქლაძეს.სიმართლე რომ გითხრათ მეშინია რომ ვაქო.

• giglia

აოტნა და იავარჰყო მოწინააღმდეგის დაცვა, როგორც ძველი ქართველები იტყოდნენ:) მაგარია, ძალიან მაგარი! ერთი ეგ არის, რო ხშირად ახლო მანძილიდან დარტყმისას აქცენტს დარტყმის ძალაზე აკეთებს და არა სიზუსტეზე. ამ ეპიზოდში შეეძლო ბურთი შორეულ კუთხეში შეეცურებინა, ნაცვლად იმისა რო მთელი ძალით ალალბედზე ამოეცხო ფეხი. დარტყმის ტექნიკის დახვეწაზე თუ იმუშავებს, ძალიან კარგი იქნება.

• Felisio

აუ ეს რომ შეეგდო რა მაგარი გოლი გამოვიდოდა... მაგარი ბიჭია, თან ეტყობა წინა თამაშები რომ წაუვიდა, იგრძნო რა შეუძლია და გათამამდა. წარმატებები...

• gulshematkivari

yochag xvicha ase ganagrdze warmatebebi. es da chakvetadze flangebze aikleben beloruss.

• vaxo

მართლაცდა სირცხვილი ასეთ ვაი გულშემატკივრებს. ცოცხლად შეჭამეს თორნიკე. კარგი ბიჭია ხვიჩა ძალიანაც მიხარია ასეთი კარგი ქართველი, რომ გვყვავს, მაგრამ როცა ორივე რუსეთში თამაშობს, არ შეიძლება ერთი ჯვარს აცვა და იმავე რუსეთში მეორე ადიდო. თქვენს მაგივრად გვრცხვენია, თორნიკეს წინაშე.

• იკა

საოცარი თვითნაბადი ტექნიქა ამ საამაყო ქართველს.პირველი და მეორე მოძრაობა რაც 5 ნომერს გაუკეთა ოყო საოცარი,ძალიან იშვითად შეგხვდება მსოფლიო ფეხბურთში ესე მოტყუებული მოწინააღმდეგე. რუსეთისნაირ ჩემპიონატში სადაც აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება და სივრცეები მაქსიმალურად იზღუდება უხეშობასთან ერთად, ესეთი მოძრაობები რომ გამოსდის ბევრის მთქმელია. ქართული საფეხბურთო ნიჭის და ტექნიქის ზეიმი ხარ ხვიჩა.

• გოჩა

ამ ბიჭს ტყუილად არ მისტიროდა სიომინი იური. იცოდა რა ტალანტს კარგავდა. ეხლა მთავარია ამ ბავშვა ხასიათი არ შეიცვალოს, რაც ბევრს ემართება ხოლმე, მხოლოდ ფეხბურთზე და კარიერაზე იფიქროს. ტატუების გაკეთებას ვარსკვლავი რომ გახდება, მერეც მოასწრებს ))

• ჩორნა

6-7 იდიალური დრიბლინგი 3 ზუსტი დარტყმა დრიბლინგის მერე,3 ჯერ საგოლე იდიალური პასი, 4 ბარათი საჩუქრად მოწინააღმდეგე გუნდს და ბოლო დრიბლინგზე 4 კაცი გაუშვა სემიჩკის მოსატანად და იქედან პირველი ისე დეიბნა ისე დეიბნა მე ტრაილერის მძღოლი ვარო!! დავანებოდ თავი პროფესორობას და დავტკბეთ ამ მომხიბლელი სანახაობით:* სლუცკის საღოლ რომ ესეთი კარგი დამრიგებელია და ყველაფერს აკეთებს ახალგაზდების განვითარებაში! Respect!!

• 100%

ოქრო გვყავს! ველოდები ჯიქიას კამანდას. ,,ხვიჩა და გოჩა,, გამახსენდა.

• მერაბი

მთავარია არ მოუკლოს! მხოლოდ ვარჯიში და თავდადება და გრანდში ითამაშებს!

• Mosexoneli

მე ვუყურებდი ამ თამაშს და სხვათაშორის მეც მეგრელი ვარ,მაგრამ ასე სისულელეს არ ვფიქრიბდი ვამაყობდი რომ ქართველია.და რაიყო ჩაკვეტაძეთი არ ამაყობ ან ზურიკო პანდემიამდე სწირედ ასეთი ლიდერი იუო.ან ქინქლაძე და ყიფიანი ან მესხი მეგრელები იყვნენ?დავაფასოდ ერთმნეთი და ვიამაყოთ ერთმანეთით.

• დავით 67

სასიხარულო ის არის რომ ყოველ თამაშზე უმატებს. ძალიან ცუდი რომ სეზონი მთავრდება. ეს ბიჭი მართლა მოვლენაა. ამის ფეხბურთი ვნახე ჩაკვეტაძის ჯერ ვერა.

• aburjga

ძალიან მაგარი კაცი გაგვეზარდა მესხის, მეტრეველის, გუცაევის, ქინქლაძის, არველაძეების და სხვა ბრწყინვალე დრიბლიორების ტრადიციების მატარებელი. დღეს ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ დრიბლინგი არის ფეხბურთის უმთავრესი,ულამაზესი და აუცილებელი კომპონენტი! ასევე კიდევ ერთხელ დანანებით მინდა აღვნიშნო ის შეცდომა, რასაც წარმოადგენდა ჩაკვეტაძის ბელგიურ კლუბში გადასვლა. ბელგია არის ქართელი ფეხბურთელების "საფეხბურთო მკვლელი". თუ უნდათ ფეხბურთი ითამაშონ, სახელი დატოვონ, შესაბამისად მაღალი ანაზღაურება მიიღონ,დროზე უნდა უშველონ თავს ჩაკვეტაძემ და ქვილითაიამ, თუნდაც ფინანსური დანაკარგის ხარჯზე ისე მგონი ბელგიელები ვერ გვპატიობენ კახი ასათიანის მიერ მათ კარში 1970 წელს გატანილ მშვენიერ გოლს! )))

• ეს უფრო" ურა პატრიოტების" გასაგონად. თორნიკეს ლანძღავთ და ხვიჩას აქებთ? შეგირცხვათ კაცობა.

სირცხვილი შენ ხვიჩა კვარაცხელია! რუსეთის ჩემპიონატში, რომ თამაშობ! ჩამოხვალ და აუცილებლად დაგისტვენთ და ობსტრუქციას მოგიწყობთ, როგორც უპირებენ თორნიკეს ეს მურტალო მაზალები.

• თენგიზ გაბიძაშვილი

ეს და ჩაკვეტაძე ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შეუქმნიან პრობლემას. აბა თქვენ იცით ბიჭებო, ასახელეთ საქართველო.

• Giorgi

ჯობია ერთი სეზონი დარჩეს რადგან ამ გუნდში აშკრად წაუვიდა სეზონი ძირითადის ფეხბურთელია მწვრთნელი ენდობა უმატებეს და რუსეთს პრემიერ ლიგა ძლიერი ლიგაა და თან ტალანტია და სჭირდება სათამაშო დრო და თუ ასე გაგრძელებს აუცილებლად იქნება დაინტერესება გრანდებიდან ახლა წავიდე ზაფხულში და მოხვდეს ისეთ გუნდში სადაც მწვრთნელს სულ სხვა საფეხბურთო ფილოსოფია ექნება და დასვას სკამზე ან ათამაშოს 20 - 30 წუთი ეგ პირიქით რეგრესისკენ წაიყვანს ტალანტს და როცა ასეთ ძლიერ ლიგაში უკვე გუნდის ლიდერი ხარ თამაში მიგდის გოლები გაგაქვს ჯობია რო ბოლომდე გამოიყენო ის ნდობა და დრო რაც გაქვს და მერე წახვიდე კარგ გუნდში კარგი პირობებით ავტორიტეტული და ცნობილი ფეხბურთელი და უფრო დაგაფასებენ კიდეც როცა კარგად ეცოდინებათ შენზე და შენს თამაშზე.

• გოგლიკო

Bacos chagetvalaa :))))

• ფეხბურთი

ბრავო ხვიჩა, ბევრი წარმატებები შენ და იმედია როგორც საკლუბო ისე სანაკრებო ბატალიებისას ბევ სიხარულს მიანიჭებ ქართველ გულშემატკივარს.

• bacos

რატო მეგრული და რატო ქართული არა? რა სომხური კომენტარია

• ლაშა

პანდემიის დროინდელი სტატიიდან ამოღებული - "19 წლის კვარაცხელიამ მშობლიურ ქალაქ წალენჯიხაში 100 დაბალშემოსავლიან ოჯახს ფინანსური დახმარება გაუწია."

• კახა ქ.

ეს გოლი რომ გასულიყო იქნებოდა სუპერ.სლუცკი კარგი სპეციალისტია და მაგის ხელში კიდევ მოუმატებს ხვიჩა.წარმატებები.

• G.LA

სამჯერ ვნახე ეს ვიდეო ისე ვისიამოვნე და თან გიჟივით მეცინებოდა. ეტყობა ფიზიკურად უმატებს, რაც ძალიან სასიხარულოა. ვფიქრობ ხვიჩა უკვე აღარ გაზარმაცდება, ის ისეთ აზარტში შევიდა მეცოდება სეზონი რომ მთავრება. ახლა უფრო მჯერა ევროპაზე რომ გავალთ და თან იქ გავიხარებთ. შრომა და კიდევ შრომა ამ ტალანტს მალე მსოლფიო გაიცნობს.

• ჯიმა

წარმატება აუცილებლად იქნება თან უმაღლესი. ჩემი ყურით მომისმენია დიდი მამა გიორგი ბასილაძე რას ამბობდა ფეხბურთზე. რომ ვთქვა გაეცინება ბევრს და ჯობია...

• ბაჩი

ეს არის კოლხური ჟილკა,ეს მეგრული ხასიათია.ქჷგორლუაფუდას ჯიმა სი ჩქიმჲ დუდჲ

• სოსო

სამწუხაროდ თამაშს ვერ ვუყურე,მაგრამ რუსული საიტი ტექსტურ რეპორტაჟში,პირდაპირ ამბობს.ის ულაპარაკოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყოვო.რომ ის მარტო მიათრევს გუნდს შეტევაში და გოლის არ გატანა,მხოლოდ უიღბლობა იყო.მასზე მეტოქეებს სამი გაფრთხილება მიუღიათ და 89-ე წუთზე ისეთი დრიბლინგი გააკეთა,რომ ყველა გააგიჟა.ესე იგი,ფიზიკურადაც უკვე მომძლავრდა და ძალა ბოლომდე ჰკმარა.ხვიჩამ უკვე იწამა საკუთარი თავისა და ახლა,აღარავისი აღარ ეშინია.დარწმუნებული ვარ,უკვე ზაფხულშივე ექნება შეთავაზებები ევროპიდან,მაგრამ რუბინი,ადვილად არ გაუშვებს და შეიძლება არც ღირდეს ზაფხულშივე წასვლა.აქ ძალიან სწრაფად ვითარდება,სხვაგან კი,შეიძლება ასეთი ნდობა და დრო ვერც მიიღოს.თუმცა დიდხანს რომ არავინ გააჩერებს,ეგეც ცხადია.

• gio

ძალიან მიხარია რო ასეთი კარგი ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელები გამოჩნდნენნ ქართულ ფეხბურთში კცარაცხელია,ჩაკვეტაძე კიტეიშვილი გვილია ტაბიძე ხარაიშვილი დავუთაშვილი ნინუა და კუდევ სხვები არ მინდა ვინმე გამომრჩეს მე ამ ბიჭების მეიმედება და ისინი ვფიქრობ რო ახდენენ ქარათულ იცნებას და დიდი ტორნირზე ითამაშებენ საქართველოს ნაკრების სახელით წარმაატებები ყველას

• თამაზი

დღეს დაიბადა ვარსკვლავი! მე ვნახე თამაში.

• ატლანტამ მხრები გაშალა

ეს ბიჭია მოვლენაა, ძაან მაგარს თამაშობს და დარწმუნებული ვარ რომ ძაან დიდი ფეხბურთს ითამაშებს... რა მოძრაობები აქვს, რა დრიბლინგი, რა ტექნიკური არსენალი. 19 ბიჭიო რომ გუნდის ლიდერი იქნება, ბევრი არის ამით ნათქვამი. ხასიათიც როგორი ჟილიკიანი აქვს, სტადიონზე არის ნაგლი. რავი რაა, მე პირადად ძაან მეიმედებაა.

• Wisla

ხვიჩამაც და ზუკამაც ძალიან კარგად ითამაშეს. ბოლოს ხვიჩას უნდა გაეტანა, მაგრამ მეკარემ აუღო. საოცარია უბრალოდ ხვიჩა. მამუკა ჯუღელს სასწრაფოდ უნდა გაეცალონ თორემ ამ ნიჭის რუსეთში დატოვება საცოდაობაა მაგარი. წარმატებები ბიჭებო

• ლაშა

აღარ ხუმრობს ჩვენი ბიჭი . გაიხარე და გაგვახარე

• David

წარმატებებს გისურვებ. თავდაუზოგავი შრომით და თავმდაბლობით ბევრს მიაღწევ.

• ბათუმის ფანი

ყოჩაღ ხვიჩა! პირველ ტაიმში ნახევარი გუნდი გააყვითლა)))

ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია

[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო

[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა

ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენი" ფრეს დასჯერდა

"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას

[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა

L'Équipe: დავითაშვილი და სტასენი ნავიდან გადახტომას ცდილობენ - "სენტ-ეტიენმა" მათ კარი გამოუკეტა

"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] 4:0 - დავითაშვილმა "როდეზთან" მატჩს წერტილი დაუსვა

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია