business-gazeta-მ "რუბინისა" და "როსტოვის" მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გამოარჩია. გამოცემა და გულშემატკივრები ქართველი შემტევის შენარჩუნებას ითხოვენ.

ტალანტი, რომლის გარშემოც გუნდი აშენდება

კვარაცხელია უკვე გახდა "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელი. კლუბი ვალდებულია მომავალ სეზონში ის შეინარჩუნოს

"რუბინმა" საუკეთესო შეხვედრა ვერ ჩაატარა და "აკ ბარს არენზე" უგოლო ფრე დაფიქსირდა. ეს მატჩი არც ერთი გუნდისთვის არაფერს არ წყვეტდა და რომ არა კვარაცხელიას ძალისხმევა, საერთოდ არათვალსასეირო გამოვიდოდა.

19 წლის ქართველი მატჩის ცენტრალური ფიგურა გახდა, მარტომ იმდენი მომენტი შექმნა, რამდენიც ერთად აღებულმა ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესოდ აღიარეს.

კვარას შენარჩუნება აუცილებელია

ხვიჩამ "როსტოვთან" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამჟამინდელ "რუბინში" მასზე უკეთესი შემსრულებელი არ არის. სეზონის სტარტზე ის მეურვეებს მხოლოდ მოტყუების გამო ატყუებდა და გასაკვირი არ გახლდათ, რომ რომან შარონოვის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა. ახლა კი მისი გარღვევები თამაშს უფრო ამწვავებს. დიახ, კვარა ახლაც ზედმეტად ერთობა თამაშით და ხშირად დროულად არ იძლევა საჭირო გადაცემებს, მაგრამ აღარ ნახავ, რომ მუტყუების შემდეგ მოედანზე განივად ან საერთოდ თავისი საჯარიმოსკენ მიდიოდეს. თუ ხვიჩა მეტოქეს გასცდება, სიტუაციას ამწვავებს და როგორც მინიმუმ ერთ მოწინააღმდეგეს ზურგსუკან იტოვებს.

ამ მატჩში სოლო-რეიდები განახორციელა, რომელშიც მეტოქის ოთხი მცველი იყო ჩართული. თუმცა, შედეგიანობის საკვანძო მაჩვენებელი დრიბლინგებისას მასზე თამაშის წესების დარღვევები გახლდათ. კვარაცხელიას შეჩერების მცდელობისას მარტო პირველ ტაიმში "როსტოვის" ოთხმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

კვარაცხელიას ახლა მართლაც არ ჰყოფნის ზუსტი დარტყმები, ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ 3 გოლით გუნდის მეორე ბომბარდირია, მაგრამ მომენტების თუნდაც 30% რომ გამოეყენებინა, დიდი უპირატესობით ლიდერებში იქნებოდა, უკიდურეს შემთხვევაში "რუბინის" ფეხბურთელთა შორის.

თუ რაიმე მეზიზის გამო ფეხბურთელის ჰიპერპროგრესი არ შეჩერდება და მოუმატებს მოედნის ხედვასა და დასარტყმელი მომენტის შერჩევისას, "რუბინის" ნახევარდაცვისთვის იდეალური მოთამაშე გახდება, რომელზეც შესაძლებელი გახდება გუნდის მთელი თამაშის აგება.

ხვიჩა ახლა ახალგაზრდა გიოკდენიზ კარადენიზს მოგვაგონებს, მაგრამ თურქს ზრდასრულ ასაკში საჭირო მომენტში დარტყმის უზადო ალღო გამოარჩევდა. სწორედ ეს თვისება აკლია "რუბინის" მთავარ ტალანტს. ყაზანელებისთვის მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანია არ გაუშვან ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელსაც უკვე მიაქციეს ყურადღება უცხოურმა კლუბებმა".

"რუბინის" ფანები ჩვენებურს აქებენ და მის შენარჩუნებას ითხოვენ. აი, კლუბის სოციალურ ქსელებში რამდენიმე მათგანის გამოქვეყნებული კომენტარი:

- პირველად მრავალი თვის მანძილზე საინტერესო იყო "რუბინის" თამაშის ცქერა და ყველაფერი ეს ამ ბიჭის დამსახურებაა. Квара the best!

- ხვიჩა "კრასავა"

- ვის ეპარებოდა ეჭვი. იმედია, მომავალ სეზონში ხვიჩა ჩვენგან არსად არ წავა.

- გუნდი ათამაშდა და თუ კარგი ფული შემოგვთავაზეს, ხვიჩას გავყიდით? ასეთ შემთხვევაში გუნდი ისევ ვერაფერს ვერ მიაღწევს.

- ბიჭებო, ჩვენთან ახალი დომინგესი იზრდება და მას კვარა ჰქვია.

- "ზენიტმა" მას ნებისმიერ შემთხვევაში თვალი დაადგა.

- ვფიქრობ, ხვიჩას ტოპ-ჩემპიონატში დიდი მომავალი აქვს. ერთი სეზონი უნდა გაჩერდეს და მერე "კრასნოდარში" და "ზენიტში" კი არა, ტოპ-ჩემპიონატში უნდა მოუსვას.

- თუ 15 მილიონად გაყიდიან და თავად გადაწყვეტს წასვლას, "კრასნოდარს" 2-3-ჯერ მაღალი ხელფასი შეუძლია შესთავაზოს.

- მაინც გაყიდიან, უკანასკნელ 10 წელიწადში ჩვენთან არც ერთი ტალანტი არ გაჩერდა.

- თუ გაყიდვას მოუნდომებენ, გაფიცვა უნდა მოვაწყოთ.

- ქართველების გარეშე "რუბინი" არ არსებობს.

- ეს პრემიერლიგაზე საუკეთესო დრიბლინგი იყო.

- არის ინფორმაცია, რომ "სპარტაკის" ახალ გენერალურ დირექტორ გაზიზოვს სურს მისი შეძენა.

- გთხოვთ, არ გაყიდოთ, რაღაც კარგი მაინც დატოვეთ კლუბში.

- კონტრაქტში უწერია, რომ თუ კარგი ევროპული კლუბი მოინდომებს მის შეძენას, ჩვენი კლუბი ვალდებულია გაუშვას.

ვასიას
არავინ არ არის, ღადაობს...
Irakli
ეს გასაგებია კვარაცხელია წარმატებები ამ მაგარ კაცს მაგრამ ამ ჩკვეტაძეზე არაფერს წერთ სადა ეს ბიჩი რო გაგვაგებინოთ რამე დაწეროთ ჩაკვეტაძეზე კაი იქნება გვატერესებს გულ შემატკივრებს?
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
ილიას! ექიმს ეჩვენე. დამიჯერე არ გაწყენს.თავში ნახერხი გიყრია ილიკოოო
ushangi
წამოვიდა თაობა, შემადგენლობის დაყენების ამდენი არჩევანი არასოდეს გვქონია.წარმატებებიბიჭებს.
გიო
ჩემი აზრით ახლა წასვლა არც ხვიჩასთვის და არც ზურიკოსთვის არ იქნება მიზანშეწონილი გადაწყვეტილება რადგან ამ კლუბში აქვთ ნდობა და სათამაშო დრო ხვიჩა უკვე ძირითადის ფეხბურთელი და გუნდის ლიდერი გახდა და 1 სეზონიც თუ დარჩებიან მათვის და მათი კარიერისთვის უკეთესი იქნება ანალოგიური აზრი მაქვს ჩაკვეტაძესა და ქვილითქიასთან დაკავშირებით ჯობია ამ ზაფხულს არ დატოვონ კლუბი და დარჩნენ
ვასიააა
ეს გელა ნუგზარაშვილი ვინ ჩემი გენააა . ტვინი წაიღეს ბლ....
სოსო
არც მთლად მასეა საქმე.კვარაცხელიასთან ერთად,მთელი ჯგუფი ჰყავს პერსპექტიული ახალგაზრდები რუბინს.დავითაშვილი,იგნატიევი,ბაკაევი,ურემოვიჩი.ამ ბიჭებს გაზრდის გაყიდის და ფულს გააკეთებს.თუ რამე შანსი გაუჩნდება,თვითონაც ევროლიგაზე ითამაშებს და აქედანაც ხეირს ნახავს.თუ დარჩება,კვარაცხელიასთან და ამ ბიჭებთან ერთად,რუბინი ნამდვილად იბძოლებს ევროლიგის საგზურისათვის.თვითონ ამ ბიჭების პროგრესის სიჩქარეზე და რუბინში დარჩენა-არდარჩენაზეა დამიკიდებული,რუბინის წინსვლა.გამოცდილი ლიდერი ხომ გუნდში არავინ ჰყავთ და თუ ვინმეს მიიყვანენ,მაშინ მართლაც გაიმართებიან
ჩორნა
ოქროაშვილი ასწორებს ტექნიკურია და ფლანგებს მოამარაგებს(მასკიროვკა რა).. გრიგალავა თავდასხმიას მეორე ფაზაა ვიღაცამ ხო უნდა დაუშვას საჯარიმოს გარედან სივრცეები რო იქნება თან ჩამშლელიც კაია... კანკავა ამისულაშვილი და ხიზიანიშვილი არ უნდა დამთავდეს?
კა
კვარამ სლუცკის ხელში კარგად აკრიფა ფორმა ვფიქრობ 1 სეზონი უნდა გაჩერდეს რუბინში ითამაშოს დაიხვეწოს კარგად და შემდეგ ევროპაში წავიდეს. თუ კრასნოდარში ან სხვა გუნდში წავა იქიდან ევროპაში არ გაუშვებენ და ჯანოსაბით მოუვა მე ასე ვფიქრობ
ფეხბურთი
დაახლოებით 21 წლამდე უნდა დარჩეს სადაც არის და წავიდეს მაშინ, როცა უკვე შემდგარი და თავდაჯერებული იქნება, რათა სადაც წავა წამყვანი შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილებოდეს და არა სათადარიგო.
მ.ტ-ს
ქვეტექსტებით შეეშვით ლაპარაკს. ისევ თორნიკეს მიადექით ოხრებო? დაანებეთ ამ ბიჭს თავი, დააანებეთ და შეეშვით!!!! თორნიკეს გარდა გადახედეთ რუსეთში რამდენი ქართველი თამაშობს გუნდებში, ეხლა სხვა ამოიჩემეთ ავადმყოფებო. ვააა ვინ არიან ეს ჩე....სები ტოო.
ილია
'ჰა სადა ხართ, დაიწყეთ შეთქმულებებზე წერა-„გააფუჭენ“, „გააფუჭენ“...ვაი თქვეს პატრონს! მართლა ფიქრობთ რომ რუსებს იმაზე მეტი საფიქრალი არა აქვთ,როგორ „გააფუჭენ“ ქართველი ფეხბურთელები???????' ბიძიკო იცი რას გეტყვიი,შენ მართლა ხომ არ გგონია რუსებმა ამხელა იმპერია ჩვენსავით ალალბოთაობით შექმნეს....ვისთვის უნდა ავარგონ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი,...საქართველოსთვის,რომელიც მტრების სიაში მეორე ადგილზე ჰყავთ?რუსეთის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი მათი სულის ნაწილია,მოპოვებული კი სულს ურჩევნიათ.
მ.ტ.
ხარისხზე ფიქრი ვისაც შეეძლო და მოეთხოვებოდა კიდეც, იმან დაუფიქრებლად ყველაზე მსუყე კონტრაქტი არჩია და აწი ვიღას რას მოსთხოვ?!..
შაკო
მარჯვენა ვინგერად ის აყენებ?
ნიკო
რა ხოჭოლავა კვირკველია, ტაბიძე გრიგალავა უკეთესი მცველები არიან, დანიასთანდა ირლანდიასთან ძლიერი იყო დაცვა
ქ. თბილისი, ბათუმის ქუჩა 42, შავი ჭიშკარი, წინ წითელი მანქანა დგია
თუ რუბინიდან არსად წავა, მაშვინ გაფუშტდება რა თქმა უნდა. თუ რომელიმე კარგ ესპანურ გუნდში გადავა, მაშვინ ვიტყვით რუსეთი ტრამპლინად გამოიყენაო, რაც ჯერ არავის უქნია მგონი.
ჩიბურაში
გეთანხმები, მაგრამ გთხოვ გელას გვარი სწორად დაწერე, თორემ ამასაც კვირკველიასავით არ დაემართოს და ზურგზე ნუფზარაშვილი არ დაიწეროს.
გენა
კვარაცხელია და გელა ნუფზარაშვილი ჩვენი ფეხბურთის მომავალია
Zaza
ვაისი ამას არ დააყენებს ბელარუსებთან მას თავისი სასტავი ყავს თორე ობიექტურად ეს ბიჭი ყველაზე კარგად თამაშობს და თავდასხმელის პოზიციაზეც კარგად ირჯება როცა საქმეს ჭირდება,იგივე ზივზივაძე სათამაშებელია ნაკრებში.
jiji
საქართველო-ბელორუსი ლორია-კაკაბაძე-ხოჭოლავა-კვირკველია-გრიგალავა-კანკავა-გვილია-კიტეიშვილი-ჩაკვეტაძე-კვარაცხელია-ქვილითაია. ეს 11 უნდა დააყენო ბ-ნო ვაის. ყველა ფორმაში იყოს და ბელორუსებს მოვჭიმავთ.
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
ჰა სადა ხართ, დაიწყეთ შეთქმულებებზე წერა-„გააფუჭენ“, „გააფუჭენ“...ვაი თქვეს პატრონს! მართლა ფიქრობთ რომ რუსებს იმაზე მეტი საფიქრალი არა აქვთ,როგორ „გააფუჭენ“ ქართველი ფეხბურთელები???????
გუგა
გრიგალავას ცენტრში რატო აყენებ? :დ კანკავა უეჭველი უნდა იყოს, წინ აუციებლად ქვილითაია, ოქრის მაგივრად, ხვიჩა და ჩაკვე ერთად შეიძლება არ გამოვიდეს...
Haaland
რა ორაზროვნად წერენ ხალხი შეცდომაში რომ შეიყვანონ. სულ სხვა ან რუსულ ან უცხოურ კლუბშიო- ანუ რეალურად კი წერენ არსად არ უნდა გაუშვანო, მაგრამ რუსების ამბავი ხომ იცით. უნდათ ესეც შეინარჩუნონ და სტატიაშივე წერენ რომ გუნდი უნდა აშენდეს მასზე. რუბინი იმდენად სუსტი გუნდია, მარტო ერთი კაცი ვერაფერს უშველის. 2-3 წელი რუსეთში, კარგად რომ შეეჩვიოს რუსულ ფულს და მერე სხვა რუსულ გუნდში. გეგმა ესაა და სულ ასე შვებიან
ჩორნა
ოქრიაშვილი კვარა კიტე ჩაკვე გრიგალავა გვილია ტაბიძე კვირკველია ხოჭოლავა კაკაბა მაკარიძე
sergo
ჯანო-ოქრი-ვაკო-ლობჟანიძე. ამათ დააყენებს ვაისი
გოგა
კიდევ ერთი სრული სეზონი უნდა ითამაშოს რუბინში და მერე წავიდეს. ერთ სრულ სეზონში გამოჩნდება სინანდვილეში რას წარმოადგენს და მერე წავიდეს. წარმატებები ხვიჩას
ჟორა გაბრიჭიძე
რონალდინიო გახსოვთ? სწორედ ის გვეზრდება. დღეს მსოფლიო ფეხბურთში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ამდენს ბედავდეს მეტოქის საჯარიმოში. ყველა ცდილობს პასი გააკეთოს. ყველა თამაშში ნახავთ, ფეხბურთელს ერთი მცველი უდგას წინ, მოატყუე და მეკარესთან პირისპირაა დარჩენილი, მაგრამ ვერ ბედავს წინ წასვლას პასს ამჯობინებს, კვარაცხელია კი მოტოციკლეტივით ყველას გვერდს უვლის რამდენი მცველიც კი აღიმართება მის წინ. მატაობითაა ფეხბურთი მშვენიერი და არა პასის წინ და უკან გორებით. თანამედროვე ფეხბურთი ჩელებაძის მოგონილია. მაგ იყო ფეხბურთელი, რომელსაც თამაშში ბურთი არ დაუმუშავებია, მცველი არ მოუტყუებია და ისე გოლი არ გაუტანია. პასს მიცემდენ, თუ კართან ახლოს იყო კარში არტყავდა და გაქონდა, თუ საჯარიმოს გარეთ იყო, ერთი შეხებით პასს აკეთებდა. დღეს ზუსტად ამ თამაშს თამაშობენ ყველგან. საბედნიეროდ, ქართულ ფეხბურთს და ფეხბურთელებს არ დაუკარგავთ ფეხბურთის ლამაზად თამაშის სურვილი და ოსტატობა, რასაც დღეს ვხედავ ჩვენს ახალგაზრდებში და პირველ რიგში ხვიჩას თამაშში, რაც გადასარევია. მესხი ლეგენდად სწორედ დრიბლინგებმა აქცია დღემდე, რომ ვერ დაუვიწყებია ხალხს ვერც სამშობლოში და ვერც დასავლეთში ვისაც მესხის ერთი თამაში მაინც უნახავს, სამუდამოდ დარჩა სასიამოვნო მოგონებად.

რა დაგვკარგვია რუსეთში,იქ რომ მივდივართ სათამაშოდ,სამღერლად და საცხოვრებლად.ხარისხზე ვიფიქროთ,ხარისხზე.
Moosexoneli
აქ ერთი ფაქტორის იმ უსუსური აგრნტების მერე ვინც ყავს ჩვენ ფეხბურთელებს.ჯუღელს ყოჩაღ.არა დატივე ექსეპერიმენტად ლოკოში.და უფრე რელური პაკტიკა,რომ ექნებოდა ისეთგუნდში წაიყვანა.თანც კონტრაკტი თუევროპელები მოინდომებენ უნდა გაყიდონ.ესეც დასაფასებელია.
las
ეს იდიოტი გრანდები, სანჩესის დონის უპერსექტივო ფეხბურთელებში 100 მილიონებს ყრიან და აგერ არის 19 წლის ბავშივ ტალანტი გადაიხადონ და წაიყვანონ,
იოანე
აუცილებლად უნდა წავიდეს კარგ ქვეყანაში და ჩემპიონატში თორე რუსეთში საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელიც კი არასდროს ჩამოყალიბებულა, მითუმეტეს ქართველს არ მისცემენ გასაქანს.
dzeke
კვარა-ჩაკვე-კიტე-გვილია=ბელორუსების დედის წიოკს!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ