19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს. როგორც თამუნა შავლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მათი ოჯახის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ იძულებული გახადა, მიმართვა გაევრცელებინა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა ცილისწამებას უწოდებს ადვოკატ მირიან ნიკოლაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

"ყველამ იცით, რომ ჩვენი ოჯახი დღემდე მაქსიმალურად იკავებს თავს, როგორც მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობაზე, ასევე რაიმე სახის პოზიციების დაფიქსირებაზე სოციალური ქსელებით, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ ჩვენი ოჯახის მიმართ უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ შვილის დამკარგავი მშობელი იძულებული ვხდები დავწერო ის, რასაც განვიცდი.

მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე, კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის ბოტასები მირიანმა "ჩუმად წამოიღო" გამოძიებიდან და დამნაშავეების კვალი დაფარა? ამის მთქმელს შეიძლება რომ ნორმალურმა ადამიანმა ხელში ჩაუგდო საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე?!

ვისთან მთხოვთ თანამშრომლობას, ხალხთან რომლებიც ყოველდღურად პირდაპირ ეთერში ულოცავენ დამნაშავეებს, რომ გამართლდებიან და დანაშაული არ დაუდასტურდებათ?! რომელ "საზოგადოებრივ გამომძიბლებს" მირჩევთ თავისი უგუნური ვერსიები რომ გაემართლებინათ ჩვენი ოჯახი, რომ ლამის სოციალურად დაუცველად გამოაცხადეს და ისიც არ უკითხავთ ბავშვი როგორ სრულფასოვან გარემოში გაიზარდა?!"

ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე, ვინც მიმტკიცებს, რომ მოკლული შვილის ცხედარს თურმე ოთხი დღე მანქანაში მალავდნენ თუ იმ ხალხს დამნაშავეების სასარგებლოდ რომ მთელ ქვეყანას არწმუნებენ, თურმე მკვლელების მანქანა 6 წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა იმ ადგილას, რის გამოც მკვლელობა გამორიცხულია?რომელიერთი ჩამოვთვალო უკვე აღარც კი ვიცი... და რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ?

მაგრამ რა უნდა ამიხსნათ თქვენ ?ვითომ მირიან ნიკოლაძეზე დიდი გულშემატკივრები რომ ხართ ჩვენი ოჯახის, ვის ედრებით. ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახშია გაზრდილი და რომლის ხელშიც გიორგი გაიზარდა?! რომელთან ურთიერთობაც გიორგისთვის ყველაზე საამაყო და სათუთი იყო, იმ კაცს ედრებით?!

რა სიბინძურე არ დააბრალეთ, რა ცილისწამება აღარ შეთხზეთ, რა აღარ აკადრეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი. რატომ ვერ ინელებთ, რომ ამ ერთმა კაცმა მოუღო ბოლო თქვენს არადამიანურ ინტერესებს?! რას გვერჩით, რას გვემართლებით, რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას!

რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, რომ საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან თავის დაცვა?! იმ ასიათასობით ადამიანს, ვინც ჩვენი ტრაგედია გულთან მიიტანა და დღემდე გვამხნევებს, გვერდში გვიდგას და ჩვენსავით განიცდის, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ გვაძლებინებთ, თქვენი სიკეთე და მხარდაჭერა გვაძლებინებს, ყველას მადლობას გიხდით. თუ ჩვენ ვერ შევძელით, ღმერთი გადაგიხდით სიკეთით, ის ღმერთი, რომელთანაც ჩემი ანგელოზი შვილის სული მივიდა" - წერს შავლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: ambebi.ge

გვირილა
უღმერთო ადამიანო, უბრალოდ კომენტარსაც ნუ გააკეთებ გამწარებული დედის მისამართით და შენ ცხოვრებას მიხედე
შიშველი სიმართლე
თუ მამაკაცი ხარ, შენი სახელია "არაკაცი", ხოლო თუ ქალბატონი - მაშინ "არაქალი"

უნიჭიერესი ღვარძლის და ბოღმის ნთხევაშია, სიბოროტის კეთებაში, ყველაფერს სპეკულაციებისთვის იყენებს. ცოტა დაფიქრდი, სანამ რამეს დაწერ.
სოსო
შენ გაინტერესებს და მას არა?შენ ნორმალური ხარ?
G.LA
ნიჭიერება არ ნიშნავს რომ ყველასათვის მისაღებია პიროვნება. გვარამია იბილწა ყველას წინაშე. კი ჩემი სათქმელი თქვა, მარა მაგარი იუზდელა კაი ხანი ტვ-დან. რაც შეეხება სააკაშვილს მე ვთვლი რომ მას აღარასოდეს არ უნდა მიეცეს ერთპიროვნული მართველობა. რადგან მას თავში აუარდა ის რაც ააშენა და გააკეთა ქვეყნისათვის. მაგრამ ქვეყნის აღმშენებლობაში მასაც უნდა ქონდეს მიიღოს მონაწილეობა თუნდაც რაღაც ფორმით. მით უმეტესი ქვეყნიდან არ უნდა იყოს დევნილი. საეღტოდ კი მგონია კოალიციური მთავრობა უნდა ვცადოთ, რადგან არავინ გაგვიმართლა. მხოლოდ სასამართლოს და ძალოვნების დამოუკიდებლოა იქნება იმის საწინდარი, რომ აღარ იყნენ შაქარაშვილები, სარალიძეები, მაჩალიკაშვილები, გიგვლინები და რობაქიძეები. ეს კი კოალიციურ მთAვრობის დროს წარომომიდგენია. შენ კი კორბენ დალლას ლიბერალობას რომ იჩემებ, რა ლიბერალების საქმეა უმცირესობის დაცინვა და მათი უარყოფა? დასცინოდი მეძავეებს და სხა რჯულის ხალხის მათან ურთიერთობის წინააღმდეგი იყავი. დაგავიწყდა? ხოდა თვითონ გაერკვიე ჯერ შენ თავში.
გოგა
საშინელება რაც მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს. დღეს რაც ხდება ქვეყანაში ამდენი მკვლელობები კრიმინალი, არაა მარტო შაქარაშვილების ოჯახის პრობლემა, ხვალ სხვა იქნება ზეგ სხვა და ა.შ.. თუ გვინდა უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ და ვაცხოვროთ ჩვენი შვილები, როდესმე ხო უნდა ამოვიღოთ ხმა არა??
ჩორნა
თავი შეიკავე ლაწირაკო!
სახიჩარი
შეგვეშვით დაგვანებეთო არც გვაინტერესებს ვინ მოკლაო
korben dallas + ნამდვილი კორბენი
ამ ქალბატონის გამკვირვებია, საზოგადოების ასეთი მაღალი აქტივობა რომ არა, მისი შვილის მკვლელები ახლაც უბანში ბირჟაზე ისხდებოდნენ. ტელევიზიებს რომ ახსენებს, და განსაკუთრებით ნიკა გვარამიას, რომ ემტერებიან ეს ქალბატონიც და ბიძა იმ ბავშვის, კი მაგრამ, ნუთუ ვერ ხვდებიან უჭკვიანესი, უნიჭიერესი, გვარამია და მისი ჯგუფი რომ არა, დღესაც არ ეცოდინებოდათ ვინ და რატომ მოკლა მისი შვილი?. სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს! ქოცების წუთები დათვლილია საქათველოში, ბატონი, მიშა სააკაშვილი სჭირდება საქართველოს. ხო, კიდე მსოფლიო სპორტის საიტზეც, არაერთხელ დამიწერია და არასდროს მომერიდება აქაც, და ყველგან ვიტყვი ხმამაღლა! ნაციონალები რომ არა, ისევ ყაყში იქნებოდა საქართველო. თუ ,თითოეულ ქართველს ნათელი საქართველო, ლიბერალური საქართველო სწყურია, გონივრული არჩევანი უნდა გააკეთოთ ახლა არჩევნებში. ბატონი, მიშა სააკაშვილი! აი, ეს ადამიანი სჭირდება თავის ვეზირებით საქართველოს. გიორგი გაბუნიას, ზოგიერთი ხისთავიანი გრუზინი, რომ დასცინის, ნუთუ ვერ ხვდებეით რამხელა ვაჟკაცობა გააკეთა? როდესაც სახალხოდ, საჯაროდ, აგინა და დაამცირა პუტინიც, კადიროვიც, და მთელი ეს ღრუსეთის ელიტა? რომელმა გაბედა მანამდე? არცერთემა გიორგი გაბუნიასნაირი გმირები სჭირდება საქართველოს!

გრცხევნოდეთ იმ უმრავლესობას ვისაც ეს ადამიანი გულისხმობს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ბიძას და ოჯახის წევრებს მიწასთან ასწორებდით და რას აღარ აბრალებდით,რადგან იმას არ ისმენდით რავ თქვენს პოლიტიკურად და ადამიანურად გაყიდულ სულებს არ აწყობდა. დიდი იმედი მაქვს დედასაც არ დაადანაშაულებთ ბავშვის წინააღმდეგ შეთქმულებაში,თქვენ მართლა არასწორებო. გამძლეობას ვუსურვებ ოჯახს ერთის მხრივ ამ უბედურებაში რაც მათ შაქარას დაკარგვით განიცადეს და მეორეს მხრივ იმ სულგაყიდული საზოგადოების მხრის შეტევის გაძლებაში, რომელიც ასეთი აგრესიით გამოირჩევა ყველას წინააღმდეგ,იმასაც ვერ ზვდებიან,რომ სწორედ ასეთ აგრესიულ გარემოში და საზოგადოებაში გაზრდილი ახალგაზრდების გამო დატრიალდა ის უბედურება რაც დატრიალდა.
giusha3232
კილაძის მსგავსი ჭურნალისტები სანამ არ მოისპობიამ არაფერი სიკეთე იქნება
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
გამოირიცხა, გიორგი შაქარაშვილს დაზიანება წყალში ჩავარდნის შედეგად არ მიუღია [VIDEO]
"ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა..." - მსჯავდებულის დედა [VIDEO]
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა იწყება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო 4 სრულწლოვან ბრალდებულს 5-5 წლით დააკავებენ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო