"ბარსელონამ" ამ სეზონში სრულად დაკარგა საკუთარი სახე და პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს სავარძელიც გვარიანად შეყანყალდა, რამეთუ კატალონიურმა გუნდმა წარუმატებლობა განიცადა ლა ლიგასა და თასზე. რა თქმა უნდა, გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან და ბარტომეუს ბედად, კორონავირუსის გამო მათ მატჩებზე დასწრების საშუალება არა აქვთ, თორემ ობსტრუქციას ობსტრუქციაზე მოუწყობდნენ.

კლუბის პრეზიდენტის არჩევნები მომავალი წლის ზაფხულსაა დანიშნული, თუმცა შესაძლოა, ბარტომეუმ იქამდე თავის პოსტზე ვერ გაძლოს. ალბათ, იკითხავთ, როგორო და მართალიც იქნებით. ბატონი ბრძანდებით, მოგახსენებთ:

ESPN იტყობინება, რომ "ბარსას" წევრებმა გადაწყვიტეს, ბარტომეუსა და დირექტორთა საბჭოს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადონ.

ჯგუფი, სახელწოდებით Cor Blaugrana, რომელიც გულშემტკივართა სხვადასხვა დაჯგუფებას აერთიანებს, დაუყოვნებლივ ცვლილებებს მოითხოვს და არა მარტო მოითხოვს, არამედ კონკრეტული გეგმაც შეიმუშავა. კერძოდ, Cor Blaugrana-ს ინიციატივის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ 14 სამუშაო დღის განმავლობაში აუცილებელი გახდება კლუბის წევრთა 15%-ის, ანუ დაახლოებით 17 ათასი ხელმოწერის შეგროვება. ამ პროცედურის შემდეგ შესაძლებელი გახდება უნდობლობის საკითხის კლუბის საერთო რეფერენდუმზე გატანა.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად "ბარსელონას" 154 ათასი წევრიდან 101 ათასის თანხმობაა საჭირო.

მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელმოწერების შეგროვების სირთულეების რიგი მიზეზების მიუხედავად (მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარება, კორონავირუსი და არჩევნების მომავალ წელს გამართვა), მათ სხვა არჩევანი არ დაუტოვეს, ვინაიდან ბარტომეუსა და მისი გუნდის კლუბის სათავეში ყოფნა უკვე დაუშვებელია.

თავად ბარტომეუ გადადგომას, რა თქმა უნდა, არ აპირებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ექსპრეზიდენტები ჟოან ლაპორტა და სანდრო როსელი, აგრეთვე, ბიზნესმენი ვიქტორ ფონტი მიიღებენ.

რაულ გონსალეს ბლანკო
რას ამბობ, ორი ვადით მაინც უნდა დარჩეს, რომ ესპანიოლის დონეზე აღმოჩნდეს. ეხლა ნაპოლი გაუკეთებს და ერთ ადგილზე აღმოჩნდება 1 კაცის გუნდი.
სოსო
პარლამენტის დეპუტატის, ვადამდე გამოწვევის წესი,საქართველოს კანონმდებლობაშიც აუცილებლად უნდა იყოს.ეს ძალიან გააუმჯობესებდა, დეპუტატების მუშაობის ხარისხს.(შიში ოხერია).ბარსასთვის კი, სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ კაცის მოშორება.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჟოზეპ ბარტომეუს გადაყენება ახლოვდება და რეალური ხდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
საგიჟეთი ვალებში ჩაძირულ "ბარსაში" - კუმანს ლაპორტამ ლაპარაკი აუკრძალა და მისი შემცვლელი შეიგულა
მესი: ბარტომეუმ პირობა არ შეასრულა - ვრჩები
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
sport.es: ბართომეუ "ბარსელონას" პრეზიდენტობიდან გადადგა!
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბართომეუ ცოცხალი თავით გადადგომას არ აპირებს
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა